By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ფიტნესი

„ამისგან არაფერი არ გამოვა” – განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირება მარცხზე? – საიდან მოდის შეფასება:

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 20, 2026 3:17 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
„ამისგან არაფერი არ გამოვა" - განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირება მარცხზე? - საიდან მოდის შეფასება:
ადამიანის პროგრამირება მარცხზე? - საიდან მოდის შეფასება:
გაზიარება

„ამისგან არაფერი არ გამოვა”

განაჩენი, თუ ადამიანის პროგრამირა მარცხზე?

Contents
  • „ამისგან არაფერი არ გამოვა”
  • ფიზიოლოგია: სხეული, რომელიც პასუხობს
  • როგორ გავაძლიეროთ  სპორტსმენი— სიხისტის გარეშე
  • გამოყენებული წყაროები

საიდან მოდის შეფასება:
რა აყალიბებს ძლიერ და სუსტ ხასიათს, ფსიქოლოგ რიჩარდ ლაზარუსის ცნობილი ფორმულა: სტრესის წყარო თვით სიტუაცია კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი თავის შესაძლებლობებსა და სიტუაციის მოთხოვნებს შორის წონასწორობას. სასკოლო დაფასთან გამოსვლა ერთი მოსწავლისთვის თვით გამოვლენის და ყურადღების მიღების შესაძლებლობაა, მეორისთვის — საფრთხე და სოციალური ინჰიბიციის მოლოდინი, რომელიც პანიკას იწვევს.

თითქმის ყველას გვახსოვს ფრაზა, რომელიც მასწავლებელმა ან მწვრთნელმა მშვიდად, თითქოს თვითცხადი დიაგნოზით, თქვა: „ამისგან არაფერი არ გამოვა”. ეს განცხადება ერთ წამს მოიცავს, მაგრამ ბავშვს ან მოზარდს მთელი ცხოვრების მანძილზე თან გაჰყვება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვით შემფასებელი დარწმუნებულია საკუთარი დიაგნოზის სისწორეში: მაგრამ ხშირათ ის, რასაც მასწავლებელი „უუნარობას” უწოდებს, უმეტესად სხვა რამის ნიშანია: ჩვენ ყველანი სტრესზე  განსხვავეუბალდ ვრეაგირებთ და  ჩვენი რექციების შეფასება დამკვირვებლის მხრიდან ყოველთვის არაა ობიექტური.

განსხვავება ხასიათობრივ ძალაში სწორედ ამ შინაგანი შეფასების მექანიზმში დევს. ძლიერი ხასიათის ადამიანი წარუმატებლობაზე ფიქრობს ასე: „ეს ერთი ცუდი დღე იყო, ხვალ უკეთ ვითამაშებ”. სუსტი ხასიათის ადამიანი იმავე წარუმატებლობას ასე ხედავს: „მე არასოდეს გავხდები კარგი მოთამაშე”. ეს არც ჭკუის და არც ნიჭის სხვაობაა — ეს „შინაგანი მეტყველების” ერთი ჩვევაა, რომელიც წლების მანძილზე გროვდება- ოჯახიდან, სკოლიდან, საზოგადოებიდან მიღებული ნეგატიური ფიქსაციის სახით.

ფიზიოლოგია: სხეული, რომელიც პასუხობს

როცა ადამიანი სიტუაციას საფრთხედ აღიქვამს, ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემა ერთბაშად აქტიურდება: გულის ცემა ხშირდება, კუნთებში დაძაბულობა იგრძნობა, სუნთქვა ხდება ზედაპირული. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგია „სომატური შფოთვის მდგომარეობას” უწოდებს — ფიზიკური მზადყოფნა გაქცევის ან ბრძოლისთვის. პრობლემა იქ იწყება, სადაც ეს რეაქცია ხდება ქრონიკული. სპორტული ფსიქოლოგი ბობ როტელა იხსენებს ბეისბოლისტ ტომის შემთხვევას: ერთხელ უსიამოვნოდ მოხვედრილი ბურთის შემდეგ მისი მთელი სხეული — გული, კუნთები, ფიქრები — დარჩა იმავე დაძაბულ მდგომარეობაში. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, არ შემცდარიყო, და სწორედ ამიტომ ბურთი ხელიდან ისევ გაუვარდა. სხეული ფიქრის გაგრძელებად იქცევა.

