ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

„ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად „ასტრაზენეკა“ უნდა გაკეთდეს… – წარმოგიდგენიათ?!“

11/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ბოლო ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებით

საბოლოო ჯამში ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური. მათივე აღიარებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაქსიმუმ 50, 4 %-ია. შედარებისათვის, – „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა 94%-ია.

აქამდეც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი გაჟღავნების უფლება არ მქონდა. ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ. ისე, როცა რაიმეზე ირიბად გაფრთხილებთ, კარგი იქნება, რომ ქვეტექსტებს ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ;

სხვათა შორის, უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ შეიძლება, ჩინური ვაქცინის ორი დოზა არ იყოს საკმარისი და მესამეც იყოს გასაკეთებელი;

ზოგი ჩინელი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ პირველი დოზა ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად „ასტრაზენეკა“ უნდა გაკეთდეს, წარმოგიდგენიათ ხომ, რა დომხალია?!


შეგასხენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინები უკვე ჩამოსულია, ზოგი გვაჩუქეს და ზოგი ვიყიდეთ… რავ ვიზამთ…. ფულის შოვნა ისეთი რამეა ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა აკეთებს, როგორც შეუძლია…

ისე, ამ კონტექსტში ზოგიერთების გასაგონად, – სანამ რაღაცას გააკეთებთ, ერთი-ორი დღით ადრე სტრატეგიულად რომ გადახედოთ პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგს, ცუდი არ იქნებოდა.

ყველაფერს ჩქარა-ჩქარა რომ აკეთებთ თემების დალაგებით და ისე, რომ მაქსიმალურად მოტეხოთ ფული… ხომ იცით, რომ გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, იყო არასწორი გადაწყვეტილება… პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას!

რაც შეეხება „ფაიზერს“, უკვე წამოვიდა კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის აასკიდან შეიძლება და კომპანიამ ამერიკის წამლის სააგენტოში გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანა;

ახლა ნახევრად ხუმრობით, მსოფლიოში რამდენიმე კორონავაქცინაა, მაგრამ „ვაქცინების ხაჭაპური“ ბოლომდე არც ერთი არ არის გამომცხვარი, ყველაზე ახლოს გამოცხობასთან მაინც „ფაიზერია“….


გავიმეორებ: – ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია. უნდა იყოს ღია დიალოგი და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოქალაქეებთან საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. ასევე მათ უნდა განუმარტონ ხალხს, რომ სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის და მისი გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამაზე გიორგი ფხაკაძე კი არ უნდა ლაპარაკობდეს 24 საათი. საქართველოში არსებობენ სამსახურები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამის გაკეთება და ამაში ხელფასს იღებენ!

საქართველოში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე სამი კვირის წინ გამოვაცხადე, დღეს ეს უკვე საქართველოს ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს.

