By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

გაქვთ თუ არა ალერგია მტვერზე? რას ნიშნავს ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 30, 2026 8:48 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
ალერგია და თანამედროვე სამყარო
#post_seo_title
გაზიარება

გაზაფხულსა და ზაფხულში ბევრ ადამიანს აღენიშნება სურდო, ცხვირისა და თვალების ქავილი – ეს არის მტვრის ალერგიის სიმპტომები. აღნიშნული ფაქტორები პერიოდულად შეიძლება შემსუბუქდეს (სულ მცირე, რამდენიმე წლით) და ნებისმიერ ასაკში.

აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ მიმართულებით მოქმედება უნდა დაიწყოთ ალერგიის დაწყებამდე, სულ მცირე, ორი და სასურველია, ოთხი თვით ადრე. ამიტომაც შემოდგომა და ზამთარი შესანიშნავი დროა მკურნალობის კურსის დასაგეგმად. მაშინაც კი, თუ ახლა ფიქრობთ, რომ თქვენს ალერგიას კარგად მართავთ, მაინც შეგიძლიათ ცოდნის განახლება.

თუ ალერგიული რეაქცია გაქვთ მტვერზე, ობზე, შინაურ ცხოველებზე ან მწერებზე, მკურნალობის დასაწყებად ნებისმიერი დრო კარგია. თერაპია არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს, არამედ ხელს უშლის სიტუაციის გაუარესებას, მათ შორის, ასთმის განვითარებას (განსაკუთრებით, ბავშვებში).

რა უნდა გააკეთოთ?

არსებობს ორი ვარიანტი: ენისქვეშა წვეთები ან ტაბლეტები (ასევე ცნობილი როგორც სუბლინგვალური იმუნოთერაპია) და კანქვეშა ინექციები (კანქვეშა იმუნოთერაპია). ორივე მათგანი ეფუძნება მიდგომას, რომელსაც ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია ეწოდება. ასეთ დროს ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ ალერგენები, რომელთა დოზასაც თანდათან ზრდიან. აღნიშნულ ალერგენებს ხვდებიან იმუნური სისტემის უჯრედები, რომელთაც „ჯერ არ იციან“, რომ ორგანიზმი ამ ცილებს ალერგენებად აღიქვამს. ამ „უცოდინრობის“ გამო, ისინი აღნიშნულ მოლეკულებზე ნორმალურად რეაგირებენ, ისევე, როგორც – არაალერგიული ადამიანის იმუნური სისტემა. თანდათანობით, სტაბილური, ნორმალური პასუხი – ტოლერანტობა – ვითარდება იმ ცილებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში ალერგიას გამოიწვევდა.

გარდა ამისა, ამ პროცესის დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ალერგიული რეაქციის განვითარებას. კერძოდ, ორგანიზმში წარმოიქმნება იმუნოგლობულინი G (IgG), არსებული ალერგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ რეაქციაში მონაწილეობენ. IgG ხელს უშლის იმუნოგლობულინ E-ს (IgE), რომელიც ალერგიულ რეაქციებში მონაწილეობს, რომ ალერგენს დაუკავშირდეს. ეს კი, თავის მხრივ, ალერგიულ რეაქციას თრგუნავს. ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია ადამიანმა თვითნებურად არ უნდა ჩაიტაროს. ეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. აღნიშნული კურსი, როგორც წესი, სამიდან ხუთ წლამდე გრძელდება.

ზუსტად უნდა ვიცოდე, რაზე მაქვს ალერგია?

დიახ. დაგჭირდებათ სისხლის ანალიზი ან კანის ტესტი. ექიმი თავად განსაზღვრავს, რომელი მეთოდია თქვენი კონკრეტული შემთხვევისთვის შესაფერისი. სისხლის ანალიზით უნდა გაიზომოს სპეციფიკური IgE ანტისხეულები იმ ალერგენის მიმართ, რომელიც ალერგიის პროვოცირებაში არის „ეჭვმიტანილი“. ყველაფრის ერთდროულად ტესტირება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამან შეიძლება გამოავლინოს უსიმპტომო სენსიბილიზაცია – მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს ალერგიას, მაგრამ შეიძლება მასში არც არასდროს გადაიზარდოს. თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანს აქვს ალერგიის რამდენიმე სახეობა, რომელთა მკურნალობაც ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპიით შეიძლება, შესაძლოა, სხვადასხვა მედიკამენტის ერთდროულად მიღება. თუმცა შეიძლება ეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს არ იყოს რეკომენდებული.

არსებობს თუ არა რაიმე გარანტია, რომ ალერგია არ დაბრუნდება?

არა. ის შეიძლება დაბრუნდეს. რამდენად ხშირად ხდება ეს, უცნობია. თუმცა ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია გრძელდება, რადგან ამ დროს სიმპტომების სიმძაფრე იკლებს ან სრულად ქრება. თერაპიის დასრულების შემდეგ, ალერგია შეიძლება აღარ დაბრუნდეს ან ეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდეს (ამ შემთხვევაში, ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია შეიძლება განმეორდეს).

 

FacebookTwitter
TAGGED:გაქვთ თუ არა ალერგია მტვერზე? რას ნიშნავს ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ენერგეტიკულ სასმელთან შერეულ ალკოჰოლს ტვინის ფუნქციონირების შეფერხება შეუძლია
შენი ექიმი

ენერგეტიკულ სასმელთან შერეულ ალკოჰოლს ტვინის ფუნქციონირების შეფერხება შეუძლია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„არაფრის მომცემი 1000 ლარის კვლევები დაუნიშნეს - სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა, რადგან მოატყუეს“ - ზაზა თელია
შენი ექიმი

მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია – თუ კანზე გამოხატულია ეს სიმპტომები… მიმართეთ ექიმს – ზაზა თელიას მიმართვა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ გთავაზობთ შაკიკის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს - ბოტულინოთერაპიას
შენი ექიმი

 იცოდით რომ თავის ტკივილის გამაყუჩებლის ხშირი მიღება უფრო მეტად ამწვავებს პროცესს?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჟოლო შეუძლია სრულად განკურნოს ქრონიკული დაავადებები - ეცნიერებმა კენკრის უნიკალური სამკურნალო თვისებები დაადასტურეს
შენი ექიმი

ჟოლო შეუძლია სრულად განკურნოს ქრონიკული დაავადებები – მეცნიერებმა კენკრის უნიკალური სამკურნალო თვისებები დაადასტურეს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?