By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

ექიმი ასახელებს 6 მიზეზს, რატომ გეყინებათ ფეხები

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2025 3:05 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
რა იწვევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?​
#post_seo_title
გაზიარება

თითქმის ყველას ერთხელ მაინც ჰქონია განცდა, რომ ფეხები ცივია, თუნდაც თბილ პლედში გახვეულს ან სქელ მატყლის წინდებში. ასეთი „მცირე“ პრობლემა შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად ორგანიზმის არასწორ მუშაობაზე მიანიშნებს.

Real Simple-მა შეაგროვა ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რატომ რჩება ფეხები ყინულივით და რა შეიძლება დაგეხმაროთ მათ გათბობაში.

6 მიზეზი, რატომ გეყინებათ ფეხები

თქვენი ორგანიზმი „ცივ რეჟიმზე მუშაობს“

ზოგ ადამიანს ბუნებრივად ნაკლები თბოგენერაცია აქვს. მიზეზი შეიძლება იყოს მცირე კუნთოვანი მასა – კუნთები წარმოქმნიან სითბოს, მაგრამ თუ ისინი ცოტაა, ორგანიზმი ენერგიას ზოგავს და კიდურებში სისხლის მიწოდებას ამცირებს.

სისხლის ცუდი მიმოქცევა

ფეხებსა და ხელებში ყველაზე წვრილი სისხლძარღვებია. როდესაც სისხლის მიწოდება სუსტია, ისინი პირველები „იყინებიან“. მიზეზი შეიძლება იყოს მოწევა, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი ან სისხლძარღვთა დაავადება. დაგეხმარებათ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სიგარეტისგან თავის დაღწევა და ბალანსირებული კვება – ბევრი ბოსტნეული, ხილი და ჯანსაღი ცხიმები.

სტრესი

ტყუილი შფოთვა ან ძლიერი ნერვიულობა ააქტიურებს „გაიქეცი ან იბრძოლე“ რეაქციას. ამ დროს სისხლი ძირითად კუნთებს მიეწოდება, კიდურები კი ნაკლებად იღებენ. შედეგი – ცივი და ზოგჯერ ოფლიანიც ფეხები და ხელები. გამოსავალია სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა, რეგულარული ძილი და დასვენება.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია) იწვევს მუდმივ დაღლილობას, წონის მატებას, კანის სიმშრალეს და სიცივისადმი მომატებულ მგრძნობელობას. თუ ფეხები სეზონის მიუხედავად გეყინებათ და თან სხვა სიმპტომებიც გაქვთ, აუცილებელია ჰორმონების შემოწმება.

ფარული დაავადებები

ცივი ტერფები შეიძლება იყოს ანემიის, დიაბეტის, გულის ან ნერვული სისტემის პრობლემების შედეგი. ასეთ დროს სიცივეს თან ახლავს ტკივილი, დაბუჟება ან კრუნჩხვები. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიარეთ გამოკვლევა.

გაუწყლოება

წყალი აუცილებელია ჯანმრთელი სისხლის მიმოქცევისთვის. როდესაც ორგანიზმი სითხეს ვერ იღებს, სისხლი სქელდება, გულს უჭირს მისი გადაქაჩვა და ყველაზე ადრე ზიანდება კიდურები.

როგორ გავათბოთ ფეხები სწრაფად

თბილი აბაზანები ზღვის მარილით ან ბალახებით (15 წუთი საკმარისია);

მასაჟი ან სპეციალური გამათბობელი კრემები;

მსუბუქი ვარჯიში და გაჭიმვა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;

ელექტრონული პლედი ან სათბური ცივ ამინდში;

ხარისხიანი მატყლის წინდები და თბილი სახლის ფეხსაცმელი;

სტრესის კონტროლი და საკმარისი სითხის მიღება (1,5–2 ლიტრი წყალი დღეში).

თუ ფეხები მუდმივად გცივდებათ, თუნდაც სითბოში, და ამას სხვა სიმპტომებიც ახლავს, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მარტივი ჩვევები და მცირე ზრუნვა დაგეხმარებათ კომფორტისა და სითბოს დაბრუნებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ექიმი ასახელებს 6 მიზეზსრატომ გეყინებათ ფეხები
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ნესტლე 60 ქვეყანაში შხამს ყიდიდა/ყიდის - Nestlé-ს ხელოვნური კვების ზოგიერთ პროდუქტში ცერიუსის ბაცილა ბინდრობს
შენი ექიმი

უვარგისი საკვები ბავშვებისთვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – — რა უნდა გავითვალისწინოთ  დაბალანსებული კვების შედგენის დროს? რომელიც ხელს უწყობს წონის კლებას?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
შენი ექიმი

„სიცოცხლის ელექსირი“ თუ ილუზია? – როგორ დააჩქარა ანტი-ეიჯინგმა პრეპარატმა მილიარდერის სიბერე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

ვიდეო: სხეულის მასის ინდექსი – როგორ უნდა გამოთვალო, არის თუ არა შენი წონა ნორმალური?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?