გაუფრთხილდით თავს…. დაიცავით ორ მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან ზემოთ! გახსოვდეთ – სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის!“- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია. ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, – თქვა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა – გაო ფუმ, შაბათს, ქალაქ ჩენდუში გამართულ კონფერენციაზე. ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდნენ (რომელიც ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მ-რნმ ვაქცინაა). მიიჩნევდნენ, რომ ბევრად სანდო და ეფექტიანი იყო ჩინური, ძველი ტექნოლოგიით (ინაქტივირებული მეთოდით) დამზადებული ვაქცინები და პეკინმა ასობით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა მიაწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. „დღესდღეობით ოფიციალურად განიხილება, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნოლოგიის ვაქცინები იმუნიზაციის პროცესში“, – განაცხადა გაომ. კვირის პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ არ უპასუხეს კითხვებს გაოს კომენტართან ან ვაქცინციის გეგმებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა CDC-ის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეველოპერები მუშაობენ mRNA-ტექნოლოგიის ვაქცინებზე. „ჩვენს ქვეყანაში შემუშავებული mRNA ვაქცინები კლინიკური გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა“, – თქვა უანგ ჰუაკინგმა. მან ჯერჯერობით არ მიუთითა გამოყენების შესაძლო ვადები. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიების ვაქცინების ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა ეფექტიანობა გაზარდოს. ბრიტანეთში მკვლევრები Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციით იმუნიზაციის შესაძლო შედეგებს იკვლევენ. ჩინეთის სახელმწიფოს წამლის მწარმოებლების, სინოვაკისა და სინოფარმის მიერ შექმნილი ვაქცინები ექსპორტირებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში, მათ შორის: მექსიკაში, თურქეთში, ინდონეზიაში, უნგრეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში, იტყობინება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სინოვაკის ვაქცინის ეფექტიანობა ბრაზილიის ჯანდაცვის ექსპერტებმა 50.4%-ით შეაფასეს (შედარებისთვის, Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობა, დღეის მონაცემებით, 97%-ია). ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ეფექტიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციების არარსებობის გამო ჩინური ვაქცინები არ გაიყიდება შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. სინოვაკის სპიკერმა ლიუ პეიჩენგმა აღიარა, რომ დღეის მონაცემებით არსებობს ჩინური ვაქცინების სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელები, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს ადამიანების ასაკით, ვირუსის შტამით და სხვა ფაქტორებით. პეკინს დღემდე არ დაუმტკიცებია არც ერთი უცხოური ვაქცინა ქვეყანაში გამოსაყენებლად. გაომ დაწვრილებით არ ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა: „ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა სარგებელი მოაქვს mRNA ვაქცინებს კაცობრიობისთვის… ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა ამ ტექნოლოგიის ვაქცინები არ უნდა უგულებელვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ტიპის ვაქცინა“. გაო ადრე ეჭვქვეშ აყენებდა mRNA ვაქცინების უსაფრთხოებას. ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ დეკემბერში განაცხადა, რომ ვინაიდან ახალი ტექნოლოგიის ვაქცინებს პირველად იყენებდნენ ჯანმრთელ ადამიანებზე, ვერ გამორიცხავდა უარყოფით გვერდით მოვლენებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, პოპულარულმა ჯანმრთელობისა და მეცნიერების სააგენტოებმა ეჭვქვეშ დააყენეს Pfizer-BioNTech ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. 2 აპრილის მონაცემებით, გაოს განცხადების თანახმად, ჩინეთში დაახლოებით 34 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორი დოზა და დაახლოებით 65 მილიონმა – ერთი დოზა. სინოვაკის სპიკერმა, ლიუმ განაცხადა, რომ კვლევების თანახმად, თუ ვაქცინაციის ორ დოზას შორის დროის ინტერვალი მეტი იქნება ამჟამინდელ 14 დღეზე, ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება „უკეთესი იყოს“, მაგრამ კონკრეტული კვლევის შედეგები და დოკუმენტაცია დადასტურებულ მაღალ ეფექტიანობაზე, გამოყენებული პრაქტიკის მიხედვით, ჯერჯერობით არ არსებობს.


ლინკი

https://apnews.com/article/beijing-immunizations-chengdu-coronavirus-pandemic-china-675bcb6b5710c7329823148ffbff6ef9?fbclid=IwAR2wA20vcpBLqy_mmIVctr9fBmV-UKx64oWSioPmkNEg5ZWnN1q33Pl5rX4




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში… სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ…“

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„მძიმე დროა, მაგრამ ამასაც გადავიტანთ. სიყვარული, სითბო, ერთად დგომა გადაგვარჩენს! ეს არის ერთადერთი გზა!

კაცობრიობას ნებისმიერი ეპიდემიის, სირთულის დროს ასე ემართება, – ჯერ ვართ დაბნეულები, შემდეგ გვაქვს აგრესია, ბოლოს იმარჯვებს საღი აზრი და გამოსავალს ვპოულობთ. ადამიანები, რომლებსაც აქვთ საღი აზრი, აიღებენ მართვის სადავეებს და დაალაგებენ სიტუაციას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალ აღდგომას ჩვენ ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ ვიქნებით.
მე, როგორც იცით, მომხრე ვარ პანდემიის დროს მკაცრი ჩაკეტვის და გონიერი რეგულაციების, მაგრამ ეს ნახევრად დაკეტვა და ხან ჩაკეტვა და ხან გახსნა, ეს ვითომ-ვითომ რეგულაციები არის ბლეფი. მთავრობამ ვერ ისწავლა პანდემიისას სწორი მოქმედება, ვერც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა ვერაფერი.“
მისი თქმით, ახლა ყველგან დეპრესიული ფონია. დეპრესია არის გადამდები.

