By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 5, 2024 5:07 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title
გაზიარება

როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ბავშვი, რა უნდა შეეძლოს და სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა. ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა

რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებლობა, მშობლებმა როგორ უნდა მოამზადონ ბავშვი დამოუკიდებლობისთვის – საუბრობს ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“, 

Contents
  • როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ბავშვი, რა უნდა შეეძლოს და სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა. ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა
    • ბავშვში დამოუკიდებლობის განვითარების პირველადი ნაბიჯები
    • როგორ გამოიყურება 3 წლის დამოუკიდებელი ბავშვი?
    • დამოუკიდებლობა და მოტორული უნარები
    • როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს დამოუკიდებლობის განვითარება?
    • რა არის საუკეთესო გზა ბავშვის დამოუკიდებლობის დასახმარებლად?
    • დასკვნა

მშობლების უმრავლესობა მიზნად ისახავს, რომ მათი შვილები დამოუკიდებლად გაიზარდონ. თუმცა, რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებლობა და რას ნიშნავს, რომ ბავშვი მართლაც დამოუკიდებელია?

ბავშვში დამოუკიდებლობის განვითარების პირველადი ნაბიჯები

დამოუკიდებლობა – ეს არის ძლიერი უნარი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს წარმატებით გაუმკლავდეს ცხოვრების გამოწვევებს და იმოქმედოს, ემოციურად გამძლე იყოს. თამარ ედიბერიძე გვაფრთხილებს, რომ დამოუკიდებლობის ჩამოყალიბება ბავშვში იწყება უკვე ჩვილობიდან. როგორც იგი განმარტავს, როდესაც პატარა ბავშვი მოტივირებულია და ცდილობს მოიპოვოს სათამაშო, ეს უკვე პირველი ნაბიჯებია დამოუკიდებლობისკენ.

როგორ გამოიყურება 3 წლის დამოუკიდებელი ბავშვი?

თამარ ედიბერიძის თქმით, 3 წლის ბავშვს უკვე უნდა შეელოს საკვების დამოუკიდებლად მიღება, მის ასაკთან და ფიზიკურ შესაძლებლობებთან შესაბამის პირობებში. ამ ასაკში ბავშვი განვითარების მაღალ დონეზე უნდა მეტყველებდეს, ფლობდეს სიტყვების მარაგს და შეძლოს დამოუკიდებლად, არგუმენტირებულად გამოთქვას აზრი.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში ბავშვმა უნდა შეძლოს ხანმოკლე, მაგრამ თავისუფალი თამაში, როდესაც თავად არჩევს სათამაშოს, თავად გეგმავს და მართავს თამაშს. მაგალითად, ბავშვი ირჩევს, როგორ ჩააცვას თოჯინას, როგორ დაამშვენოს მისი საწოლი, ან როგორ მოაწყოს სათამაშოები.

დამოუკიდებლობა და მოტორული უნარები

ბავშვში დამოუკიდებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ შემეცნებით უნარებთან, არამედ მოიცავს მოტორულ უნარებსაც. როდესაც ბავშვი აცმევს თოჯინას, ღილებს ხსნის ან ფლომასტერს იყენებს ხატვის დროს, იგი ივითარებს თავის მოტორულ უნარებს და ამით დამოუკიდებლობის კიდევ ერთ საფეხურს გადადის.

უჯრა კი არ უნდა დაუკეტოთ, ის იმ ნივთებით უნდა გაავსოთ, რაც ბავშვისთვის დასაშვები და საინტერესოა. ფეხზე მოსიარულე ბავშვის აწეული ხელის სიმაღლეს რომ დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი დავამატოთ, ამ სიმაღლის ფარგლებში გარემო უნდა იყოს უსაფრთხო მისთვის. მსხვრევადი და სახიფათო ნივთები მის ტეროტორიაზე საერთოდ არ უნდა ჩანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია ყოველ წამს თვალი ვადევნოთ ან ყველფერი აუკრძალოთ. აკრძალვები მას აფიქრებინებს, რომ ინიციატივა აღარ უნდა გამოიჩინოს. ან პირიქით, მოსწრებაზე იქნება, რომ თვალს მოაშორებთ თუ არა, ზუსტად ის აიღოს, რასაც უშლით, ზუსტად ის უჯრა გააღოს, რომელიც თქვენ აუკრძალეთ. პირიქით, ხელი შეუწყვეთ, რომ რაიმე საინტერესო იპოვოს, გაგიზიაროთ და ერთად მოიფიქროთ, როგორ გამოიყენოთ ის. ამით ეჩვევა სწორედ გადაწყვეტილებების მიღებას, დასკვნების გაკეთებას, დამოუკიდებელ აზროვნებას. მაგრამ სულ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს ყველაფერი გაგვიზიაროს. ვიღაცას აუცილებლად უნდა ეცალოს ბავშვისთვის, რომ ეს ახალი აღმოჩენა, ეს ემოცია გაიზიაროს“ – განაცხადა თამარ ედიბერიძემ და რამდენიმე რჩევა შესთავაზა მშობლებს, თი როგორ გამოვიყენოთ ზაფხული, რომ მეტად შევუწყოთ ხელი ბავშვის დამოუკიდებლობას და შემოდგომიდან, ახალ სასწავლო წელს მომზადებული უნარებით შეხვდეს.

როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს დამოუკიდებლობის განვითარება?

  • ოჯახური აქტივობები: ბავშვები სწრაფად სწავლობენ, როდესაც ჩართული არიან ოჯახურ აქტივობებში. კარგი ტრადიცია იქნება, რომ ოჯახი ერთად აკეთებს ყველაფერს. რაც არ უნდა პატარა იყოს ბავშვი, შეიძლება მისთვის რაღაც ფუნქცია დავამკვიდროთ.
  • მაგალითის გაწევა: ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ჩვენს საქციელზე დაკვირვებით. თუ მშობლები თავად მოქმედებენ დამოუკიდებლად, ბავშვს ბუნებრივად შეეძლება მსგავსი ქცევის მიღება.
  • ჰიპერმზრუნველობისგან თავის არიდება: უსაფრთხოება აუცილებელია, მაგრამ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავად შეიმუშაონ დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები.

 თამარ ედიბერიძე და ტექნიკისა და ეკრანის თემასაც შეეხო.

„ოჯახებში იქმნება ბავშვის დამოუკიდებლობის ილუზია. ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან: „ისეთი გონიერია, ისე კარგად იცის რა როგორ ჩართოს, გადართოს, იპოვოს სასურველი თამში თუ მულტფილმი“ – სინამდვილეშ ეს მხოლოდ ილუზიაა დამოუკიდებლობის და არ არის ის უნარი, რაც უნდა გვიხაროდეს. არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს და არ მოქმედებს სასიკეთოთ. ყოველი ზედმეტი წუთი ეკრანთან გატარებული უფრო ზიანის მომტანია, არათუ სარგებლის“ – განახცადა თამარ ედიბერიძემ.

რა არის საუკეთესო გზა ბავშვის დამოუკიდებლობის დასახმარებლად?

  1. მშობლების მხარდაჭერა: გახსოვდეთ, რომ ბავშვებისათვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს უსაფრთხო გარემოში.
  2. პოზიტიური შეფასება: როცა ბავშვი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ან განახორციელებს დამოუკიდებლად ქმედებას, შექება და მხარდაჭერა აუცილებელია.
  3. მიზეზ-შედეგის გაუმჯობესება: შეეცადეთ, რომ ბავშვი ამაში ჩაერთოთ, რათა მან შეძლოს უკეთესად გაანალიზოს მისი მოქმედებები და გამოიტანოს დასკვნები.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ხშირად ცდილობენ ბავშვის დამოუკიდებლობას, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისცეთ საშუალება განვითარდეს ბუნებრივად და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. თამარ ედიბერიძის რჩევები მშობლებს საშუალებას აძლევს უფრო დამოუკიდებლები გაზარდონ ბავშვები, რაც მომავალში მათ უფრო გამძლე და ემოციურად ძლიერი პიროვნებების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

#drpkhakadze

FacebookTwitter
TAGGED:ბავშვის ნერვული სისტემა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

გოგრის თესლში არსებული ტეტრაციკლური ტრიტერპენები და მათი შესაძლო გავლენა პარაზიტებზე - გოგრის თესლის ღეჭვისას გამოიყოფა ნაერთი, რომელსაც ტეტრაციკლური ტრიტერპენები ეწოდება, რომელიც პარალიზებას ახდენს და კლავს ორგანიზმში არსებულ პარაზიტებს
შენი ექიმი

გოგრის თესლში არსებული ტეტრაციკლური ტრიტერპენები და მათი შესაძლო გავლენა პარაზიტებზე – გოგრის თესლის ღეჭვისას გამოიყოფა ნაერთი, რომელსაც ტეტრაციკლური ტრიტერპენები ეწოდება, რომელიც პარალიზებას ახდენს და კლავს ორგანიზმში არსებულ პარაზიტებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტვინის დაბერება არ არის განაჩენი – მეცნიერები გვთავაზობენ რეალურ გზებს გონების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად!
მეცნიერებაშენი ექიმი

ტვინი და მიკროელემენტები: რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ კალორიები?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

კარაქსა და საქონლის ხორცში კიბოს უჯრედების გამანადგურებლები იპოვეს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (GAD) - რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს GAD-მა?
შენი დაავადებაშენი ექიმი

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (GAD) – რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს GAD-მა?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?