By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი დაავადება

რა არის ვიტილიგო? – ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 11, 2026 7:24 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
რა არის ვიტილიგო? - ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

ვიტილიგო არის ქრონიკული დაავადება, რომელიც კანის თეთრი ლაქების გაჩენით ხასიათდება. ეს ლაქები წარმოიქმნება მელანოციტების დაზიანების შედეგად, რაც პიგმენტაციის პროცესის დარღვევას იწვევს. დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირად ახალგაზრდებში გვხვდება. ვიტილიგოს სიმპტომები მოიცავს თეთრი ლაქების გაჩენას, რომლებიც შეიძლება გაიზარდოს და სხვადასხვა ადგილას გაჩნდეს. მკურნალობა რთულია და მხოლოდ ხუთ პროცენტში ხდება სრულად პიგმენტაციის აღდგენა. დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია სტრესისგან თავის არიდება და მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #შენიდაავადება #ვიტილიგო #რაარისვიტილიგოვიტილიგოსდროსმელანოციტებიზიანდებადაპიგმენტაციისპროცესიირღვევა

რა არის ვიტილიგო?
ვიტილიგო – კანის ქრონიკული დაავადებაა, ახასიათებს კანზე თეთრი ლაქების გაჩენა, რომლებზეც არ აღინიშნება კანის პიგმენტაცია. დაავადება ჩნდება სხეულის სხვადასხვა ადგილებში და ლორწოვან გარსზე. ყველაზე ხშირად ახალგაზრდებში გვხვდება.

ვიტილიგო პიგმენტაციის შეძენილი დარღვევაა.


კანის უჯრედებში, მელანოციტებში, წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი, რომელიც კანს დამახასიათებელ შეფერილობას აძლევს და მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა.

ვიტილიგო ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, კვლევების თანახმად, უმეტესად 20 წლიდან იწყება. დაზიანებული კანის ფართობი სხვადასხვაა. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო შესამჩნევია კონტრასტი ნორმალურ კანსა და თეთრ ლაქებს შორის. დეპიგმენტირებული უბნები ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ კი წლობით ერთი და იმავე ზომისაა.

ვიტილიგოს ერთადერთი სიმპტომი თეთრი ლაქებია. პირველი ლაქა უმეტესად კანის იმ უბანზე ჩნდება, რომელსაც მეტი კონტაქტი აქვს მზესთან – ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, თუმცა სხეულის ნებისმიერ სხვა უბანზეც შეიძლება გაჩნდეს, ლორწოვანი გარსების, თვალებისა და ყურების ჩათვლით.

თავდაპირველად ლაქა ჯანსაღ კანთან შედარებით ოდნავ ფერმკრთალია, მერე და მერე კი უფრო და უფრო მეტ პიგმენტს კარგავს და საბოლოოდ თეთრდება. ლაქას უსწორმასწორო ფორმა აქვს. ზოგჯერ მისი კიდეები ანთების გამო მოწითალო შეფერილობას იღებს.

დაავადება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: ზოგს პატარა ლაქები აქვს, ზოგს – დიდი, ხდება ისეც, რომ ლაქები ერთდება და კანის საკმაოდ ვრცელ უბნებს მოიცავს. კანის თმიან ნაწილზე ვიტილიგო თმის, წამწამების, წარბების, წვერის ნაადრევ გათეთრებას იწვევს.

დაავადების მიზეზი საბოლოოდ არ არის დადგენილი. მის განვითარებას მიაწერენ ავტოიმუნურ ფაქტორს, რაც გულისხმობს იმუნური სისტემის ზედმეტ გააქტიურებას მელანოციტების წინააღმდეგ. საუბრობენ გენეტიკურ ფაქტორზეც, ვინაიდან შემთხვევათა 30%-ში დასტურდება დაავადების ოჯახური ისტორია. ვიტილიგოს განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს ფიზიკურმა ან ემოციურმა სტრესმა, მზით დამწვრობამ, ქიმიურმა დამწვრობამ და ა.შ. 