„შეუწყვეთ ხელი ადამიანებს, რომ აღარ იყვნენ დეპრესიულები და აგრესიულები, მაგრამ თუ ხედავთ, – თქვენი მცდელობა არ ჭრის, განერიდეთ აგრესიას, მოიშორეთ ასეთი ადამიანები, ონლაინ სივრცეში კი დაბლოკეთ. მთავარია, იყოთ პოზიტიურები და თქვენს ირგვლივ გყავდეთ პოზიტიური ადამიანები. პოზიტივი ქმნის პოზიტივს.
მე ვარ ჩემს მეგობრებში ყველაზე ენერგიული და ოპტიმისტი ადამიანი, მაგრამ რამდენჯერმე რაღაც დეპრესიისმაგვარი შემეპარა. თავს ვუთხარი, ასე არ შეიძლება, შეჩერდი. თქვენც გირჩევთ – პოზიტივზე, სიყვარულზე იფიქრეთ, თუ გაქვთ ამის საშუალება, მეგობრეზე, ახლობლებზე იფიქრეთ. მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც მოგწონთ, უყურეთ საყვარელ ფილმს, გადით ბუნებაში, მხატვრობა გიყვართ? – დაათვალიერეთ ნახატები. იკონტაქტეთ ყველაფერ პოზიტიურთან და ნეგატივი მოიშორეთ.

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წელს მივხედავთ ეპიდემიას, 2021 წელი ჩვენ „გავმაზეთ“, ჩავიკეტებით-გავიხსნებით და ასე. ახლა საქართველოში უკვე აღარ არის რეანიმაციული საწოლები.
მე მაინც იმედი მაქვს, წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, – როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე. გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში, იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება. მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები.
იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე სიტუაცია კონტროლქვეშ იქნება, საქართველოში გონს მოვა ის, ვინც გონს უნდა მოეგოს და გასაკეთებელს გააკეთებს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Dr Giorgi Pkhakadze: We have good news

24 May, 2021

Expert Dr Giorgi Pkhakadze spreads news based on research.

“We have excellent news, the first study in the UK on the Indian mutation of Covid has been conducted, as well as the effectiveness of AstraZeneca and Pfizer have been tested: Pfizer – 1 dose 33.5%, two doses 87.9%; AstraZeneca – 1 dose 33.2%, two doses 59.8% Everything will be fine!

It would be good for the producers of other vaccines to conduct similar independent and high-level studies,” Dr Pkhakadze wrote.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-we-have-good-news/

„გაზიარებული ინფორმაცია მცდარია, დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე…”



27/01/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება ექიმ გიორგი ღოღობერიძის ვიდეო მიმართვას, სადაც ის კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” შესახებ საუბრობს:

„არაერთმა ადამიანმა ჩამიგდო ეს ლინკი.

კოვიდი არის გაციება?! პოსტკოვიდი სად არის?

საინტერესოა, მაგრამ ზღაპრებზე რატომ გადავდივართ?! მოკლედ, რა…

დღეს დაზუსტებით არაფერი ვიცით ამ ვირუსის ახალი შტამის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იქნება 2-3 კვირაში, ისიც ნაწილობრივ, ვაქცინების კუთხით.

გაზიარებული ინფორმაცია არის “misleading”(მცდარი).


იქნებ კლინიკურ საკითხებს მივხედოთ და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ამ ეტაპზე თავი ავარიდოთ.

