By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
Uncategorizedაკრედიტაციაშენი პაციენტიჯანდაცვის ისტორია

საქართველოს ისტორიაში პირველად კლინიკებში „პაციენტთა საბჭოები“ იქმნება – ფუნქცია, სარგებელი, მსოფლიო გამოცდილება

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 3, 2026 11:29 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
6 წუთიანი წაკითხვა
#post_seo_title
გაზიარება

პაციენტთა საბჭოები 

Contents
  • რომელ ქვეყნებში მოქმედებს პაციენტთა საბჭოები?
  • პაციენტთა საბჭოები საქართველოში
  • პაციენტთა საბჭოს მთავარი ფუნქციები:
  • პაციენტთა საბჭოს როლი აკრედიტაციის პროცესში:
  • პაციენტთა საბჭოს სარგებელი
      • აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
      • ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს. საკონტაქტო: +995 555 423 845 info@accreditation.ge მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

“პაციენტთა საბჭო“ არის სპეციალური ორგანო, რომელიც პაციენტების უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების წარმოჩენის მიზნით იქმნება სხვადასხვა ორგანიზაციაში, ძირითადად, კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ეს საბჭო ეხმარება კლინიკას, გაიგოს პაციენტების საჭიროებები, გაუმჯობესდეს სერვისები და გაძლიერდეს პაციენტთა ნდობა, ჩართულობა.

რომელ ქვეყნებში მოქმედებს პაციენტთა საბჭოები?

პაციენტთა საბჭოები მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში აქტიურად მუშაობს. მაგალითად:

აშშ – პაციენტთა საბჭოები ფართოდ გამოიყენება კლინიკებსა და საავადმყოფოებში, რათა პაციენტების უკუკავშირი და ჩართულობა უზრუნველყოფილ იქნას.
– დიდი ბრიტანეთი – NHS (National Health Service) იყენებს პაციენტთა საბჭოებს პაციენტების მოთხოვნებისა და უკუკავშირის უკეთ გასაგებად და სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
კანადა – პაციენტთა საბჭოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჯანდაცვის დაწესებულებებში პაციენტთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.
ავსტრალია – ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემაში პაციენტთა საბჭოები ხელს უწყობენ პაციენტთა უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
გერმანია – გერმანიის კლინიკები და ჯანდაცვის ინსტიტუციები ხშირად იყენებენ პაციენტთა საბჭოებს ჯანდაცვის პროცესების გამჭვირვალობისა და პაციენტთა ჩართულობის ასამაღლებლად.

პაციენტთა საბჭოები საქართველოში

საქართველოში პაციენტთა საბჭოების არსებობა სიახლეა და სულ უფრო აქტუალური ხდება.

აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – Accreditation Canada.

სწორედ იმ კლინიკებში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით, პაციენტთა საბჭოები უკვე ჩამოყალიბებულია და მიზნად ისახავს პაციენტების უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ეს საბჭოები თანამშრომლობენ როგორც პაციენტებთან, ასევე სამედიცინო პერსონალთან, რათა გაუმჯობესდეს პაციენტთა გამოცდილება და გაიზარდოს მათთვის მიწოდებული სერვისების ეფექტურობა.

პაციენტთა საბჭოები საქართველოში ემსახურება იმავე მიზნებს, რაც საერთაშორისო პრაქტიკაშია დანერგილი: პაციენტთა ინტერესების დაცვა, უკუკავშირის მიწოდება და ჯანდაცვის სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა.

პაციენტთა საბჭოს მთავარი ფუნქციები:

1. პაციენტთა ინტერესების დაცვა – საბჭო უზრუნველყოფს პაციენტების ინტერესების წინ წამოწევას, რათა მათი საჭიროებები გათვალისწინებული იყოს კლინიკის მუშაობაში. პაციენტთა ხმების გაგონება და მათი პრობლემების განხილვა საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა.
2. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება – საბჭოს წევრები ეხმარებიან კლინიკას, დააგროვონ და გააანალიზონ პაციენტთა უკუკავშირი, რათა სერვისები გაუმჯობესდეს და პაციენტთა კმაყოფილება გაიზარდოს.
3. პაციენტების ინფორმირება – საბჭო ხელს უწყობს პაციენტების ინფორმირებულობას, რაც ითვალისწინებს მათთვის სამედიცინო მომსახურების პროცედურებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
4. პაციენტთა ჩართულობის გაზრდა – საბჭო ხელს უწყობს პაციენტებს, უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი საკუთარ მკურნალობაში, გადაწყვეტილებების მიღებაში და ჯანდაცვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ.
5. პაციენტთა უფლებების დაცვა – საბჭო უზრუნველყოფს, რომ პაციენტთა უფლებები არ დაირღვეს და მათი პრობლემები დროულად იქნას მოგვარებული. საბჭოს წევრები ხშირად ჩართულნი არიან პაციენტთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

პაციენტთა საბჭოს როლი აკრედიტაციის პროცესში:

“პაციენტთა საბჭოს” ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კლინიკის „აკრედიტაციის“ პროცესში. აკრედიტაცია არის ფორმალური აღიარება იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულება მუშაობს მაღალი სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას. „პაციენტთა საბჭო“ მნიშვნელოვან კონტრიბუციას აკეთებს ამ პროცესში:

1. სერვისის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა – პაციენტთა საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს კლინიკასთან, რათა მომსახურების სტანდარტები აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის მოთხოვნებს და პაციენტთა გამოცდილება იყოს პოზიტიური.
2. პაციენტების უკუკავშირის მიწოდება – აკრედიტაციის პროცესის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პაციენტების კმაყოფილება. პაციენტთა საბჭო აგროვებს პაციენტების უკუკავშირს, რაც შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობის იყოს კლინიკის აკრედიტაციის წარმატებისთვის.

3. პაციენტების უფლებების დაცვა – აკრედიტაციისას კლინიკას სჭირდება, აჩვენოს, რომ პაციენტთა უფლებები დაცულია და მათთვის მაღალი დონის ზრუნვაა უზრუნველყოფილი. პაციენტთა საბჭო უზრუნველყოფს ამ კუთხით საჭირო ზომების მიღებას და მათ სწორად წარმოჩენას.
4. „სტანდარტების შესრულების მონიტორინგი“ – პაციენტთა საბჭო მონაწილეობს იმ მონიტორინგში, რომელიც საჭირო სტანდარტების დაცვას ეხება, რაც აკრედიტაციის პროცესის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

პაციენტთა საბჭოს სარგებელი

პაციენტების საჭიროებების გათვალისწინება – საბჭო ხელს უწყობს პაციენტების უშუალო ინტერესების კლინიკის ხელმძღვანელობამდე მიტანას.
უკეთესი კომუნიკაცია – პაციენტებს და კლინიკას შორის კომუნიკაცია უფრო გამჭვირვალე ხდება.
მომსახურების გაუმჯობესება – პაციენტთა საბჭოს რეკომენდაციებით, კლინიკას შეუძლია უფრო მოქნილი და პაციენტზე ორიენტირებული გახდეს.

ამგვარად, „პაციენტთა საბჭო“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პაციენტთა უფლებების დაცვაში, ასევე კლინიკის აკრედიტაციის პროცესში, რაც ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ამაღლებასა და პაციენტების უფრო დიდ ჩართულობას უზრუნველყოფს, მათ შორის, საქართველოში არსებული კლინიკებისთვისაც.

ცნობისთვის:

“საქართველოში ჩამოყალიბდა პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რომლის ხელმძღვანელიც გახლავს იოსებ დემეტრაშვილი.

აღნიშნული სამდივნო უზრუნველყოფს პაციენტთა კმაყოფილების კვლევას კლინიკებში. გამოკითხვა  შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში, ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

Study Finds COVID-19 Significantly Increases Risk of Type 2 Diabetes in Children
Uncategorized

მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ის შემდეგ ბავშვებს ჯანმრთელობის მომატებული რისკები ემუქრებათ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Uncategorized

ლაპაროსკოპია VS ღია ქირურგია …

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აკრედიტაციაბლოგიინტერვიუსიახლეებისხვა-ამბებიშენი პაციენტიჯანდაცვის ისტორია

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში” პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სიახლეებიშენი პაციენტი

პაციენტთა საბჭო – „ჩემი ხმა კლინიკაში ცვლილებების ნაწილი გახდა“ – “ჰერა 2011”-ის პაციენტთა საბჭოს წევრი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?