გულძმარვა – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს წვა გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება კუჭიდან ზედა მხარეს და ზოგჯერ ყელშიც ამოდის. წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს.
მიზეზები
გულძმარვა ვითარდება კუჭის მჟავე წვენის საყლაპავში გადასვლის შედეგად. მისი წარმოქმნის მიზეზებია:
· ზედმეტი ჭამა, მოსიარულე მდგომარეობაში ჭამა, ცუდი ღეჭვა;
· შოკოლადის, ცხიმიანი, ტკბილი საკვების ჭარბად მიღება;
· ზედმეტად ცივი ან ცხელი საკვების მიღება;
· ჭარბი წონა;
· მოწევა;
· ცხარე და ტკბილი საკვების ხშირად მიღება;
· სტრესული სიტუაციები;
· ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივად მიღება (სალიცილის მჟავა);
· ჭამის შემდეგ ფიზიკური დატვირთვა;
· საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· საყლაპავსა და გულმკერდის არეშე წვა;
· მჟავა რეგურგიტაცია;
· პირში მწარე, მომჟაო გემო;
· ხველა, ყელის წვა და ტკივილი (ჩვეულებრივ იწყება საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, ძლიერდება დახრილ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში).
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-გასტროეტეროლოგი ატარებს:
· საერთო დათვალიერებას;
· სისხლის, შარდის საერთო ანალიზს;
· ეზოფაგოგასტროსკოპიას;
· კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის რენტგენოკონტრასტულ გამოკვლევას;
· საყლაპავის რინომეტრიას;
· საყლაპავის მონომეტრიას.
მკურნალობა
მკრუნალობა მოიცავს:
· ანტაციდურ პრეპარატებს;
· ალგინატებს;
· ანტისეკრეტორულ პრეპარატებს;
· პროკინეტიკებს;
· დიეტის დაცვას.
დიეტა
მკურნალობის დროს საკვებიდან უნდა გამოირიცხოს:
· ცხიმიანი, ცხარე, ტკბილი საკვები;
· ყავა, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები და წვენები.
რეკომენდირებულია:
· რძე, ხაჭო;
· ფაფები;
· მოხარშული პროდუქტი.
საკვების მიღება უნდა მოხდეს პატარა ულუფებით, დღეში 4-5-ჯერ, ბოლო კვება დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა არსებობს შემდეგი გართულებების განვითარების საშიშროება:
· საყლაპავის წყლული;
· საყლაპავის დაზიანებული ადგილებიდან სისხლდენა;
· ბარეტის საყლაპავი (საყლაპავის ლორწოვანი გარსის ქსოვილების ცვლილება);
· საყლაპავის კიბო.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რაციონალური კვება, ზედმეტი ჭამისგან თავის შეკავება;
· დიდი ბალიშის გამოყენება ძილის დროს;
· სხეულის მასის გაკონტროლება;
· ზედმეტად მოჭერილ სამოსზე უარის თქმა, ასევე არ მოიჭიროთ ქამარი;
· წელიწადში მინიმუმ ერთხელ ენდოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD) — სიმპტომები
სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.
გულჩახლეჩა / გულძმარვასიმპტომი
წონის მომატებასიმპტომი
ყელის ტკივილისიმპტომი
ხველასიმპტომი
მკერდის ტკივილისიმპტომი
სისუსტე / დაღლილობასიმპტომი
ღებინებასიმპტომი
წონის კლებასიმპტომი
მუცლის ტკივილისიმპტომი
ქოშინისიმპტომისხვა სტატიები: გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD)
- ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემა -სიმპტომები ხშირია ჭამის შემდეგ ან მაშინ, როცა ადამიანი წევს — ამიტომ ცხოვრების წესის მცირე ცვლილებებიც კი მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს
- რატომ ჩნდება გულძმარვა და როგორ მკურნალობენ საყლაპავ-კუჭის რეფლუქსს?
იხილეთ ასევე: საჭმლის მომნელებელი
სიმპტომების ცნობარი
დაკავშირებული დაავადებები
ეს სიმპტომი შეიძლება გვხვდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს. დიაგნოზს მხოლოდ ექიმი სვამს.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD)საჭმლის მომნელებელი
რემჰელდის სინდრომისაჭმლის მომნელებელი
გასტრიტისაჭმლის მომნელებელი
ნაღვლკენჭოვანი დაავადებასაჭმლის მომნელებელი
შეიძლება თუ არა ნაღვლის ბუშტში კენჭები წლების განმავლობაში სიმპტომებისზოგადი
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიანერვული სისტემა და ფსიქიკა
ალვეოლიტითვალი, ყურ-ცხვირ-ყელი, პირის ღრუ
ვერნიკეს ენცეფალოპათიანერვული სისტემა და ფსიქიკა
მეტეორიზმისაჭმლის მომნელებელი
ქოლანგიტისაჭმლის მომნელებელი
საშარდე გზების ინფექციაშარდ-სასქესოპრეპარატები, რომელთა ჩვენებებშიც მოხსენიებულია: გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD)
რომელ ექიმს მივმართოთ
სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.
