ორშაბათი, აპრილი 27, 2026

რატომ ჩაიკეტა „ვაქცინირებული“ ქვეყანა? – „ვერ აკონტროლებენ ვირუსის…“-გიორგი ფხაკაძე

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ხომ ვამბობდი, – ნუ ვჩქარობთ, ფრთხილად ვიყოთ!…. და რა? ვინ გიჯერებს…

მსოფლიოში ყველაზე „ვაქცინირებული“ ქვეყანა სეიშელის (Seychelles) კუნძულები, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 62.2% ვაქცინირებულია (შედარებისთვის ისრაელი 55.9%) ძირითადად (59%) ვაქცინირებულია სინოფარმით (Sinopharm), (გაერთიანებული ემირატების საჩუქარი), და 41% „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 2021 4 მაისს დაიკეტა სრულიად კარანტინზე … ვერ აკონტროლებენ ვირუსის ….

რა თქმა უნდა, ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ როგორც ადრე ვსაუბრობდი და ჩემი ვარაუდი უკვე „პრაქტიკაში“ ხორციელდება, ჩინური ვაქცინა დამზადებულია „ჩინურ“ ძველ ვირუსზე. „ბრიტანული“ შტამის წინააღმდეგ ჩინური „ტრადიციული“ სინოფარმის ვაქცინა, სავარაუდოდ, არ მუშაობს, სხვა შტამებზე ხომ საერთოდ…

გაერთიანებული ემირატებმა (სინოფარმის დიდი მომხმარებელი) უკვე დაიწყო სინოფარმის მესამე დოზის ადმინისტრირება, ვინაიდან ორი დოზა არ არის საკმარისი“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ბევრი კარგი სიახლეა – ნელ-ნელა წინ მივდივართ“- გიორგი ფხაკაძე

21/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ბევრი კარგი სიახლეა – ბოლო პერიოდში დაკავებული ვიყავი, ძალიან კარგი სტუდენტები მყავს, რაღაცას ვამზადებთ, მალე ამის თაობაზე ვიდეოს დავდებ, იმედია, მოგეწონებათ;

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ფარგლებში მომავალ კვირას საინტერესო შედეგებს გამოვაცხადებ. ვიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას. ნელ-ნელა წინ მივდივართ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე – „გიორგი ფხაკაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს არ იზამს, რადგან მე ვარ…“

, 28 იანვარი, 2022

#drpkhakadze.

„პოლიტიკური პარტიები ჩემში ხედავენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე სარგებელს. თქვენს სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, ნუთუ ვერ ხვდებით?! ამდენ ბოტებს და კვატებს რომ ასროლინებთ ჩემ წინააღმდეგ. მთავრობას ეშინია იმიტიმ, რომ უკონტროლო ვარ და შეიძლება არაღაცა ავტეხო. მაგრამ უნდა ვთქვა, – გიორგი ფხაკაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს არ იზამს, რადგან მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ძალიან მარტივი პასუხი ყველას, გინდა ოპოზიციას, გინდა პოზიციას, – სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს ვიზამ. ჩემთვის მინისტრი არ არის სახელი, ეს არის თანამდებობა. მე ყოველთვის ვეხმარებოდი და მომავალშიც თუ მთხოვეს, დავეხმარები საქართველოს ჯანდაცვის ნებისმიერ მინისტრს. სახელმწიფოებრივი ხედვა რომ არ გვაქვს, მაგაშია პრობლემა”, – განაცხადა აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




Георгий Пхакадзе: “Еще одна хорошая новость”

26 Мая, 2021



Профессор, специалист по здравоохранению и президент организации «Аккредитация без границ» Георгий Пхакадзе опубликовал пост в социальной сети.

«Еще одна хорошая новость.

Вакцина Moderna эффективна с 12 лет!

Этот коварный вирус будет побежден!

Но до этого медицинская маска – лучшее средство защиты для всех! Для тех, кто был вакцинирован, и для тех, кто не был вакцинирован!»


