By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
აკრედიტაციასიახლეებიჯანდაცვის ისტორია

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “ვივამედში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 3, 2026 11:29 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
7 წუთიანი წაკითხვა
#post_seo_title
გაზიარება

2024 წლის 10 სექტემბერს კლინიკა “ვივამედში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა თამარ თალაკვაძემ, ირაკლი აფშინაშვილმა, სოფო ქუთათელაძემ, იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს.

Contents
    • გთავაზობთ ინტერვიუს აკრედიტაცია კანადის ექსპერტ, პროფესორ თამარ თალაკვაძესთან:
  • 《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
  • აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ: ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს. საკონტაქტო: +995 555 423 845 info@accreditation.ge მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge
  • #drpkhakadze #sheniekimi
ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ არაერთ სტანდარტს.
გთავაზობთ ინტერვიუს აკრედიტაცია კანადის ექსპერტ, პროფესორ თამარ თალაკვაძესთან:

– გავმართეთ ნაყოფიერი ვიზიტი ,,ვივამედში”. ჩვენი (აკრედიტაცია კანადის მრჩევლების) ვიზიტები არის რეგალარული, უკვე რამდენიმე თვეა… დღევანდელი ვიზიტის მიზანი იყო, მაქსიმალური ჩართულობა როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის, რათა გაგვერკვია – რამდენად შესაბამისობაში მოდის მათი საქმიანობა “აკრედიტაცია კანადის” მოთხოვნებთან.

– ქალბატონო თამარ, მალე იმ კლინიკებში, სადაც ჩართულია “აკრედიტაცია კანადა”, დაიწყება უშუალოდ აკრედიტაციის დასკვნითი ეტაპი… როგორ აფასებთ აკრედიტაციის პროცესს – რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის? 

– “აკრედიტაცია კანადა” მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ – ერთი ლიდერი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია. მას ათი ათასობით კლინიკა აქვს მსოფლიო მასშტაბით აკრედიტირებული და ისინი საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობენ. რეალურად, ეს არის გზა და გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ.

ევროპისკენ სწრაფვა ნიშნავს სტანდარტიზაციის და იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც დასავლეთშია მიღებული.

რაც შეეხება საქართველოს, კლინიკები მაქსიმალურად ცდილობენ, ამ სტანდარტებს მიუახლოვდნენ და ის ძირითადი მოთხოვნები შეასრულონ, რომელიც აუცილებელია პაციენტის უსაფრთხოებისთვის.

სწორედ “პაციენტის უსაფრთხოება” არის მთავარი სლოგანი აკრედიტაცია კანადისთვის. ასე რომ, მზადება მიმდინარეობს, პროცესი შრომატევადია და ველოდებით შედეგებს.

იმედია, საქართველო ღირსეულად დახვდება” აკრედიტაცია კანადის” დელეგაციას და პროცესში ჩართული კლინიკები წარმატებით გაივლიან აკრედიტაციას.”

ცნობისთვის, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაწყებულია. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლის  იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი, გამართული ინფრასტრუქტურა, პაციენტის ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს გადამწყვეტი კომპონენტი იქნება.

“აკრედიტაცია კანადას” საქართველოში ჰყავს ქართველი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. მრჩევლები უკვე რამდენიმე თვეა, აქტურ და უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ კლინიკებს აკრედიტაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით.

სულ მალე კი საქართველოში კანადიდან ჩამოვა შემმოწმებელი გუნდი და აღნიშნული კლინიკების აკრედიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის – გადაწვეტს, ესა თუ ის კლინიკა მიიღებს თუ არა აკრედიტაციას. 

როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

საქართველოს რომელ კლინიკებში დაგხვდებათ კანადური სტანდარტი - ყველაფერი "აკრედიტაცია კანადის" შესახებ | შენი ექიმი

🇨🇦 ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში, მათშორის საქართველოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგი ფხაკაძე საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ კატერინა ტარასოვასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მართავდა შეხვედრებს/ტრენინგებს ყველა კლინიკასთან, რომელიც 《აკრედიტაცია კანადის》ჩართულობით გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

საქართველოს რომელ კლინიკებში დაგხვდებათ კანადური სტანდარტი - ყველაფერი "აკრედიტაცია კანადის" შესახებ | შენი ექიმი

 

Accreditation Canada-ს 🇨🇦 1000-ზე მეტი ექსპერტი
60 წელზე მეტია, 12 500-ზე მეტ ლოკაციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციებთან ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

საქართველოს რომელ კლინიკებში დაგხვდებათ კანადური სტანდარტი - ყველაფერი "აკრედიტაცია კანადის" შესახებ | შენი ექიმი

ალესანდრო ბურიანი აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში

ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში “ვივამედმა“ უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
https://www.surveymonkey.com/r/vivamed
 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
 ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:
"ვივამედში" "აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმი
დაასკანერეთ QR კოდი და შეავსეთ კითხვარი

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „ვივამედის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე. პაციენტთა საბჭოს ჩართულობა ჰოსპიტლის საქმიანობაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

„ვივამედის“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით."ვივამედში" "აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე."ვივამედში" "აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება. შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

 

FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ძალიან საშიშია, სწრაფად ვრცელდება - მომაკვდინებელი საფრთხე ევროპასა და საქართველოშიც
ბლოგისიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ძალიან საშიშია, სწრაფად ვრცელდება – მომაკვდინებელი საფრთხე ევროპასა და საქართველოშიც

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგიინტერვიუსიახლეებისხვა-ამბებიშენი უფლებებიჯანდაცვის ისტორია

გიორგი ფხაკაძის ორგანიზაციების იურიდიული დეპარტამენტის უფროსად ნინო ენდელაძე დაინიშნა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

სხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?