By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

ეს ქირურგიული ჩარევა ორგანიზმისთვის სტრესულია და ამიტომ ოპერაციის შემდეგ უყურადღებობა გართულებებს ხშირად იწვევს – სიბრძნის კბილის ამოღება ბევრისთვის დიდი შვებაა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 23, 2025 8:25 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
7 წუთიანი წაკითხვა
სიბრძნის კბილის არასწორი მდებარეობის მიზეზები, გართულებები და პრობლემები
#post_seo_title
გაზიარება

სიბრძნის კბილის ამოღება ბევრისთვის დიდი შვებაა, მაგრამ პროცედურის დასრულება ყოველთვის არ ნიშნავს პრობლემების დასრულებას.

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)**
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)

ეს ქირურგიული ჩარევა ორგანიზმისთვის სტრესულია და ამიტომ ოპერაციის შემდეგ უყურადღებობა გართულებებს ხშირად იწვევს.

Contents
  • სიბრძნის კბილის ამოღება ბევრისთვის დიდი შვებაა, მაგრამ პროცედურის დასრულება ყოველთვის არ ნიშნავს პრობლემების დასრულებას.
    • რა ითვლება ჩვეულებრივ რეაქციად?
    • რა შემთხვევებში არის აუცილებელი ექიმთან დაუყოვნებლივ წასვლა?
    • შესაძლო გართულებები
    • როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები?
    • რა უნდა გააკეთოთ სწორი შეხორცებისთვის?
    • კბილების გახეხვა ოპერაციის შემდეგ
    • რატომ არ ხდება სიბრძნის კბილის პროთეზირება?

სიბრძნის კბილებს ასე იმიტომ ეწოდა, რომ შედარებით მოწიფულ ასაკში – 17-დან 21 წლამდე ამოიჭრება, თუმცა ცნობილია უფრო გვიან ამოჭრის შემთხვევებიც. მაგალითად, გინესის რეკორდების წიგნში შესულია ადამიანი, რომელსაც სიბრძნის კბილი 94 წლის ასაკში ამოეჭრა.

მართალია,  ამ კბილებს სიბრძნესთან არაფერი აკავშირებთ, მაგრამ პირნათლად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას – საჭმელს აქუცმაცებენ, რომ გადაყლაპვა და მონელება გაგვიადვილოს.

ზრდასრულ ადამიანს 32 კბილი აქვს. სიბრძნის კბილები მერვე წყვილად არის განლაგებული ზედა და ქვედა ყბებზე. მათ მიაკუთვნებენ ყველაზე ძლიერი და ფართო – დიდი ძირითადი – კბილების ჯგუფს, რომლებსაც მთავარი როლი აკისრია საკვების დაქუცმაცებაში.

სიბრძნის კბილების ამოჭრამ შესაძლოა მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს. ეს ნორმალურია. მაგრამ ხდება ისეც, რომ პირის ღრუში არ არის საკმარისი ადგილი და კბილები არასწორი მიმართულებით ამოდის, ხან კი სულაც არ ამოიჭრება – ყბის ძვალში რჩება და პრობლემებს უდებს სათავეს. მედიცინაში ამას რეტენცია ეწოდება.

რა იწვევს სიბრძნის კბილის რეტენციას

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიბრძნის კბილის რეტენცია საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცხოვრების წესის, კვებითი ჩვევების და, დასასრულს, ყბების ფორმის შეცვლის შედეგია.

რეტენცია შეიძლება იყოს ნაწილობრივიც, როდესაც კბილის გვირგვინის გარკვეული ნაწილი ხილულია, და სრულიც, როდესაც კბილი საერთოდ არ ჩანს. რეტენირებული კბილი შესაძლოა განლაგებული იყოს ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, კუთხით.

რეტენირებული სიბრძნის კბილები ყოველთვის არ იწვევს ჩივილებს, მაგრამ თუ დაინფიცირდა ან სხვა კბილებს მიაწვა, თავს იჩენს ღრძილების შეშუპება, სიწითლე, მოიმატებს მათი მგრძნობელობა, დაიწყება სისხლდენა, ყბის ტკივილი, გაჩნდება არასასიამოვნო სუნი ან გემო პირის ღრუში. თუ რეტენირებულ კბილზე ან მის სიახლოვეს ცისტა განვითარდა, შესაძლოა, მეზობელი კბილის ფესვი ან ყბის ძვალიც დაზიანდეს.

