კვირა, აპრილი 26, 2026

„ჩვენთან სტატისტიკურად უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ინდოეთში…“-გიორგი ფხაკაძე

13/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ნაადრევად გაიხსნა ქვეყანა. ყველაფერი უნდა გახსნილიყო ძლიან ფრთხილად! სამწუხაროდ, სამეზობლო ქვეყნებში ჩვენ ვართ ყველაზე მოწინავე ყველა ინდიკატორებით. მსოფლიოში მე-19 ადგილზე ვართ სიკვდილიანობი მაჩვენებლით, ეს ძალიან ცუდი ამბავი ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ქვეყანაში როცა დღეში 30 ოჯახში შედის უბედურება, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს არის კატასტროფა. რაც ხდება საქართველოში, ეს არის არაპროფესიონალიზმის შედეგი. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს. ქვეყანა უნდაც ჩაკეტილიყო მარტის თვეში და ეტაპობრივად გახსნილიყო ყველაფერი, ახლა ჩვენ ვიქნებოდით ძალიან კარგად! ჩვენთან სტატისტიკურად უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ინდოეთში…

ვისწავლეთ, რომ მარტო ჩაკეტვები არ შველის ამ ვირუსს. უნდა იყოს „ჭკვიანი ჩაკეტვა“ და „ჭკვიანი გაღება“. უნდა გათვალო, რა სეგმენტი შეიძლება იყოს გახსნილი დარა სეგმენტი არ შეიძლება იყოს გახსნილი…“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prof Pkhakadze: Never take antibiotics before consulting with your doctors

13 January, 2022



Public Health Expert Prof Giorgi Pkhakadze warns the COVID-infected against self-treatment, saying that it can kill them.

He also reminds them to wear medical face masks before leaving their rooms.

”Never take antibiotics before consulting with your doctors,” he writes.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/prof-pkhakadze-never-take-antibiotics-before-consulting-with-your-doctors/

ფრინველის გრიპი – რეკორდულად, 208 მილონზე მეტი ფრინველი მოკლა

#drpkhakadze

საყურადღებო ინფორმაცია❗️

✅ H5N1 „ფრინველის გრიპის“ ვირუსი – ლეტალური გამომწვევი აგენტი, რომელმაც 208 მილიონზე მეტი ფრინველი მოკლა მთელს მსოფლიოში – ძუძუმწოვრებში, მათ შორის მელასა, დათვებში, დელფინდბში, და წავიში დადასტურდა. გავრცელების არეალი ფართოა და ამჟამად უკვე დადასტურდა ევროპაში (ბრიტანეთსა და ესპანეთში) და ამერიკაში (აშშ-ში).

✅ადამიანის დაინფიცირება ჯერ არ ფიქსირდება. მაგრამ, შეიძლება, ძუძუმწოვრებში მუტაციამ ხელი შეუწყოს ვირუსის გამრავლებას, განვითარებას და ის უფრო მეტად გადამდები გახდეს ადამიანისთვის.

✅ცნობისთვის, 2003 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) დაფიქსირდა H5N1-ის სულ 864 შემთხვევა, აქედან დაფიქსირდა 456 ადამიანის სიკვდილი, რაც დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენს.

✅მთავრობა, მოსახლეობა და ბიზნესი (მეფრინველობის სექტორი) უნდა იყვნენ მობილიზებულნი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

✅World’s biggest ever avian flu outbreak jumps to mammals with fears humans are next

https://www.express.co.uk/news/science/1729600/Avian-flu-concern-birds-to-mammals-spread-latest/amp

✅Could bird flu be on brink of jumping to HUMANS? Biggest ever avian influenza outbreak ‘spills over’ to otters and foxes – sparking warning that killer virus could jump to us

https://www.dailymail.co.uk/health/article-11704597/amp/Britains-biggest-avian-flu-outbreak-infects-mammals-including-otters-foxes.html

✅ ‘Incredibly concerning’: Bird flu outbreak at Spanish mink farm triggers pandemic fears https://www.science.org/content/article/incredibly-concerning-bird-flu-outbreak-spanish-mink-farm-triggers-pandemic-fears

✅Fears bird flu outbreak could spark human pandemic

https://www.nzherald.co.nz/world/fears-bird-flu-outbreak-could-spark-human-pandemic/TCJK3DTSWZAALBX4PIA2ZMUOYA/?ref=readmore

✅How worried should we be about avian flu?

https://www.telegraph.co.uk/global-health/science-and-disease/avian-flu-jumping-mammals-experts-fear-humans-will-next/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze


ავტორი: გიორგი ფხაკაძე








Georgian Public health expert Dr Pkhakadze shares video which must be shown by all Georgian channels

1 July, 2021

Public Health Expert and Healthcare Advisor to the UN Secretary-General, Dr Giorgi Pkhakadze, has spread a video explaining in simple terms how vaccines work against coronavirus and said in his social media post that all Georgian channels must show the video in 30-min intervals.