ყველას გვაქვს ჩვენს (სამედიცინო) სფეროში ლიცენზიები და მივყვეთ ჩვენს დარგს…

ყველა ახალგაზრდა კოლეგის აქტიურობას მივესალმები, მაგრამ სჯობს, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…

ექიმი საუბრობდე პანდემიაზე და არ ახსენო ვაქცინაცია?! ეს, უბრალოდ, ეთიკის საკითხია. სამედიცინო ეთიკა და დაუწერელი სამედიცინო კოდექსი არასდროს არ უნდა დავარღვიოთ.

რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე… იმედია, ვცდები…

P.S.: ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები …” – წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze






„რუსეთის მაინც დაიჯერეთ… არის საკმაოდ რთული. გრძელი კოვიდი ტოვებს ჯანმრთელობის გრძელვადიან…“

17/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კარგი, ჩემი არ გჯერათ… კარგი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების არ გჯერათ … აგერ, ბატონო, რუსეთის მაინც დაიჯერეთ… პოსტკოვიდური მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გრძელი კოვიდი ტოვებს ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა… 30% -მდე კოვიდგადატანილებს რჩებათ ან უჩნდებათ 1-2 ან 6 თვეში ეგრეთ წოდებული „გრძელი კოვიდი”… გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე… დროზე აიცერით „ფაიზერით”, სანამ ის ხელმისაწვდომია საქართველოში…გახსოვდეთ, ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი. დაიცავი თავი, რომ არ დაგემართოს გრძელი კოვიდი”, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ღოღობერიძე გიორგი ფხაკაძესთან დაპირისპირების შესახებ – „არა მგონია თვითონ გიორგი იყოს…

31 მაისი, 2022

#drpkhakadze

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელ, პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან მცირე გაუგებრობის შესახებ ისაუბრა.

-„ჩემსა და გიორგის შორის იყო ერთი ეპიზოდი მხოლოდ და მხოლოდ, ამ პოსტების გასროლის, მეტი აღარაფერი, ჩემი აზრით, ცოტა ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. ზოგადად, ექიმები ძალიან ტოლერანტული ხალხი ვართ, ნაკლებად გვიყვარს რაღაცების სროლა, მით უმეტეს სხვისთვის. ძალიან არაკონფლიქტური ვარ, უბრალოდ ეს ერთი ეპიზოდი იყო.

ამას ჰქონდა შესავალი, ომიკრონი როცა გამოჩნდა, მქონდა ჩართვა, – საზოგადოებას მივმართე, ვთქვი, რომ ომიკრონი, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ვარიანტები იყო, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდები ჩაივლის შვიდად. შეიძლება ომიკრონი ბოლო შემთხვევა იყოს და კოვიდი ისე აქტიურად აღარ ფიგურირებდეს ჩვენს ცხოვრებაში. შემდეგ მოვლენებმა აჩვენა, რომ ასეც მოხდა. გიორგი ფხაკაძეს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება. არა მგონია თვითონ გიორგი იყოს ჩემზე გაბრაზებული“.

გიორგი ღოღობერიძემ და გიორგი ფხაკაძემ ერთმანეთი საჯაროდ გააკრიტიკეს, როდესაც კორონავირუსი აქტიური იყო.

გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გიორგი ღოღობერიძეს უპასუხა:

-„მე გიორგი, როგორც სპეციალისტი, ძალიან მიყვარს. თავის დროზე ყველა რომ დაესია, ლანძღვა-გინებაში რომ იყო, მე გამოვედი და ვთქვი, – ნეტავ, ასეთი ახალგაზრდები ქვეყანაში ბევრი იყოს, ცოდნა არის, ის, რაც გადაარჩენს ამ ქვეყანას. გიორგისთან მქონდა მიმოწერა. მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი არის ონკოლოგი, ჩვენ შეიძლება სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, ეს არის ნორმალური. ონკოლოგიაში მე არ ვარ კომპეტენტური, ონკოლოგიური რამე პრობლემები თუ ექნება ახლობელს ან მეგობარს, მე ვიცი, გიორგის შემიძლია მივმართო, ამ სფეროში არის კომპეტენტური. როგორც მე არ ვარ კომპეტენტური ონკოლოგიაში, ისე ყველა ვერ იქნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ის, რასაც მე გლობალურ სურათს ვუყურებ, საქართველოში მყოფ ადამიანი უფრო საქართველოს, ეს ნორმალური ამბავია, აქ შეიძლება იყოს ინფორმაციის ნაკლებობა“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



„ვაქცინაციის შემდეგ და ინფიცირების შემდეგ იყავით ფრთხილად და არ დაგავიწყდეთ“ – გიორგი ფხაკაძე

22/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„გუშინ საკმაოდ ძლიერი კვლევა დაიდო სამედიცინო პირბადის ეფექტურობაზე ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ.

