By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

რა სიმპტომებით ვლინდება პირის წვის სინდრომი? რა არის პირის წვის სინდრომი?

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 10, 2024 6:10 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
6 წუთიანი წაკითხვა
რა სიმპტომებით ვლინდება პირის წვის სინდრომი? რა არის პირის წვის სინდრომი?
#post_seo_title
გაზიარება

რა სიმპტომებით ვლინდება პირის წვის სინდრომი?

რა არის პირის წვის სინდრომი?

პირის წვის სინდრომის მიზეზები შეგვიძლია დავყოთ როგორც პირველადი და მეორადი.

პირის ღრუს წვის სინდრომის დროს პაციენტი უჩივის პირის ღრუს წვის მუდმივ ან მორეციდივე შეგრძნებას. შესაძლოა, წვამ მოიცვას ენა, ღრძილები, ტუჩები, ლოყების შიგნითა მხარე, სასა. სინდრომი ერთბაშად ვითარდება, მაგრამ თანდათანობითი განვითარებაც არ არის გამორიცხული.

პირის წვის სინდრომი გამოიხატება:

  • წვის შეგრძნება, რომელიც თითქმის ყოველთვის მოიცავს ენაზე, თუმცა შესაძლოა აგრეთვე მომდინარეობდეს ტუჩებიდან, ღრძილებიდან, ტელიდან ან მთლიანი პირის ღუდან
  • პირის სიმშრალის შეგრძნება გაძლიერებული წყურვილით
  • გემოს ცვლილებები, მწარე ან მეტალისმაგვარი გემოს შეგრძნება
  • გემოს დაკარგვა
  • პირის წვის სინდრომით გამოწვეულ დისკომფორტს რამოდენიმე ფორმა აქვს. იგი შეიძლება განვითარდეს ყოველდღე. გაღვიძების დროს ზოგჯერ ტკივილი ძლიერი არ არის, თუმცა სიმპტომი დღის მსვლელობასთან ერთად უარესდება. თუმცა ძლიერი ტკივილი შესაძლოა გაღვიძებისთანავე და გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ტკივილი აგრეთვე შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი
  • მიუხედავად დისკომფორტის ფორმისა, პირის წვის ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს თვეები, წლები. ხანდახან, სიმპტომები თავისით წყდება ან იშვიათდება. პირის წვის სინდრომი, ძირითადად, არ იწვევს შესამჩნევ ფიზიკურ ცვლილებებს პირის ღრუსა და ენაზე.

პირის წვის სინდრომი, განურჩევლად ფორმისა, შესაძლოა თვეობით, წლობით გაგრძელდეს. ხანდახან სიმპტომები თავისთავად ქრება ან იშვიათდება. შესამჩნევ ფიზიკურ ცვლილებებს ისინი არ იწვევს.

განასხვავებენ პირის ღრუს წვის სინდრომის ორ ძირითად ფორმას: პირველადსა და მეორეულს.

როდესაც კლინიკური ან ლაბორატორიული ცვლილებები არ შეინიშნება, სინდრომი პირველადი ან იდიოპათიურია. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ პირის წვის იდიოპათიური სინდრომი გემოვნების პრობლემებსა და პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის მგრძნობიარე ნერვების დაზიანებასთან არის დაკავშირებული.

👉გაღვიძებისას ტკივილი შესაძლოა სუსტი იყოს, მაგრამ დღის განმავლობაში მოიმატოს;

👉 შესაძლოა, ტკივილმა გაღვიძებისთანავე შეგაწუხოთ და მთელი დღე გაგრძელდეს;

👉 ტკივილმა შესაძლოა, დროგამოშვებით იჩინოს თავი.

მეორეული პირის წვის სინდრომის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  •  ქსეროსტომია – პირის ღრუს სიმშრალე (მშრალი პირი), რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა სათავე დაუდოს სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიამ ან ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებამ, ხშირად ის კიბოს სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა;
  •  პირის ღრუს სხვა დაავადებები: სოკოვანი ინფექცია (რძიანა), ბრტყელი ლიქენი, გეოგრაფიული ენა (მდგომარეობა, როცა ენას ერთგვარი ლაქები უჩნდება და რუკის მსგავს შესახედაობას იღებს);
  • საკვები ნივთიერებების: რკინის, თუთიის, ფოლატის (ვიტამინ B9-ის), თიამინის (B1-ის), რიბოფლავინის (B2-ის), პირიდოქსინის (B6-ის) და კობალამინის (B12-ის) ნაკლებობამ;
  • კბილის პროთეზი, მეტადრე – თუ ის ცუდადაა მორგებული პირის ღრუს და ახლომდებარე ქსოვილებს აწვება. გარდა ამისა, ხელოვნური კბილები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა პირის ღრუს ქსოვილები გააღიზიანოს;
  •  ალერგიული რეაქცია საკვებზე, საკვების დანამატებზე (მათ შორის – საღებავებსა და არომატიზატორებზე), სტომატოლოგიურ საშუალებებზე;
  •  გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება – საყლაპავში კუჭის მჟავა წვენის უკუამოტყორცნა;
  •  ზოგიერთი მედიკამენტის, განსაკუთრებით – არტერიული წნევის მარეგულირებელი იმ საშუალებების მიღება, რომლებსაც ანგიოტენზინის მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს უწოდებენ;
  •  კბილებს შორის ენის მოყოლა, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი);
  •  ენდოკრინული დაავადებები – დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტიურობა (ჰიპოთირეოიდიზმი);
  •  პირის ღრუს გაღიზიანება, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს ენის ზედმეტი ხეხვით, აბრაზიული (მცვეთავი) ზემოქმედების მქონე კბილის პასტის გამოყენებით, პირის ღრუში გამოსავლები საშუალებების ჭარბი მოხმარებით ან მჟავური ტიპის სასმელებით;
  •  ფსიქოლოგიური ფაქტორები – შფოთვა, დეპრესია, სტრესი.
  • პირის წვის სინდრომის განვითარების რისკფაქტორია ასაკი – ალბათობა იმატებს 50 წელს გადაცილებულ ქალებთან მეოპაუზის შემდგომ.
  • პირის წვის სინდრომის გართულებებს მიეკუთვნება:
  •  ჩაძინების პროცესის გახანგრძლივება და გაძნელება;
  •  კვების გაძნელება;
  • დეპრესია;
  • შფოთვა.

