მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას
გიორგი ფხაკაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუროგატი ქალის გარდაცვალების ფაქტზე საუბრობს და მკაფიო კითხვას სვამს: რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს? ფხაკაძე ხაზს უსვამს სამედიცინო მომსახურების ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების და საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობას. იგი აცხადებს, რომ სუროგაციის პროგრამებში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. აუცილებელია სუროგატი ქალების ჯანმრთელობის დაცვა და სახელმწიფო ზედამხედველობის გაძლიერება. მისი აზრით, სანამ სათანადო გარანტიები არ იქნება, სუროგაციის პროგრამების განხორციელება უნდა შეჩერდეს. ადამიანების სიცოცხლე ბიზნესინტერესებზე მაღლა დგას.
სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #ბლოგი #შენიექიმი #კიდევრამდენიადამიანისსიცოცხლეუნდაშეეწიროსჯანდაცვისსისტემაშიარსებულპრობლემებსგიორგიფხაკაძეპირველსაუნივერსიტეტოკლინიკაშისუროგატიქალისგარდაიცვალებისფაქტსეხმიანება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუროგატი ქალის გარდაიცვალების ფაქტს ეხმიანება:
„კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს?!
წლებია ვსაუბრობ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, პაციენტის უსაფრთხოებასა და რეალური საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უზბეკეთის მოქალაქე სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სწორედ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხზე მსჯელობა დაიწყო.
აკრედიტაცია არ არის კედელზე ჩამოკიდებული სერტიფიკატი! აკრედიტაცია არის პაციენტის უსაფრთხოების, კლინიკური პროცესების, რისკების მართვისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი კონტროლის მექანიზმი.
ჩემი პოზიცია მკაფიოა:
ვიდრე საქართველოში სუროგაციის სფეროში პაციენტის უსაფრთხოების სათანადო გარანტიები არ იქნება უზრუნველყოფილი, ჩემი აზრით, სუროგაციის პროგრამების განხორციელება დროებით უნდა შეჩერდეს.
კონკრეტული ტრაგედიის მიზეზები დამოუკიდებელმა და გამჭვირვალე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა სისტემური პრობლემების მოგვარებას კიდევ ერთი ტრაგედიის მოლოდინში ვერ გადავდებთ.
ადამიანის სიცოცხლე ბიზნესინტერესებზე მაღლა დგას!
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.“