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-eshe-odna-horoshaya-novost/

„საქართველო რომელ კონტინენტზეა?! მილიონობით ფაიზერის ვაქცინის მე-3 დოზა იქნა ადმინისტრირებული“

26/08/2021

ვტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დღეს ფაიზერი-ბიონტეკმა შეიტანა განაცხადი ამერიკის წამლის სააგენტოში მე-3 დოზის (ბუსტერის) გადაუდებელ ავტორიზაციაზე. მომავალ კვირას შეიტანენ ევროპის წამლის სააგენტოში. დღესდღეობით მილიონობით ფაიზერის ვაქცინის მე-3 დოზა იქნა ადმინისტრირებული მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. საქართველო რომელ კონტინენტზეა?!

Today marks another milestone for Pfizer and BioNTech SE as we initiated submission for U.S. FDA approval of a sBLA (supplemental Biologics License Application) for a booster, or a third dose, of our COVID-19 vaccine, in individuals aged 16 and older.“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

PFIZER და BIONTECH INITIATE ROLLING SUBMISSION OF SUPLEMENTAL BIOLOGICS ლიცენზიის განაცხადი აშშ FDA– სთვის COMIRNATY®– ის უფრო კარგი დოზისათვის 16 და უფროსი ასაკის პირებში


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„იმედია, სხვა მწარმოებლები შეძლებენ, შეუტიონ ამ მონსტრს – „ფაიზერის აღიარება”, წაიკითხეთ…“

10/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„ფაიზერი“ აპირებს კორონავირუსის ვაქცინაზე ფასის აწევას 19.5$-დან 175$-მდე (სხვა წყაროების მიხედვით, 2021 წელს მარტო ამ ვაქცინით $26 მილიარდის მოგებას აპირებს).
როგორც კი „ფაიზერი“ ამერიკის წამლის სააგენტოდან სრულ თანხმობას მიიღებს, ეს იქნება ფასის აწევის „მიზეზი”.
როცა ვამბობდი, 6 თვის მერე მე-3 დოზის გაკეთება იქნება საჭირო-მეთქი, ქართველი „ექსპერტები” დამესივნენ და გადამიარეს. აგერ „ფაიზერის აღიარება”, – წაიკითხეთ!
როგორც კი „ფაიზერი“ ამერიკის წამლის სააგენტოსგან თანხმობას მიიღებს, ამ ვაქცინით ვაქცინაცია იქნება სავალდებულო, ჯერ ალბათ შეერთებულ შტატებში, შემდეგ – ევროკავშირში და მერე სხვაგან…
ევროკავშირი გადადის „ფაიზერზე“, ისე, რომ იცოდეთ…
დასკვნა: „ფაიზერმა“ ჩაიგდო ხელში საკმაოდ ძლიერი ბერკეტი… იმედია, სხვა მწარმოებლები (კარგი იქნებოდა, ევროპელი) შეძლებენ შეუტიონ ამ მონსტრს“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


Pfizer- ს სურს, ვაქცინების ფასები 19,5 დოლარიდან 175 დოლარამდე გაზარდოს.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




წყარო:https://usatodaynews.live/4760-pfizer-wants-to-increase-vaccine-prices-from-195-to-175-dollar.html

„ეს ყველაფერი რისი ბრალია, იცით?! პოლიტიკოსები რომ ერევიან მეცნიერებაში, ეს ეხება მსოფლიოს ყველა…

