By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით
მეცნიერებაშენი ექიმი

ახალი იმედი ონკოპაციენტებისთვის – მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც სიმსივნის წინააღმდეგ იმუნიტეტს ააქტიურებს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 23, 2026 12:03 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲣᲨᲐᲙᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ - ᲢᲣᲑᲔᲠᲙᲣᲚᲝᲖᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ
#post_seo_title
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც სიმსივნის წინააღმდეგ იმუნიტეტს ააქტიურებს. ეს ვაქცინა პერსონალიზებულია და კონკრეტული ადამიანის სიმსივნის თავისებურებებს ერგება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ mRNA ვაქცინა მელანომის მკურნალობაში დაავადების რეციდივის რისკს 42 პროცენტით ამცირებს. ვაქცინა ორგანიზმს ეხმარება სიმსივნის უჯრედების ამოცნობასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ჯერ შესწავლის ეტაპზეა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში კიბოს მკურნალობა უფრო ეფექტური და ინდივიდუალური გახდება. რაც მთავარია, თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები კიბოს მკურნალობას საჭიროებთ, აუცილებლად გაარკვიეთ ახალი კვლევების შესახებ.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #მეცნიერება #შენიექიმი #ახალიიმედიონკოპაციენტებისთვისმეცნიერებიმუშაობენვაქცინაზე

წარმოიდგინეთ მკურნალობის მეთოდი, რომელიც კონკრეტული ადამიანის სიმსივნის თავისებურებებს ერგება. მეცნიერები იღებენ კიბოს უჯრედის ქსოვილის ნიმუშს და მის გენეტიკურ ცვლილებებს იკვლევენ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ქმნიან ინდივიდუალურ პრეპარატს, რომლის მიზანია იმუნურ სისტემას კონკრეტული სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ასწავლოს.

ამ პრაქტიკას პერსონალიზებულ mRNA ვაქცინით მკურნალობას უწოდებენ. მისი ეფექტიანობა მელანომის წინააღმდეგ საერთაშორისო მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში გამოცადეს. კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 157 ცენტრი და 1 137 პაციენტი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. ორივე ჯგუფი სტანდარტულ იმუნოთერაპიას იღებდა, თუმცა ერთს, დამატებით, პერსონალიზებულ ვაქცინასაც უკეთებდნენ. ამ ჯგუფების მონაცემების შედარებით დაადგინეს, რომ ვაქცინამ დაავადების რეციდივის ან სიკვდილიანობის რისკი 42 პროცენტით შეამცირა.

კლინიკური კვლევის ანგარიში 24 ოქტომბერს, მადრიდში, ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების საერთაშორისო კონგრესზე წარადგინეს, 11 ნოემბერს კი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა.

კვლევაში მაღალი რისკის მელანომის მქონე პაციენტები მონაწილეობდნენ. მათ სიმსივნე ქირურგიულად უკვე ამოკვეთილი ჰქონდათ, თუმცა დაავადების დაბრუნების საფრთხე კვლავ არსებობდა.

როგორ მუშაობს ვაქცინა? – mRNA უჯრედებს გზამკვლევს აწვდის, მის საფუძველზე ორგანიზმი წარმოქმნის სიმსივნისთვის დამახასიათებელ ცილოვან ფრაგმენტებს, იმუნური სისტემა მათ ამოიცნობს და ააქტიურებს სპეციალურ უჯრედებს, T-ლიმფოციტებს. სწორედ ისინი ეძებენ შესაბამისი ნიშნების მქონე სიმსივნურ უჯრედებს და ანადგურებენ მათ. ვაქცინა კიბოს პირდაპირ არ კლავს, ის ორგანიზმს ეხმარება, თავად შეებრძოლოს დაავადებას.

მსგავს მიდგომას მეცნიერები პანკრეასის კიბოს შემთხვევაშიც იკვლევენ. 2023 წელს, კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული mRNA ვაქცინა 16 პაციენტზე გამოცადეს. 8 პაციენტს ვაქცინამ სიმსივნის წინააღმდეგ სპეციფიკური იმუნური პასუხი გამოუმუშავა. 3-წლიანი დაკვირვებით, ამ რვა პაციენტიდან ექვსთან დაავადება აღარ გამოვლენილა.

პერსონალიზებული ვაქცინების ეფექტიანობას იკვლევენ სხვა სიმსივნეების: ფილტვის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბოს მქონე პაციენტებშიც.

თავად ვაქცინის შექმნა კომპლექსური პროცესია. მელანომის კვლევის დროს გამოყენებული ვაქცინის შემთხვევაში, სიმსივნის ნიმუშის აღებიდან მზა ვაქცინის კლინიკაში მიტანამდე დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდა. ეს კი პროცესს კიდევ უფრო ართულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს მკურნალობის სწრაფად დაწყება ესაჭიროება.

პერსონალიზებული ვაქცინები ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა და ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული არ არის. ახლა მეცნიერების მთავარი ამოცანაა, ვაქცინის ეფექტიანობა სხვა ტიპის კიბოს შემთხვევაშიც დაადასტურონ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში კიბოს მკურნალობა სულ უფრო მეტად მოერგება თითოეული პაციენტის სიმსივნის თავისებურებებს. დაავადების სრულად დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ახალი კვლევები მკურნალობის უფრო ეფექტიანი მეთოდების შექმნის იმედს აჩენს.

FacebookTwitter
TAGGED:ახალი იმედი ონკოპაციენტებისთვის - მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაზერომელიც სიმსივნის წინააღმდეგ იმუნიტეტს ააქტიურებს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სტრესი და მისი ფიზიკური ნიშნები – როგორ ვმართოთ?
შენი ექიმი

ქრონიკული სტრესის გავლენა ნერვულ სისტემაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც იშვიათ, გენეტიკურ დაავადებებთან ბრძოლა შეუძლია
შენი ექიმი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც იშვიათ, გენეტიკურ დაავადებებთან ბრძოლა შეუძლია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

რატომ გახანგრძლივდა სეზონური ვირუსების პერიოდი…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შილაკი და კიბო — რას ამბობს სინამდვილეში მეცნიერება?
მეცნიერებაშენი ექიმი

შილაკი და კიბო — რას ამბობს სინამდვილეში მეცნიერება?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?