By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე: „უნდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართ, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და აქვთ საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგებიც და რეპუტაციაც, არიან კეთილსინდისიერები“

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 29, 2026 6:43 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
8 წუთიანი წაკითხვა
„მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი“ - ჯანდაცვის მინისტრი
„ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში“ - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე
გაზიარება

მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობს, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მიხეილ სარელაძემ 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისის მიწოდებაზე ისაუბრა და არსებული სტატისტიკა წარმოადგინა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს. კი, საკმაოდ ბევრს აქვს სურვილი უცხოეთში ჩაიტაროს მკურნალობა. მათგან: ქიმიო და ჰორმონოთერაპიის სერვისით ისარგებლა, დაახლოებით, 31 200-მა ბენეფიციარმა, პროგრამული ონკომედიკამენტებით ისარგებლა, დაახლოებით, 27 112-მა პაციენტმა, სხივური თერაპია ჩაიტარა – 6 400-ამდე პირმა, DRG-ის ფარგლებში ოპერაციები ჩაუტარდა და სტაციონარული სერვისი გაეწია, დაახლოებით, 9 000 პაციენტს.

პაციენტების ნაწილს კი რეფერალური დახმარების პროგრამითაც აუნაზღაურდათ საჭიროებები – 5 838 უნიკალური პაციენტი და ამ პაციენტებიდანაც უდიდესი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც ფინანსდებიან, ანუ 38 627 პაციენტიდან, დიდი ნაწილი საქართველოშიც იღებს სერვისს და, პარალელურად, 5 838 ადამიანია, რომელსაც აქვს მოთხოვნა წამოყენებული სხვა მიმართულებით. 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებებზე ჯამში 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აქედან გამომდინარე, მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობს, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ. ზუსტად ეს არის ინტერპრეტაცია, რომ თქვენ ფიქრობთ, საუბრობთ უნდობლობაზე და ხელს უწყობთ აზრის კულტივირებას, რომ საქართველოში წარმატებული მკურნალობა არ ხდება.

უნდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართ, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და აქვთ საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგებიც და რეპუტაციაც, არიან კეთილსინდისიერები. მათი დიდი ნაწილი თავისუფლად შეძლებდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში დასაქმებას და მაღალი რეპუტაციის მოხვეჭას, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამის კონკრეტული დასტურიც არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძემ რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, გასულ წელს საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობა დაუფინანსდა მხოლოდ 573 პაციენტს. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ დაფინანსდა 127 ონკოპაციენტის მკურნალობა, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ – 78 ონკოპაციენტის. მისი განმარტებით, ამ უკანასკნელ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს დაფინანსების დუბლირება.

„ონკოლოგიური სერვისისთვის დამოუკიდებლად გასული პაციენტების რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს დასახელებულ რიცხვებს, რადგან მე ვსაუბრობ იმ პაციენტებზე, რომლებმაც მომართეს სამინისტროს და მიიღეს დაფინანსება, თუმცა რიცხვები აქ დრამატულად განსხვავებული არ იქნება.

38 627 ბენეფიციართან შედარებით საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის მაჩვენებელი, ვფიქრობთ, მაღალ პროცენტს არ შეადგენს, თუმცა, გეთანხმებით, რომ პრობლემა მაინც საგულისხმოა და ამაზე ღიად ვსაუბრობთ ჩვენც. უბრალოდ, ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით და მონდომებით, რომ იმ ექიმებმა, რომლებიც მუშაობენ, დაიბრუნონ კუთვნილი რეპუტაცია, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც შესაძლოა პაციენტები სერვისების მიღებას უცხოეთში ანიჭებდნენ უპირატესობას.

„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, სამწუხაროდ, უმცირესობაში, მაგრამ მაინც, არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც აქვთ ზოგიერთ შემთხვევაში კვალიფიკაციის, ზოგიერთ შემთხვევაში – დისციპლინის პრობლემები. დიახ, სამწუხაროდ, არის კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩემთვის პატივსაცემი ყველა ექიმი. პრაქტიკულად ამ თემაზე ვსაუბრობთ და მუშაობაც მიმდინარეობს.