ამაზე ძლიერი არგუმენტი, არ ვიცი მეტი რაღა გინდათ. სამედიცინო პირბადე არის საუკეთესო თავდაცვის საშუალება, გაიგეთ რა.

ვაქსერი თუ ანტივაქსერი … სამედიცინო პირბადე არის ყველაზე აუცილებელი, ყველაზე ეფექტური და ყველაზე “ტრადიციული” თავდაცვის საშუალება ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ

გთხოვთ, ვაქცინაციის შემდეგ და ინფიცირების შემდეგ იყავით ფრთხილად და არ დაგავიწყდეთ, რომ სამედიცინო პირბადე დამატებითი თავდაცვის საშუალება არის.

ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

Most environments and contacts are under conditions of low #virus abundance (virus-limited) where surgical masks are EFFECTIVE at preventing virus spread. More advanced masks and other protective equipment are required in potentially virus-rich indoor environments including medical centers and hospitals. #Masks are particularly effective in combination with other preventive measures like #ventilation and #distancing. #MasksWork #MasksSaveLives

https://science.sciencemag.org/…/05/19/science.abg6296



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ასეთ სისულელეებს არავის ვაპატიებ! ვარ და ვიქნები ხალხის სადარაჯოზე!“- გიორგი ფხაკაძე

02/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის შესახებ საუბრობს:

„ყველა კათოლიკეს ვულოცავ დღევანდელ დღევაქცინას, ძალიან დიდი დღესასწაულია.

აღარ ვაპირებდი ვაქცინაციაზე საუბარს, უკვე დავიღალე ამაზე საუბრით. რასაც ვამბობ, 2-3 თვეში ხდება.

მე ვთქვი, სისულელეებს როგოც კი დავინახავ, აუცილებლად ვილაპარაკებ“.


მისი თქმით, საქართველოში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინის საკითხი ვერ დაალაგეთ, რა ჩინური ვაქცინის შემოტანაზეა ლაპარაკი, რომელი კვლევების საფუძველზე აკეთებთ დასკვნას, ფეისბუქის კვლევების საფუძველზე?!


„არაპროფესიონალიზმი მესმის, მაგრამ ასეთი დონის მავნებლობა რა უბედურებაა?

ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერში ფულის გაკეთება, აფერისტობა. ხალხნო, არ შეიძლება, რა!

ამოვიდა ყელში, კორუმპირებული ხალხის და არაპროფესიონალების ბუდეა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გაანადგურეთ ქვეყანა, – მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, გეუბნებით, იწყება მესამე ტალღა, მაგრამ არა,- მიდის ქეიფი და მერე გამოდიან შეწუხებული სახეებით.

პირდაპირ ვეუბნები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ხართ ძალიან პატივცემული ხალხი, ყველა ვართ კოლეგები, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, გავიგეთ, რომ კორუმპირებულები ხართ, ქვეყანაში ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ყველამ ყველაფერი იცის!

ერთი თხოვნა მაქვს, ამ სისულელეებს ნუ აყვებით!

თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს გაუკეთონ ჩინური ვაქცინა!

ვაქცინა უნდა იყიდოთ მწარმოებლისგან, დადონ მწარმოების კონტრაქტი, სად არის მწარმოების კონტრაქტი?“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, მსოფლიოში ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, პირველი არის კორუფცია, შუამავლები ყიდიან ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ ძვირად ამ ვაქცინებს!


„ჩინეთის მთავრობა ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას, მოგცემს 100 ათას ვაქცინას! ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია!

გადასაყრელი ფული გაქვთ? – კი ბატონო, იყიდეთ! იმის მაგივრად, 100-100 ლარი დაურიგოთ მოსახლეობას, ამ სისულელეებზე ხარჯავთ ფულს!

დაასაწყობეთ ჩინური ვაქცინა. ვაი, თქვენი ბრალი, თუ დაიწყებთ ჩინური ვაქცინით აცრას, მე ვიქნები ყველაზე პირველი ანტივაქსერი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, 24 საათი ვიქნები ლაივში. ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!

მე, რაც ინფორმაციული კამპანია მაქვს გაკეთებული ვაქცინასთან დაკავშირებით, არც ერთს არ გაგიკეთებიათ!

ამბობენ, ძლიერი მარეგულირებელია უნგრეთი, ვინ არის უნგრეთი?! კორუმპირებული, განადგურებული, ადამიანის უფლებები არ არის, ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ!

საფრანგეთის მაგალითს რატომ არ იღებთ? გერმანიის მაგალითს რატომ არ იღებთ? ბრიტანეთის მაგალითს რატომ არ იღებთ?

უნგრეთი და ზიმბაბვეა შენთვის მაგალითი?

ესენი არიან მავნებლები! ყველაფერი ეს ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან.

მე ჯანდაცვის სამინისტროსთან პრობლემა არა მაქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის სამინისტროს!

მე არაფრის მეშინია, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც არ არის პოლიტიკაში და ბიზნესგარიგებებში გარეული. პოლიტიკოსებიც ხმას ვერ იღებენ, იმიტომ რომ გარეულები არიან ბევრ რამეში და ბოლომდე მაინც ვერ ლაპარაკობენ!

გამოდიან ყოფილი მინისტრები და ჭკუას გვარიგებენ. როცა იყავით თანამდებობებზე, მაშინ მიგეხედათ საქმისთვის! რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ვინც მართალია, ის თავის თავზე არ მიიღებს ამას“, – აღნიშნა მან.


გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ქვეყანა გაანადგურეს.


„ჰგონიათ, რომ გიორგი ფხაკაძე გაჩუმდება. საავადმყოფოების აკრედიტაციას მაინც გავაკეთებ, ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი და აუცილებლად გავაკეთებ. თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ. განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეს არის მავნებელი ორგანიზაცია. ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რაც მაგათ ჩაიდინეს, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ხალხს ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ვაქცინის გაკეთება, ამათ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან!

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა მაქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებთან, ვეხმარები და რჩევებს ვაძლევ, დამირეკეთ და შემეკითხეთ! ჯანდაცვის სამინისტრო მიკავშირდება, პრემიერ-მინისტრი მიკავშირდება, თანამდებობის სხვა პირებიც მიკავშირდებიან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ისეთი ჭკვიანები არიან, არ მიკავშირდებიან, იციან, რომ ღიად ვამბობ სიმართლეს, პირდაპირ ვეუბნები, რომ არ არიან მართლები. საქართველოში მათ ვერავინ ეწინააღმდეგება.

მთავრობა ამბობს, რომ ძლიერი მარეგულირებლის მიერ არის ვაქცინა აღიარებული. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? რემდისივერის შემოტანაზე როცა საუბრობდნენ, ამბობდნენ, ამერიკის წამლის სააგენტომ თქვა, უნდა შემოიტანოთო. მაქვს შეკითხვა, ასტრაზენეკას ვაქცინა ახლაც არ არის დარეგისტრირებული ამერიკაში, ამერიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით ხალხი არ იცრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს. მიპასუხეთ, ეფდიაის რეკომენდაცია არის თუ არა ძლიერი? თქვენ გგონიათ, ხალხს ინტერნეტი არა აქვს?

მე ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ, ასეთ სისულელეებს არავის ვაპატიებ! ვარ და ვიქნები ხალხის სადარაჯოზე! რასაც მე ვაკეთებ, ნეტავ თქვენ აკეთებდეთ ამის 10%-ს. თქვენგან განსხვავებით მე არაფერს არ ვითხოვ, თანამდებობა არ მინდა, არ მაინტერესებს, პოლიტიკა არ მინდა და არც მაინტერესებს, არც ბიზნესი მაინტერესებს, შეიგნეთ!

