By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

ახალი კვლევა – იშვიათი გენეტიკური ვარიანტები უცნაურად არის დაკავშირებული ცაციობასთან

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 10, 2024 12:30 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
xr:d:DAGCAK4jeKw:6,j:6323478292557933889,t:24041008
გაზიარება

ახალი კვლევა ადამიანებში ცაციობის განვითარებას კონკრეტული გენების იშვიათ ვარიანტებს უკავშირებს.

იმის დადგენა, თუ როგორ განასხვავებს ეს ვარიაციები ცაციებს დანარჩენებისგან, შეიძლება სხვადასხვა საკითხის გარკვევაში დაგვეხმაროს. მაგალითად, როგორ ხდის გენები ადამიანებს ნეიროგანვითარებითი აშლილობების ან ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებისკენ მიდრეკილს.

ნიდერლანდების მაქს პლანკის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა 350 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს. მიაგნეს გარკვეულ პოტენციურ მსგავსებებსა და განსხვავებებს თავის ტვინთან დაკავშირებულ აშლილობებსა და კოდირების იმ იშვიათ ფაქტორებს შორის, რომლებიც ცაციობას იწვევს.

შეზღუდული ორიენტაციები, რომლებიც ადამიანის ხელების სარკეში ანარეკლებს წააგავს, ბიოლოგიაში საოცრად გავრცელებულია. ხშირად, მოლეკულებსაც კი ხშირად აქვთ თანმიმდევრული ორიენტაცია, რასაც ქირალურობას უწოდებენ. მაგალითად, ცილების საშენ მასალას ცაცია სტრუქტურა აქვს, ყველა ცოცხალი არსების დნმ-ს სპირალებს კი მარჯვენა მიმართულება.

თუმცა, ყოველთვის აშკარა არ არის, რატომ ანიჭებს ბუნება უპირატესობას კონკრეტულ მიმართულებებს. როგორც ჩანს, მათთვის, ვისთვისაც ორივე ხელი თანაბრად მოსახერხებელია, თანაბარია შანსი, რომ ან ცაცია იყოს, ან მემარჯვენე. თუმცა, ცაცია მხოლოდ ადამიანთა დაახლოებით 10 პროცენტია.

„ეს ზოგადი ტენდენცია ძირითადად ყველგან ერთნაირია და სტაბილურია ადამიანის ისტორიის განმავლობაში“, — წერენ გენეტიკოსი კლაიდ ფრანკსი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

ცაციები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი გარკვეული ნეიროგანვითარებითი აშლილობების მქონეებში. მრავალი კვლევის თანახმად, რომელიმე ხელის უპირატესი გამოყენება და ენა ერთმანეთთან ახლო კავშირშია. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ამას ჩვენს გენებს უკავშირებს.

ტყუპებზე დაფუძნებული კვლევის მიხედვით, ცაციობა მემკვიდრეობითია ყოველი ოთხიდან ერთ შემთხვევაში. თავის ტვინის ასიმეტრია, რაც ხელის დომინაციას განაპირობებს, სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე იწყება და ბავშვის მიერ რომელიმე ხელის უპირატესობა შეიძლება ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას ჩამოყალიბდეს.

მკვლევრები თანდათან იწყებენ ცაციობასთან დაკავშირებული გენების გამოვლენას.

2019 წელს, 400 000 ინდივიდის მონაცემებზე ჩატარებულმა კვლევამ ცაციობასთან დაკავშირებული პირველი ოთხი გენეტიკური რეგიონი გამოავლინა. 2020 წელს, 1,7 მილიონი ადამიანის გენომის შესწავლით გამოავლინეს გენის 41 ვარიანტი, რომლებიც ცაციობაზე ახდენენ გავლენას.

„ჩართულ გენებს შორის არის რამდენიმე ისეთი, რომელშიც დაშიფრულია ტუბულინი (მიკრომილაკური კომპონენტები) ან მიკრომილაკებთან დაკავშირებული ცილები. ჩვენ შევისწავლეთ, ახდენს თუ არა ცაციობაზე გავლენას კოდირების იშვიათი ვარიანტები“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევრებმა 350 000-ზე მეტი ინდივიდის მონაცემები შეისწავლეს ბრიტანეთის ბიობანკიდან, რათა განესაზღვრათ გენების იშვიათ ვარიანტთა გავლენა ცაციობაზე. მონაცემები მოიცავდა 38 043 ცაცია და 313 271 მემარჯვენე ადამიანს.

ისინი ცაციობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გენებს ეძებდნენ და გამოთვალეს, რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს ამ იშვიათმა გენურმა ცვლილებებმა მასზე. დაადგინეს, რომ მოსახლეობის დონეზე, კოდირების ამ იშვიათი ვარიანტების მქონე ცაციების მემკვიდრეობითობა დაახლოებით ერთი პროცენტი იყო.

ფრანკსმა და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ცაცია ადამიანებს 2,7-ჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ კოდირების ვარიანტები ჰქონდეთ გენში, სახელად TUBB4B, რომელიც მიკრომილაკების მწარმოებელ ტუბულინებს შიფრავს. მიკრომილაკები წარმოქმნიან ციტოჩონჩხის ნაწილს, რომელიც უჯრედს ფორმას აძლევს და ასევე მნიშვნელოვანია ნეირონების განვითარების, მიგრაციისა და პლასტიკურობისთვის.

„უცნობია, როგორ მოქმედებს მიკრომილაკები ადამიანში რომელიმე ხელის უპირატესობის ცვალებადობაზე, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ მათ შეიძლება წვლილი შეაქვთ უჯრედების ქირალურობაში ტვინის განვითარების ადრეულ ეტაპზე და ამით ორგანოთა არსებით ფორმაციაში“, — წერენ ავტორები.

ვერ მიაგნეს რაიმე კავშირს ცაციობასა და იმ ცხრა გენს შორის, რომლებიც ფართომასშტაბიანი კვლევების მიხედვით, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებშია ჩართული.

თუმცა, დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც წინა კვლევების მიხედვით აუტიზმთან, DSCAM-თან და FOXP1-თან დაკავშირებულ ორ გენში აღენიშნებათ ვარიაციები, ცაციობის გაცილებით მაღალი შანსი აქვთ.

ცაციათა უმეტესობას აუტიზმი არ აქვს, მაგრამ ავტორთა განცხადებით, ცაციობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება იშვიათი გენეტიკური ცვლილებებით იყოს გამოწვეული. როცა DSCAM ან FOXP1 მუტაციებს წვლილი შეაქვს აუტიზმში, შესაძლებელია, რომ მიზეზი ნაწილობრივ იყოს თავის ტვინის მარცხენა-მარჯვენა ღერძის განვითარებაში მომხდარი ცვლილებები.

„ეს კვლევა ცხადყოფს იშვიათი, ცილების მცვლელი ვარიანტების როლს ცაციობაში, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიკრომილაკებისა და აშლილობების შესაბამისი გენების ჩართულობისა“, — წერენ ავტორები.

ფანკსი და მისი კოლეგები აცხადებენ, რომ ამ საკითხს უფრო მეტ ნათელს მოჰფენს კიდევ უფრო დიდი კვლევები.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
FacebookTwitter
TAGGED:იშვიათი გენეტიკური ვარიანტები უცნაურად არის დაკავშირებული ცაციობასთან
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

რა შემთხვევაშია ბავშვის შიში საგანგაშო, როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი
შენი ექიმი

რატომ არის ამდენი ფსიქოლოგიური პრობლემა თანამდროვე საზოგადოებაში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მამაკაცებო, ყურადღება! - გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს
შენი ექიმი

მამაკაცებო, ყურადღება! – გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ოფლიანობა
შენი ექიმი

ნორმა და პათოლოგია – რისი მაჩვენებელია ოფლიანობა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ულტრაპროცესირებული საკვები კლავს
ბლოგიშენი ექიმი

სწორად შერჩეული საკვები მოქმედებს როგორც ბუნებრივი დაცვა – ტვინი ვერ ფუნქციონირებს შემთხვევით. მისი მეხსიერება, ყურადღება და აზროვნების სისწრაფე პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რას ვჭამთ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?