გართულებები

რეტენირებული სიბრძნის კბილები, როგორც უკვე ვთქვით, არაერთი პრობლემის სათავეა. მეზობლად მდებარე, მეორე დიდ ძირითად კბილზე ზეწოლა ხშირად მის დაზიანებას იწვევს, ასეთ დროს იზრდება ინფექციის განვითარების რისკიც. ხოლო თუ კბილების თანწყობა დაირღვა, ორთოდონტიული დახმარებაა აუცილებელი.

სიბრძნის კბილი ვითარდება ყბის ძვლის პარკში, რომელიც შესაძლოა სითხით ამოივსოს და წარმოიქმნას ცისტა, რომელიც ყბის ძვალს, კბილებსა და ნერვებს დააზიანებს. იშვიათად ვითარდება სიმსივნური, თუმცა, როგორც წესი კეთილთვისებიანი წარმონაქმნიც, ეს გართულება კი შესაძლოა ქსოვილებისა და ძვლის ნაწილის მოცილების მიზეზადაც იქცეს.

ნაწილობრივ რეტენირებული სიბრძნის კბილი კარიესის საფრთხესაც უქმნის მეზობელ კბილებს. სავარაუდოდ, ასე იმიტომ ხდება, რომ სიბრძნის კბილების გახეხვა მათი ლოკალიზაციის გამო შედარებით ძნელია და საკვების ნარჩენები და ბაქტერიები ადვილად გროვდება ღრძილებსა და ნაწილობრივ ამოჭრილ კბილებს შორის.

ნაწილობრივ ამოჭრილი სიბრძნის კბილები და მათ წმენდასთან დაკავშირებული სირთულეები ზრდის ღრძილების ანთების – პერიკორონიტის საფრთხეს.

რა ითვლება ჩვეულებრივ რეაქციად?

ექსტრაქციის შემდეგ მოსალოდნელია:

  • შეშუპება;

  • სისხლჩაქცევები;

  • მსუბუქი ან ზომიერი ტკივილი;

  • მცირე სისხლდენა;

  • ტემპერატურის მცირე მატება პირველივე დღეებში.

  • ეს ნიშნები ჩვეულებრივ 3–5 დღეში იკლებს, უფრო რთული ამოღებისას — დაახლოებით ერთ კვირაში. ექიმი ჩვეულებრივ ნიშნავს ტკივილგამაყუჩებლებს და ზუსტ ინსტრუქციებს, რომელთა დაცვა აუცილებელია.

რა შემთხვევებში არის აუცილებელი ექიმთან დაუყოვნებლივ წასვლა?

არსებობენ სიმპტომები, რომლებიც ნორმალურ შეხორცებას აღარ შეესაბამება:

• მომატებული ტკივილი, რომელიც არ კლებულობს და თან ახლავს პულსაციას, წვის შეგრძნება ან მუდმივ სიცხე — ასეთ დროს დიდი ალბათობით ანთებითი პროცესი ვითარდება.

• შეშუპების გაძლიერება — შესაძლოა მიუთითებდეს ინფექციაზე ან ალერგიულ რეაქციაზე.

• მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება — ზოგჯერ ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობაში ნარჩენი ქსოვილი ან ძვლის ფრაგმენტი რჩება.

• ძლიერი სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება — შესაძლოა სისხლძარღვი იყოს დაზიანებული და აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.

შესაძლო გართულებები

ერთ-ერთი გავრცელებული გართულება არის მშრალი ალვეოლა — მდგომარეობა, როდესაც ჭრილობაში არ წარმოიქმნება დამცავი სისხლის კოლტი ან ის ნაადრევად გარდაიკარგება. კოლტის გარეშე ღრმული დაუცველი რჩება და ტკივილი ხშირად ყურამდე ასხივებს. მკურნალობის უპრიველეს შემთხვევაში ვითარდება ალვეოლიტი — კბილბუდის ჩირქოვანი ანთება.
ალვეოლიტის ნიშნებია: ძლიერი ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, არასასიამოვნო სუნი და ზოგჯერ — ჩირქი. ასეთ დროს თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები?

