By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

ბავშვის გონება და ტელეფონი, ინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო? – რა ასაკიდან არის დაშვებული ბავშვისთვის სმარტფონის გამოყენება?

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ივლისი 23, 2025 3:41 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
რა არის გამოსავალი? - ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული
#post_seo_title
გაზიარება

ინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო?

რა ასაკია მისაღები პირველი სმარტფონის შესაძენად? ამ აქტუალურ თემებზე გერმანელმა ექსპერტებმა მშობლებს რეკომენდაციები შესთავაზეს. ამ ინიციატივის მიზანია ბავშვებში დამოკიდებულების განვითარების თავიდან აცილება. კონკრეტულად რა რჩევები მოამზადეს სპეციალისტებმა, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება?

ბევრ გერმანულ ოჯახში კამათობენ იმაზე, თუ რამდენი დრო შეუძლიათ ბავშვებს გაატარონ კომპიუტერის მონიტორებთან ან სმარტფონებთან. ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის გერმანიის საზოგადოების (DGKJ) ხელმძღვანელობითა და ვიტენ-ჰერდეკეს კერძო უნივერსიტეტის მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, რაც უფრო ნაკლები იქნება ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია როგორც თავად ბავშვებისთვის, ასევე – მათი მშობლებისთვის. ახალი კვლევის მიზანი, რომლის შედეგებიც ახლახან გამოქვეყნდა, მოწყობილობებსა და სოციალურ ქსელებზე ბავშვების ფსიქიკური დამოკიდებულების შემცირებისკენ არის მიმართული.

მეცნიერებმა გამოთვალეს, ონლაინ სამყაროში გატარებული რა დროა მისაღები მცირეწლოვანი მომხმარებლებისთვის. როგორც კვლევის ავტორები წერენ, სამ წლამდე ბავშვები სრულად უნდა იყვნენ დაცული მედიის ყოველგვარი პასიური ან აქტიური გამოყენებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, თავად მშობლებმა არ უნდა ისარგებლონ ხშირად მობილურ ტელეფონებით, რათა ბავშვებს გაჯეტებისადმი ინტერესი არ გაუღვიძონ.

3-დან 6-წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია გარკვეულ დღეებში კომპიუტერთან ან სმარტფონთან მაქსიმუმ 30 წუთის გატარება, რათა სხვადასხვა სახის ინფორმაციას გაეცნონ. ბავშვი არ უნდა დარჩეს მოწყობილობასთან მარტო, ხოლო ქვიშის საათის ან წამზომის გამოყენება მშობლებს დაეხმარება გაიგონ, რამდენად სწრაფად გადის დრო მონიტორთან. 6-დან 9-წლამდე ბავშვებს კი შეუძლიათ, საშინაო დავალებაზე დახარჯული დროის გარდა, სპეციალურად დანიშნულ დღეებში მონიტორებთან 30-დან 45 წუთამდე გაატარონ.

ბავშვები და სმარტფონები: რას ამბობენ ექსპერტები?

9-დან 12-წლამდე ბავშვებს შეუძლიათ სმარტფონებით ხელში ერთი საათი იყვნენ, თუმცა ინტერნეტთან წვდომა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ. ოდნავ უფროსი ასაკობრივი კატეგორიისთვის – 12-დან 16-წლამდე – ექსპერტები გვირჩევენ დღეში მაქსიმუმ ორი საათის გატარებას მონიტორების წინ და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სკოლისა და სხვა აქტივობებისგან თავისუფალ დროს, სასურველია – არა უგვიანეს საღამოს ცხრა საათისა. ამ შემთხვევაშიც ინტერნეტთან წვდომა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ. რა თქმა უნდა, ექსპერტები იდეალური პირობებიდან გამომდინარეობენ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში, დასაქმებულ მშობლებს უჭირთ თვალყური ადევნონ რას აკეთებენ მოზარდები თავისუფალ დროს.

ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, 9 წლამდე ბავშვებს საკუთარი სათამაშო მოწყობილობები/კონსოლები და ინტერნეტზე წვდომა არ უნდა ჰქონდეთ. სმარტფონის ყიდვა ბავშვებისთვის 9 წლიდან არის რეკომენდებული, მაგრამ უმჯობესია 12 წლიდან. თუმცა ინტერნეტთან წვდომა ამ შემთხვევაშიც შეზღუდული უნდა იყოს. 16 წლის ასაკიდან კი კონკრეტული წესები და ინტერნეტში დროის გატარების ლიმიტები შვილებთან ერთად უნდა განიხილოთ.

ექსპერტების აზრით, მოწყობილობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც ჯილდო, სასჯელი ან ბავშვის დასამშვიდებელი საშუალება. ჭამის დროს მიზანშეწონილია, რომ ყველა გაჯეტი საერთოდ გვერდზე  გადადოთ, – ციტირებს გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa სპეციალისტების მოსაზრებებს.

