By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

იმუნოთერაპია – ახალი ეპოქა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 1, 2024 3:55 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი ერთი დიდი ციხესიმაგრეა, რომლის ჯარისკაცებიც იმუნური უჯრედები არიან. ამ უჯრედების ერთობლიობა იმუნურ სისტემას აყალიბებს, რომლის დახმარებითაც ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, თავიდან მოიშოროს როგორც პათოგენური მიკროორგანიზმები – ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, ისე საკუთარი სიცოცხლისუუნარო და გადაგვარებული სიმსივნური უჯრედებიც კი.

თუმცა, დროთა განმავლობაში სიმსივნურმა უჯრედმა შესაძლოა თავად განივითაროს დაცვის მექანიზმი და გახდეს მდგრადი ადამიანის იმუნური უჯრედების ზემოქმედებისადმი: „დაემალოს“ ჩვენს იმუნურ სისტემას ან უბრალოდ დათრგუნოს იმუნური უჯრედების მოქმედება, რაც სიმსივნურ უჯრედს აძლევს ზრდისა და გამრავლების შესაძლებლობას.

სიმსივნურმა უჯრედებმა იმუნიტეტისგან თავდაცვა შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა მექანიზმით განახორციელონ, თუმცა ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე მყოფ სპეციალურ მოლეკულას – PD-L1-ს, რომელიც უკავშირდება სიმსივნის საწინააღმდეგოდ მებრძოლ მთავარ იმუნურ უჯრედზე – T ლიმფოციტზე არსებულ PD-1 მოლეკულას. ამ ურთიერთკავშირით სიმსივნური უჯრედი თრგუნავს T ლიმფოციტის მოქმედებას და მას აღარ შეუძლია სიმსივნური უჯრედის განადგურება. ეს მოლეკულები „ჩექ-ფოინთის“ სახელითაა ცნობილი.

ამ მექანიზმის აღმოჩენამ და შესწავლამ დასაბამი დაუდო იმუნოთერაპიას, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ ეპოქას: შეიქმნა პრეპარატები – „ჩექ-ფოინთ“ ინჰიბიტორები, რომლებიც ბლოკავს კავშირს PD-1 და PD-L1 მოლეკულებს შორის, შედეგად სიმსივნური უჯრედი ვეღარ თრგუნავს T ლიმფოციტს, ის რჩება ბრძოლისუნარიანი და ანადგურებს გადაგვარებულ სიმსივნურ უჯრედებს.

მკურნალობის ამ ინოვაციურ მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი იმუნური უჯრედების დახმარებით გაანადგუროს სიმსივნური უჯრედი, იმუნოთერაპია ეწოდება.

რით განსხვავდება იმუნოთერაპია კიბოს დაავადებების სისტემური მკურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდებისაგან? 

ქიმიოთერაპიული პრეპარატი ციტოტოქსიკურია: ის კლავს სწრაფად გამრავლებად სიმსივნურ უჯრედებს და, ასევე, აზიანებს ადამიანის ზოგიერთ ნორმალურ  უჯრედსაც. რაც შეეხება ტარგეტულ, ანუ დამიზნებით თერაპიას, ის მოქმედებს სიმსივნური უჯრედისათვის სპეციფიკურ სამიზნე მოლეკულაზე და კლავს სიმსივნურ უჯრედს.

იმუნოთერაპია კი სიმსივნის წინააღმდეგ იყენებს ორგანიზმის საკუთარ რესურსს – იმუნურ სისტემას.

დღეისათვის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და  ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) არაერთი იმუნოთერაპიული პრეპარატი აქვს დარეგისტრირებული სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

FacebookTwitter
TAGGED:ახალი ეპოქა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

რა უნდა ვჭამოთ დილით
შენი ექიმი

რა ჯადოქრობა შეუძლია საკვებს? – რატომ არ არის სასურველი საკვების რამდენჯერმე გაცხელება და რომელი საკვებია ტვინისთვის სასარგებლო

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„ბატონო გიორგი, რომელი ომეგა-3 მივიღოთ?“- გიორგი ფხაკაძე  ომეგა-3-ის შესახებ მომხმარებლების შეკითხვას პასუხობს
შენი ექიმი

თევზის ქონი შესაძლოა ტვინის აღდგენას ყოველთვის არ ეხმარებოდეს – ახალი კვლევა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ირკუტსკში შავი ჭირისგან ლაბორანტი გარდაიცვალა - ექიმი მომხდარ ინციდენტსა და სავარაუდო რისკებს აფასებს
სიახლეებიშენი ექიმი

ირკუტსკში გაურკვეველი წარმოშობის პნევმონია და შავი ჭირის შესაძლო რისკი — რა უნდა იცოდეს საქართველომ – რუსეთიდან ან თუნდაც ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს თუ არა დადგენილი პროტოკოლი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
1 ოქტომბრიდან სავალდებულოა... - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

1 ოქტომბრიდან სავალდებულოა… – ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?