By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე:„ყველა იმედიანად არის განწყობილი და ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს რელევანტური პასუხები – პასუხები, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ გადაწყვეტილება ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამებში დანერგვასთან დაკავშირებით“

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 29, 2026 2:59 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
„მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი“ - ჯანდაცვის მინისტრი
„ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში“ - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე
გაზიარება

გუშინ, მაგალითად, მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში კონკრეტული მედიკამენტები – მაგალითად, „ვამოროლონი“ და „ჯივინოსტატი“ უკვე გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის.

ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, პროცესების განვითარებას ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და მედიკამენტებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, ევროპის სახელმწიფოები სწავლობენ, რა შესაძლებლობები აქვს წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები და ფაქტორები, ამის საფუძველზე აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას.

„დღეს ყველა ევროპული სახელმწიფო სწორედ მზადყოფნისა და შემოწმების ეტაპზეა. ისინი ცდილობენ, გაარკვიონ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი – ეს არის მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ისევე როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას პირველივე დღიდან ვამბობ და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

როდესაც ვამბობ, რომ ვითარება ცვალებადია, ვგულისხმობ იმასაც, რომ არსებობს გარკვეული უარყოფითი სიგნალები. მაგალითად, უკვე ვისაუბრე ერთ-ერთ მედიკამენტზე – შარშანდელ მდგომარეობასა და შემდგომ პერიოდში შეცვლილ სურათზე, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა ამ მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა. გეტყვით გუშინდელ მაგალითსაც. განსაკუთრებული ყურადღებით მუდმივად ვადევნებთ თვალს ამ მიმართულებით მიმდინარე სიახლეებს. მაგალითად, არსებობს ახალი ინფორმაცია ბრიტანეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ამ პროცესს ინტერესით ვაკვირდებით. გუშინაც გამოქვეყნდა კონკრეტული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ და, ბუნებრივია, ამასაც ვეცნობით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ამავდროულად, არსებობს ძალიან იმედისმომცემი ფაქტორებიც, განსაკუთრებით ახალი მედიკამენტების გამოჩენის მიმართულებით.

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ზუსტი პასუხები არც საქართველოს და არც ევროპის სახელმწიფოებს პრაქტიკულად არ აქვთ. ამიტომ ვამბობდი, რომ რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი, სადაც დაახლოებით 15 სახელმწიფოს მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსა და კლინიკური სფეროს სპეციალისტებს შევხვდით. ყველა, უკლებლივ ყველა, სწორედ ამ კითხვის ნიშნებზე საუბრობდა.

ყველა იმედიანად არის განწყობილი და ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს რელევანტური პასუხები – პასუხები, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ გადაწყვეტილება ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამებში დანერგვასთან დაკავშირებით. ახალი საშუალებებია გაჩენილი, ამიტომ ბუნებრივია, სრულიად გამართლებული და ლოგიკურია, ეს პროცესი სწორედ ასე მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველთვის აცხადებდა, მას შემდეგ, რაც ამ თემაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ არასოდეს დაგვიხურავს კარი არც ერთი დაინტერესებული პირისთვის და, პირველ ყოვლისა, მშობლებისთვის, მათთან ერთად ამ საკითხებზე მსჯელობა და მუშაობა, რათა ყოველდღიურად რაღაც გაუმჯობესდეს, დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ. ორ წელზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პროცესზე აქტიური მუშაობა დავიწყეთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მის მიერ შეთავაზებული ყველა სერვისი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს არსებულ საჭიროებებთან.

„ამ მიმართულებით სახელმწიფოს ნამდვილად არ აქვს მცირე რესურსი – საკმაოდ ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით ამ პაციენტებისთვის შეიძლება, სასარგებლო იყოს. ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება გაგრძელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამედიცინო მტკიცებულებები მუდმივად ახლდება – პრაქტიკულად ყოველდღიურად. კარგი და ბევრად უფრო სასარგებლო იქნება თავად პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული მშობლები და სხვა დაინტერესებული პირებიც. ეს არის ჩვენი მოწოდება პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ მუშაობას და, ბუნებრივია, არც ვაპირებთ, რომ ეს კარი ოდესმე დაიხუროს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამის შესახებ.

„პროგრამის დანერგვა როგორც კი დავიწყეთ და გამოიცა შესაბამისი სამთავრობო დადგენილება, დაუყოვნებლივ შევხვდით როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა კლინიკების წარმომადგენლებს. მათთან ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი. საბედნიეროდ, ჟვანიას კლინიკა, ციციშვილის კლინიკა და იაშვილის კლინიკა გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და შესაბამისად, თითოეულმა მათგანმა დაიწყო შესაბამისი სერვისების განხორციელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია. საუბარია სპეციალისტების საკმაოდ ფართო სპექტრის ჩართულობაზე, რომლის მეშვეობითაც, მაგალითად, წელიწადში ერთხელ განხორციელდება პაციენტის მდგომარეობის სრულფასოვანი და კომპლექსური მონიტორინგი – შეფასდება მისი მიმდინარე მდგომარეობა, დაავადების განვითარების დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა შემდგომში თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად და სწორად დაიგეგმოს მკურნალობის შესაბამისი გეგმა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ასევე მოიცავს გამოკვლევების ძალიან ფართო სპექტრს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

FacebookTwitter
TAGGED:მათ შორის საქართველოსმიიღონ გადაწყვეტილება ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამებში დანერგვასთან დაკავშირებით“მისცემს შესაძლებლობასმიხეილ სარჯველაძე:„ყველა იმედიანად არის განწყობილი და ყველას სურვილიარაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს რელევანტური პასუხები – პასუხებირომლებიც ევროპულ სახელმწიფოებს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სხვა-ამბები

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხვა-ამბები

ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აკრედიტაციასიახლეებიჯანდაცვის ისტორია

“აკრედიტაცია კანადის” გუნდმა “ISQua 2024”-ზე საქართველოს ჯანდაცვის ტრანსფორმაციის წარმატებაზე ისაუბრა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დიაგრამა: ალკოჰოლის აღრიცხული მოხმარება 15 წლიდან ზემოთ სულზე საქართველოში, 1990–2024
სიახლეები

საქართველო ციფრებში: ალკოჰოლის აღრიცხულმა ბაზარმა 2024 წელს სულზე 7,3 ლიტრი მიაწოდა — მეორე მაჩვენებელი თერთმეტ ქვეყანაში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?