By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

ბავშვის უძილობა, შიშები – რატომ ტირის ბავშვი გამუდმებით? რატომ ვერ იძინებს? როდისაა ნევროლოგის ჩარევა აუცილებელი? 

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აგვისტო 26, 2025 2:05 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
#post_seo_title
გაზიარება

როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ნევროლოგთან – სიმპტომები, რჩევები და საშიში ნიშნები

პატარა ბავშვების ჯანმრთელობა და განვითარება მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.

Contents
  • როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ნევროლოგთან – სიმპტომები, რჩევები და საშიში ნიშნები
  • 1. ტირის ბავშვი გაუჩერებლად – რატომ ხდება ეს?
  • 2. უძილობა ბავშვებში – რატომ არ სძინავს და როგორ დავეხმაროთ?
    • გირჩევთ:
  • 3. როდის მივიყვანოთ ბავშვი ნევროლოგთან?
    • საგანგაშო ნიშნები:
  • 4. ბავშვების ღამის შიშები – რა იწვევს?
  • 5. როგორ დავძლიოთ შიშები ბავშვებში?
  • 6. რა გავლენა აქვს გაჯეტებზე ბავშვების ფსიქიკაზე?
  • 7. კბილების კრაჭუნი – მითები და რეალობა
  • 8. ოპტიმალური ასაკი ბაღისა და სკოლის დასაწყებად
  • 9. ვაქცინაცია – უსაფრთხოებაა თუ საფრთხე?
  • 10. ბავშვთა ნევროზები და თანამედროვე მიდგომები
  • დასკვნა

ხშირია შეკითხვები:

რატომ ტირის ბავშვი გამუდმებით? რატომ ვერ იძინებს? როდისაა ნევროლოგის ჩარევა აუცილებელი? 


1. ტირის ბავშვი გაუჩერებლად – რატომ ხდება ეს?

ჯანმრთელი, დაძინებული და მაძღარი ჩვილი უმიზეზოდ თითქმის არასდროს ტირის. ტირილი ჩვილის მთავარი კომუნიკაციის ფორმაა და ყოველთვის მიანიშნებს დისკომფორტზე. ეს შეიძლება იყოს:

  • მუცლის კოლიკა

  • გადახურება ან გაციება

  • სურვილი, რომ დედასთან იყოს

  • ტანსაცმლის ან პამპერსის გაღიზიანება

თუ ტირილი ხშირად მეორდება და აშკარა მიზეზი არ ჩანს, რეკომენდებულია პედიატრთან ან ნევროლოგთან კონსულტაცია.


2. უძილობა ბავშვებში – რატომ არ სძინავს და როგორ დავეხმაროთ?

ბავშვის ძილის რეჟიმი ხშირად პირდაპირ კავშირშია დღის აქტივობებთან. ძირითადი შეცდომებია:

  • დღისით ნაკლები ფიზიკური დატვირთვა

  • გაჯეტებთან და ტელევიზორთან გატარებული დრო ძილის წინ

  • ხმაური და ემოციური ქაოსი ოჯახში

გირჩევთ:

  • შეიმუშავეთ ძილის რიტუალი: აბაზანა, ზღაპარი, სიმშვიდე.

  • ეკრანებზე დრო შემოსაზღვრეთ და გააუქმეთ ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

  • შექმენით წყნარი გარემო დაძინებამდე.

  • ბავშვი უნდა იძინებდეს ყოველ დღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.


3. როდის მივიყვანოთ ბავშვი ნევროლოგთან?

ზოგიერთი სიმპტომი პირდაპირი ნიშანია, რომ საჭიროა ნევროლოგის ჩარევა:

საგანგაშო ნიშნები:

  • ხელების კანკალი, ტონუსის ცვლილება

  • ხშირი გადაცდენა წოვისას

  • თვალების არანორმალური მოძრაობები

  • უცაბედი კრუნჩხვები, ბჟირება ან ლურჯდება

  • ძილის მძიმე დარღვევები

  • ქცევის მკვეთრი ცვლილება

  • განვითარების დაგვიანება: 2 წლის ასაკში არ ლაპარაკობს, არ დადის და სხვ.

ყველა ახალშობილს სჭირდება მინიმუმ ერთხელ ნევროლოგის და ორთოპედის შემოწმება თვენახევრამდე ასაკში – ეს საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს ნებისმიერი დარღვევა.


4. ბავშვების ღამის შიშები – რა იწვევს?

ბავშვების ღამით შეკივლება ან შიშები შესაძლოა გამომდინარეობდეს:

  • დღის განმავლობაში ნანახი შთამაგონებელი შინაარსის ვიდეოებიდან ან თამაშებიდან

  • გადატანილი სტრესული გამოცდილებიდან

  • ძილის სტადიაში წარმოშობილი დარღვევებიდან

ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ელექტროენცეფალოგრამის (EEG) ჩატარება, რათა გამოვრიცხოთ ღამის პაროქსიზმული მოვლენები, ეპილეფსიური აქტივობა ან სხვა ნევროლოგიური მიზეზები.


5. როგორ დავძლიოთ შიშები ბავშვებში?

შიში არის განვითარების ნორმალური ნაწილი, თუმცა მისი მართვა საჭიროა. მშობელმა უნდა:

  • არ დაამციროს ან დასცინოს ბავშვს მისი შიშის გამო

  • განუმარტოს რას წარმოადგენს სინამდვილეში საგანი ან მოვლენა, რისიც ეშინია

  • არ მოახდინოს შიშის “ტრენინგი”, ანუ ბავშვის იძულებით შეყვანა ბნელ ოთახში

  • შექმნას უსაფრთხო გარემო და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა


6. რა გავლენა აქვს გაჯეტებზე ბავშვების ფსიქიკაზე?

მცირე ასაკში ეკრანებთან ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • მეტყველების შეფერხება (ალალია)

  • ემოციური და ქცევითი პრობლემები

  • დამოკიდებულება ეკრანზე – ეკრანდამოკიდებული დაავადება

⚠️ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია უკვე კლასიფიცირებს ამას ფსიქიურ აშლილობად.

📌 3 წლამდე ასაკში რეკომენდებული არ არის ეკრანებთან კონტაქტი! ყველა ის ცოდნა, რასაც ზოგი მშობელი გაჯეტების მეშვეობით ცდილობს ასწავლოს (ფერები, ცხოველები, ციფრები), რეალურად უკეთესად ისწავლება მშობლის უშუალო ჩართულობით – რეალურ გარემოში.


7. კბილების კრაჭუნი – მითები და რეალობა

კბილების კრაჭუნი, ანუ ბრუქსიზმი, არ ნიშნავს აუცილებლად ჭიებს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • სტრესით

  • ნევროტული ფონის მატებით

  • ზოგჯერ პარაზიტული ინფექციით

დასაჭიროა სწორი ჰიგიენა, კვების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ნევროლოგიური შეფასება.


8. ოპტიმალური ასაკი ბაღისა და სკოლის დასაწყებად

არ არსებობს ერთი უნივერსალური ასაკი. ზოგ ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს მზაობა, ზოგს კი სჭირდება მეტი დრო მშობლისგან დამოუკიდებლად არსებობისთვის.

რეკომენდაცია:

  • ბაღი: 3 წლიდან ზემოთ

  • სკოლა: როდესაც ბავშვი უკვე თავისუფლად საუბრობს, იცავს ინსტრუქციებს და აქვს განვითარებული ყურადღება და მოტორიკა


9. ვაქცინაცია – უსაფრთხოებაა თუ საფრთხე?

მიუხედავად შიშებისა, ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა დაავადებების თავიდან ასარიდებლად. უკუჩვენებები უკიდურესად იშვიათია, ხოლო ვაქცინაციის უგულებელყოფა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.


10. ბავშვთა ნევროზები და თანამედროვე მიდგომები

დღეს ტერმინი „ნევროზი“ შეცვლილია და შემოღებულია ახალი კატეგორია – სომატოფორმული აშლილობები, რაც მოიცავს:

  • შიშებს

  • უნებლიე შარდვას/დეფეკაციას

  • ფობიებს

  • ძილის დარღვევებს

მკურნალობისას მხოლოდ მედიკამენტი არ კმარა. ხშირად საჭიროა მშობლის ქცევითი კორექცია, ფსიქოლოგის ან ლოგოპედის ჩართვა.


დასკვნა

ბავშვის ფსიქონევროლოგიური განვითარება მოითხოვს ყურადღებას, დაკვირვებას და სწორ მიდგომებს. ყველა სიმპტომი არ არის სახიფათო, მაგრამ დროული რეაგირება ყოველთვის უმჯობესია.

თუ შენს პატარას აქვს რაიმე საეჭვო ნიშანი, არ გადადო – მიიღე კონსულტაცია პროფესიონალთან და მიიღე სწორი გზა მისი ჯანმრთელობისა და განვითარების მხარდაჭერისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ბავშვის უძილობასხვაშიშები - რატომ ტირის ბავშვი გამუდმებით? რატომ ვერ იძინებს? როდისაა ნევროლოგის ჩარევა აუცილებელი?
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

7 პროდუქტი PCOS-ისა და მენოპაუზისთვის – ქალბატონებო, ეს პროდუქტები დაგეხმარებათ ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი“ - ჯანდაცვის მინისტრი
სამინისტროშენი ექიმი

შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სუროგაციის სერვისის მიღებას სხვა ქვეყანაში – მინისტრის განმარტება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მარტივი ტესტი ჟანგბადის ნაკლებობის შესამოწმებლად
შენი ექიმი

რა არის მთავარი? – ჟანგბადის დეფიციტმა ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის პრობლემები და ზოგჯერ ჯანმრთელობის გართულებები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მზის დარტყმა
შენი ექიმი

სიცხის ტალღები და მზარდი საფრთხე ჯანმრთელობისთვის.

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?