By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
Georgian Medical JournalGMJ Articlesშენი ექიმი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Medical Journal-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ივლისი 2, 2026 11:14 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
Four adults posing for a formal group photo in a room with draped curtains and flags behind them (Georgia and EU flags); two women in dark dresses and two men in smart attire stand side by side.
#post_seo_title
გაზიარება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Medical Journal-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქმიანი შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ტიტე აროშიძესთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ რუსუდან ხუხუნაიშვილთან, პროფესორ სალომე ღლონტთან და პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან — Georgian Medical Journal (GMJ)-ის მთავარი რედაქტორთან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარესთან და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორთან.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა Georgian Medical Journal-ის ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს:
* Georgian Medical Journal (GMJ) — საერთაშორისო, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალს;
* GMJ News — მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საინფორმაციო პლატფორმას მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გასაშუქებლად;
* GMJ Academy — უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) და ელექტრონული სწავლების (e-Learning) თანამედროვე საგანმანათლებლო პლატფორმას.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Medical Journal-ს შორის გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნება იმ პარტნიორობის მოდელს, რომელიც უკვე ვითარდება დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეთანხმებად გამოიკვეთა, რომ უნივერსიტეტი განიხილავს Georgian Medical Journal-ის აღიარებასა და რეკომენდაციას, როგორც აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალს. ასევე დაიგეგმა, რომ GMJ განთავსდება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამეცნიერო რესურსებს შორის და რეკომენდებული იქნება აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტების, რეზიდენტებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო საქმიანობასა და კვლევებში გამოყენების მიზნით, უნივერსიტეტის შესაბამისი პროცედურების დაცვით.
თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ შესაძლებლობა, Georgian Medical Journal-ში სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნების საფასურის გარეშე წარადგინონ. ამასთან, ყველა ხელნაწერი შეფასდება ჟურნალის დამოუკიდებელი საერთაშორისო რეცენზირების, სამეცნიერო და სარედაქციო სტანდარტების სრული დაცვით.
შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა GMJ News-თან თანამშრომლობა, რომლის მეშვეობითაც სისტემატურად გაშუქდება უნივერსიტეტის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინსტიტუციური საქმიანობა, კვლევითი პროექტები, კონფერენციები, მიღწევები და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოებისათვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს GMJ Academy-ის ფარგლებში ერთობლივი ელექტრონული სასწავლო პროგრამებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) კურსების შექმნის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო ღონისძიებების ერთობლივ ორგანიზებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ სამედიცინო და სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფებისა და სხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამასთან, Georgian Medical Journal მზად არის უზრუნველყოს ასეთი ღონისძიებების სამეცნიერო-ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის კონფერენციის მასალების, თეზისების, შერჩეული სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციის კრებულების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რედაქტირება და გამოქვეყნება.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლებას, ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული მეცნიერების ხილვადობის გაზრდას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამოუკიდებელ სამეცნიერო პლატფორმებს შორის მდგრადი თანამშრომლობის გაძლიერებას.
შეხვედრის დასასრულს პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ტიტე აროშიძეს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ხუხუნაიშვილს, და პროფესორ სალომე ღლონტს გულთბილი მასპინძლობის, ნაყოფიერი დიალოგისა და თანამშრომლობის მზადყოფნისათვის. მხარეებმა გამოხატეს სურვილი, რომ უახლოეს პერიოდში თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდეს და საფუძველი ჩაეყაროს მრავალმხრივ პარტნიორობას მეცნიერების, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.
ფოტო: (მარჯვნიდან მარცხნივ: პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი — საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, პროფესორი ტიტე აროშიძე — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სალომე ღლონტი. ფოტო გადაღებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
TAGGED:ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Medical Journal-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკის შესწავლით გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
სამინისტროსხვა-ამბებიშენი ექიმი

ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკის შესწავლით გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
მეცნიერებაშენი ექიმი

მემკვიდრეობითობა გაცილებით რთული პროცესია – ინტელექტით ბიჭი დედას ემსგავსება, გოგონა კი – მამას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
BBC-ის სკანდალური გამოძიება: კიბოს გენის მატარებელი დონორის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) - ბავშვთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია
მეცნიერებასხვა-ამბებიშენი ექიმი

BBC-ის სკანდალური გამოძიება: კიბოს გენის მატარებელი დონორის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) – ბავშვთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რატომ ეშლებათ ადამიანებს სახელები საუბრის დროს - მიზეზები
შენი ექიმი

რატომ ეშლებათ ადამიანებს სახელები საუბრის დროს – მიზეზები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?