3 ივნისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
-„როგორც არაერთხელ გაფრთხილებდით, საქართველოში კოვიდის ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების აფეთქება დაიწყო და ეს არ არის “სეზონური რესპირატორი ვირუსის” აფეთქებაბოდიშიდა რას “ბოდავთ” რა ხულოელმა ბებო მარომაც კი იცის, რომ რესპირატორული “სეზონური” გრიპი იწყება მაშინ, როცა გარეთ ცივა და ხალხი დახურულ სივრცეშია ანუ იწყება ოქტომბერ/ნოემბერში ახლა რა თვეა?! შეგახსენებთ, ივნისი რას აბოლებთ ამ ხალხს, ისედაც დაბოლილია მთელი მოსახლეობა, ეს ბოლო 20 წელია…..
შეგახსენებთ, რომ ანტიგენ კოვიდ ტესტების პასუხი არც ისე სანდოა და დაახლოებით მხოლოდ 30-40%-ში იძლევა სწორ პასუხს, ისიც მაშინ, თუ პაციენტი ტესტს ინფიცირებიდან პირველ 3 დღეში გაიკეთებს საქართველოში შემოტანილი ტესტების ხარისხზე უკვე აღარ ვისაუბრებთ… თავად იცით… პსრ ტესტებს რაც შეეხება, ეს უფრო უკეთესია და აქაც სწორი პასუხი დაახლოებით მხოლოდ 60%-ის ფარგლებშია ანუ, თუ ადამიანს აქვს კოვიდის ნიშნები, პსრ ტესტის გაკეთება აუცილებელია. ეს ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში ეხმარება.
ბოლო 2 კვირაში არაერთი ათეული ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ჰქონდა კოვიდის ნიშნები, ანუ “ქართული სეზონური გრიპი” და მათ სამედიცინო დაწესებულებებში კივიდ ტესტები გაუკეთესეს არასწორია და მიუღებელია დღევანდელ მდგომარეობაში.
სირაქლემის პოზიციაში ყოფნა გამოსავალი არ არის ის, რომ არ ილაპარაკო კოვიდზე, არ გააკეთო კოვიდტესტი და მოსყიდული საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გაავრცელო ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ კოვიდშეზღუდვები მოხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდი სადმე წავიდა. ის აქ არის
ცნობისთვის, საფრანგეთში დღეისათვის დღეში 35 000, ხოლო გერმანიაში 50,000 ადამიანი ინფიცირდება კოვიდით და პორტუგალია განიხილავს დამატებითი ზომების მიღებას
ეს ყველაფერი რისი ბრალია, იცით?! პოლიტიკოსები რომ ერევიან მეცნიერებაში და ეს ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას
P.S. აბა, წავიდა ლანძღვა-გინება…..
ცნობისათვის, ქვემოთმოყვანილ ნიუსში ნახსენებ ქალბატონს არ ვიცნობ.

ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze“

ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი სხვადასხვა სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს უჩივის. შემთხვევები საკმაოდ გაზრდილია და ამაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ.
კლინიკური ექსპერტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი საუბრობს, რამ გამოიწვია რესპირატორული ვირუსების ზრდა და როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი.
“მაისის თვეში რესპირატორული ვირუსების ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. დამახასიათებელი ნიშნები ტიპიურია: სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ტემპერატურა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში 10-15 დღეც კი გაგრძელდა და ასევე, ხშირადვე პნევმონიით გართულდა. რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს კი ასეთ დროს პნევმონიის სიმპტომებიც დაემატა.
ვფიქრობ, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ადამიანების იმუნური სისტემა შედარებით დაქვეითდა და ამიტომაც, დაავადება უფრო ხშირ შემთხვევაში გართულდა. უამრავი პაციენტი მყავდა და საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაში პროცესი დადებითად დასრულდა, თუმცა მაისის თვე მარტის თვეს ძალიან ჰგავდა. სეზონური ვირუსები სწორედ, თებერვალსა და მარტში იყო ხოლმე აქტიური. რესპირატორული ვირუსები ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად, მოსახლეობას 2 წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა პრობლემა აქვს გადატანილი და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა გარკვეულწილად დაქვეითებულია. სეზონური ვირუსები კორონავირუსამდეც არსებობდა, თუმცა, როდესაც კოვიდ-19 ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა, მას შემდეგ, არსებული შეზღუდვების ფონზე, სხვა ვირუსები შეკავდა და ძალიან მცირე შემთხვევა ფიქსირდებოდა. რა თქმა უნდა, პრევენციული თვალსაზრისით, ნიღაბი ყველა სახის რესპირატორული ვირუსის ეფექტური შემაკავებელია”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა და ასავე ისაუბრა იმაზეც, ძირითადად, რომელი ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში.
“რესპირატორული ვირუსებისათვის, ძირითადად, მსგავსი სიმპტომებია დამახასიათებელი. ეს შეიძლება იყოს ადენოვირუსი, რინოვირუსი, გრიპის ვირუსი, ამავე დროს ახლა ნაწლავური ინფექციების სეზონი იწყება. ამიტომ, სიმპტომურად უნდა ვიმკურნალოთ და დავაკვირდეთ. ნერვიულობა არ არის საჭირო, მსგავსი ინფექიები ყოველთვის იყო და მომავალშიც გაგრძლედება. სიმპტომებიან პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება მაინც ჩავუტარეთ და ჩემი უამრავი პაციენტიდან არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამიტომაც, სხვა ვირუსებიც გამოვიდნენ ასპარეზზე, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში არსებული შეზღუდვების ხარჯზე, შეკავებული იყო”, – დასძინა მან.
წყარო: მშობლები



