By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე გაეროს ასამბლეაზე: თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია – ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 26, 2025 1:29 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
მიხეილ სარჯველაძე გაეროს ასამბლეაზე: თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია – ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე
გაზიარება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ სამიტზე – „არაგადამდები დაავადებების პრევენცია, მართვა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებმა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, ასევე მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ახალი ხედვა განსაზღვრეს – მიღებულ იქნა ამბიციური და რეალისტური პოლიტიკური დეკლარაცია.

მიხეილ სარჯველაძე, სამიტზე მოხსენებით წარსდგა. მინისტრმა, დამსწრე საზოგადოებას, არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და მიმდინარე რეფორმებზე.

„ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო გენერალური ასამბლეის ამ მაღალი დონის შეხვედრაზე და საკუთარი წვლილი შევიტანო განახლებული ხედვის ჩამოყალიბებაში, რომელიც მიზნად ისახავს არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და მართვას, ასევე – მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.

2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მოსახლეობის 95%-ზე მეტს ფარავს. განვახორციელეთ რეფორმები, როგორც სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ისე ფარმაცევტული პროდუქციის რეგულირების მიმართულებით – ავამოქმედეთ რეფერენტული ფასებისა და მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმები. ამ ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფინანსური წნეხი, ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიური პრეპარატების ხელმისაწვდომობისთვის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველომ გაზარდა დაფინანსება კიბოსა და სხვა ქრონიკული დაავადებების ინოვაციურ მკურნალობაზე, ასევე გააფართოვა იშვიათი დაავადებების პროგრამა, რათა ბენეფიციარებს სიცოცხლის გადამრჩენ სერვისებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა.

მიმდინარე წელს, დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომლის მიზანია, პირველადი რგოლის დონეზე, ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იყოს პრევენციული, სკრინინგის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები.

თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია – ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს, თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე.

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს ამ მაღალი დონის შეხვედრის პოლიტიკურ დეკლარაციას. არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია – ეს არის მორალური ვალდებულება. მომავლისკენ მიმავალ გზაზე, მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ საერთო მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძეც, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მაღალი დონის შეხვედრებსა და თემატურ დისკუსიებში.

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში. შეხვედრები გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში შეხვდარომ მოწყვლად ჯგუფებსსოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სხვა-ამბები

„ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენოთ პიროტექნიკა“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სამინისტრო

„პრემიერის ინიციატივით, 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგისიახლეებიშენი ექიმი

ქართული სამზარეულო და მარილი – რატომ უნდა გადავიდეთ “ლო სალტ-ზე (Lo Salt-ზე)?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

🦠🩺💊 რა ტიპის ვირუსებია გავრცელებული და როგორია ინფიცირების სიმპტომები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?