By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

ვაქცინა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 23, 2024 1:33 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი (დყტ/DPT)
#post_seo_title
გაზიარება

ვაქცინა

ვაქცინა ეს არის პრეპარატი, რომელიც გამიზნულია ინფექციური დაავადებებისადმი აქტიური ხელოვნური იმუნიტეტის ფორმირებისათვის.

ვაქცინების შესაქმნელად იყენებენ ინფექციის გამომწვევების (პათოგენების) შტამებს – დახოცილს ან დასუსტებულს, მათ სუბუჯრედულ ფრაგმენტებს ან ანატოქსინებს/ტოქსოიდებს (გამომწვევის ტოქსინისგან დამზადებული პრეპარატი, რომელსაც შესუსტებული აქვს გამოხატული ტოქსიური თვისებები, მაგრამ ამასთან შესწევს უნარი წარმოქმნას ანტისხეულები საწყისი ტოქსინისადმი) ან გენურ-ინჟინერული გზით მიღებულ ანტიგენებს.

არსებობს მონოვალენტური ვაქცინები (ერთ პათოგენზე დამზადებული) და პოლივალენტური ვაქცინები (რამოდენიმე პათოგენზე დამზადებული, რომელსაც აქვს უნარი განავითაროს შეუვალობა რამოდენიმე დაავადებისადმი).

განასხვავებენ ცოცხალ, კორპუსკულურ (დახოცილ), ქიმიურ და რეკომბინანტურ ვაქცინებს.

ცოცხალი  ვაქცინები – მზადდება დასუსტებული მიკროორგანიზმების ისეთი შტამების ბაზაზე, რომელთაც მდგრადად აქვთ გამყარებული ავირულენტობა (უვნებლობა). შეყვანის შემდეგ ვაქცინური შტამი აცრილის ორგანიზმში მრავლდება და იწვევს ვაქცინურ ინფექციურ პროცესს. აცრილთა უმრავლესობაში ვაქცინური ინფექცია გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს და აპირობებს მყარ იმუნიტეტს. ცოცხალი ვაქცინების მაგალითებია: წითელას, წითურას, ყბაყურას, პოლიომიელიტის, ტუბერკულოზის, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები.

კორპუსკულური  ვაქცინა  – შეიცავს ვირიონის დასუსტებულ ან დახოცილ კომპონენტებს..

ქიმიური ვაქცინები – იქმნება ანტიგენური კომპონენტებისაგან, რომლებიც ამოწვლილია მიკრობის უჯრედიდან. ამოკრეფა ხდება იმ ანტიგენებისა, რომლებიც განაპირობებენ  მიკროორგანიზმის იმუნოგენურ მახასიათებლებს.

რეკომბინანტული ვაქცინები – ახალი თაობის ვაქცინებია და მიიღება გენური ინჟინერიის მეთოდებით, რომლის დროსაც მიკროორგანიზმის გენეტიკური მასალის ჩანერგვა ხდება საფუარის უჯრედებში, რომლებიც აპროდუცირებენ ანტიგენს. ასეთი ვაქცინების მაგალითებია გრიპის, ჰეპატიტი B-ს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ამათუ იმ მეთოდით ვაქცინის დასამზადებლად ყოველთვის გამოიყენება ვირუსის შტამები.

შტამი (გერმანული სიტყვიდან Stamm, რაც ნიშნავს „ღეროს“, „ფუძეს“) – ესაა ვირუსების, ბაქტერიების, სხვა მიკროორგანიზმების სუფთა კულტურა ან უჯრედთა კულტურა, რომელიც გამოყოფილია განსაზღვრულ დროსა და განსაზღვრულ ადგილას. ვინაიდან, მრვალი მიკროორგანიზმი მრავლდება მიტოზით (დაყოფით), სქესობრივი პროცესის მონაწილეობის გარეშე, ასეთი მიკროორგანიზმების სახეობები, ფაქტიურად, შედგება საწყისი უჯრედის გენეტიკურად და მორფოლოგიურად  იდენტური კლონური ხაზებისგან.