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



„იქნებ დავამთავროთ ამ ჩინური ვაქცინების “გაპრავება…“ – გიორგი ფხაკაძე ბიძინა კულუმბეგოვს

3 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის წერილს ეხმაურება:

„ასეთი რამ მარტო საქართველოში არის შესაძლებელი!

აღნიშნული კვლევა ჩატარდა ჩინეთში (ჰონკონგი ისე რომ იცოდეთ ჩენეთია) და მონაწილეობა მიუღია 360 ადამიანს (ჩინურ ვაქცინა რა საუბარი)!
იქნებ დავამთავროთ ამ ჩინური ვაქცინების “გაპრავება”.

მსოფლიოში ამჟამად 17 სხვადასხვა ტიპის კოვიდ ვაქცინას იყენებ და მხოლოდ ერთი შეძლო სრული ავტორიზაცია ეს არის Pfazer -BioNTech. გამეცით მართლა პასუხი რატომ უნდა გამოვიყენოთ “ექსპერიმენტული” ვაქცინა, როცა გვაქვს ქვეყანაში ჭარბი რაოდენობის არა ექსპერიმენტული ვაქცინა!

რატომ ვაქცინაციის საბჭო არ იღებს მკაფიო გადაწყვეტილებას და არ გადადის მთლიანად Pfazer- BioNTech ვაქცინაზე ისე როგორც ყველა მოწინავე ქვეყნები! რას ველოდებით ? ვის ველოდებით?
არაპროფესიონალიზმი კლავს!

პს: ფაიზერის ვაქცინის გარეშე ევროპაში და ამერიკაში ვერ ჩახვალთ, ჩინური ვაქცინით კი ჩახვალთ, ჩინეთში, მონღოლეთში, ზიმბაბვეში და ასე შემდეგ… არჩევანი თქვენზეა, რა თქმა უნდა, მაგრამ საღი აზრი რომ გამოვიყენოთ ვერა?! მართლა დამღლელია…“

https://www.medrxiv.org/…/10.1101/2021.10.28.21265635v1…

ამ კვლევისდაფინსბსებისწყარო ძირითადადარის ჩინეთისმთავრობა:

Funding Statement:

This research was supported by grants from the Health and Medical Research Fund Commissioned Research on the Novel Coronavirus Disease (COVID-19), Hong Kong SAR (COVID1903003) (CKPM, SSN, GCL, MP and DSH), (COVID-190115 and COVID-190126, SAV), Guangdong Province International Scientific and Technological Cooperation Projects (2020A0505100063) (CKPM), the National Research Foundation of Korea (NRF) grant funded through the Korea government (NRF-2018M3A9H4055203) (CKPM), US National Institutes of Health (contract no. HHSN272201400006C) (MP), National Natural Science Foundation of China (NSFC)/Research Grants Council (RGC) Joint Research Scheme (N_HKU737/18) (CKPM and MP) and RGC theme-based research scheme (T11-712/19-N and T11-705/21-N) (DSH). Research was partly supported by Fast Grant ##2161 (Emergent Ventures) to G.K.A., and NIH grants (P01AI120943, R01AI123926 to G.K.A.; R01AI107056 to D.W.L.).


ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ჰონგ-კონგში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებსhttps://www.medrxiv.org/content/10.1101/2021.10.28.21265635v1?fbclid=IwAR0-19lzeMXW9CR00CTfRndYX5EY0iDMRssaOHoGrb5cjTdsBEbIlGUDMr4 ეხმაურება:

„ჰონკონგში ჩაატარეს კვლევა სადაც ერთამენთს შეადარეს ფაზიერის და სინოვაკის იმუნოგენობა (იმუნური პასუხის უნარი და ძალა).

შედეგებმა აჩვენა, რომ ფაიზერის უნარი ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის მხრივ მკვეთრად მაღალია სინოვაკზე, ხოლო სინოვაკის უნარი წაროქმნას უჯრედული იმუნიტეტი (CD4, CD8 T ლიმფოციტები) ვირუსის სტრუქტურული ცილების მიმართ გაცილებით მეტია ვიდრე ფაიზერის ვაქცინის. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში ფაიზერი რჩება „ჩემპიონად“, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა (ეს ფაქტორები დამოკიდებულია უჯრედულ იმუნიტეტზე) ორივე ვაქცინას თანაბრად გამოდის. ასე, რომ გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი სინოფარმი/სინოვაკით და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ მძიმე დაავადებისგან და როცა ბუსტერი შეგეხებათ დაიმატეთ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გნებავთ”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



„ფაიზერი“ სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ… „მოდერნა“ ცდილობს, გააკეთოს „აბდეითი“ ახალი შტამების…

17/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ფაიზერი“ ამ ეტაპზე არის ლიდერი. შემდეგ ადგილზეა „მოდერნა“. ამას წინათ ჩემს ფეისბუქგვერდზე დავდე კვლევა, სადაც ჩანს, რომ „ფაიზერი“ სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. „მოდერნა“ ცდილობს, გააკეთოს „აბდეითი“ ახალი შტამების წინააღმდეგ, იმედია, გამოუვა.

ხომ არის სხვადასხვატიპის მანქანები, ზოგი კომფორტულია, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ხომ წაგიყვანს მაინც. ზოგი ვაქცინა ჟიგულივითაა, „ფაიზერი“ არის „როლსროისი“. მალე „ფაიზერის; ფასის 170 დოლარამდეგაზრდას აპირებენ. ბიზნესი მაინც ბიზნესია!

ამ ეტაპზეცრაც ვიცით – მაგალითად, სპერმის ხარისხზე კვლევებმა აჩვენა, „ფაიზერთან“ ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია, „ატრაზენეკასთან“ მიმართებაში არ ვიცით. „ფაიზერს“ აქვე კარგი შედეგი მეძუძურ დედებში – არა მარტო დედა, ბავშვიც დაცულია. პატარა კვლევაა, მაგრამ საიმედო.

სხვა ვაქცინებზე ასეთი კვლევები არ არის და ეს არ არის ჩემი ბრალი. მე გაწვდით იმას, რაც არის.

-„ასრტაზენეკა“ ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა, ევროკავშირი „ასტრაზენეკას“ აღარ ყიდულობს. მასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვაა, მაგრამ საკითხს უნდა შევხედოთ ასე:

– ჩვენ ვსაუბრობთ გადაუდებელ სიტუაციაში გამოსაყენებელ ვაქცინებზე. როცა სრულყოფილი შეიარაღება არა გაქვს, როცა არა გაქვს ავტომატი, დანაც გამოგადგება – ასეა საქმე აქაც. კორონავირუსთან ომში გვაქვს დანები, ხანჯლები და ა.შ. ეს ვაქცინები სხვადასხვა ტიპის იარაღებია, ზოგი უფრო ეფექტურია, ზოგი კი ნაკლებად, ვიბრძვით იმით, რაც გვაქვს. იდეალური და 100%-იანი ვაქცინაარ არსებობს.

