შაბათი, აპრილი 25, 2026

„ასეთ რამეებს თუ აკეთებთ, რატომ გაქვთ 9 საათზე კომენდანტის საათი?!“- გიორგი ფხაკაძე

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ამ კვირას ბათუმში ფეხბურთის სტადიონი ხალხით რომ იყო გადაჭედილი, ეს იყო კაგასტროფა. netav, ამის ორგანიზატორების თავში ჩამახედა. პირდაპირ ვამბობ, ვინც მიტინგებს აწყობს, ვინც სტადიონებს ავსებს, ესენი არიან ქვეყნის მტრები! ასეთ რამეებს თუ აკეთებთ, რატომ გაქვთ 9 საათზე კომენდანტის საათი?! ლოგიკას ვერ ვხედავ!“

მისი თქმით, ევროპა დაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია მიდის.

„ევროპა დაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია მიდის. საქართველოში ყველაფერი ღიაა და არც ვაქცინაციაა. ის რამდენიმე ათასი ვაქცინირებული არაფერს ნიშნავს. ეს პოლიტიკური ტრიუკია. იცით, როგორ მეცოდებიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ამ ჩინურით აცრას აიძულებენ?! ერთი, ორი, სამი დოზა ექნებათ გასაკეთებელი და მაინც დაავადდებიან, რადგან ეს ვაქცინა არ იცავს. არ არის კვლევები. როგორ გითხრათ, კარგია-თქო?!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით მცირდება, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია…“

11 მაისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

-„ზოგადად, მსოფლიოში კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით 2022 წლის მარტიდან მცირდება და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% არის მიღწეული.
სამწუხაროდ, ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ზე დაბალია, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო, იქ ახალი ტალღების დარტყმა უფრო რთული იქნება (ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობა).
სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების მე-5 ტალღა დაიწყო… ცნობისათვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 36% აარის აცრილი… და საქართველოში მხოლოდ 10%-მდე არის აცრილი (ფაიზერის 3 დოზით).
სავარაუდოდ, საქართველო სამხრეთ აფრიკის სცენარით წავა და არა შვეიცარიელი ან ფრანგული სცენარით … ოღონდ 1-2 თვის დაგვიანებით ანუ ივნის/ივლისში.
გამოვიყენოთ ეს 1-2 თვე, რომ მოვემზადოთ!
გავაძლიეროთ ვაქცინაცია ფაიზერით და შემოვიტანოთ მოდერნა.
მოვიმარაგოთ ჟანგბადი.
პირბადეების მარაგი არ შევამციროთ.
სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღება/გადამზადება.
პროტოკოლების გადასინჯვა და ტრენინგების გაძლიერება.
მოსახლეობის ინფორმირება სწორი საინფორმაციო კამპანიით.
ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ….
ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze
Nearly 6 months after researchers in #SouthAfrica identified the #OmicronVariant, 2 offshoots of the game-changing #SARSCoV2 lineage are once again driving a surge in #COVID19 cases there.
Note that only 36% of the population have been vaccinated.
64% of the population are unvaccinated (NOT received a single #COVIDvaccine dose). Vaccination coverage matters!
#GetVaccinated #GetBoosted #VaccinesWork
https://www.nature.com/articles/d41586-022-01240-x



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



Георгий Пхакадзе: Нам придется использовать маски и после вакцинации

6 Мая, 2021

По словам эксперта по вопросам здравоохранения, профессора Георгия Пхакадзе, людям придется использовать маски и после вакцинации.

Как заявил Пхакадзе, для победы над пандемией коронавируса нужно время, а общество должно продолжать соблюдать правила.

