მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას
ექიმი ნინო ნადირაძე საუბრობს სუროგაციის აკრძალვაზე და აღნიშნავს, რომ დაბადება ყოველთვის სჯობს არდაბადებას. მისი აზრით, ბავშვების ფოტოებზე თვალის ჩახედვა და მათი ბედის შეფასება არასწორია. ნადირაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაცრი რეგულაციები, რათა კანონდარღვევები თავიდან აირიდოს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ქალებს უნდა მიეცეთ წამყვანი როლი ამ საკითხში, რადგან ისინი უკეთ გაიგებენ დედობის სურვილს. მისი მოსაზრება არის, რომ სუროგაციის აკრძალვა არ არის სწორი გადაწყვეტილება. პრაქტიკული რჩევა კი არის, რომ აუცილებელია ამ თემაზე ღია და გულწრფელი დიალოგი საზოგადოებაში.
სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #შენიექიმი #აიღოთყველაიმბავშვისფოტო #ალბათ
ექიმი ნინო ნადირაძე სუროგაციის აკრძალვაზე საუბრობს.
„ყოველთვის დაბადება სჯობს არდაბადებას და თქვენ რომ, ალბათ, აიღოთ ყველა იმ ბავშვის ფოტო, ვინც დაიბადა ამ გზით, და ჩახედოთ ამ ბავშვებს თვალებში – დადექით თუნდაც ეკლესიის წარმომადგენლებმა, თუნდაც კანონის წარმომადგენლებმა… ჩახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და თქვით, რომ ისინი ცოდვის გზით დაიბადნენ, არასწორია, რომ დაიბადნენ, და ძალიან ცუდი მოხდა, რომ ისინი დაიბადნენ. სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეგულაციები, რათა არ მოხდეს კანონდარღვევა.
მე ვფიქრობ, რომ ასე ხელაღებით რაღაცის გადაწყვეტა არ არის სწორი… არავის არ ვემტერები. უბრალოდ, ეს ჩემი აზრია – ქალის აზრია, რომელმაც იცის აი, ეს გრძნობა, როდესაც შენ არანორმალურად გინდა შვილის ყოლა და ვერ ფეხმძიმდები. კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი ჩვენი კანონმდებლების ადგილას და ვფიქრობ, რომ წამყვანი როლი მიეცით ქალებს. კაცები ამას ვერ გაიგებთ“ – ამბობს ოცნების პროპაგანდისტი ნინო ნადირაძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