მრავალი არსებული ვაქცინა ათწლეულების განმავლობაში გადიოდა სრულყოფას და ახლა ისინი გაცილებით სჯობიან წინამორბედებს. თუმცა ვაქცინები ჯერ კიდევ არ არის მოკლებული ნაკლს და საჭიროებს მომავალ სრულყოფას.  ამჟამად ფართოდ ხმარებული ვაქცინები მაღალი უსაფრთხოებისაა. ვაქცინების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტი ხარისხის კოტროლის საერთაშორისო და ეროვნული ორგანოებია. ვაქცინები შექმნისას ტექნოლოგიურად 14 მთავარ ეტაპს გადიან, რომლებიც თავის მხრივ შედგება მრავალფეროვანი უფრო მცირე, მაგრამ აუცილებელი სტადიისაგან. მთლიანობაში კი გამოდის გრძელი გზა, რომლის გავლაშიც მონაწილეობს სპეციალისტების ფართო სპექტრი: მიკრობიოლოგები, ბიოქიმიკოსები, ციტოლოგები, ტექნოლოგები, ინჟინრები, ექიმები, სახელმწიფო კონტროლიორები, მედიცინის ეკონომისტები და ეპიდემიოლოგები. ვაქცინოპროფილაქტიკა სამედიცინო ჩარევის ყველაზე მასობრივი ფორმაა და, პრაქტიკულად, თითოეულ ადამიანს ეხება. აქედან გამომდინარე ვაქცინების გამოყენება, განსაკუთრებით პრინციპიალურად ახალი ვაქცინების კლინიკური გამოცდების სტადიაში, მოითხოვს ეთიკური ნორმებისა და წესების მკაცრ დაცვას.

ახალი ვაქცინის შექმნისას პრეპარატის ბედს წყვეტს სამი ძირითადი ფაქტორი: 1. ავადობის შემცირების უნარი და ვაქცინის გამოყენების სარგებელი; 2. პოსტვაქცინური გართულების განვითარების რისკი და შესაძლო ზარალი ვაქცინისგან; 3. ვაქცინის ღირებულება და ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, ვაქცინები, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტი,  აბსოლუტურად უსაფრთხო არაა, თუმცა ვაქცინაციისას განვითარებული გართულების რაოდენობა  ასჯერ და ათასჯერ მცირეა ინფექციური დაავადებების ანალოგიური პათოლოგიის შემთხვევათა რაოდენობაზე. დანახარჯებიც ნებისმიერ ვაქცინაზე, რომლის ეფექტურობაც დადასტურებულია დაახლოებით 10-ჯერ მცირეა ინფექციური დაავადების სამკურნალო დანახარჯებზე. ჯანმო-ს ეგიდით ჩატარებული ყვავილის ლიკვიდაციაზე გაწეული მთლიანი დანახარჯი ანაზღაურებული იქნა ლიკვიდაციის შესახებ განცხადებიდან პირველივე თვეში. ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ბიუჯეტის 90% იხარჯება სამკურნალო პროცედურებზე და მხოლოდ ბიუჯეტის 10% – პროფილაქტიკაზე, მაშინ, როდესაც ქვეყნებისთვის იმუნიზაციის ეროვნული პროგრამები სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი იარაღია.

ვაქცინოლოგიის ისტორიის მომდევნო 15 წლის განმავლობაში გაჩნდება ვაქცინათა ახალი თაობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ყოველწლიურად გადავარჩინოთ 8 მილიონი ბავშვის სიცოცხლე. მოლეკულური ბიოლოგიისა და გენური ინჟინერიის მნიშვნელოვანი წარმატებების მეშვეობით იქმნება პერსპექტიული ვაქცინების მრავალსახეობა, რომლებიც გაამარტივებენ იმუნიზაციას, აამაღლებენ არსებული ვაქცინების ეფექტურობას და დაიცავენ ბავშვებს იმ ინფექციებისგან, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინები ჯერ არ არსებობს. ამას გარდა, ზოგიერთი ამ ვაქცინათაგანი გახდება დაცვის პირველი საშუალება იმ დაავადებებისგან, რომელთა სწრაფი მკურნალობა შეუძლებელი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ მდგარდობის სულ უფრო სწრაფი მატების გამო.

#drpkhakadze #აქხარისხია
FacebookTwitter
TAGGED:ვაქცინა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა
ენციკლოპედია

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პულსი TV

„მდიდარ ქვეყნებში ეს არის ხელმისაწვდომი – ვაქცინა ყველა აფთიაქში“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
ენციკლოპედია

ტყვია ორგანიზმში ხვდება შემდეგი გზებით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალმხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით
ენციკლოპედია

ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალმხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?