არის პლიუსებიდა მინუსები, მთლად უარაფრობას, სჯობს. ბევრი ქვეყანა „ასტრაზენეკას“ მოიხმარს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს…“

27 იანვარი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს:

„მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, – საქართველოში თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, – იმპორტიორებისადმი მოწოდებით, შემოიტანონ მედიკამენტები, პრობლემა ვერ გადაიჭრება, ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევს. ასევე ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით მსჯელობს, ჩვეულებრივი კომუნისტური გადმონაშთია და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. პირდაპირ ვაცხადებ, ეს საბჭო ფარსია და მათ პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს.

ჩამოვაყალიბებ, რა არის გამოსავალი:
1. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა – თოთოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პირადი ელექტრონული ბარათი. მე, გიორგი ფხაკაძეს, უფლება რომ მომცეთ, ქვეყანაში ამ ბარათს სამ თვეში დავნერგავ, სახელმწიფოში არსებული რესურსების საფუძველზე, ზედმეტი ტენდერების და ფინანსური დანახარჯების გარეშე. სამ თვეში ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა გადავიდეს პაციენტის ელექტრონულ ბარათზე. მე ეს ბევრ ქვეყანაში განმიხორციელებია.

2. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, თურქეთში დარეგისტრირებული მედიკამენტები საქართველოში ავტომატურად იქნება დარეგისტრირებუ;ლი. ეს უპრეცედენტო და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც დღემდე არავის გაუკეთებია. მადლობა მას ამისთვის, მაგრამ, ვიმეორებ, პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი, სავარაუდოდ, კორუმპირებული პირების მიერ, რომლებსაც მხოლოდ პირადი მოგება აინტერესებთ და არა ჯანდაცვის სისტენის და ქვეყნის განვითარება. პრემიერის ზემოთაღნიშნულ ნაბიჯს ერთი პატარა, მაგრამ აუცილებელი კომპონენტი უნდა დაემატოს – უნდა განხორციელდეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონში ჩაემატოს შემდეგი წინადადება: „საქართველოში რეგისტრირებული წამალი ქვეყნის ნებისმიერ აფთიაქში ხელმისაწვდომი უნდა იყოს“. თავიდან, ბუნებრივია, იქნება გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები, მაგრამ ამის მოგვარება შეიძლება. მოქალაქეს უნდა შეეძლოს, მისთვის გამოწერილი მედიკამენტი ნებისმიერ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში მიიღოს. ეს სისტემა არის აუცილებლად ასაწყობი და ის მედიკამენტებს გააიაფებს.
პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას სჭირდება არაკორუმპირებული ტექნიკური სამედიცინო ექსპერტები, რომელიც პროცესების სწორად წარმართვაში დაეხმარებიან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჯანდაცვის მინისტრის ირგვლივ მე ასეთ მიუკერძოებელ და პროფესიონალ ექსპერტებს ვერ ვხედავ. ჩანს, რომ მრჩევლებად არიან სხვადასხვა ბიზნესინტერესებში ჩართული პირები, რომლებიც პრემიერის ინიციატივას საფრთეს უქმნიან.
მე ვფიქრობ, მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, ჯერ ის სისტემაა ასაწყობი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. მეორე ეტაპზე კი ან პრემიერმა, ან პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ფარმაკომპანიებისთვის განისაზღვროს მაქსიმალური ზღვრული მოგება, რომლის ზემოთ ისინი ფასის მომატებას ვერ შეძლებენ. ეს მოაგვარებს საქართველოში მედიკამენტებზე არსებული არარეალური ფასნამატის პრობლემას.

