By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორ ჟოაო ბრედას შეხვდა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 23, 2026 11:36 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორ ჟოაო ბრედას შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორ ჟოაო ბრედას შეხვდა
გაზიარება

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ და ჟოაო ბრედამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარება და მიღწეული პროგრესი განიხილეს. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზეც.

მხარეებმა საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და დასახეს სამომავლო პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს; აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე; აქვე ხაზი გაესვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებებისა და ონკოლოგიის საკითხებზე რეაგირების მნიშვნელობას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, მასთან თანამშრომლობა კი მთავრობის პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, ჟოაო ბრედას გამოცდილება და პროფესიონალიზმი, WHO-ს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებაში.

ჟოაო ბრედას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

საქართველოში ჩამოსვლამდე, იყო WHO-ს სპეციალური წარმომადგენელი საბერძნეთში და ხელმძღვანელობდა ათენში განთავსებულ ჯანმოს ევროპის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და პაციენტის უსაფრთხოების (QoC) ოფისს. მანვე დააფუძნა ათენის საუკეთესო პრაქტიკის ცენტრი (Athens Centre of Excellence), რომელიც ორიენტირებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, აგრეთვე ჯანდაცვის სფეროში ინოვაციებისა და ლიდერობის ხელშეწყობაზე; WHO ევროპის რეგიონულ ოფისში უძღვებოდა სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმებისა და ფიზიკური აქტივობის სტრატეგიების შემუშავების, დანერგვისა და შეფასების სამუშაოებს. ასევე ხელმძღვანელობდა WHO არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ოფისს, რომელიც თავად დააფუძნა და მნიშვნელოვან რეგიონულ ინიციატივად ჩამოაყალიბა.

ჟოაო ბრედა პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო WHO-მ ორჯერ მიანიჭა საუკეთესო გუნდის ჯილდო (Awards of Excellence).

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

FacebookTwitter
TAGGED:მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სამინისტრო

თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
C და B ჰეპატიტის პროგრამები
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის ფაქტებზე: არის რიგი გადაცდომებისა, რომლებსაც შეიძლება, უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ისაუბრებენ იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ. წარმოდგენილი იქნება უახლესი მიღწევები, იმუნოთერაპიის, უჯრედული თერაპიისა და კიბოს ვაქცინების შესახებ
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

ისაუბრებენ იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ. წარმოდგენილი იქნება უახლესი მიღწევები, იმუნოთერაპიის, უჯრედული თერაპიისა და კიბოს ვაქცინების შესახებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სამინისტრო

ნახეთ – რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს რა ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობენ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?