By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
მეცნიერებაშენი ექიმი

ახალი კვლევა – ეკრანთან ღამით გვიანობამდე ყოფნა, რომლებიც პოსტებს ღამის 11-დან დილის 5 საათამდე აქვეყნებენ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 28, 2025 12:03 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ეკრანის ლურჯი შუქი — ჩუმი საფრთხე ტვინის, კანისა და თვალისთვის - რა არის ლურჯი შუქი? როგორ აფერხებს ძილს? როგორ დავიცვათ თავი?
#post_seo_title
გაზიარება

ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რამდენ დროს ვატარებთ სოციალურ ქსელებში, არამედ ისიც, თუ როდის ვიყენებთ მათ.

აღმოჩნდა, რომ ეკრანთან ღამით გვიანობამდე ყოფნა ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მისი უარყოფითი ეფექტი შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორიც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა.

გამოცემა Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებშიმეცნიერებმა 310 ზრდასრული ადამიანის მიერ პლატფორმა X-ის გამოყენების ჩვევები შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ის მომხმარებლები, რომლებიც პოსტებს ღამის 11-დან დილის 5 საათამდე აქვეყნებდნენ, გაცილებით უარეს ფსიქიკურ მდგომარეობას ავლენდნენ, ვიდრე დღისით აქტიური ადამიანები. ეს მიგნებები ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვების შესახებ აქამდე არსებულ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს.

მაგალითად, ავსტრალიამ 16 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ კანონი უკვე მიიღო. მსგავსი წინადადებები მთელი დასავლური სამყაროს მასშტაბით განიხილება; პოლიტიკოსები ამას ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მზარდი პრობლემებით ხსნიან. საინტერესოა, არის თუ არა გამოსავალი რეალურად ასეთი მარტივი? აღმოჩნდა, რომ მეცნიერება უფრო რთულ სურათს გვიხატავს.

სხვა კვლევები, რომლებშიც სოციალური მედიის გამოყენებასა შესწავლილი, ხან უარეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან კავშირს ავლენს, ხან უკეთესთან, ხანაც კი ცვლილება საერთოდაც არ შეინიშნება. ერთმა მასშტაბურმა ნაშრომმა ისიც კი აჩვენა, რომ სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ფსიქიკური ზიანი ძალზედ მცირე იყო.

ახალ კვლევაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტელეფონის გამოყენებისას განსხვავებულ ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ორმა ადამიანმა სოციალურ ქსელში ერთნაირი დრო გაატაროს, მაგრამ სრულიად განსხვავებულად მოიხმაროს ის — ერთი პასიურად ათვალიერებდეს, მეორე კი აქტიურად აქვეყნებდეს სტატუსებს ან სხვა ადამიანს შეტყობინებებს უგზავნიდეს.

სოციალური მედიის უარყოფითი ეფექტების თავიდან აცილების ერთი გზა მათი სრული აკრძალვაა. მართალია, ასე მისი მავნე ზეგავლენა სრულად გაქრება, მაგრამ მომხმარებლები ასევე პოტენციურ სარგებელსაც დაკარგავენ. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა მეგობრების გასაჩენად სწორედ ასეთ პლატფორმებს იყენებს.

მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სოციალური მედია შეიძლება მხარდაჭერისა და დახმარების მთავარ წყაროდ იქცეს. მეორე მხრივ, გვიან ღამით გამოყენებამ შეიძლება ძილის რეჟიმისა და ხარისხის დაკარგვა გამოიწვიოს, რითაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება. კვლევის მიხედვით, ეს ზიანი სოციალურ ქსელში აქტიურად ყოფნისას (სტატუსების გამოქვეყნება, შეტყობინებების გაგზავნა) იმაზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პასიური თვალიერების დროს.

სოციალური მედიის უარყოფითი გავლენის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ და როდის მოიხმარენ ადამიანები მას. კვლევამ პლატფორმა X-ზე სწორედ ეს მონაცემები შეისწავლა და ისინი მომხმარებლების ფსიქიკურ მდგომარეობას შეადარა. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პოსტის გამოქვეყნების დრო ფსიქიკურ კეთილდღეობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. აქტივობის დრომ მონაწილეებს შორის მენტალური კეთილდღეობის განსხვავებების დაახლოებით 2% ახსნა, რაც ჭარბი ალკოჰოლის მოხმარების ეფექტის მსგავსი მაჩვენებელია.

ღამით, 11-დან 5 საათამდე, სოციალურ ქსელში რეგულარულად აქტიურმა ადამიანებმა თვითშეფასებით იმაზე უარესი ფსიქიკური მდგომარეობა აღწერეს, ვიდრე მათ, ვინც პლატფორმას ძირითადად დღის საათებში მოიხმარენ.

თუ ღამით სოციალური მედიის გამოყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობას ნამდვილად აზიანებს, მაშინ მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. TikTok-მა 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის უკვე დაამატა ფუნქცია “დასვენების დრო”, რომელიც 10 საათის შემდეგ მთავარი გვერდის შიგთავსს მშვიდი მუსიკითა და სუნთქვითი ვარჯიშებით ანაცვლებს. დიდ ბრიტანეთში კი განიხილავენ კანონს, რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მრავალ პლატფორმაზე წვდომას ღამის 10 საათის შემდეგ სრულად შეზღუდავს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ახალი კვლევა - ეკრანთან ღამით გვიანობამდე ყოფნარომლებიც პოსტებს ღამის 11-დან დილის 5 საათამდე აქვეყნებენფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

გულის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რატომ არ მუშაობს Greentest-ის მსგავსი მოწყობილობები სწორად
შენი ექიმი

რატომ არ მუშაობს Greentest-ის მსგავსი მოწყობილობები სწორად? – გთავაზობთ 10 შეკითხვას და პასუხს ნიტრატების ტესტირების თემაზე – პროფესორ გიორგი ფხაკაძის განმარტებით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მიკრო და ნანოპლასტიკების გავლენა ჯანმრთელობაზე
შენი ექიმი

მიკრო და ნანოპლასტიკების გავლენა ჯანმრთელობაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
FDA-ს პანელი BPC-157 და KPV პეპტიდების ნებართვას აძლევს
ბლოგიშენი ექიმი

დაუმტკიცებელი პეპტიდების გამოყენებასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გახშირდა – საშიში ტენდენცია — „ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“ გაყიდული პეპტიდები ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს უკავშირდება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?