ფსიქიკურად ძლიერ ადამიანში იმავე გარემოში სხვა ბიოქიმიური ციკლი მიმდინარეობს. სტრესის ჰორმონები — ადრენალინი, კორტიზოლი — მასაც გამოეყოფა, მაგრამ მისი კოგნიტიური შეფასება („ეს ჩემთვის გამოწვევაა და არა საფრთხე”) მათ ნაკადს ხანმოკლედ და ფუნქციურად აქცევს. სხეული ჯერ მობილიზდება და შემდგომ მოდუნდება. სუსტ ადამიანში კი იგივე ჰორმონები გრძელვადიან ფონს ქმნიან: ძილი ფუჭდება, იმუნიტეტი სუსტდება და ემოციური გამოფიტვა — ე.წ. „გადაწვა— გარდაუვალი ხდება.

როგორ გავაძლიეროთ  სპორტსმენი— სიხისტის გარეშე

ხშირად ფიქრობენ, რომ ხასიათის გაძლიერება, ემოციების მოგუდვას, ცრემლის აკრძალვას, „გაშოლტვით სიმტკიცის გამოწრთობას” ნიშნავს. ეს მცდარი მიდგომაა. ემოციური რიგიდულობა — როცა ადამიანი თავის გრძნობებს თვითონვე ახშობს — სიძლიერეს კი არ ბადებს, არამედ  ფსიქიკის ფარულ მტვრევას: დაგროვილი დაძაბულობა შემდგომ სრულიათ მოულოდნელათ იფეთქებს.

ფსიქოლოგია სხვა გზას გვთავაზობს — გრადუალურს და კოგნიტურს. პირველი ნაბიჯი არის შინაგანი მეტყველების შეცვლა. „რა მოხდება, თუ შევცდები” უნდა ჩანაცვლდეს ფრაზით „რას ვისწავლი, თუ შევცდები”. ეს ცარიელი ოპტიმიზმი არ არის — ეს არის ფიქრის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც ფიზიოლოგიურ რეაქციასაც ცვლის. მეორე ნაბიჯი — დიდი მიზნის დაყოფა პატარა მიღწევებზე. როტელა ამბობს, რომ კაცი, რომელიც „აიერონმენის” ტრიათლონის გამარჯვებაზე ფიქრით იწყებს გზას, შუა გზაზე დანებდება. რადგან ეს მიზანი მის შესაძლებლობებზე გაცილებით დიდია, მაგრამ ამ დიდი მიზანს პატარა ფრაგმენტაბათ თუ დავყობთ „ეს ორი თვე ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კონკრეტული შედეგი კონკრეტულ დისციპლინაში, რომ მივუახლოვდეთ იმ დიდ მიზანს“, ეს ფორმულირება რეალურს ხდის რთულ მიღწევებსაც კი!

მესამე ნაბიჯი — გარემოს შერჩევა. გვერდით მყოფი ადამიანები, რომლებიც თქვენთვის სამაგალითო იქნებიან, ყველაზე დიდი მოტივაციაა!

გამოყენებული წყაროები

  • როტელა, ბ., კულენი, ბ. ჩემპიონების ფსიქოლოგია: აზროვნება, რომელიც სპორტში და ცხოვრებაში გამარჯვებამდე მიჰყავს. 2017. —
  • ვაინბერგი, რ., გოულდი, დ. სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ფსიქოლოგიის საფუძვლები. — სტრესის დინამიკის ოთხეტაპიანი მოდელი .
  • რეანი, ა. ა. პიროვნების ფსიქოლოგია. — ხასიათის განმარტება .
  • პერვუშინა, ო. ნ. პიროვნების ფსიქოლოგია: სასწავლო სახელმძღვანელო. —
  • გაბუნია, კ. ქართული ენის გრამატიკის ზოგადი კურსი. —
  • სტატიის ავტორი „ვალიტა გორელჩანიკი“
FacebookTwitter
TAGGED:„ამისგან არაფერი არ გამოვა" - განაჩენითუ ადამიანის პროგრამირება მარცხზე? - საიდან მოდის შეფასება:
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ფიტნესი

როგორია ცხოვრება მკურნალობის შემდეგ? – სახელმწიფო დღეს 100%-ით აფინანსებს ქიმიო და სხივურ თერაპიებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სავარჯიშო პროგრამის პერიოდიზაცია
შენი ფიტნესი

სავარჯიშო პროგრამის პერიოდიზაცია – ვარჯიშის პროგრამის პერიოდიზა ციას დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშის დროს პროგრესის მისაღწევად და პლატოების თავიდან ასაცილებლად

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ფიტნესი

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო
შენი ფიტნესი

ალკოჰოლის კალორიულობა მყარ ცხიმთან და დამატებულ შაქართან ერთად, ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებული ენერგია შეიძლება დისკრეციულად ჩაითვალოს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?