ნაკლების ჩვენება
მიზეზები

დაავადების გაჩენის მიზეზია ის, რომ მელანტოციტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პიგმენტაციაზე, კარგავენ თავის ფუნქციას, რაც იწვევს კანის გაუფერულებას. ვიტილიგოს მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ნერვული სისტემის მოშლა;
·         ნეიროენდოკრინული დარღვევები;
·         მზის ძლიერი დამწვრობა;
·         მეტაბოლიზმის პროცესების დარღვევა;
·         ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება;
·         საკვერცხეების დისფუნქცია;
·         აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კანზე ლაქების გაჩენა (თეთრი ან ბეჟი ფერის), ლოკალიზდება სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
·         დაზიანებული ადგილის ეტაპობრივი გაფართოვება;
·         დაავადების კერის გარშემო აღინიშნება ჰიპერპიგმენტაცია;
·         ლაქების ადგილას თმის გაქრობა;
·         ქავილი დაზიანებულ ადგილებში (იშვიათ შემთხვევაში);
·         ლაქების ადგილებზე კანის დახეთქვა (დაავადების ატიპიურ შემთხვევებში).

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-დერმატოლოგი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს, რომლებშიც შედის:
·         კანის ბიოპსია;
·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         ვუდის ნათურით დათვალიერება.
აუცილებელია ვიტილიგოს გარჩევა ატროფიული დერმატიტისგან, ტრიქოფიტიისაგან, ლეიკოდერმისაგან და მელანომასგან.

მკურნალობა
ვიტილიგო მკურნალობას ექვემდებარება შემთხვევების მხოლოდ 5%-ში, კანის პიგმენტაციის სრულად აღდგენა შეუძლებელია. დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         თუთიისა და სპილენძის შემცველ ვიტამინებს;
·         სელექციურ ფოტოთერაპიას;
·         ულტრაიისფერ დასხივებას;
·         ლაზეროთერაპიას;
·         PUVA-თერაპიას (ფსოლარენ+ულტრაიისფერი დასხივება );
·         კორტიკოსტეროიდულ მალამოებს;
·         ჰორმონალურ ტერაპიას.
შესაძლებელია ქირურგიული ოპერაცია (კანის ტრანსპლანტაცია)

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების მკურნალობის დროული დადგენა და დაწყება, ასევე ლაქების მზის სხივებისგან დაცვა, არის ისეთი გართულებების განვითარების რისკი, როგორიცაა:
·         მზის დამწვრობა;
·         კანის კიბო.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან
·         სტრესისადმი არამდგრადი ადამიანები;
·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
·         ადრენოკორტიკალური უკმარისობის მქონე პირები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
·         მავნე საწარმოებში მომუშავეები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         მზეზე დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
·         მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         ქრონიკული დაავადებების დროული მკურნალობა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter

ვიტილიგო — სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.

კანის გამონაყარიკანის გამონაყარისიმპტომიკანის ქავილიკანის ქავილისიმპტომი

იხილეთ ასევე: კანი

ვულგარული პემფიგუსიიმპეტიგოინტერტრიგოიქთიოზიკანის სოკოვანი დაავადებაკარბუნკულიკერატოზიკეროვანი ალოპეცია
დაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

რომელ ექიმს მივმართოთ

სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.

დერმატო-ვენეროლოგი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

TAGGED:ვიტილიგორა არის ვიტილიგო? - ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს
სხვა-ამბებიშენი დაავადებაშენი ექიმი

ჩვეულებრივი გასტრიტი, რაც ხშირად გვესმის, რეალურად პრეონკოლოგიური დაავადებაა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

ტოქსიკოდერმია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
საშვილოსნოს ყელის კიბო თავიდან აცილებადი დაავადებაა
შენი დაავადება

საშვილოსნოს დაწევა: მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა, საშიშროება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

საშვილოსნოს მიომა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?