ექიმი აუცილებლად დაგითვალიერებთ პირის ღრუს, გამოგკითხავთ სამედიცინო ისტორიას, დააზუსტებს, იღებთ თუ არა რომელიმე მედიკამენტს, შეკრებს ანამნეზს, მოგთხოვთ სიმპტომებისა და კბილების მოვლის ყოველდღიური რუტინის დაწვრილებით აღწერას. შესაძლოა, დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევაც:

* სისხლის საერთო ანალიზი, რომლის მეშვეობითაც მოწმდება სისხლის ზოგადი მონაცემები, გლუკოზის დონე, ფარისებრი ჯირკვლისა თუ იმუნური სისტემის ფუნქცია;

* პირის ღრუს ნაცხის ანალიზი ან ბიოფსია, რომლის მეშვეობითაც პირის ღრუს სოკოვან, ბაქტერიულ თუ ვირუსულ ინფექციას გამოავლენენ;

* ალერგიული ტესტები, რომელთა მეშვეობითაც ადგენენ ორგანიზმის სენსიბილიზაციას (ალერგიულ განწყობას) ამა თუ იმ საკვების, საკვები დანამატებისა და სხვა ნივთიერებების მიმართ;

* სანერწყვე ჯირკვლების შემოწმება მშრალი პირის გამოსარიცხავად;

* კუჭის რეფლუქსის ტესტი გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამოსარიცხავად;

* მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია სხვა დაავადებების არსებობა-არარსებობის დასადგენად.

შესაძლოა, მოგიხდეთ ფსიქოლოგიური კითხვარის შევსებაც – ამ გზით თქვენს ფსიქოლოგიურ სტატუსს შეამოწმებენ და გაარკვევენ, ხომ არ გაქვთ დეპრესია, შფოთვა თუ სხვა მენტალური პრობლემები.

თუ აღმოჩნდა, რომ პირის წვის სინდრომი რომელიმე წამლითაა გამოწვეული, ექიმი, მდგომარეობის კვალობაზე, მისი მიღების შეწყვეტას გირჩევთ. ექიმთან შეთანხმება აუცილებელია – მედიკამენტზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

მკურნალობა

მეორეული პირის წვის სინდრომის მკურნალობა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას – მაგალითად, ძირითადი დაავადების მკურნალობას, ხელოვნური კბილების შეცვლას, ვიტამინების დეფიციტის შევსებას – გულისხმობს.

პირველადი სინდრომისგან განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მკურნალობა სიმპტომური თერაპიით და სინდრომის მართვით შემოიფარგლება. ხშირად საჭიროა რამდენიმე მეთოდის მოსინჯვა, რათა შეირჩეს საუკეთესო ვარიანტი, რომელიც თქვენს პირის ღრუში არსებულ დისკომფორტს შეამცირებს.

სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალში შედის:

  • ნერწყვის შემცვლელები;
  • ადგილობრივი საანესთეზიო საშულებები (ლიდოკაინი);
  •  კაპსაიცინი (ტკივილგამაყუჩებელი);
  •  ანტიკონვულსიური მედიკამენტები, მაგალითად, კლონაზეპამი (კლონიდინი)

მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

  • სითხის უხვი მიღება, ყინულის ნატეხების წუწვნა;
  •  მჟავე და ცხარე საკვებსა და სასმელზე (მათ შორის – პომიდორზე, ფორთოხალზე), დარიჩინიან ან მენთოლიან პროდუქტებზე, ყავაზე უარის თქმა;
  • ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება;
  •  სიგარეტისთვის თავის დანებება

როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ განიცდით დისკომფორტს, წვის შეგრძნებას ან ტკივილს ენაზე, ტუჩებზე, ღრძილებზე ან პირის ღრუს სხვა მიდამოებში, აუცილებლათ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს. შესაძლოა საჭირო გახდეს რამოდენიმე პროფილის ექიმის ერთად მუშაობა პრობლემის ზუსტი მიზეზის დასადგენად,რათა მკურნალობა უფრო ეფექტური გახდეს.

წყარო:

drpkhakadze
#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi
FacebookTwitter
TAGGED:პირის წვის სინდრომი.რა სიმპტომებით ვლინდება საშარდე გზების ინფექცია...
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

რა იცით საუნის სარგებლობისა და მავნებლობის შესახებ? სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გენიალური გარღვევა მედიცინაში – ჩინეთში პირველად მსოფლიოში ღორის გენმოდიფიცირებული ღვიძლი გადაუნერგეს ადამიანს!
შენი ექიმი

გენიალური გარღვევა მედიცინაში – ჩინეთში პირველად მსოფლიოში ღორის გენმოდიფიცირებული ღვიძლი გადაუნერგეს ადამიანს!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ
შენი ექიმი

დაავადება ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და კლინიკურად მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც პათოლოგიური პროცესი უკვე პროგრესირებულია – ნიშნები, რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა
შენი ექიმი

დღეს საქართველოში ძირითადად ცირკულირებს სამი ძირითადი ვირუსი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?