ახლა საქმეს ვაკეთებ ჩემი რესუსრებით, ქრთამიც არ ამიღია ცხოვრებაში, სხვებისგან განსხვავებით!

ყველა სამსახური გამოცდების ჩაბარებით, ტესტირებებით მაქვს დაწყებულია, ასე მაქვს მიღებული ყველა თანამდებობა!

საქართველოში რომელ ექსპერტს უნდა ველაპარაკო? – კორუმპირებულს?!

ქვეყანაში არის ორი პრობლემა, – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია! კონცეტრირებული უნდა იყოთ ამ ორ პრობლემაზე!

კანადაში და საფრანგეთში 55 წლის ქვემოთ მოსახლეობას ასტრაზენეკას ვაქცინას არ უკეთებენ, გარმენიაში აკრძალულია 60 წლის ქვემოთ მოსახლეობის ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა.

გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, – ფრთხილად იყავით!

სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“.

ვაცხადებდი, მესამე ტალღა დიდი ხანია დაწყებულია, ორი კვირის წინ დაიწყო. ყველა ზომაა მისაღები. ხომ ვამბობდი, აპრილში იქნება მესამე ტალღა. ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ მომხდარიყო. მე თუ ვიცი, საფრანგეთიდან, რაც ხდება საქართველოში, იმათ არ იციან?

ვინ არის ამაში დამნაშავე? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან უნდა წასულიყვნენ პენსიაში, უნდა გადამგდარიყვნენ ხელმძღავენლობაც, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ამაზე პასუხისგებელი. მე ვამბობ სიმართლეს. რაც მოხდება არასწორი, ვიტყვი მაშინვე. გიორგი ფხაკაძე არ იყიდება. რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ვერ გამაჩუმებთ, სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. არ გავჩერდები! პირბადეებზე ფასის დაწევა ვერ მოინელეს, რაც გავაკეთე! ახლა ვაქცინით უნდა გააკეთონ ფული!

რაც პანდემია დაიწყო, რამე ტყუილი ვთქვი და არ მოხდა ჩემი ნათქვამი?

ამ მთავრობას საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი, განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თქვენი არ სჯერა მოსახლეობას!

ქვეყანა მიდის ქვემოთ, ქვეყანა ნადგურდება. კი არ უნდა შეაშინოთ ხალხი, გეგმა დადეთ.

იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. შენ როცა გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში მესამე ტალღა ორი კვირის წინ დაიწყო.

ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუილებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ,ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მაშინ როგორ გაყიდიან “ფუფალას რეცეპტით” დამზადებულ წამალს?! – სიმართლე ვის უნდა?! … “

21/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„შეკითხვა არ გიჩნდებათ, ჩინური და რუსული ვაქცინები რატომ არ/ვერ გადიან რეგისტრაციას ევროპის წამლის სააგენტოში ისე, როგორც ასტრაზენეკა, მოდერნა, ფაიზერი, ჯონსონი?! ალბათ, იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან, დამოუკიდებელი ექსპერტები იტყვიან სიმართლეს … სიმართლე კი ვის უნდა?! … ვის აინტერესებს?!… მაშინ როგორ გაყიდიან “ფუფალას რეცეპტით” დამზადებულ წამალს?!.

ვაქცინაციის პროცესი უნდა იყოს
ნებაყოფლობითი,
უსაფრთხო,
ეფექტური,
გამჭვირვალე და
პროფესიონალების მიერ მართული! ….“ – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

2021 წლის 20 აპრილის შეხვედრაზე EMA– ს უსაფრთხოების კომიტეტმა (PRAC) დაასკვნა, – COVID-19 ვაქცინის ჯანსის პროდუქტის შესახებ ინფორმაციას უნდა დაემატოს გაფრთხილება დაბალი თრომბოციტებით უჩვეულო თრომბების შესახებ. PRAC– მა ასევე დაასკვნა, რომ ეს მოვლენები შეტანილი უნდა იყოს, როგორც ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.

