By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით
სიახლეებიშენი ექიმი

გასახდომი ინექციების უკუჩვენებები – შესაძლოა თუ არა წონის დასაკლებად გამოყენებულმა პოპულარულმა პრეპარატებმა მხედველობის დაზიანება გამოიწვიოს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 16, 2026 3:30 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატები (GLP-1): ამცირებს თუ არა კიბოს რისკს?
სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატები (GLP-1): ამცირებს თუ არა კიბოს რისკს?
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

გასახდომი ინექციების გამოყენება, განსაკუთრებით GLP-1 რეცეპტორების აგონისტების, სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ეს წამლები მრავალი უკუჩვენების მატარებელია. მათი თვითნებური გამოყენება ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და სხვა გართულებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინექციების შეძენა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს, რადგან შავ ბაზარზე გაყიდული პრეპარატების ხარისხი და უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რეკომენდაციაა, რომ წონის კლების მსურველები აუცილებლად მიმართონ ექიმს და არ მოიხმარონ მედიკამენტები დამოუკიდებლად.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სიახლეები #შენიექიმი #გასახდომიინექციებისუკუჩვენებებიშესაძლოათუარაწონისდასაკლებადგამოყენებულმაპოპულარულმაპრეპარატებმამხედველობისდაზიანებაგამოიწვიოს

სილამაზის დამკვიდრებულმა სტანდარტებმა და წონის სწრაფად კლების სურვილმა გასახდომი ინექციები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად აქცია.

თავდაპირველად, GLP-1 რეცეპტორების აგონისტები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა. მოგვიანებით, სიმსუქნის სამკურნალოდაც დამტკიცდა, თუმცა მალევე, მთელ მსოფლიოში, ამ ინექციების თვითნებური გამოყენება დაიწყეს შესაბამისი სამედიცინო ჩვენების გარეშე, მხოლოდ წონის დაწყების მიზნით. ამ ეტაპზე, მათი მოხმარების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

ერთი თვის წინ, სამართალდამცველებმა ბრიტანეთში ფალსიფიცირებული ინექციების საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდნენ, ვრცელდება ინფორმაცია მის შემადგენლობაში დარიშხანის აღმოჩენის შესახებაც.

პრეპარატების გაყალბების შემთხვევები მათზე ხელმისაწვდომობის სირთულეს უკავშირდება. მაღალია მოთხოვნა და რთულია მიწოდების ბალანსი.

ამ ჯგუფის ინექციების შეძენა აფთიაქებში, მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე არის შესაძლებელი. ექიმთან კონსულტაციის გვერდის ავლით კი პრეპარატებს მსოფლიო მასშტაბით შავ ბაზარზე ყიდულობენ. ამ დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას წამლის ხარისხი, შენახვის ტემპერატურის პირობები და, შესაბამისად, იზრდება ისედაც არაერთი უკუჩვენების მქონე წამლის გამოყენების საფრთხეები.

წონის კლების მსურველები მარტივ გზას საქართველოშიც მიმართავენ. განცხადებები მრავლად არის ინტერნეტ სივრცეში.

გასახდომი ინექციების რეალიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ არც ექიმები არიან და არც ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზიას ფლობენ, თამამად ურჩევენ პაციენტებს საკმაოდ ბევრი უკუჩვენების მქონე პრეპარატებს და არწმუნებენ, რომ ეს უსაფრთხოა.

რეალურად კი GLP აგონისტების გამოყენებისას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეპარატი ექიმის მიერ არის დანიშნული და აფთიაქში შეძენილი – გართულებაც ხშირია.

მათი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა საჭმლის მომნელებელი სისტემას უკავშირდება, ხშირია პანკრეატიტის შემთხვევები, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, თირკმლის ფუნქციის გაუარესება და სისხლში შაქრის დონის უეცარი ვარდნაა.

გასახდომ ინექციებთან დაკავშირებით მუდმივად განახლებად რეჟიმშია როგორც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ისე ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციები. უახლესი აღმოჩენა FDA-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც GLP 1 პრეპარატების გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს უეცარი ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე – დაავადება ნეიონის სახელწოდებით. სააგენტო მწარმოებლებს ავალდებულებს, მედიკამენტის ანოტაციას უკუჩვენებებში დაურთოს მხედველობის პრობლემები.

წონის სწრაფი კლება მიმზიდველ პერსპექტივად გამოიყურება, მაგრამ მისი ფასი არ უნდა იყოს ჯანმრთელობა.

GLP 1 აგონისტები ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმატებულ მიღწევად ითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება ჩვენები შესაბამისად ექიმის დანიშნულებით ხდება.

მთავარი რეკომენდაციაა, არ მოხდეს მისი გამოყენება მედიკოსების ჩართულობის გარეშე, არ მოხდეს მისი შეძენა შავ ბაზარზე და, გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, განმეორდეს კონსულტაცია ექიმთან.

FacebookTwitter
TAGGED:გასახდომი ინექციების უკუჩვენებები - შესაძლოა თუ არა წონის დასაკლებად გამოყენებულმა პოპულარულმა პრეპარატებმა მხედველობის დაზიანება გამოიწვიოს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ელექტრო სიგარეტის გავლენა ახალგაზრდების კანზე და კბილებზე
შენი ექიმი

თქვენ გატყუებენ – ე.წ ვეიპები, რომლებიც გაჯერებულია „ტკბილი საწამლავით“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კვლევის შედეგები - სიმსივნის მქონე კაცებში სიკვდილიანობა, შესაძლოა, 93%-ით გაიზარდოს
შენი ექიმი

ახალი კვლევა – გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

კვლევა – ჩახუტება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
"აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით, მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი მიიღეს" - სასამართლომ 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
მეცნიერებაშენი ექიმი

მედიკამენტები გზაში გაჩერდა — გლობალური კრიზისი, რომელიც უკვე პაციენტს ეხება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?