ბავშვის გონება და ტელეფონი – რატომ არ უნდა მისცეთ სმარტფონი 13 წლამდე ასაკში

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი?
ბოლო კვლევების მიხედვით, 13 წლამდე ბავშვებისთვის სმარტფონისა და სოციალური მედიის გამოყენება დაკავშირებულია მენტალურ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენასთან. იმ ასაკში, როდესაც ბავშვის ტვინი ჯერ კიდევ ვითარდება, სმარტფონი შეიძლება გახდეს შფოთვის, დეპრესიის, ძილის დარღვევების და თვითშეფასების დაქვეითების მიზეზი.
რა ზიანს აყენებს სმარტფონი ბავშვის ტვინს?
  • ტვინის განვითარების კრიტიკული პერიოდია 6-13 წლამდე
  • ეკრანთან ხანგრძლივი კონტაქტი აქვეითებს კონცენტრაციას და მეხსიერებას
  • ბავშვი დამოკიდებული ხდება შთაბეჭდილებებსა და მოწონებებზე (like) – ეს ზრდის დოფამინის რისკულ ზრდას და ქცევით დამოკიდებულებას
ფსიქოლოგიური და ემოციური გავლენა
•სოციალური მედიის ზეწოლა იწვევს სხეულთან უკმაყოფილებას
•შფოთვა და დეპრესია ხშირად ჩნდება, განსაკუთრებით გოგონებში
•ეკრანზე ყოფნა ძილის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს
რას უნდა გააკეთოს მშობელმა?
  • 13 წლამდე არ მისცეს სმარტფონი ან სოციალური მედიის წვდომა
  • გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო პლატფორმები ტაბლეტზე, მშობლის ზედამხედველობით
  • დააწესოს ეკრანის დროის ზღვარი (მაგ: 1 საათი/დღეში)
  • წაახალისოს წიგნის კითხვა და გარე აქტივობები
რით მთავრდება?
ბავშვის ფსიქიკა განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ტექნოლოგიების მიმართ. მშობლების პასუხისმგებლობაა, დააყენონ საზღვრები, სანამ ბავშვს ექნება საკმარისი უნარი სმარტფონის ჭკვიანურად გამოყენებისთვის.
კითხვები და პასუხები
13 წლის შემდეგ არის უსაფრთხო?
სმარტფონის მიცემა 13 წლის შემდეგ, კონტროლირებული გარემოში, ნაკლებად აზიანებს ფსიქიკას.
თუ ყველა მეგობარს აქვს ტელეფონი?
სწორედ ამიტომაა საჭირო საუბარი ბავშვის გარშემო მყოფ მშობლებთან და ერთიანი წესი.
სმარტფონით სწავლობს კიდეც. არ შეიძლება?
სწავლასთან დაკავშირებული გამოყენება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ შეზღუდულად და მკაცრად განსაზღვრულად.
⸻
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
@highlight Giorgi Pkhakadze SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniMedicina.ge • შენი მედიცინა SheniAcademia DrPkhakadze Sheni.ge • შენი SheniXma.ge • შენი ხმა SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე SheniPositivi.ge • შენი პოზიტივი SheniGanatleba.ge • შენი განათლება SheniEkimi.ge • შენი ექიმი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, საძილე ტანსაცმელი, ტელეფონი და საძინებელი ოთახი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ბავშვის გონება და ტელეფონიინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო? - რა ასაკიდან არის დაშვებული ბავშვისთვის სმარტფონის გამოყენება?სხვა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

კოშმარები
შენი ექიმი

მეცნიერებმა კოშმარები სწრაფ დაბერებას და ნაადრევი სიკვდილის რისკებს დაუკავშირეს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
სამინისტროშენი ექიმი

მიხეილ სარჯველაძე: მედიცინაში, სადაც [სპეციალისტის] დეფიციტი არ არის, შეზღუდული უნდა იყოს უცხოელი ექიმების აქ მუშაობის შესაძლებლობა, რაც არ უნდა მარკეტინგულად საინტერესო იყოს ეს ვინმესთვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„მოწამვლის რისკი მაინც რჩება...“ - ექიმი განმარტავს, რატომ არ უნდა მოაშოროთ ობი გაფუჭებულ საკვებს
შენი ექიმი

„ახლა არის მცდელობა, რომ კარაქი არამავნე კატეგორიას მიაკუთვნონ, მაგრამ… გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღორის ქონი მავნე არ არის და ამაზე ხშირად გვეკითხებიან…“ – კარდიოლოგ ზურა ფაღავას რეკომენდაცია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
შენი ექიმი

იზოტონიტაზენი კლავს ჩუმად, მომხმარებელი ვერც კი ხვდება, რომ იღებს იზოტონიტაზენს – რაც ზრდის მოულოდნელი სიკვდილის შანსს. – რა არის იზოტონიტაზენი? რატომ არის იზოტონიტაზენი ასეთი საშიში?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?