By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა – თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 3, 2026 11:26 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
დროა, თამბაქო  წარსულს ჩაბარდეს
#post_seo_title
გაზიარება

თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება  სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად  ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის ზემოქმედების) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით.[i]

თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს[ii]. მსგავსად ამ ქვეყნებისა, მწეველობა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. სადღეისოდ, საქართველოში, თამბაქოს ეწევა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30%, ხოლო ყოველწლიურად, თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით  11 000-მდე ადამიანი იღუპება. შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იზრდება, რაც ძირითადად ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. საქართველოში, 14-16 წლის სკოლის მოსწავლეების 16%–ია რეგულარული მწეველია. უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულია თამბაქოს პირველი გასინჯვის ასაკიც, რომელიც არსებული მონაცემებით, 9 წელზე ნაკლებია. გარდა ამისა, სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ. შედეგად, ”პასიური წევის“ შედეგადკი ყოველწლიურად 3000 უდანაშაულო ადამიანი იღუპება. [iii] [iv]

თითქმის ყვე­ლა მწე­ველ­მა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას. განურჩევლად სიგარეტის ბრენდისა თუ ხარისხისა, ყო­ვე­ლი კოლოფი აფ­რთხი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელს – „მწე­ვე­ლე­ბი ად­რე კვდე­ბი­ან”, „მო­წე­ვა სე­რი­ო­ზულ ზი­ანს გა­ყე­ნებთ თქვენ და თქვენ ირ­გვლივ მყოფთ”, „მოწევა იწ­ვევს კი­ბოს”… მიუხედავად ამისა, მწეველები აგრძელებენ მოწევას. ზოგიერთს აქვს კიდეც სიგარეტის გადაგდების მცდელობა, რომელიც ხშირად წარმუმატებლად სრულდება. ეს არცაა გასაკვირი, თამბაქოზე დამოკიდებულება ქრონიკული მდგომარეობაა და შესაძლოა, საჭირო გახდეს თავის დანებების რამოდენიმე მცდელობა და სპეციალისტთან კონსულტირება. ასეთ ძლიერ დამოკიდებულებას განაპირობებს თამბაქოში შემავალი ნივთიერება – ნიკოტინური ალკალოიდი, რომელიც  მწეველებში იწვევს  ნიკოტინიზმის განვითარებასა და  ტოქსიურ ზეგავლენას.  ნიკოტინის გარდა სიგარეტში 5000–მდე ტოქსიური და კანცეროგენული  (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებაა. მათი უმეტესობა გაერთიანებულნი არიან ტერმინში “კუპრი”. მასში მოიაზრება ისეთი ქიმიკატები (ქიმიური შენაერთები), როგორიცაა დარიშხანი, ციანიდი და სხვა, რომელთა უმეტესობა იწვევს კიბოს[v].

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სიგარეტი გავლენას ახდენს არამხოლოდ მწეველებზე, არამედ მათ გვერდზე მყოფ არამწეველებზეც. ამის მიზეზი კი, WHO-ს მიერ „კანცეროგენად“ კლასიფიცირებული, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი მეორადი კვამლია.  სიგარეტის მოწევისას გარემოში რჩება გამოყოფილი კვამლის 2/3–ზე მეტი, რომელიც  შეიცავს 2–ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს, ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქულ კვამლშია. ამ კვამლში შემავალი 4000–მდე ქიმიური ნივთიერებიდან კი 50–ზე მეტი კანცეროგენია.[vi]

კვლევებით დადგინდა, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კიბოს… რაც შეეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა  სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის… აღმოჩნდა, რომ მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი. მაგალითად, ასეთ  ბავშვებში შესამჩნევად მაღალია ჰეპატობლასტომის (ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე) სიხშირე. ეს იშვიათი დაავადება, ფიქრობენ, რომ იწყება ჯერაც მუცლადყოფნის პერიოდში. არამწეველ მშობლებთან შედარებით, ამ დაავადების განვითარების რისკი 2 ჯერ მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელია მწეველი, ხოლო 5-ჯერ მაღალია ორივე მწეველი მშობლის შემთხვევაში. [vii] [viii] [ix]

უშუალოდ პასიური მწეველობით გამოწვეული დაავადებების გარდა, ბავშვებს, რომლებიც მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი ალბათობა აქვთ გახდნენ მწეველები. ხშირად მოზარდი, რომელიც ცდილობს თავის დამკვიდრებას, თავისი „მეს“ გამოხატვისთვის ბაძავს უფროსებს (რომლებიც მათთვის იდეალები არიან) და იწყებს მოწევას. შედეგად ვღებულობთ თამბაქოზე დამოკიდებულ კიდევ ერთ ადამიანსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარების საფრთხეს. კვლევებით დადგინდა, რომ  მოზარდების 50%, რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწყო მოწევა, ხდება რეგულარული მწეველი, იმ მოზარდთა ნახევარი, კი რომელიც გახდა რეგულარული მწეველი, იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით. WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99 000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. ვარაუდობენ, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი.[x] [xi]

როგორც ვხედავთ, ხშირად მწეველები სწორედ იმ ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს, რომელთაც ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. იქნებ, ღირს დავფიქრდეთ ამაზე და ამიტომაც ვუთხრათ „არა“ სიგარეტს. ამითი ჩვენ დავიცავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსა და საკუთარ მომავალს.

მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას იმ ეფექტური საშუალებების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ თამბაქოზე თავის   დანებების პროცესში.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო



[i] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

[ii] http://ash.org.uk/files/documents/ASH_126.pdf

[iii] http://www.ncdc.ge/uploads/publications/angarishebi/STEPS_report_full-final_lite.pdf

[iv] http://www.ncdc.ge/uploads/publications/The_Alcohol_and_Other_Drug_Use_in_Georgian_Students_2009.pdf

[v] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3084482/

[vi] http://www.hc-sc.gc.ca/hc-ps/tobac-tabac/second/fact-fait/index-eng.php

[vii] http://www.iarc.fr/en/media-centre/pr/2009/pdfs/pr196_E.pdf

[viii] http://www.hc-sc.gc.ca/hc-ps/tobac-tabac/second/fact-fait/index-eng.php

[ix] http://www.cdc.gov/tobacco/data_statistics/fact_sheets/secondhand_smoke/general_facts/

[x] http://www.lung.ca/protect-protegez/tobacco-tabagisme/facts-faits/teens-ados_e.php

[xi] http://www.who.int/tobacco/research/youth/about/en/index.html

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა - თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ენციკლოპედია

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტკიპები
ენციკლოპედია

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფიქრობ, რომ თამბაქოს მავნებლობაზე ყველაფერი იცი?! - ცდები!
ენციკლოპედია

ფიქრობ, რომ თამბაქოს მავნებლობაზე ყველაფერი იცი?! – ცდები!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აცერი და დაიცავი
ენციკლოპედია

ვაქცინის შესახებ – ვაქცინაციის ისტორია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?