By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

ადამიანს უშუპდება ქუთუთოები, შემდეგ მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების ტკივილი, მატულობს ტემპერატურა – დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ივნისი 3, 2025 11:58 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
ტრიქინელოზი
#post_seo_title
გაზიარება

ტრიქინელოზი

(ლათ. trichinellosis; სინონიმი: ტრიქინოზი)— ადამიანისა და ცხოველების მწვავე ჰელმინთური დაავადება, რომელსაც იწვევს 1,5 დან 4,5-მდე მმ-ის ზომის პარაზიტული ჭია ხვიაბეწვა Trichinella spiralis  ან Trichinella native.

დაავადების შემთხვევები აღწერილია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში.
ტრიქინელოზით ავადდება როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი 1000-ზე მეტი სახეობის ცხოველი.
ტრიქინელა ორსქესიანი, ცოცხლადმშობიარე პარაზიტია, რომლის ლარვები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ  ღორების,  დათვების, ლომვეშაპების, ცხენებისა და ბევრი სხვა სახეობის ცხოველის, განივზოლიან კუნთოვან ქსოვილში. ადამიანებში დაავადების გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვა როლი ღორებს უკავიათ. ამასთან ღორი პარაზიტგამძლეობით გამოირჩევა და დაავადების რაიმე ნიშნები არ ეტყობა. მხოლოდ დაკვლის შემდეგ ვეტერინარული ლაბორატორიული შემოწმებით არის ღორის ტირქინელოზით დაავადების ფაქტის დადასტურება შესაძლებელი.
ადამიანი ტრიქინეზით ავადდება თერმულად ცუდად დამუშავებული  ტრიქინელოზით დაავადებული, ვეტერინარულად შეუმოწმებელი ხორცისა და ხორცპროდუქტების საკვებად გამოყენებისას. საქართველოში ადამიანების უმეტესობაში ინფექცია ვითარდება ინვაზირებული ღორის ხორცით კვების შედეგად. ხორცის დამარილებით, შებოლვით ან გაყინვით (მაგ: ლორი) პარაზიტი არ კვდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმი ხორცის ჭამა მიღებული არ არის, ზოგჯერ დაავადება მაინც ამ გზით გადაეცემა, ვინაიდან საკვების მომზადებისას, დიასახლისები გემოს უსინჯავენ ფარშს.
ღორების ტრიქინელოზით დაავადება განსაკუთრებით ხშირია მათი ნაგავსაყრელებზე და ტყეში კვებისას, რა დროსაც ჭამენ სხვადასხვა ცხოველთა ლეშსაც.
ცხოველების ტრიქინელოზისგან განკურნების მეთოდები ჯერჯერობით საბოლოოდ დამუშავებული არ არის. ლაბორატორიული ვეტერინარული კონტროლისას გამოვლენილი ტრიქინელოზიანი ხორცის საკვებად გამოყენება დაუშვებელია და  ექვემდებარება უტილიზაციას.
ტრიქინელოზი ძლიერი ალერგოზით მიმდინარე დაავადებაა. დასნებოვნებული ღორის ხორცის ჭამიდან 2-3 კვირის შემდეგ ადამიანს უშუპდება ქუთუთოები, შემდეგ – მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების ტკივილი, მატულობს ტემპერატურა. სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა, ე.წ. ეოზინოფილები, ამ დროს საგრძნობლად იმატებს (ნორმაში მათი რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ტრიქინელოზისას ზოგჯერ 30-70%-საც კი აღწევს).
დაავადების სიმძიმე  და კლინიკური ნიშნების გამოვლენის დრო დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ტრიქინელების რაოდენობაზე, რაც უფრო ძლიერ დაივაზირებული ხორცია გამოყენებული საკვებად – მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.
დაავადებას ხანგრძლივობის მიხედვით პირველადი (საწყისი) და მოგვიანებითი სიმპტომები ახასიათებს.
დაავადების პირველადი, ანუ საწყისი (დაავადების პირველ კვირაში) ნიშნები და სიმპტომებია: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და პირღებინება.
დაავადებას მოგვიანებით დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ახასიათებს ე.წ.   მოგვიანებითი ნიშნები და სიმპტომები: კუნთების ტკივილი და მგრძნობელობის მომატება, ტემპერატურის მატება, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება, სისუსტე, თავის ტკივილი, მგრძნობელობის მომატება სინათლისადმი, კონიუქტივიტი, ყლაპვის გაძნელება და სხვა.
ტრიქინელების თვალში შეჭრის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ცალი ან ორივე თვალით სიბრმავე. იშვიათად ტრიქინელები იჭრებიან თავის ტვინშიც, რაც მძიმე ენცეფალიტს განაპირობებს.
ტრიქინელოზის მკურნალობა – დაავადების სამკურნალოდ მედიკამეტებიდან ძირითადად გამოიყენება ალბენდაზოლი (ნემოზოლი) ან მებენდაზოლი (ვერმოქსი), პაციენტის ასაკისა და წონის გათვალისწინებით, რაც ყოვლი პაციენტისთვის აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იქნეს განსაზღვრული. მკურნალობის პერიოდში გამოხატული ალერგიული რეაქციების დროს დამატებით გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, ხოლო დეზინტოქსიკაციის მიზნით გლუკოზა-მარილოვანი ხსნარი. ასევე გამოიყენება ალბუმინის და პლაზმის ტრანსფუზია, მძიმედ მიმდინარე ავადობის სამკურნალოდ ინიშნება პრედლიზოლონი/დექსამეტაზონი და/ან მათი ანალოგები.
დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია:
• არასდროს შეიძინოთ ხორცი გზებზე ან თვითნებურად ორგანიზებულ ,,ბაზრებზე“.
• არ გამოიყენოთ საკვებად და ვეტერინარულად შეუმოწმებელი შინაური და გარეული ცხოველების (ტახი, დათვი) ხორცი;
• არასოდეს არ მიირთვად უმი ან თერმულად ცუდად, არასრულყოფილად მოხარშული/შემწვარი ხორცი;
• ხორცპროდუქტები შეიძინეთ, მხოლოდ სანდო და სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
FacebookTwitter
TAGGED:ადამიანს უშუპდება ქუთუთოებიეწყება კისრისა და კიდურების კუნთების ტკივილიმატულობს ტემპერატურა - დაავადების პრევენციისთვის აუცილებელიაშემდეგ მთელი სახე
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები
ენციკლოპედია

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა
ენციკლოპედია

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა უნდა ვიცოდეთ ძუძუთი კვების შესახებ? - ბავშვთა სიკვდილიანობის 16%-ის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისი ძუძუთი კვებაა
ენციკლოპედია

რატომ ძუძუთი კვება? – ძუძუთი კვება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შესამცირებლად

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა - შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს
ენციკლოპედია

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?