By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
სამინისტრო

მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემა ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალია.

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 15, 2024 7:53 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემა ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალია.
#post_seo_title
გაზიარება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემა ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ღონისძიება თურქეთში 2014 წლიდან ტარდება. მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემა ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალია.

„მსოფლიო კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ კატასტროფების წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სისტემის მდგრადობას საქართველო ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური მუშაობით უზრუნველყოფს.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანაში დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა მოქმედებს, რაც ეპიდემიებსა თუ სხვა საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის დროს, სწორედ აღნიშნული სისტემის დახმარებით გახდა შესაძლებელი შემთხვევების დინამიკის კონტროლი და მართვა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სამედიცინო გუნდების (EMTs) ინიციატივაში, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის კატასტროფებისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობებს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველომ, შეიმუშავა ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე იქნება მიღებული და გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მიმართ ჩვენს მზადყოფნას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პანდემიის ფონდის პროექტის გამარჯვებულია, რომლის გრანტებიც პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად არის შექმნილი.

„საქართველო მზადაა, ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებებით, კიდევ უფრო განავითაროს ჯანდაცვის სისტემები. ერთად, გაზიარებული ცოდნითა და თანამშრომლობით, შევძლებთ, შევქმნათ უფრო ჯანმრთელი და მდგრადი მომავალი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საერთაშორისო ღონისძიებას ესწრება სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე.

თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესი პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებსა და სიტყვით გამოსვლებს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების, თუ კრიზისების მართვას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემა ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალია.
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

მიხეილ სარჯველაძე სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
სამინისტრო

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ინტეგრაციის ხელშეწყობაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სტამბოლში გამართულ ოჯახის საერთაშორისო ფორუმზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა
სამინისტრო

„ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია“-მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?