3. ცვლილებების შემდეგი ეტაპი გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაციას. პატარა, 3 მილიონიან ქვეყანაში 471 მულტიპროფილური საავადმყოფო არ გვჭირდება. რეალურად, ეს კლინიკები არიან წურბელები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსებით იკვებებიან და ჯანდაცვის სისტემას ანადგურებენ. ექიმებს აქვთ დაბალი ხელფასები, რაც მათ აიძულებს, რამდენიმე ადგილას იმუშაონ, რაც თავის მხრივ ეფექტურობას ზიანს აყენებს.
კერძო კლინიკები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. რაც შეეხება სახელმწიფო საავადმყოფოებს, წინა ჯანდაცვის მინისტრმა დაიწყო საინტერესო რეფორმა, რომელსაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება. რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაცია. ყველა რეგიონში უნდა იყოს ერთი ძლიერი სახელმწიფო საავადმყოფო, თბილისში – 2 ან 3. რეფერალურ საავადმყოფოებში სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ჩადებული მაქსიმალური რესურსი და ინვესტიცია. იქ უნდა იყოს საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო მედპერსონალი, საუკეთესო შრომის ანაზღაურება და ა.შ.. ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისებს ძირითად მაინც სახელმწიფო აფინანსებს და ეს სახელმწიფო ფული უმჯობესია, არა კერძო კლინიკების მმართველების კოლოსალურ ხელფასებში, არამედ სახელმწიფო საავადმყოფოების განვითარებაზე დაიხარჯოს.
სახელმწიფომ კლინიკებისთვის მინიმალური სტანდარტები მაინც უნდა დააწესოს და სახელმწიფო საავადმყოფოებს მკურნალობის საუკეთესო სტანდარტები უნდა ჰქონდეთ. გარკვეული მიმართულებებით უნდა არსებობდნენ კერძო კლინიკებიც, მაგრამ მოსახლეობას ძირითადი სამედიცინო სერვისები სახელმწიფო საავადმყოფოების მეშვეობით და აუცილებლად მაღალი სტანდარტებით უნდა მიეწოდოს. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დაფინანსება ჯერ უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო საავადმყოფოებში და შემდეგ – კერძო კლინიკებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.

4. ხარისხი – ეს უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ინიციატივა, რომელიც მე წამოვიწყე და გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია, რომელშიც არ იქნება გარეული არც კერძო და არც სახელმწიფო ინტერესები. ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, აუცილებლად აკრედიტირებული უნდა იყოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მხოლოდ იმ საავადმყოფომ უნდა მიიღოს, რომელსაც მიღებული აქვს დამოუკიდებელი აკრედიტაცია. ამით ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხი. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს გულისხმობს ექიმების უწყვეტ სამედიცინო განათლებას, ინფექციის კონტროლს და ა.შ.. ამ სტანდარტების მინიჭებაში სახელმწიფო არ უნდა გაერიოს, რადგან პრაქტიკამ გვანახა, რომ ეს არ მუშაობს.

ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საჭირო იქნება დარგობრივი ასოციაციების ფუნქციონირების გარკვეულწილად გადახედვა, ასოციაციების რეაკრედიტაცია უნდა მოხდეს, რის შემდეგაც მათ გარკვეული ბერკეტები უნდა მიეცეთ. მედიცინის თითოეულ დარგში თითო ასოციაცია უნდა იყოს, რომელშიც იმ დარგის სპეციალისტები გაერთიანდებიან მმართველობის არჩევითი პრინციპით. სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციებმა უნდა იმუშაონ სტანდარტების შემუშავებაზე. ასევე ამ ასოციაციებმა უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები, რამდენი ექიმი სჭირდება ამა თუ იმ დარგში ქვეყანას. უნდა მოხდეს ფუნქციების დელეგირება და უნდა არსებობდეს ერთობლივი ლიცენზია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამედიცინო ასოციაცია…“, –

განაცხადა აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights