By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით
სიახლეებიშენი ექიმი

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 11, 2026 1:20 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
რა არის ფილტვის კიბო
ფილტვის კიბოს პრევენციის ახალი ეპოქა: სისხლის ანალიზი, რომელიც დაავადებას 5 წლით ადრე პროგნოზირებს და დიეტა, რომელიც რისკს მესამედით ამცირებს
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც თბილისში დაიწყო, ექვს თვეში ათი ათასზე მეტი მოქალაქის კვლევას დაფინანსდა. ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რომლის მიზანია დაავადების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. თბილისის მერიის პროგრამით, უფასო კვლევების ჩატარება შეუძლიათ 45-დან 75 წლამდე ასაკის თამბაქოს მომხმარებლებს და მათ, ვინც ბოლო 15 წელია თამბაქოს მოხმარებაზე უარი თქვა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რადგან დროული სკრინინგი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სიახლეები #შენიექიმი #ფილტვისკიბოსსკრინინგისპროგრამისდაწყებიდანექვსთვეშიკვლევები10088მოქალაქესდაუფინანსდა

ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რისი მიზანიცაა აღნიშნული დაავადების პრევენციისთვის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში 10 088 მოქალაქის კვლევა დაფინანსდა.

„თბილისის მერიამ, მიმდინარე წლის მაისში, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო და მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება სრულიად უფასოდ 27 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ექვს თვეში ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 088 მოქალაქეს დაუფინანსა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით, რადგან წინასწარი გამოკვლევების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრევენციული ღონისძიების თვალსაზრისით, წინასწარი გამოკვლევების ჩატარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის. თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ  მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 15 წელია თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებეს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ გადადებთ სკრინინგს და ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სრულიად უფასოა.

FacebookTwitter
TAGGED:ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ახლესი კვლევის შედეგები - როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად
შენი ექიმი

კვლევა – ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება და დაბერების მეტაბოლიზმი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო
სამინისტროსიახლეებიშენი ექიმი

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
​„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს...“
შენი ექიმი

​„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს…“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი
სხვა-ამბებიშენი ექიმი

კვლევა ჩატარდა ACTGlobal-ის მიერ, ევროკავშირის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით – ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და მომავალზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?