By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებიშენი ექიმი

მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 26, 2026 2:57 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
გაზიარება

ჯანდაცვის მინისტრი, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიება ტრადიციული მედიცინის სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების, ასევე გლობალური პერსპექტივებისა და განვითარების საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება ქვეყნებს უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

მინისტრმა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სისტემაში ამ რგოლის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„საქართველოს მიაჩნია, რომ ტრადიციული მედიცინის ჯანდაცვის სისტემებში ინტეგრირება სამ ფუნდამენტურ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: მეცნიერულ მტკიცებულებებს, პაციენტის უსაფრთხოებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვას.

ტრადიციულ მედიცინას შეუძლია, შექმნას დამატებითი შესაძლებლობები ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის, რეაბილიტაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მისი ინტეგრირება უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დადასტურებულ მტკიცებულებებს, მკაფიო პროფესიულ სტანდარტებსა და სათანადო მარეგულირებელ ზედამხედველობას. ასევე მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კვლევების შედეგების, რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და ინტეგრირებული ზრუნვის ინოვაციური მოდელების გაზიარება ქვეყნებს დაეხმარება ისეთი მიდგომების გამოვლენაში, რომლებიც ერთდროულად შეესაბამება კულტურულ თავისებურებებს და ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას. როდესაც ვალდებულებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავდივართ, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ისეთი პირველადი ჯანდაცვის სისტემების ჩამოყალიბება, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პრევენციაზე, ინკლუზიურობაზე, მდგრადობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზე.

საქართველო კვლავ ერთგულია ამ გარდაქმნის პროცესის მიმართ და მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის ჩინეთთან და ჯანმო-სთან თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩინეთის დედაქალაქში, საერთაშორისო ფორუმში ჯანდაცვის მინისტრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები, ტრადიციული მედიცინისა და ჯანდაცვის პოლიტიკის, ეროვნული თუ საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმებზე  2025–2034 წლებისთვის WHO-ს ტრადიციული მედიცინის გლობალურ სტრატეგიის ფარგლებში იმსჯელეს.

ორდღიან ფორუმზე, სიტყვით გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში, მონაწილეებმა განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, მომსახურების ინოვაციური მოდელებისა ტრადიციული მედიცინის გამოყენებით. ასევე ისაუბრეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინასა და ინტეგრირებულ მედიცინაზე. იმსჯელეს იმ გზებზეც, რომელთა მეშვეობითაც ტრადიციული მედიცინის უსაფრთხო და ეფექტიანი მომსახურება უკეთ ინტეგრირდება ეროვნულ ჯანდაცვის სისტემებში.

საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  პაატა კალანდაძე.

FacebookTwitter
TAGGED:მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ადამიანის ტვინის ევოლუცია
შენი ექიმი

ადამინის ტვინის ევოლუცია, მითი თუ რეალობა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გლობალური სისხლის უსაფრთხოების გაუმჯობესება
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

ცენტრი უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას უზრუნველყოფს, რომელიც უსასყიდლოდ  იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებიც სისხლსა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბოსტნეული - ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები 
შენი ექიმი

ვინ და რატომ ირჩევს მცენარეული კვების რაციონს?!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
საკვერცხის კიბო
შენი ექიმი

დაავადებას 2-4 წლით ადრე გამოავლენს – ახალი მიგნება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?