  • არ შეეხოთ ჭრილობას არც თითით და არც სხვა ნივთით.

  • პირის ღრუს გადაჭარბებული გამორეცხვაც დაუშვებელია — შეიძლება კოლტი გამოირეცხოს.

  • მოერიდეთ ცხელი აბაზანებს, დატვირთულ ფიზიკურ აქტივობას, საუნასა და ცხელი შხაპის მიღებას — სიცხე ხელს უწყობს სისხლდენას და ინფექციის გავრცელებას.

  • პირველი დღეების განმავლობაში არ დაღეჭოთ ოპერაციის მხარეს; თავი შეიკავეთ ძალიან ცხელი, ძალიან ცივი ან მყარი საკვების მიღებისგან.

  • პირის ჰიგიენის იგნორირება ასევე საზიანოა — რბილი ნადები ბაქტერიების სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს, რაც შესაძლებელია ჭრილობის ინფიცირებაში გადაიზარდოს.

რა უნდა გააკეთოთ სწორი შეხორცებისთვის?

• პირველი 3–4 საათი თარიღეთ საკვები და სითხე.
• ლოყაზე დაიდეთ ცივი კომპრესი — ეს ამცირებს შეშუპებას და ტკივილს.
• მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ყველა წამალი იმას ისე, როგორც მითითებულია (ხშირად 5–7 დღიანი კურსია საჭირო).
• 10–14 დღის განმავლობაში იკვებეთ მეორე მხარეს და შეარჩიეთ რბილი, ოთახის ტემპერატურის საკვები.

კბილების გახეხვა ოპერაციის შემდეგ

პირის ღრუს ჩვეულებრივ ძველებურად უნდა მოუაროთ, თუმცა ოპერაციის მხარე განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
სასურველია გამოიყენოთ რბილი, ბავშვებისთვის განკუთვნილი ჯაგრისი და არ შეეხოთ ჭრილობასა და ნაკერებს. ირიგატორის გამოყენება დროებით უმჯობესია გადადოთ.

რატომ არ ხდება სიბრძნის კბილის პროთეზირება?

სხვა კბილის ამოღების შემდეგ, ექიმები ხშირად გვირჩევენ დაკარგული კბილის აღდგენას, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა გართულება.
სიბრძნის კბილი კი ფუნქციურად ნაკლებად აქტიურია, პრიმიტიული სტრუქტურაა და ჩვეულებრივ ღეჭვის პროცესში დიდ როლს აღარ ასრულებს. სწორედ ამიტომ მისი ამოღების შემდეგ პროთეზირება საჭირო არ არის — მთავარი მიზანია ჭრილობის სწრაფი შეხორცება და ანთებითი პროცესების თავიდან აცილება.

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ეს ქირურგიული ჩარევა ორგანიზმისთვის სტრესულია და ამიტომ ოპერაციის შემდეგ უყურადღებობა გართულებებს ხშირად იწვევს - სიბრძნის კბილის ამოღება ბევრისთვის დიდი შვებაა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

მოზარდებში ნივთიერებების მოხმარება — ახალი სტანდარტი, რომელიც რეალურად მუშაობს
მეცნიერებაშენი ექიმი

მოზარდებში ნივთიერებების მოხმარება — ახალი სტანდარტი, რომელიც რეალურად მუშაობს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბეკონი ოფიციალურად შეტანილია პირველი ჯგუფის კიბოს გამომწვევ კანცეროგენად
შენი ექიმი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბეკონი ოფიციალურად შეტანილია პირველი ჯგუფის კიბოს გამომწვევ კანცეროგენად

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ისტორიული მიღწევა – მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შექმნეს თერაპია, შეძლეს ფუნქციური პანკრეასის აღდგენა და სისხლში შაქრის ნორმალიზება
მეცნიერებაშენი ექიმი

ახალი იმედი პანკრეასის კიბოს მკურნალობაში – ექსპერიმენტულმა აბებმა პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობა უპრეცედენტოდ გაახანგრძლივა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გსმენიათ ტერმინი “გლუტენის აუტანლობა”? — გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს
შენი ექიმი

გსმენიათ ტერმინი “გლუტენის აუტანლობა”? — გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?