«Нам придется использовать маски и после вакцинации. Давайте сделаем вакцину и все будет хорошо, это не совсем так. Для этого требуется время и мы должны быть в безопасности. Мы должны открыть нашу страну, бизнес, мы должны открыть наш туристический сезон, но подготовленными, вооруженными и, самое главное, нам нужно знать, куда мы идем», – заявил Георгий Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-nam-pridetsya-ispolzovat-maski/


„ეს პერიოდი გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე” – გიორგი ფხაკაძე

8 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze
„ჩემს მეგობრებს ვუთხარი, საქართველოში წასვლას თუ აპირებთ, ახლა წადით და ნოემბრისთვის წამოდით-მეთქი. მეც ამიტომ ამოვირჩიე ეს დღეები. ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები, იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება. იდეალური სიტუაცია არ არის ქვეყანაში, მაგრამ ახლა საქართველოში ჰყოფნის საუკეთესო პერიოდია. ეს პერიოდი გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე”, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




„კოვიდით გარდაცვლილთა 30% „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული…“ – გიორგი ფხაკაძე

16/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები – ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის – 79%. „ასტრაზენეკათი“ დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში – 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.

ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30% „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.

ინდური შტამი იმდენად ვერაგია, ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.

ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არ არის აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?! საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერშ“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს“-გიორგი ფხაკაძე

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„ისრაელი არის ქვეყანა! ჩვენ რამდენი ათეული წელი დაგვჭირდება, რომ ამ დონემდე მივიდეთ?! ისრაელში გაკეთდა ფაიზერით ვაქცინაცია, იქ არის ელექტრონული ჯანდაცვა და ყველა პაციენტის მონაცემი აღრიცხულია. არის კვლევა, რომ 100 000-დან ერთ პაციენტში მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარდა. რისკჯგუფია 18-დან 30 წლამდე ასაკი, ძირითადად მამაკაცები.

ნებისმიერ მედიკამენტთან მიმართებაში აუცილებელია სიფრთხილე და გამჭვირვალობა. ამდენი კვლევა იბეჭდება „ფაიზერზე“, ასტრაზენეკაზე“, „ჟონსონი @ჯონსონზე“. შეკითხვა არ გებადებათ, რატომ არ არის არანაირი კვლევა გასაჯაროებული ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე?
„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინაზე ბევრი კვლევაა, გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ერთი რამ, რაც შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას, არის ის, რომ ორივე ვაქცინა იძლევა საშუალებას, ადამიანები არ მოხვდნენ რეანიმაციაში და არ გადრაიცვალონ.
კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, „ფაიზერის“ ეფექტურობა 94%-ია, ერთ დოზაზეც კი. მაგრამ დაბეჯითებით გთხოვთ, ყველამ, ვინც გაიკეთეთ ერთი დოზა, გაიკეთეთ მეორე დოზაც აუცილებლად.
ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში წამოვიდა კვლევები, კოვიდგადატანილ ადამიანებში არის ბევრი, სხვადასხვა სახის პრობლემა. ბოლო კვლევა, რომელიც ნიუ იორკში გაკეთდა, ადასტურებს, რომ შესაძლოა, კოვიდი აზიანებდეს თავის ტვინს.
კიდევ გავიმეორებ, ეს კვლევა ეხება არა იმათ, ვინც ვაქცინა გაიკეთა, არამედ კოვიდგადატანილებს. არ გადაატრიალოთ ჩემი ნათქვამი, როგორც ტვ პირველმა, თითქოს მე ვთქვი, რომ ვაქცინირებულებს სპერმის ხარისხი უქვეითდებათ, სინამდვილეში მე ვთქვი, რომ კოვიდგადატანილებში მაღალი შანსია, სპერმის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდეთ.
ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა. არც ერთ მათგანს არა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ჩინურ ვაქცინას, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, არ აქვს გავლილი კლინიკური კვლევების მესამე სტადია. გავლილი აქვს მხოლოდ პირველი და მეორე სტადია, მაგრამ თავის მონაცემებს საჯაროდ არ აზიარებენ.

