ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
მთავარისამინისტრო„ეს არის ძალიან მძიმე რამ, რის უფლებასაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს...

„ეს არის ძალიან მძიმე რამ, რის უფლებასაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს თავს ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მიიღებოდეს მედიკამენტებზე გადაწყვეტილებები და მაინც უშვებს ასეთ რამეს“ – ჯანდაცვის მინისტრი

„საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან.

მე კარგად მესმის მათი ემოციები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები შემგუებელი იმ პოლიტიკოსების ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები არიან და პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი ან განზრახ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, ან, უბრალოდ, დილეტანტობასთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არაეთიკური და ამორალურია, როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა მედიკამენტები, არასწორი შთაბეჭდილებები იქმნება.

„ეს არის ძალიან მძიმე რამ, რის უფლებასაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს თავს ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მიიღებოდეს მედიკამენტებზე გადაწყვეტილებები და მაინც უშვებს ასეთ რამეს“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტების შესაფასებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად, დღის წესრიგში არსებულ ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილებები მხოლოდ რაციონალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იქნას მიღებული.

„ყველა იმ სახელმწიფოს მსგავსად, სადაც ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ამ მედიკამენტებიდან რომელი გამოიყენონ, საქართველოსაც უწევს დაელოდოს, ვიდრე ყველა კითხვის ნიშანი არ იქნება განეიტრალებული და ყველა პასუხი არ იქნება ნაპოვნი, რომელიც, რეალურად, მოგვცემს შესაძლებლობას და შექმნის საფუძველს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

ზუსტად ამას ისახავდა მიზნად ჩემი ბრიფინგიც, როდესაც მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა მედიკამენტის შესახებ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მედიკამენტები არის პანაცეა და გააჩნია განკურნების პოტენციალი, ბრიფინგის შემდეგ, დისკუსიას ეს საკითხი ჩამოსცილდა. შედეგად, კონცენტრირებულები გავხდით უფრო მეტად მედიკამენტებზე, მათ შეფასებებზე“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა - რას ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights