მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში წესებისა და საზღვრების არსებობა აუცილებელია. ის ამბობს, რომ თავისუფლება არ ნიშნავს საზღვრების არარსებობას, არამედ პასუხისმგებლობისა და ქცევის წესების არსებობას. ბავშვები საჭიროებენ სტრუქტურას, რათა გაიგონ, რა არის მათი მოვალეობები და როგორ უნდა მოიქცნენ. თამარ გაგოშიძე ხაზს უსვამს, რომ სკოლებში და ბაღებში ხშირად არ არის მკაფიო ჩარჩოები, რაც ბავშვების დაბნეულობას იწვევს. ამიტომ, მშობლებისა და მასწავლებლების პასუხისმგებლობაა, რომ შექმნან მკაფიო წესები და საზღვრები, რაც ბავშვის განვითარებას ხელს შეუწყობს. პრაქტიკული რჩევა: მშობლებს უნდა შეიმუშავონ და გააცნონ ბავშვებს მკაფიო წესები და საზღვრები.
სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #შენიექიმი #ვიდეობავშვისთვისწესებიაუცილებელიათავისუფლებაარნიშნავსიმას #პასუხისმგებლობადაქცევისწესებითამარგაგოშიძე
ბავშვისთვის წესები აუცილებელია!
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პოდკასტს „სტუმრად ანნასთან“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის აღზრდის პროცესში წესებისა და მკაფიო საზღვრების არსებობა.
თამარ გაგოშიძე ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ შეხედულებაზეც, რომლის მიხედვითაც თავისუფალი ადამიანის აღზრდა შეზღუდვების არარსებობას გულისხმობს.
მისი თქმით, თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს საზღვრები, პასუხისმგებლობა და ქცევის წესები. „ჩვენ გვაქვს სიტუაცია სკოლე და ბაღებში. სახლში გვესმის პოზიტიური მშობლობა და არანაირი ჩარჩო არ გვაქვს, არც სკოლაში არ გვაქვს…
„ჩვენ გვაქვს სიტუაცია სკოლებში და ბაღებში. სახლში გვესმის პოზიტიური მშობლობა და არანაირი ჩარჩო არ გვაქვს, არც სკოლაში არ გვაქვს… წარმოიდგინეთ, 6 წლის საწყალი ბავშვი მოხვდა სკოლაში და არ იცის, რა უნდა ქნას, რას ელიან მისგან, რა წესი უნდა შეასრულოს. ბავშვებს მოსწონთ ეს სტრუქტურა.
ჩვენ ასე ვიქცევით კლასში. ეს უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის გასაგები, მისაღები და თუ საჭიროა, კედელზეც დაწერილი.
ჩვენ რა გვაქვს დღეს? ჩვენ ვზრდით თავისუფალ ადამიანებს. ბევრისგან, მათ შორის, მასწავლებლებისგან, სკოლისგან, მშობლებისგან მომისმენია. თავისუფალი ადამიანის აღზრდა, ფიქრობე არის ის, რომ საზღვარი არ უნდა ჰქონდეს. პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეს, ჩარჩო არ უნდა ჰქონდეს“ – ამბობს თამარ გაგოშიძე