მოკლე ისტორია – სინოფარმი დეკემბერში აცხადებდა, – მისი ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. გაერთიანებულ ემირატებში ამბობდნენ, რომ 86%-ია. ვუხანის ინსტიტუტის ინფორმაციით, ეფექტურობა 72,5%-ია, თურქეთის ცნობით – 91,2%-ია, თუმცა ხედავთ, რომ ახლა იძულებული გახდნენ, ჩაკეტილიყვნენ. ბრაზილიამ იანვარში განაცხადა, 78%-იაო, ერთ კვირაში კი წამოვიდა ინფორმაცია, რომ ეფექტურობაა 50,0%.ინდონეზიის კვლევით 65%-ია. პაკისტანში – 75%. ხედავთ ხომ, ციფრებში რამხელა სხვაობაა? ამას წინათ კი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ია. რეალურად სავარაუდოდ 25%-ია. რატომ იძახის საქართველოს მთავრობა, რომ 79%-ია ეფექტურობა? ეს კვლევები ეხება ვუხანურ ვირუსს, სხვა შტამებზე როგორ მუშაობს ჩინური ვაქცინა, ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.
კიდევ ერთი საკითხი – პერიოდულად პრესაშიც და ზოგიერთი ექიმის მხრიდანაც ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, თითქოს, რაღაც კოვიდსწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს. ხალხო, სანამ მედიკამენტი არ გაივლის მესამე კლინიკურ კვლევას, მისი ასე დარეკლამება, სულ მცირე, არაეთიკურია. ნუ აკეთებთ ამას და ნუ ეხმარებით ფარმაკომპანიებს გამდიდრებაში! ნუ ქმნით ცრუ მოლოდინებს საზოგადოებაში!“

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა, ორი უჩვეულო მუტაცია: E484Q და L425R. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რეგიონში ეს მაჩვენებელი 60% -ზე მეტია. ვარიანტს დაერქვა B.1.617.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.
ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.
ინდოეთის საავადმყოფოებში საწოლის მარაგი ამორურულია. ხალხი იძულებულია, სახლში იმკურნალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტია, მოსახლეობამ შავ ბაზარს მიმართა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.
კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივების თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მოსალოდნელი ტალღის წინასწარ განსაზღვრა და მისი მართის დაგეგმვა.
ვარიანტის B.1.617 ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურშია გამოვლენილი.

ინდოეთი დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში მოხვდა სამოგზაუროდ. ინდოეთი ებრძვის ინფექციების გამანადგურებელ ზრდას და კორონავირუსის ახალ ვარიანტს.

რა ვიცით ახალი ვარიანტის შესახებ?

კოვიდის ახალმა, ინდურმა შტამმა მეცნიერების ყურადღება ჯერ კიდევ მარტში მიიპყრო. კერძოდ, 24 მარტს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, – მაჰარაშტრას შტატში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 15%-20%-ით იმატა. ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი, რომელსაც B.1.617 სახელით მოიხსენიებენ, ორ უჩვეულო მუტაციას, E484Q და L425R-ს შეიცავს.


რამდენად საშიშია


Public Health England-ის განცხადებით, მეცნიერები ინდური შტამის კვლევის პროცესში არიან. ცდილობენ დაადგინონ, რამდენად საშიშია ინდური მუტაცია სხვა შტამებთან შედარებით, ვრცელდება თუ არა სწრაფად, რამდენად მომაკვდინებელია, მოქმედებს თუ არა ვაქცინების ეფექტურობაზე.

L452R მუტაცია, რომელსაც ინდური შტამი შეიცავს, შესაძლოა, ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს, ხოლო, მეორე E484Q-ი მსგავსია E484K-ის მუტაციის, რომელსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტი შეიცავს და რომელიც ვირუსს ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტულს ხდის. თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

სანგერის ინსტიტუტის Covid-19 გენომიკის ინიციატივის ლიდერმა, ჯეფრი ბარეტმა თქვა, რომ ინდური ვარიანტი არ შეიძლება იყოს ისეთი პრობლემური, როგორც სხვა ვარიანტები, მაგალითად სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში. ეს ვარიანტი დაბალ დონეზე არსებობდა ინდოეთში.

შეშფოთებას ხელს უწყობს ჯანმრთელობის კანადის უახლესი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს,- კორონავირუსით ინფიცირებული მგზავრები ნაპოვნია 27-ე რეისზე, რომლებიც 4-დან 14 აპრილამდე დელიდან ჩამოდიოდნენ კანადაში.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში 29 აპრილს გვიან ღამით ჩინური “სინოვაკის” 100 000 დოზა ჩამოვიდა. “სინოფარმზე” რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ “სინოფარმის” ვაქცინას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა, იყენებს, მათი გამოცდილებით, ის სანდო და ეფექტურია.
30 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.
კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღევანდელი მონაცემებით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ დამალა ინფორმაცია ვირუსზე.

„ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ დამალა ინფორმაცია ვირუსზე, რომ ჩაეტარებინათ არჩევნები. ჯერჯერობით ინდურ შტამზე არ არის სრულყოფილი კვლევები, არ იციან, მუშაობს თუ არა ფაიზერი მის წინააღმდეგ. არის კვლევები, რომ ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი ან იყო ვაქცინირებული, ისინიც დაინფიცირდნენ. 2-3 კვირაში უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გასაჯაროვდება.
თუ გაიკეთეთ ვაქცინა, მიჰყევით პროტოკოლს, აუცილებლად გაიკეთეთ მეორე დოზაც. 5 თვის შემდეგ დიდი ალბათობით მესამე დოზის გაკეთებაც მოგიწევთ. ვაქცინაციამდე კონსულტაცია გაიარეთ ოჯახის ექიმთან. ნუ გაიკეთებთ ექიმის დანიშნულების გარეშე პრე და პოსტვაქცინურ ტესტებს.
თავდაცვის ოქროს რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე ცხვირზე, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა.
თუ გაქვთ საშუალება, გახვიდეთ სოფელში, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. სოფელში ცხოვრება არის ფუფუნება დღევანდელ დროს.


„მე, დედა და საქართველო“
-„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს. ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი – „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.
ქუთაისში როცა ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის….დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი…ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.
აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია.
ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში
სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.
გეტყვით – რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა – არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.
ჩემი მოსაზრება მარტივია – მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე – გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! – კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!
მე ვფიქრობ შემდეგს – ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!
მთელი ქვეყანა თუ იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ.
სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს, ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომის დღესასწაულზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!
აღდგომას ვაპირებდი ჩამოსვლას რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე სიარული, ეს არის რაღაც ისეთი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები რა მოხდა.
ძალიან მინდოდა წელს ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან“
სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მთავრობა არ და ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, იღებს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ…

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მიმოხილვა თუ სად ვართ “ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

COVID-19 situation in Georgia, update 19/08/2021

„არ ვისწავლეთ მეორე და მესამე ტალღის დროს ეპიდემიის მართვა. ნამეტანი თვითდაჯერებულები ვიყავით და პრაქტიკულად 1 ივლისს,, როდესაც მე საჯაროდ ვთქვი, რომ დაიწყო მეოთხე ტალღა, არავინ ყურად არ იღო. ყველაზე დიდი მიზეზი ასეთი კოვიდაფეთქების არის არჩევნები. არჩევნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როდესაც არის არჩევნები, როდესაც არის წინაასარჩევნო მზადება, მთავრობა არ და ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მთავრობა იღებს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის კომბინაციით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სამწუხაროდ ზრდა იქნება კლიდევ უფრო მაღალი. ჩვენ პიკს დავინახავთ სექტემბრის პირველ ნახევარში

საველე ჰოსპიტალი უფრო პიარული კამპანიაა, საქართველოში არის 17 ათას საწოლამდე, აქედან თითქმის 8000-ს სახელმწიფო უკვე იყენებს კოვიდდაწესებულებებისათვის. გვაქვს დაახლოებით 6000 საწოლფონდი, ჩვენ გვაქვს საწოლები ქვეყანაში, მაგრამ ამ საწოლებს არ იყენებენ შესაბამისად. ჩემთვის აშკარაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხაროდ ვერ უმკლავდება კერძო ბიზნესს, ვის ხელშიც არის ეს საწოლ-ფონდები. როდესაც არის ეპიდემია, ყველაფერი უნდა იყოს მეორეხარისხოვანი, პირველ ადგილას უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ კოვიდპაციენტების მართვა. ქვეყანაში ხორციელდება გეგმიური ოპერაციები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ეს ყოვლად მიუღებელია.


კოვიდსასტუმროები არსად არ არის მსოფლიოში, მარტო საქართველოშია და ამით ამაყობენ. ალბათ ეს უფრო ფულის კეთების ამბავია.