პრობლემა გვაქვს პროფესიული დეფიციტების. ეს, რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული განათლების სისტემის რეფორმასთან – ორიენტირი უნდა იყოს, პირველ რიგში, იმ კადრების მომზადება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.

თავის ადგილას არის საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც – მიზეზთა შორის, ესეც ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დღეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული დოზით ახასიათებს რეკლამაც – თავისი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითაც და საქართველოში არსებული კონკურენტის ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც.

ყველაფერი ეს ბადებს რეპუტაციულ პრობლემებსაც, ამის კულტივირებაზე მაქვს სწორედ საუბარი, როგორც სახიფათო და მანკიერ მოვლენაზე.

მაგალითად, ამას წინათ, რეფერალის კომისიაზე შემოსული იყო ორი განცხადება – ერთი და იგივე პროთეზის შეცვლას ითხოვდა 2 სხვადასხვა პაციენტი, უბრალოდ დაემთხვა, ერთი კომისიის სხდომაზე აღმოჩნდა. ერთსა და იმავე პერიოდში, ორივეს ჰქონდა, პირობითად რომ ავიღოთ, ვთქვათ, მუხლის პროთეზი შესაცვლელი. ერთ მათგანს, დაახლოებით, 5 წლის წინ ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული სხვა სახელმწიფოში. მის განცხადებაში, რომელიც სხვათა შორის, სამედიცინო დოკუმენტაციასაც ემთხვეოდა, აღნიშნული იყო, რომ რეციდივის გამო, აუცილებელი იყო ხელმეორედ ამ ოპერაციის ჩატარება. მეორე განცხადებაში, დაახლოებით იმავე პერიოდში, საქართველოში გაკეთებულ იგივე ოპერაციაზე ეწერა, რომ წარუმატებელი ოპერაციის გამო, ხელმეორედ იყო ჩასატარებელი.

ეს სხვა არაფერია, თუ არა მარკეტინგი, ბუნებრივია, რომ აქ სამუშაო გვექნება. ამ ყველაფრის გამოა, რომ მაგალითად, ქართველ ექიმებზე როდესაც ვსაუბრობთ, სრულიად არაერთგვაროვანი აღქმები არსებობს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებით, იმის მიხედვით, როგორია თუნდაც ეს მარკეტინგული გავლენები. მაგალითად, კარდიოქირურგიის დონე საქართველოში ეჭვგარეშედ მაღალია, ამაზე, მე მაგალითად, არ შემხვედრია ვინმესგან გამოთქმული ეჭვი. ამას, სამწუხაროდ, ვერ იტყვი ონკოლოგიის მიმართულებით, სადაც მაღალია ასეთი ინტერესების გავლენა ან, მაგალითად, ორთოპედიის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ცალკეულ, მართლაც რთულ შემთხვევებში, უცხოეთში მკურნალობის მიზეზი შესაძლოა იყოს სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეს მხედველობაში მისაღებია.

„არის მიზეზთა შორის რამდენიმე მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება (მაგალითად, PSMA კვლევა ან ლუტეციუმით დასხივება). საუბარია, მაგალითად, ასეთი კვლევებისთვის საჭირო იზოტოპებზე, რომლის იმპორტიც საქართველოში ვერ ხერხდება ტექნიკურად (დამზადებიდან მალევე ექვემდებარება გამოყენებას და ამიტომ არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას). საბედნიეროდ, საქართველოში ახლაც მიმდინარეა რამდენიმე პროექტი, რომელიც ახლო მომავალში აღმოფხვრის ამ კონკრეტულსა და სხვა მსგავს საჭიროებებს.

ბევრი შეცდომაა დაშვებული გასული წლების განმავლობაში, (შემიძლია ვთქვა, გასული ათწლეულების განმავლობაში), რისი შედეგიც არის ის, რა სურათიც ახლა ჩვენ გვაქვს.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ჰქონდეს ობიექტური დასაყრდენი“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა პლენარულ სხდომაზე საქართველოში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, კითხვაზე – შეიძლება თუ არა ქვეყანაში არსებული პრეპარატების ხარისხი განაპირობებდეს პაციენტების უცხოეთში მკურნალობის სურვილს? – რაიმე სერიოზული არგუმენტის დასახელება შეუძლებელია.

„საქართველოში არის ხელმისაწვდომი ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტები, რაც ხელმისაწვდომია სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში. რაც შეეხება ზოგიერთი არაპროგრამული მედიკამენტისთვის უპირატესობის მინიჭებას ( ხდება ექიმების თუ პაციენტების მხრიდან ასეთი უპირატესობის მინიჭება), თუკი ამას გულისხმობენ ოპონენტები, აქ გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი – რეალურად არსებობს მექანიზმები ასეთი მედიკამენტების იმპორტისა, ინდივიდუალური შეკვეთების გზით და მეორე – ყველა მედიკამენტის მწარმოებელს თავისი პოლიტიკა აქვს და, სამწუხაროდ, უკლებლივ ყველა დასახელების მედიკამენტის იმპორტს, ამას ვერც ერთი და არც ერთი სახელმწიფო ვერ და არც შეეცდება, რომ გააკეთოს. ასეთი რამ არ არსებობს – უკლებლივ ყველა პრეპარატი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. არის მედიკამენტთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც აუცილებლად წარმოდგენილია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ყველა დასახელება შეიძლება იქ, ჩამონათვალში, არ ხვდებოდეს.

როდესაც კითხვა ეხება პროგრამული მედიკამენტების ხარისხს, გაითვალისწინეთ, რომ ის, რასაც იძენს სახელმწიფო, ხორციელდება ძალიან ყურადღებით, ბევრი მოთხოვნით, სტანდარტითა და წინაპირობით. ამას კანონმდებლობაც განაპირობებს და შეგიძლიათ, ნახოთ საჯაროდ გამოქვეყნებული შესყიდვის უკლებლივ ყველა ხელშეკრულება.

ამ ყველაფრის მთავარი ფუნქციაც არის მხოლოდ მაღალი ხარისხის მედიკამენტის მიღება, თუმცა ყველა მედიკამენტს სახელმწიფო თვითონ არ იძენს. ამის იმპორტს ახდენენ კერძო სტრუქტურები, სათანადო პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების დაცვით და, ამგვარად, ხელმისაწვდომია საქართველოში სხვადასხვა ხარისხისა და ფასის მედიკამენტი, მათ შორის, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებიც.

ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით და, ვფიქრობთ, ძალიან მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები დაწესდა, მათ შორის, GDP და GMP რეგულირების თვალსაზრისით. ესეც მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რომელიც, რეალურად, აზღვევს მედიკამენტების ხარისხის თვალსაზრისით ქართველ პაციენტს.

ამიტომ, ის შემორჩენილი უკმაყოფილება, რაც შეიძლება არსებობდეს წამლის ხარისხთან დაკავშირებით, მილევად რეჟიმშია და ძალიან სწრაფად სრულად აღმოიფხვრება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

FacebookTwitter
TAGGED:არიან კეთილსინდისიერები“მიხეილ სარჯველაძე: „უნდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართრომლებიც საქართველოში მუშაობენ და აქვთ საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგებიც და რეპუტაციაც
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

მძლავრი ახალი ინსტრუმენტი, ანადგურებს კიბოს
სხვა-ამბები

გულის რითმის დარღვევები – რა იწვევს არითმიას? რა არის გულის არითმია ?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხვა-ამბები

კვება ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის – ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხვა-ამბები

რატომ არის საუზმე მნიშვნელოვანი – რჩევები შენი ჯანმრთელობისთვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ქვემო ბოდბე ერთ-ერთია იმ 60 სოფელთაგან, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გაეროს პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ტელემედიცინის სერვისი დაინერგა
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ქვემო ბოდბე ერთ-ერთია იმ 60 სოფელთაგან, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გაეროს პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ტელემედიცინის სერვისი დაინერგა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?