By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

თმის ცვენა ქალებში, როგორ დგინდება მიზეზი? – დიაგნოსტიკა და მკურნალობა – რეკომენდაციები

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ივნისი 17, 2025 2:33 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ახალი კვლევა - მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლაში
#post_seo_title
გაზიარება

თმის ცვენა ქალებში – მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სტრესული მდგომარეობაა ქალებისთვის. მართალია, ეს პრობლემა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად არ ითვლება, მაგრამ ის სერიოზულად აზიანებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თმის ცვენის გამომწვევი მიზეზების დროული იდენტიფიცირება და სწორი მკურნალობის გეგმის შედგენა.

Contents
  • თმის ცვენა ქალებში – მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • როგორ მუშაობს თმის ციკლი?
  • თმის ცვენის ნორმა და როდის უნდა ვიზიტოთ ექიმი?
  • თმის ცვენის ძირითადი მიზეზები 
    • 1. ჰორმონული დისბალანსი და ანდროგენული ალოპეცია
      • გენეტიკური ფაქტორებიც მნიშვნელოვანია:
    • 2. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა
    • 3. სტრესი და ემოციური გადატვირთვა
    • 4. ნუტრიენტული დეფიციტები
    • 5. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა
  • სხვა შესაძლო მიზეზები:
  • დიაგნოსტიკა – როგორ დგინდება მიზეზი?
  • როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას?
  • როდის აღდგება თმა?
  • საბოლოო რეკომენდაციები:

როგორ მუშაობს თმის ციკლი?

ქალის თავის კანზე საშუალოდ 100,000 თმის ფოლიკულია. თითოეული ფოლიკული გადის სიცოცხლის სამ ფაზას:

  • ანაგენის ფაზა (ზრდა) – გრძელდება 2-6 წელი და მოიცავს აქტიურ ზრდას.

  • კატაგენის ფაზა (გარდამავალი) – გრძელდება რამდენიმე კვირა.

  • ტელოგენის ფაზა (დასვენება) – გრძელდება დაახლოებით 100 დღე, რის შემდეგაც თმის ღერი ცვივა და იწყება ახალი ღერის ფორმირება.

დაღლილობის, სტრესის ან დაავადებების დროს თმის ფაზათა ბალანსი ირღვევა, რაც ცვენას იწვევს.


თმის ცვენის ნორმა და როდის უნდა ვიზიტოთ ექიმი?

ნორმალურ პირობებში ადამიანს ყოველდღიურად 50-დან 100-მდე თმის ღერი ცვივა. თუმცა, თუ ცვენა ინტენსიური და ხანგრძლივია, აუცილებლად საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.


თმის ცვენის ძირითადი მიზეზები 

1. ჰორმონული დისბალანსი და ანდროგენული ალოპეცია

თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ჰორმონებთანაა დაკავშირებული – კერძოდ, ანდროგენების მომატებული დონე ან ამ ჰორმონების მიმართ ფოლიკულების მგრძნობელობა. განსაკუთრებით გავრცელებულია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), რომელიც ხშირად იწვევს ანდროგენულ ალოპეციას.

გენეტიკური ფაქტორებიც მნიშვნელოვანია:

გარკვეულ შემთხვევებში, თმის ცვენა გენეტიკურად მემკვიდრეობითია და არც ჰორმონების მატებაა საჭირო — ორგანიზმი უბრალოდ მეტად რეაგირებს ჩვეულებრივ ანდროგენებზე.


2. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

როგორც ჰიპოთირეოზი, ასევე ჰიპერთირეოზი შესაძლოა თმის ცვენის მიზეზი გახდეს. ხშირად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები დაუდგენელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც პრობლემას აუარესებს. ამ დროს ცვენა დიფუზურია — ანუ ცვენს მთლიანი თავის თმა თანაბრად.

განსაკუთრებით დამახასიათებელია:

  • წარბის გარე ნაწილის შეთხელება

  • ზოგადი სისუსტე და გამოუძინებლობა


3. სტრესი და ემოციური გადატვირთვა

ქრონიკულ ან მწვავე სტრესს შეუძლია გამოიწვიოს თმის ფოლიკულების ნაადრევი გადასვლა დასვენების ფაზაში, რაც გამოიხატება დიფუზურ ცვენაში. სტრესისგან გამოწვეული თმის ცვენა, როგორც წესი, დროებითია და გამომწვევი ფაქტორის მოხსნის შემდეგ აღდგება.


4. ნუტრიენტული დეფიციტები

ქალის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი პირდაპირ აისახება თმის ჯანმრთელობაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტებია:

  • რკინა და ფერიტინი

  • ვიტამინი D

  • ბიოტინი (ვიტამინი B7)

  • ვიტამინი A და C

  • ცილა – როგორც „საშენი მასალა“ თმისთვის

არასწორი დიეტა ან სწრაფი წონაში კლება ორგანიზმისთვის სტრესულია და ხშირად იწვევს თმის შეთხელებას.


5. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა

დაბადებიდან დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ ბევრი დედა ამჩნევს თმის გაძლიერებულ ცვენას. ეს ფიზიოლოგიური პროცესია და უკავშირდება ორსულობის პერიოდში ესტროგენის მომატებას, ხოლო მშობიარობის შემდეგ – მის მკვეთრ ვარდნას. მდგომარეობა თავისით ლაგდება 6-12 თვეში.


სხვა შესაძლო მიზეზები:

  • ბუდობრივი ალოპეცია (ავტოიმუნური ტიპის)

  • ზოგიერთი მედიკამენტი (ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები და სხვა)

  • ქიმიოთერაპია

  • აგრესიული ვარცხნილობა და ქიმიური პროდუქტები

  • ასაკობრივი ცვლილებები (50+)


დიაგნოსტიკა – როგორ დგინდება მიზეზი?

თმის ცვენის მიზეზების დასადგენად ხშირად აუცილებელია შემდეგი ანალიზების ჩატარება:

  • ჰორმონალური პროფილი (ტესტოსტერონი, DHEA, პროლაქტინი)

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (TSH, T3, T4)

  • რკინის დონე და ფერიტინი

  • ვიტამინი D, B12

  • სკალპის დერმატოსკოპია ან ტრიქოსკოპია

ექიმი, ჩვეულებრივ, იწყებს დიაგნოსტიკას გამოკითხვით, ანამნეზით და კლინიკური სიმპტომების შეფასებით.


როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას?

მკურნალობა დამოკიდებულია კონკრეტულ დიაგნოზზე. ზოგ შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ კვების რეჟიმის მოწესრიგება, სხვებში კი – მედიკამენტური ჩარევა.

შესაძლო მეთოდებია:

  • ჰორმონული დისბალანსის კორექცია

  • ვიტამინებისა და მინერალების დანიშვნა

  • ადგილობრივი თერაპია (მაგ. მინოქსიდილი)

  • PRP თერაპია

  • ფიზიოპროცედურები

  • სკალპის მასაჟი და სპეციალური შამპუნები


როდის აღდგება თმა?

თმის აღდგენა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. სტრესის, ორსულობის ან კვებითი დეფიციტის შემთხვევაში, მდგომარეობა ჩვეულებრივ ლაგდება რამდენიმე თვეში. გენეტიკურ ან ანდროგენულ ალოპეციაზე მკურნალობა მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა და მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.


საბოლოო რეკომენდაციები:

  • არ დაელოდოთ პრობლემის სიღრმეში შესვლას – მიმართეთ ექიმს პირველივე ნიშნებისას.

  • მოერიდეთ თვითნებურ მკურნალობას ან ჭარბ ვიტამინების მიღებას.

  • არ შეწყვიტოთ თიროქსინის ან სხვა სამედიცინო პრეპარატების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

  • არ დაივიწყოთ, რომ სტრესი, ძილის დეფიციტი და არასწორი კვება პირდაპირ მოქმედებს თმის ჯანმრთელობაზე.


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:თმის ცვენა ქალებშიროგორ დგინდება მიზეზი? – დიაგნოსტიკა და მკურნალობა - რეკომენდაციები
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა
შენი ექიმი

რამდენი დრო სჭირდება ღვიძლის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას სასმელის შემდეგ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე ჰოსპიტალიზებული - დასავლეთ ნილოსის ცხელება სომხეთში
შენი ექიმი

საგანგაშო ინფორმაცია … დასავლეთ ნილოსის ვირუსი უკვე იტალიაშია – თქვენი დაცვა იწყება ცოდნით!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

„კანზე ნახეთქის გაჩენას უპირველესად ელასტიურობის დაქვეითება იწვევს”

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
შენი ექიმი

10 რჩევა, როცა ბავშვს უჭირს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?