მსუბუქი პაციენტი არ უნდა იყოს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, საქართველოში მსუბუქი პაციენტები არიან საავადმყოფოებში, კოვიდსასტუმროები არის იგივე „სახლის საწოლი“, იქ ხომ უნდა იყოს ადამიანისთვის ელემენტალური შესაბამისი პირობები. როცა ოჯახში ერთ ადამიანს უკვე დაემართა კოვიდი, მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, მთელი სადარბაზო უნდა გადავციეს იზოლაციაში, კლასტერებზეა საუბარი, ქვეყანაში კლასტერები უკვე აღარ იმართება, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ეფექტურად ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ პოლიტიკა არის ჩარეული ამ პროცესში. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია მოდერნა და ფაიზერი, ჩვენთან კი არის არაეფექტური ვაქცინები. ვიცით, რომ ბავშვებშია პრობლემა. დელტა ვარიანტი ახალი ვირუსივითაა, ძალიან ვერაგია. მთელს მსოფლიოში ვაქცინაცია უკვე იწყება 12 წლიდან, უსაფრთხოა ეს ვაქცინა ბავშვებისათვის. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ეფექტურია ვაქცინაცია, ასაკიანისთვის ნაკლებად ეფექტურია, ამიტომაც არის მესამე დოზა ბუსტერი მთელს მსოფლიოში.

საქართველოში დაახლოებით ერთ-ორ კვირაში ოფიციალურად 100 ადამიანი გარდაიცვლება. დღეს რომ გარდაიცვალა 60 ადამიანი, ეს ციფრი ყოველთვის უნდა გაამრვალოთ ორზე იმიტომ, რომ სტატისტიკა არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც გარდაიცვალა კოვიდის გამო, – ადამიანს დაემართა ინსულტი, აქვს გულის პრობლემა, სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა დროულად იმიტომ, რომ ყველა კოვიდრესურსი არის ამოწურული და ამის გამო ადამიანი გარდაიცვალა. ასეთ სიკვდილს არ ვითვლით სტატისტიკაში. ჩემთვის ესეც არის კოვიდსტატისტიკა.

ამ ვირუსთან ძალიან დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება, ეს ვირუსი იქნება როგორც პინკპონკი, გავიკეთებთ აცრას, დავიცავთ დისტანციას, გავიკეთებთ პირბადეს და ა.შ. როგორც კი შემცირდება ერთი ან ორი ზომა, მაშინვე დაბრუნდება უკან. სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული, ეს ვირუსი ყოველთვის იქნება ცირკულაციაში.

ცუდი ამბავის არის ის, რომ არის არაერთი ფაქტი, რომ კოვიდი გადავიდა ცხოველებზე, ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის ფაქტებიც არის. ერთადერთი გზა, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვირუსის აფეთქება იქნება ყოველთვის…

თუ გვინდა, რომ მეტნაკლებად სტაბილურად ვიცხოვროთ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი, ერთადერთი არა, კარგი, ძლიერი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ დავუბრუნდეთ ე.წ. ნორმალურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთაც, ამ ხალხს მე ვეძახი ანტივაქსერულ სექტას, იქცევიან ისე როგორც სექტები, ავრცელებენ ადამიანებში შიშს, თითქოს ვაქცინა ძალიან ცუდია და ა.შ. ვირუსის აფეთქება არის ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან აცრილები. სიკვდილიანობა 99% არის ძირითადად იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი.

ანტივაქსერები შოულობენ ფულს. აინტერესებთ მხოლოდ ფული. ვინც არიან ამ „სექტების“ სათავეში, დაინტერესებული არიან ძირითადად ფულის შოვნით. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ლაპარაკობენ კოვიდზე.

გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს ძალიან დიდხანს.

ბევრი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი სწრაფად უნდა აიცრას, უფრო დაცულები იქნებიან. ერთადერთი შეზღუდვა არის, რომ აცრის დროს სიცხე არ უნდა ჰქონდეს. ვაქცინის მიღების დროს თუ გექნებათ სიცხე, შეიძლება იყოს უკუჩვენება. ადამიანი თუ არის ალერგიული და იმ კონკრეტულ დღეს აქვს ალერგიული აფეთქება, არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა.. ალერგიული აფეთქება როგორც კი ჩაივლის, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ფაიზერის ვაქცინა…

ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი ნაწილაკები არის ვირუსის, “ფაიზერი” აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს და მისი ეფექტურობა არის 5-6 თვე. ორივე კომპანია – “მოდერნა” და “ფაიზერი” მუშაობენ აქტიურად, რომ გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები.

“მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის, რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. ბუსტერი არის ფაიზერის მესამე დოზის ვაქცინა, ჩვენ ეს უკვე ვიცით, მე ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვამბობდი, რომ “ფაიზერის” ეფექტიანობა არის 5 თვე, იმიტომ, რომ ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი და ასე შემდეგ ნაწილაკები არის ვირუსის, ფაიზერი აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს – ეს არის ვერაგი ვირუსი და მიხედე! ამიტომ არის მისი ეფექტურობა 5-6 თვიანი.

ასევე, განსხვავებულია მისი ეფექტურობა ასაკიდან გამომდინარე. მაგალითად, 12 წლის ასაკში, მისი ეფექტურობა თუ არის 94% მდე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეფექტიანობა არის 64%-მდე. ამას ემატება ისიც, რომ ეს ვაქცინა ეფექტურობასა და სიძლიერეს დროთა განმავლობაში კარგავს, ამიტომ ორივე კომპანია “მოდერნა” და ფაიზერი მუშაობენ აქტიურად, გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. “მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის , რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. რაც შეეხება იმას, რომ ყოველ 6 თვეში გვექნება თუ არა გასაკეთებელი ეს ვაქცინა, ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი, როგორც ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებდით მაგალითად 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას, ასე სექტემბერ-ოქტომბერში ყოველწლიურად გვექნება 5 კომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, სადაც იქნება კოვიდიც, სეზონური გრიპიც და ა.შ. მე იმედი მაქვს, ამ მიმართულებით წავალთ. ვინაიდან, სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული კორონასგან ეს ვირუსი იტრიალებს,“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე „თრიალეთთან“.



MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“Omicron, apparently, is already in Georgia” – Giorgi Pkhakadze

10/12/2021 “By themselves, antibodies are not a solution and an indicator of whether you will catch the coronavirus,” Dr Giorgi Pkhakadze, an expert on public health issues, told Georgia’s First Channel.

According to him, Omicron is probably already in Georgia, because it has spread practically throughout Europe, and Georgia is part of Europe.
“December is terrible and we are doing almost nothing to stop this virus. Omicron is probably already in Georgia. We need to be pragmatic and take care of ourselves. We need to switch to highly effective vaccines, ”said Dr Giorgi Pkhakadze.
The health expert also spoke about antibody tests and noted that antibodies are not a solution to the problem or an indicator of whether you will become infected with covid.
“By the way, everyone in Georgia loves to do tests and I see that many laboratories in Georgia are making millions of money from these antibody tests. But this is only one direction. Do you know how it is? – You go, take the test and think that everything is fine now. However, not only is Covid dependent on antibodies, there is talk of a different mechanism, and research says there are other “competitors” and other tests that show that antibodies may be high, but other indicators show that the opposite is true. , this person can be attacked by a covid. Therefore, antibodies alone are not a solution to the gap, and they are not an indicator of whether or not you will become infected with covid, ”said a public health expert.
According to Dr Giorgi Pkhakadze, the validity period of a Covid passport should be a maximum of 6 months.
“The highest level of protection is 3 to 6 months after covid transfer. But the more time passes, the more this protection is lost. If I were to make decisions and really wanted to stop the spread of the virus in the world, I, for example, would issue it for three months after the transfer of the coronavirus. Why? Because we must be as protected as possible. Out of 100 people, 70 people can be protected in three months, but 30 people may be at risk, and these 30 people will spread the virus,” Dr Pkhakadze added.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Source: https://pia.ge/en/news/society/tv-cameramen-fired-from-the-formula-tv-company-hold-a-rally-near-the-tv-building



„სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი იყოს პოსტ კოვიდი – ბავშვებში ჰეპატიტი“ – გიორგი ფხაკაძე

17 მაისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

-„ჰეპატიტი ბავშვებში – ბოლო მონაცემები (17/05/2022)
სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს)
პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს.
პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს, ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic
ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები.
500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება.
სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:
90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა .
ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი.
ბავშვებში ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი დაფიქსირდა ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და შეერთებულ შტატებში.
ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე 3-4 კვირაა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა.
პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.
გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ…
#drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze
On 5 April 2022, WHO was notified of 10 cases of severe acute hepatitis of unknown aetiology in children under the age of 10 years, across central Scotland. By 8 April, 74 cases had been identified in the United Kingdom. Hepatitis viruses (A, B, C, E, and D where applicable) have been excluded after laboratory testing while further investigations are ongoing to understand the aetiology of these cases. https://www.who.int/…/acute-hepatitis-of-unknown…
https://www.manchestereveningnews.co.uk/…/hepatitis…
Hepatitis: Mystery spike in liver illness among children in UK now emerging in EU and US https://news.sky.com/…/hepatitis-mystery-spike-in-liver…
Mysterious spike in acute hepatitis in children sees cases reported around Europe
The UKHSA said “there is no link to the COVID-19 vaccine,” adding that none of the confirmed cases in the UK have been vaccinated. https://www.euronews.com/…/europe-on-alert-as-uk…
Increase in hepatitis (liver inflammation) cases in children under investigation
Some of the children hospitalised in England did test positive for Covid and others for adenovirus, a common cause of respiratory illness in the young, but that doesn’t necessarily mean either virus was responsible for this latest spike in hepatitis.
https://www.gov.uk/…/increase-in-hepatitis-liver…
https://www.bbc.co.uk/news/health-61025140.amp
https://www.independent.co.uk/…/hepatitis-cases…
https://www.independent.co.uk/…/hepatitis-liver-england…
https://theconversation.com/…/hepatitis-cases-are…