https://www.ema.europa.eu/ – COVID-19 ვაქცინა იანსენი: EMA პოულობს შესაძლო კავშირს იშვიათ შემთხვევებში სისხლის უჩვეულო თრომბებით დაბალი თრომბოციტებით

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„აკრედიტაციის შედეგად ქვეყანაში გვექნება კარგი და ძალიან კარგი საავადმყოფოები. ჩვენ უნდა მივხედოთ…

31/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



აზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს:

„მცირე განმარტება ვაქცინებთან დაკავშირებით, – უკვე სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერონ „ასტრაზენეკას“გამოყენება 55-60 წელზე ქვემოთ ასაკის ადამიანებში (გერმანიამ – 60 წელს ქვემოთ, კანადამ და საფრანგეთმა – 55 წელს ქვემოთ)

ევროპის ძლიერი მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან ვაქცინაციის პროცესს. მიღებული გადაწყვეტილებები ძლიერი ინდიკატორია იმის, რომ საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს მხოლოდ ევროპელი მეგობრებისგან.
საქართველოში არ უნდა შემოვიტანოთ არც ერთი COVID-19 ვაქცინა და მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის და ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიერ რეკომენდირებული არ არის.
რამდენი ხნის წინ ვთქვი „ასტრაზენეკას“ შეჩერების საჭიროებაზე 55 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანებში და გავილანძღე. როცა რაღაცას ვამბობ, გთხოვთ, დამიჯერეთ, მეტი რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი.

„ნოვავაქს“ რაც შეეხება, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ეს ვაქცინა კარგია.
ამ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მძლავრ იარაღად ისევ რჩება სამედიცინო პირბადე და მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ის.
ასევე, უნდა დავნერგოთ ელექტრონული ჯანდაცვა, – ეს არის ის, რაც დღესვეა გასაკეთებელი და ძალიან ფრთხილად უნდა ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
რაც შეეხება „საქართველოს აკრედიტაციას“, გიორგი ფხაკაძის თქმით, უკვე 9 სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა დამოუკიდებელი და ნებაყოფლობითი აკრედიტაციის გავლის სურვილი, კიდევ რამდენიმე მუშა პროცესშია.


-„ აკრედიტაციის შედეგად ქვეყანაში გვექნება კარგი და ძალიან კარგი საავადმყოფოები.
ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც არის იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტი, მოგიწოდებთ თანამშრომლობისკენ – „საქართველოს აკრედიტაცის“ ინიციატივის ფარგლებში ერთ-ერთი ინდიკატორი არის პაციენტის უფლებები და გთხოვთ, ამ მიმართულებით ჩაერთოთ პროცესებში.
ასევე მივმართავ პაციენტის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, კარგი იქნება, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უფლებების მიმართულებით ვითანამშრომლოთ.
მივმართავ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტებს, კოლეჯებს – ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური ინსტიტუციების ჩართულობა აკრედიტაციის პროცესში უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტებისა და ინდიკატორების გაუმჯობესების კუთხით.
დღეს უკვე ჩატარდა ერთი შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. კვირის ბოლომდე სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და იმ მინიმალურ ინდიკატორებზე იქნება საუბარი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების საშულაებას მოგვცემს.


შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი:
1. პაციენტის უფლებების დაცვის მიმართულებით და
2.უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ხარისხის სტადარტების ინდიკატორების შემუშავების მიმართულებით. ორვე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდება კვირის ბოლომდე.

შესაბამის ორგანიზაციებსა და აკადემიურ ინსტიტუციებს გთხოვთ, აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გამომიგზავნეთ წერილი პირად შეტყობინებაში ან accreditation.ge მითითებულ მეილზე – info@accreditation.ge
რამდენიმე უნივერისტეტმა უკვე გამოხატა თანამშრომლობის სურვილი, ამ ინფორმაციას დავდებ ვებგვერდზე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე.
ჩვენ უნდა ავაშენოთ არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო
დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights