By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

მეცნიერებმა შექმნეს გელი, რომელიც ალკოჰოლის ეფექტებს ნაბახუსევამდე ანეიტრალებს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 21, 2024 2:07 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარება

რძის ცილებისა და ოქროს ნანონაწილაკებისგან დამზადებული ახალი გელი შეიძლება ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდეს ნაბახუსევის წამალი — სრულად აგვაცილოს თავიდან ის საშინელი შეგრძნებები, რასაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვიცდით.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატზე მუშაობა ადრეულ ფაზაშია, თაგვებზე ჩატარებული პირველადი ტესტები მიუთითებს ალკოჰოლის ეფექტიანი დეტოქსიკაციის იმედისმომცემ სტრატეგიაზე.

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH Zurich) მასალების მეცნიერის, რაფაელ მეცენგასა და სურსათის მეცნიერის, ჯიაკი სუს ჯგუფის მიერ შექმნილმა ოქროსწინწკლებიანმა გელმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებში სისხლში ალკოჰოლის დონე 40 პროცენტით შეამცირა სულ რაღაც 30 წუთში.

„ამ გელს ალკოჰოლის დაშლა ღვიძლიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადააქვს. იმისგან განსხვავებით, როცა ალკოჰოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება, შუალედური პროდუქტის სახით არ წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი“, – განმარტავს მეცენგა.

ნაბახუსევის ბევრ სიმპტომში სწორედ აცეტალდეჰიდია დამნაშავე, მათ შორის თავბრუსხვევაში, თავის ტკივილში, პირის გამოშრობაში, სისხლის დაბალ წნევაში, გულისცემის აჩქარებაში, კანის მაღალ ტემპერატურასა და სახის აწითლებაში.

როგორც ჯგუფმა აჩვენა, მათ გელს შეუძლია ალკოჰოლის ნაწლავებში დაშლის კატალიზება უფრო ნაკლებად ტოქსიკურ ძმარმჟავად, აცეტალდეჰიდის ნაცვლად.

ალკოჰოლის მოხმარებიდან 30 წუთის განმავლობაში, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებს გელი მისცეს; ამ დროის განმავლობაში, მათ სისხლში ალკოჰოლის დონე 40 პროცენტით შემცირდა, 5 საათში კი 50 პროცენტით.

ამას გარდა, თაგვებმა, რომლებსაც ალკოჰოლთან ერთად გელს ყოველდღე აძლევდნენ, უფრო ნაკლები წონა დაკარგეს და მათ ღვიძლში უკეთესად მიმდინარეობა ცხიმის მეტაბოლიზმი, ვიდრე იმ თაგვებში, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში მხოლოდ ალკოჰოლს აძლევდნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გელი ამსუბუქებს რამდენიმე ორგანოს დაზიანებას.

„ჯანმრთელობისთვის უკეთესია, თუ ალკოჰოლს საერთოდაც არ დალევთ. თუმცა, ეს გელი განსაკუთრებით დააინტერესებს ადამიანებს, რომლებსაც ალკოჰოლზე სრულიად უარის თქმა არ სურთ, მაგრამ არს სხეულისთვის ზიანის მიყენება უნდათ და ამავე დროს, არ აინტერესებთ ალკოჰოლის ეფექტები“, — ამბობს მეცენგა.

პახმელია

ამ საოცარი გელის შესაქმნელად, მკვლევრებმა გამოიყენეს რძის შრატი — რძის წყლიანი ნაწილი, რომელიც ხაჭოს და ყველის დამზადებისას გამოიყოფა.

რამდენიმე საათის განმავლობაში დუღილისას, შრატში წარმოიქმნება გრძელი ძაფები, რომლებისგანაც შესაძლებელია გელის მიღება რკინის შემცველ ნაერთთან ერთად რეაქციის გზით. ოქროს ნანონაწილაკებისა და ცოტა შაქრის დამატებით, გელში ფერმენტულ რეაქციათა კასკადი ხდება, რომლებიც შემდეგ ალკოჰოლის „განიარაღებას“ ახდენენ.

ნაწლავებში გელების მოსანელებლად ისედაც დიდი დროა საჭირო და ოქროს ნანონაწილაკები მონელების დროს კიდევ უფრო ზრდის. შედეგად, გელის კომპონენტებს უფრო მეტი დრო აქვთ, რომ საზიანო ალკოჰოლი ნაკლებად საზიანო ძმარმჟავად გარდაქმნან, რომელსაც შემდეგ ჩვენი სხეული წყლად და ნახშირორჟანგად შლის.

თუმცა, გელი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ალკოჰოლი ჯერ კიდევ საჭმლის მომნელებელ ტრაქტშია. მას შემდეგ, რაც ალკოჰოლი სისხლის მიმოქცევაში გადავა, გელის ეფექტები უკვე უძლურია.

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე დამტკიცდება, რომ გელი უსაფრთხოა ადამიანებზე ცდების დასაწყებად, მაგრამ არსებობს იმედი, რომ გელის მიღება შესაძლებელი იქნება ალკოჰოლის სმამდე ან სმის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ მისი საზიანო ეფექტები.

კვლევა Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ethz.ch-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi
FacebookTwitter
TAGGED:მეცნიერებმა შექმნეს გელირომელიც ალკოჰოლის ეფექტებს ნაბახუსევამდე ანეიტრალებს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

ეს 4 ნიშანი მიუთითებს ქოლესტერინის მაღალ დონეზე…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
საგანგაშო ინფორმაცი! გაფრთხილდით მშობლებო! ძალიან საშიშია! ავსტრიაში HiPP-ის საბავშვო საკვებში ვირთხის საწინააღმდეგო შხამი აღმოაჩინეს!
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

როგორ აღმოჩნდა ვირთხის საწამლავი საბავშვო საკვებში – გამოძიება მიზანმიმართულ დანაშაულს იკვლევს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კბილებს შორის სიცარიელე
მეცნიერებაშენი ექიმი

ახალი მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს არა ბაქტერიების სრულ განადგურებას, არამედ მათი ქცევის და კომუნიკაციის შეცვლას, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მედიცინასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში – კბილების კარიესის პრევენციის უჩვეულო გზა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე
შენი ექიმი

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?