#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze
დეტალურად ვიდეო ნახეთ აქ: https://youtu.be/wkDxM9_GgfQ
პირველად მე მოგახსენებთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic
11/05/2022 ჩემი პოსტი: https://www.facebook.com/529920578/posts/10160980857955579/?d=n
https://cdn.ecdc.europa.eu/novhep-surveillance/ Joint ECDC-WHO Regional Office for Europe
Hepatitis of Unknown Origin in Children
Surveillance Bulletin
https://www.who.int/…/disease-outbreak…/item/2022-DON376
https://www.ecdc.europa.eu/…/update-hepatitis-unknown…
https://emergency.cdc.gov/han/2022/pdf/CDC_HAN_462.pdf?ACSTrackingID=USCDC_511-DM80338&ACSTrackingLabel=HAN%20462-%20Professional%20and%20Media%20Partners&deliveryName=USCDC_511-DM80338%20(
https://www.cdc.gov/…/2022/s0421-hepatitis-alert.html
https://www.who.int/…/acute-hepatitis-of-unknown…
https://www.manchestereveningnews.co.uk/…/hepatitis…
https://news.sky.com/…/hepatitis-mystery-spike-in-liver…
https://www.euronews.com/…/europe-on-alert-as-uk…
https://www.gov.uk/…/increase-in-hepatitis-liver…
https://www.bbc.co.uk/news/health-61025140.amp
https://www.independent.co.uk/…/hepatitis-cases…
https://www.independent.co.uk/…/hepatitis-liver-england…
https://theconversation.com/…/hepatitis-cases-are…
https://amp.theguardian.com/…/global-mystery-hepatitis…
https://theconversation.com/…/hepatitis-outbreak-in…
https://www.bmj.com/content/377/bmj.o1067
https://www.who.int/…/disease-outbreak…/item/2022-DON376
https://www.nbcchicago.com/…/hepatitis-in…/2816931/…
https://www.bbc.com/news/health-61349651.amp
https://www.cnbc.com/…/cdc-investigating-severe…
https://www.cnbc.com/…/cdc-investigating-severe…
https://www.wsj.com/…/more-than-100-hepatitis-cases…
https://www.dailymail.co.uk/…/Five-children-died…
https://www.telegraph.co.uk/…/dogs-could-causing…/
https://www.gbnews.uk/…/hepatitis-outbreak…/288564
https://www.politico.com/…/cdc-investigation-children…
https://time.com/…/mysterious-hepatitis-outbreak-children/
https://www.nytimes.com/…/cdc-hepatitis-children.html
https://news.sky.com/story/amp/possible-link-betwe
https://www.ecdc.europa.eu/…/epidemiological-update…
https://assets.publishing.service.gov.uk/…/acute…
https://amp.abc.net.au/article/101062808
https://www.paho.org/en/file/108582/download?token=YQQ5UNv6
https://www.idsociety.org/…/updates-on-severe…/…
https://life4me.plus/…/cfe2aa37-8a89-4285-89f3…/
https://emergency.cdc.gov/han/2022/han00465.asp
https://www.thelancet.com/…/PIIS1473-3099(22…/fulltext
Explaining the unexplained hepatitis in children
https://www.medrxiv.org/con…/10.1101/2021.07.23.21260716v7 COVID-19 Associated Hepatitis in Children (CAH-C) during the second wave of SARS-CoV-2 infections in Central India: Is it a complication or transient phenomenon
https://www.preprints.org/manuscript/202205.0024/v1 Clusters of Hepatitis of Unknown Origin and Etiology (Acute Non HepA–E Hepatitis) Among Children in 2021/2022: A Review of the Current Findings
https://www.thelancet.com/…/PIIS2468-1253(22…/fulltext
Severe acute hepatitis in children: investigate SARS-CoV-2 superantigens : We hypothesise that the recently reported cases of severe acute hepatitis in children could be a consequence of adenovirus infection with intestinal trophism in children previously infected by SARS-CoV-2 and carrying viral reservoirs
https://www.medrxiv.org/…/10.1101/2022.05.10.22274866v1… Elevated liver enzymes and bilirubin following SARS-CoV-2 infection in children under 10
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/35149651/ Severe Hepatitis in Pediatric COVID-19
დეტალურად ვიდეო ნახეთ აქ: https://youtu.be/wkDxM9_GgfQ



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



„ეს უკვე საინტერესოა… ჩვენც უნდა გავაძლიეროთ მოლაპარაკებები ნოვოვაქსთან“-გიორგი ფხაკაძე

29 იანვარი, 2022

#drpkhakadze

„ეს უკვე საინტერესოაფრთხილიკარგი ამბავი…

ისრაელიყიდულობს “ნოვოვაქსის” Novovax კოვიდის 5 მილიონვაქცინას…

საერთოდ, ამ პანდემიისპერიოდშიყურადღებითუნდა დავაკვირდეთ, რას გააკეთებსისრაელი (ვაქცინებისდა წამლებისკუთხით). და, ზოგადად, ჩემი რჩევაა,, მივბაძოთისრაელსდა 4-6 თვის დაგვიანებითჩვენც მივყვეთამას ვამბობდიპანდემიისპირველივედღეებიდან…

5 მილონის შეკვეთა ისრაელიდან, ეს ხუმრობა არ არის. მათმა მეცნიერებმა დეტალურად აწონ -დაწონეს ყველაფერი. აქამდე ისრაელში მხოლოდ 2 კოვიდვაქცინა იყო: ფაიზერი და მოდერნა…

ესასევე “სიგნალია”, რომ ჩვენც უნდა გავაძლიეროთმოლაპარაკებებინოვოვაქსთან. ეს კარგი აზრი იქნებადა იქნებ საბოლოოდდავანებითთავი ამ ჩინურ ვაქცინებს. ხომ ხედავთ, არ მუშაობს, მთელი ქვეყანადაინფიცირდაომიკრონით…

ჯანმრთელობასგისურვებთ“, – წერს აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორიგიორგიფხაკაძე.

“The vaccine will be another alternative for those who cannot or do not want to be vaccinated with an mRNA vaccine,” the Health Ministry said.

https://www.timesofisrael.com/israel-signs-deal-to…/…


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights