By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

„ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა“ – არის თუ არა აუცილებელი მუდმივი დამუშავება ან სხვადასხვა ანტისეპტიკის გამოყენება,

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 27, 2026 4:14 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
„ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა“ - არის თუ არა აუცილებელი მუდმივი დამუშავება ან სხვადასხვა ანტისეპტიკის გამოყენება,
#post_seo_title
გაზიარება

ექიმი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის სასარგებლო რჩევას გვიზიარებს

„ახალშობილობის პერიოდი არის სიცოცხლის პირველი და ყველაზე ნაზი ეტაპი-დაბადებიდან სიცოცხლის 28-ე დღემდე, როდესაც ბავშვი ახალ გარემოს ეჩვევა და მისი ორგანიზმი ინტენსიურად გადადის საშვილოსნოს გარეთა ცხოვრებაზე. ეს დრო ერთდროულად სავსეა სიხარულით, შფოთვით და პასუხისმგებლობით, ამიტომ ოჯახის მზადყოფნა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სამედიცინო ასპექტები. ბავშვის სახლში მოსვლამდე საჭიროა შეიქმნას მშვიდი, სუფთა და უსაფრთხო გარემო -ოთახი უნდა იყოს კარგად განიავებული, ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსი, საწოლი მყარი ზედაპირით და ზედმეტი ნივთების გარეშე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური მზადყოფნაც -ახალშობილი ყველაზე მეტად რეაგირებს დედის ხმაზე, სითბოზე და შეხებაზე, ამიტომ ოჯახში სიმშვიდე და მხარდაჭერა მისი ადაპტაციის მთავარი საფუძველია.
ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა. თანამედროვე რეკომენდაციებით, ჭიპი საჭიროებს სისუფთავეს და სიმშრალეს -არ არის აუცილებელი მუდმივი დამუშავება ან სხვადასხვა ანტისეპტიკის გამოყენება, თუ არ არის ინფექციის ნიშნები. საკმარისია მისი სუფთა და მშრალ მდგომარეობაში შენარჩუნება, საფენის ისე დაფიქსირება, რომ ჭიპი არ დაიფაროს და ჰაერი თავისუფლად მიეწოდოს. ჩვეულებრივ, ჭიპის ნარჩენი თავისით სცილდება 7-14 დღის განმავლობაში. სიწითლე, შეშუპება, უსიამოვნო სუნი ან გამონადენი არის ის ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კვება ახალშობილობის პერიოდში წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს და საუკეთესო არჩევანი არის ძუძუთი კვება. რეკომენდებულია ბავშვის კვება მოთხოვნის მიხედვით, რადგან მისი რიტმი ინდივიდუალურია და არა საათობრივად განსაზღვრული. შიმშილის ადრეული ნიშნებია მოუსვენრობა, ტუჩების მოძრაობა, ხელის პირში ჩადება, ხოლო ტირილი უკვე გვიანი სიგნალია. ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ საკვები -ის არის იმუნური დაცვა, ემოციური კავშირი და ბავშვის ნერვული სისტემის დამშვიდების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი,დედასთან ურთიერთობის სურვილით ბავშვი ხშირად ითხოვს ძუძუს,რასაც ხშირად შეცდომაში შევყავართ,გვაფიქრებინებს რომ არ ყოფნის ბავშვს დედის რძე და ვამატებთ ხელოვნურ ნარევს,რაც უდიდესი შეცდომაა,კვების დამატების საკითხს წყვეტს მხოლოდ ექიმი ბავშვის ფიზიკური და ფსქო-მოტორული განვითარების შეფასების შემდეგ!!!ხელოვნური კვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორი დოზირება, ჰიგიენის დაცვა და ბავშვის რეაქციებზე დაკვირვება.
მოვლის ყოველდღიური ნაწილი მოიცავს კანის ნაზ ჰიგიენას და დაბანას -ახალშობილის ყოველდღიური აბაზანა სავალდებულო არ არის, თუმცა ბევრი ბავშვისთვის ის დამამშვიდებელი რიტუალია. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 36-37 გრადუსი,პროცესი კი-მოკლე და მშვიდი. ჩაცმისას მთავარი პრინციპია კომფორტი და ადეკვატურობა გარემოსთან -ბავშვს არ სჭირდება ზედმეტი გადახურება; ხშირად ვხელმძღვანელობთ მარტივი წესით: ერთი ფენით მეტი, ვიდრე მოზრდილს აცვია. გადაცხელება ისეთივე არასასურველია, როგორც გაცივება.
ჰაერზე გაყვანა შესაძლებელია სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, თუ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. სუფთა ჰაერი ხელს უწყობს როგორც ძილს, ისე საერთო კეთილდღეობას. მნიშვნელოვანია ამინდის შესაბამისად ჩაცმა და ხანგრძლივობის ეტაპობრივი გაზრდა.
ახალშობილობის პერიოდში ხშირია კოლიკა-ინტენსიური, უმიზეზო ტირილის ეპიზოდები, რომლებიც განსაკუთრებით საღამოს საათებში იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა მშობლისთვის ძალიან დამღლელია, უმეტეს შემთხვევაში ის ფუნქციურია და დროებითია. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვის დამშვიდების მეთოდები -ჩახუტება, რწევა, თბილი კონტაქტი, ზოგჯერ მუცელზე მსუბუქი მასაჟიც. კოლიკა არ ნიშნავს დაავადებას, მაგრამ საჭიროებს მოთმინებას და მხარდაჭერას.
საბოლოოდ, ახალშობილის მოვლა არ არის მხოლოდ წესებისა და რეკომენდაციების ერთობლიობა-ეს არის პროცესი, სადაც მშობელი სწავლობს საკუთარ შვილს, ეჩვევა მის რიტმს და ქმნის მასთან პირველ, ყველაზე ძლიერ კავშირს.
ახალშობილი არ ითხოვს სრულყოფილ გარემოს -მას სჭირდება სიმშვიდე სიყვარული, რომელიც მის ზრდას ნაზად და უსაფრთხოდ გაუძღვება“ “ –  წერს ინგა მამუჩიშვილი.
FacebookTwitter
TAGGED:„ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა“ - არის თუ არა აუცილებელი მუდმივი დამუშავება ან სხვადასხვა ანტისეპტიკის გამოყენება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

პროდუქტები -სიმაღლეში ზრდა
შენი ექიმი

რა გარემო ფაქტორებზე არის დამოკიდებული ბავშვებში ზრდის შეფერხება? შეუძლია თუ არა ფიზიკურ აქტივობას ზრდის პროცესის შენელება?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ადამიანის დნმ-ის რედაქტირება
შენი ექიმი

რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ – ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მიკროპლასტმასი ჩვენს ორგანიზმში – კიბოს ახალ საშიშროებად იქცა!
ბლოგიშენი ექიმი

დროა ვიმოქმედოთ! დედამიწაზე საუკუნეების განმავლობაში დარჩება და გარემოს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს –  პლასტმასის გავლენა გარემოზე – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კრიტიკული შეფასება „ცხიმის დამწველი“ A1 (HHS) და დაპირება „-6–15 კილო“: რა არის ფაქტი და რა არის რისკი
მეცნიერებაშენი ექიმი

კრიტიკული შეფასება „ცხიმის დამწველი“ A1 (HHS) და დაპირება „-6–15 კილო“: რა არის ფაქტი და რა არის რისკი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?