” The video explains briefly and precisely how vaccines work…

I have never seen anything on vaccines simpler than this…

Please, anyone, translate and share this. Thank you.

If you ask me, the video must be shown by all Georgian channels and on the net in 30-min intervals…

Let’s help our country,” Dr. Pkhakadze wrote.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Source: https://report.ge/en/society/georgian-public-health-expert-shares-video-which-must-be-shown-by-all-georgian-channels-video/

Пхакадзе: Если бы так верили каждому моему слову…

20 Декабря, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе откликнулся на заявление главы Национального центра по контролю заболеваний Амирана Гамкрелидзе.

«Если бы так верили каждому моему слову, и, что самое главное, вовремя, мы бы не были там, где сейчас…», – написал в соцсети Георгий Пхакадзе.

Для справки, по словам Амирана Гамкрелидзе, Координационному совету будет дана рекомендация о том, что третья, “бустерная доза” необходима для граждан, которые были вакцинированы дважды.


Для справки, сегодня в Грузии было подтверждено 2 случая заражения новым штаммом коронавируса «омикрон».


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/phakadze-esli-bi-tak-verili-kazhdomu-moemu-slovu/

„ყველა ჟურნალისტს გელოდებით თბილისში ჩემთან ჩაიზე…“ – გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოდის

23 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე COVID-19-ით დაინფიცირდა.

როგორც გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის კოვიდვაქცინით 3-ჯერაა აცრილი, ვირუსი ადვილად გადაიტანა და ახლა თავს კარგად გრძნობს. -„პარიზში, წვიმაში დავსველდი და გავცივდი. მეგობრები მოდიოდნენ და წამლები მოჰქონდათ. ყველასთან პირბადით არ ვიყავი, ხოდა ამ წამლებთან ერთად, მათ მომიტანეს კორონა. ერთი დღის განმავლობაში ვიყავი მოთენთილი, მქონდა ხველება, სხვა ჩივილები არ მქონია, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ ჩაიარა. სამჯერ ვარ აცრილი, ვირუსი ადვილად გადვაიტანე, თავს კარგად ვგრძნობ. როგორც წესია, ვიყავი იზოლაციაში, არავინ მინახავს… ძალიან მსუბუქად გადავიტანე. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი სეზონური გაციება არ არის, თუ სიმპტომები გაქვთ, კვლევა ჩაიტარეთ. რაც მთავარია, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, არავის გადადებია, ამაზე ძალიან ვნერვიულობდი და გამიხარდა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, მომავალ კვირაში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

-„, ყველა ჟურნალისტს გელოდებით თბილისში ჩემთან ჩაიზე ჯანმრთელობას გისურვებთ…“ წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

— 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

https://youtube.com/@drpkhakadze

ავტორი: ირინა დათაშვილი #datasvili




„ეს ვირუსი იქნება როგორც პინკპონკი, გავიკეთებთ აცრას, დავიცავთ დისტანციას, გავიკეთებთ პირბადეს და…

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მიმოხილვა, თუ სად ვართ “ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

COVID-19 situation in Georgia, update 19/08/2021

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა,

საველე ჰოსპიტალი უფრო პიარული კამპანიაა, საქართველოში არის 17 ათას საწოლამდე, აქედან თითქმის 8000-ს სახელმწიფო უკვე იყენებს კოვიდდაწესებულებებისათვის.

„არ ვისწავლეთ მეორე და მესამე ტალღის დროს ეპიდემიის მართვა. ნამეტანი თვითდაჯერებულები ვიყავით და პრაქტიკულად 1 ივლისს, როდესაც მე საჯაროდ ვთქვი, რომ დაიწყო მეოთხე ტალღა, არავინ ყურად არ იღო. ყველაზე დიდი მიზეზი ასეთი კოვიდაფეთქების არის არჩევნები. არჩევნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როდესაც არის არჩევნები, როდესაც არის წინაასარჩევნო მზადება, მთავრობა არ და ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მთავრობა იღებს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის კომბინაციით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სამწუხაროდ ზრდა იქნება კლიდევ უფრო მაღალი. ჩვენ პიკს დავინახავთ სექტემბრის პირველ ნახევარში,

საველე ჰოსპიტალი უფრო პიარული კამპანიაა, საქართველოში არის 17 ათას საწოლამდე, აქედან თითქმის 8000-ს სახელმწიფო უკვე იყენებს კოვიდდაწესებულებებისათვის. გვაქვს დაახლოებით 6000 საწოლფონდი, ჩვენ გვაქვს საწოლები ქვეყანაში, მაგრამ ამ საწოლებს არ იყენებენ შესაბამისად. ჩემთვის აშკარაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხაროდ ვერ უმკლავდება კერძო ბიზნესს, ვის ხელშიც არის ეს საწოლ-ფონდები. როდესაც არის ეპიდემია, ყველაფერი უნდა იყოს მეორეხარისხოვანი, პირველ ადგილას უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ კოვიდპაციენტების მართვა. ქვეყანაში ხორციელდება გეგმიური ოპერაციები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ეს ყოვლად მიუღებელია.

კოვიდსასტუმროები არსად არ არის მსოფლიოში, მარტო საქართველოშია და ამით ამაყობენ. ალბათ ეს უფრო ფულის კეთების ამბავია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, მსუბუქი პაციენტი არ უნდა იყოს საავადმყოფოში.

„მსუბუქი პაციენტი არ უნდა იყოს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, საქართველოში მსუბუქი პაციენტები არიან საავადმყოფოებში, კოვიდსასტუმროები არის იგივე „სახლის საწოლი“, იქ ხომ უნდა იყოს ადამიანისთვის ელემენტალური შესაბამისი პირობები. როცა ოჯახში ერთ ადამიანს უკვე დაემართა კოვიდი, მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, მთელი სადარბაზო უნდა გადავციეს იზოლაციაში, კლასტერებზეა საუბარი, ქვეყანაში კლასტერები უკვე აღარ იმართება, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ეფექტურად ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ პოლიტიკა არის ჩარეული ამ პროცესში. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია მოდერნა და ფაიზერი, ჩვენთან კი არის არაეფექტური ვაქცინები. ვიცით, რომ ბავშვებშია პრობლემა. დელტა ვარიანტი ახალი ვირუსივითაა, ძალიან ვერაგია. მთელს მსოფლიოში ვაქცინაცია უკვე იწყება 12 წლიდან, უსაფრთხოა ეს ვაქცინა ბავშვებისათვის. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ეფექტურია ვაქცინაცია, ასაკიანისთვის ნაკლებად ეფექტურია, ამიტომაც არის მესამე დოზა ბუსტერი მთელს მსოფლიოში.

საქართველოში დაახლოებით ერთ-ორ კვირაში ოფიციალურად 100 ადამიანი გარდაიცვლება. დღეს რომ გარდაიცვალა 60 ადამიანი, ეს ციფრი ყოველთვის უნდა გაამრვალოთ ორზე იმიტომ, რომ სტატისტიკა არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც გარდაიცვალა კოვიდის გამო, – ადამიანს დაემართა ინსულტი, აქვს გულის პრობლემა, სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა დროულად იმიტომ, რომ ყველა კოვიდრესურსი არის ამოწურული და ამის გამო ადამიანი გარდაიცვალა. ასეთ სიკვდილს არ ვითვლით სტატისტიკაში. ჩემთვის ესეც არის კოვიდსტატისტიკა.

ამ ვირუსთან ძალიან დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება, ეს ვირუსი იქნება როგორც პინკპონკი, გავიკეთებთ აცრას, დავიცავთ დისტანციას, გავიკეთებთ პირბადეს და ა.შ. როგორც კი შემცირდება ერთი ან ორი ზომა, მაშინვე დაბრუნდება უკან. სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული, ეს ვირუსი ყოველთვის იქნება ცირკულაციაში.

ცუდი ამბავის არის ის, რომ არის არაერთი ფაქტი, რომ კოვიდი გადავიდა ცხოველებზე, ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის ფაქტებიც არის. ერთადერთი გზა, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვირუსის აფეთქება იქნება ყოველთვის…

თუ გვინდა, რომ მეტნაკლებად სტაბილურად ვიცხოვროთ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი, ერთადერთი არა, კარგი, ძლიერი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ დავუბრუნდეთ ე.წ. ნორმალურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთაც, ამ ხალხს მე ვეძახი ანტივაქსერულ სექტას, იქცევიან ისე როგორც სექტები, ავრცელებენ ადამიანებში შიშს, თითქოს, ვაქცინა ძალიან ცუდია და ა.შ. ვირუსის აფეთქება არის ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან აცრილები. სიკვდილიანობა 99% არის ძირითადად იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი.

ანტივაქსერები შოულობენ ფულს. აინტერესებთ მხოლოდ ფული. ვინც არიან ამ „სექტების“ სათავეში, დაინტერესებული არიან ძირითადად ფულის შოვნით. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ლაპარაკობენ კოვიდზე.

გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს ძალიან დიდხანს.

ბევრი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი სწრაფად უნდა აიცრას, უფრო დაცულები იქნებიან. ერთადერთი შეზღუდვა არის, რომ აცრის დროს სიცხე არ უნდა ჰქონდეს. ვაქცინის მიღების დროს თუ გექნებათ სიცხე, შეიძლება იყოს უკუჩვენება. ადამიანი თუ არის ალერგიული და იმ კონკრეტულ დღეს აქვს ალერგიული აფეთქება, არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა.. ალერგიული აფეთქება როგორც კი ჩაივლის, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ფაიზერის ვაქცინა…

ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი ნაწილაკები არის ვირუსის, “ფაიზერი” აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს და მისი ეფექტურობა არის 5-6 თვე. ორივე კომპანია – “მოდერნა” და “ფაიზერი” მუშაობენ აქტიურად, რომ გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები.

“მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის, რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. ბუსტერი არის ფაიზერის მესამე დოზის ვაქცინა, ჩვენ ეს უკვე ვიცით, მე ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვამბობდი, რომ “ფაიზერის” ეფექტიანობა არის 5 თვე, იმიტომ, რომ ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი და ასე შემდეგ ნაწილაკები არის ვირუსის, ფაიზერი აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს – ეს არის ვერაგი ვირუსი და მიხედე! ამიტომ არის მისი ეფექტურობა 5-6 თვიანი.

ასევე, განსხვავებულია მისი ეფექტურობა ასაკიდან გამომდინარე. მაგალითად, 12 წლის ასაკში, მისი ეფექტურობა თუ არის 94% მდე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეფექტიანობა არის 64%-მდე. ამას ემატება ისიც, რომ ეს ვაქცინა ეფექტურობასა და სიძლიერეს დროთა განმავლობაში კარგავს, ამიტომ ორივე კომპანია “მოდერნა” და ფაიზერი მუშაობენ აქტიურად, გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. “მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის , რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. რაც შეეხება იმას, რომ ყოველ 6 თვეში გვექნება თუ არა გასაკეთებელი ეს ვაქცინა, ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი, როგორც ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებდით მაგალითად 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას, ასე სექტემბერ-ოქტომბერში ყოველწლიურად გვექნება 5 კომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, სადაც იქნება კოვიდიც, სეზონური გრიპიც და ა.შ. მე იმედი მაქვს, ამ მიმართულებით წავალთ. ვინაიდან, სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული კორონასგან ეს ვირუსი იტრიალებს,“ – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ „თრიალეთთან“.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სირთულეები რომ გექნებათ, პოსტკოვიდი რომ გექნებათ, მიმართეთ, ექსპერტები რომ არიან საქართველოში…

5 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

„მე ჩემს სინდისთან ვარ 100%-ით სუფთა. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.

არ მაინტერესებს ნეგატივი, ვისაც გაინტერესებთ, ავადმყოფები ხართ. ზოგადად, ნეგატივი ქმნის ნეგატივს.

საქართველო არის ულტრალიბერალური ქვეყანა, რაც გინდა, ის აკეთე! მთავროა გეუბნება, ქვა გიხლია თავში, ეგ თქვენი პრობლემა არისო. ხალხს ეს უნდა და მთავრობამ შეუსრულა.

არ დაიწყოთ მერე პრეტენზიები, -აცრა რომ არ გინდათ, – სიკვდილიანობა გაიზარდა, სირთულეები რომ გექნებათ, პოსტკოვიდი რომ გექნებათ და ა.შ. ექსპერტები რომ არიან საქართველოში, რომლებიც ამბობენ, – კოვიდი გრიპი არის და კოვიდი ეს არის დასასრულის დასაწყისი, იმათ მიმართეთ. ეს ექიმები თქვენ უფასოდ უნდა მოგემსახურონ, მთელი ქვეყანა კლიენტები გყავთ.

ჯგუფებში როცა, კარგი ის არის, რომ შენ უსმენ სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებებს. საინტერესო ტენდენციაა, ძალიან ბევრი კვლევაა, უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ პანდემია. ეს თემა უკვე დახურულია…“, – განაცხადა აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას.


ვიდეო ნახეთ

აქ:

ვიდეო – https://www.facebook.com/529920578/videos/282874813937404/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




ჩინეთმა აღიარა, ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია

11/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია. ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, – თქვა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა – გაო ფუმ, შაბათს, ქალაქ ჩენდუში გამართულ კონფერენციაზე. ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდნენ (რომელიც ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მ-რნმ ვაქცინაა). მიიჩნევდნენ, რომ ბევრად სანდო და ეფექტიანი იყო ჩინური, ძველი ტექნოლოგიით (ინაქტივირებული მეთოდით) დამზადებული ვაქცინები და პეკინმა ასობით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა მიაწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. „დღესდღეობით ოფიციალურად განიხილება, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნოლოგიის ვაქცინები იმუნიზაციის პროცესში“, – განაცხადა გაომ. კვირის პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ არ უპასუხეს კითხვებს გაოს კომენტართან ან ვაქცინციის გეგმებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა CDC-ის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეველოპერები მუშაობენ mRNA-ტექნოლოგიის ვაქცინებზე. „ჩვენს ქვეყანაში შემუშავებული mRNA ვაქცინები კლინიკური გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა“, – თქვა უანგ ჰუაკინგმა. მან ჯერჯერობით არ მიუთითა გამოყენების შესაძლო ვადები. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიების ვაქცინების ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა ეფექტიანობა გაზარდოს. ბრიტანეთში მკვლევრები Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციით იმუნიზაციის შესაძლო შედეგებს იკვლევენ. ჩინეთის სახელმწიფოს წამლის მწარმოებლების, სინოვაკისა და სინოფარმის მიერ შექმნილი ვაქცინები ექსპორტირებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში, მათ შორის: მექსიკაში, თურქეთში, ინდონეზიაში, უნგრეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში, იტყობინება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სინოვაკის ვაქცინის ეფექტიანობა ბრაზილიის ჯანდაცვის ექსპერტებმა 50.4%-ით შეაფასეს (შედარებისთვის, Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობა, დღეის მონაცემებით, 97%-ია). ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ეფექტიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციების არარსებობის გამო ჩინური ვაქცინები არ გაიყიდება შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. სინოვაკის სპიკერმა ლიუ პეიჩენგმა აღიარა, რომ დღეის მონაცემებით არსებობს ჩინური ვაქცინების სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელები, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს ადამიანების ასაკით, ვირუსის შტამით და სხვა ფაქტორებით. პეკინს დღემდე არ დაუმტკიცებია არც ერთი უცხოური ვაქცინა ქვეყანაში გამოსაყენებლად. გაომ დაწვრილებით არ ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა: „ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა სარგებელი მოაქვს mRNA ვაქცინებს კაცობრიობისთვის… ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა ამ ტექნოლოგიის ვაქცინები არ უნდა უგულებელვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ტიპის ვაქცინა“. გაო ადრე ეჭვქვეშ აყენებდა mRNA ვაქცინების უსაფრთხოებას. ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ დეკემბერში განაცხადა, რომ ვინაიდან ახალი ტექნოლოგიის ვაქცინებს პირველად იყენებდნენ ჯანმრთელ ადამიანებზე, ვერ გამორიცხავდა უარყოფით გვერდით მოვლენებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, პოპულარულმა ჯანმრთელობისა და მეცნიერების სააგენტოებმა ეჭვქვეშ დააყენეს Pfizer-BioNTech ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. 2 აპრილის მონაცემებით, გაოს განცხადების თანახმად, ჩინეთში დაახლოებით 34 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორი დოზა და დაახლოებით 65 მილიონმა – ერთი დოზა. სინოვაკის სპიკერმა, ლიუმ განაცხადა, რომ კვლევების თანახმად, თუ ვაქცინაციის ორ დოზას შორის დროის ინტერვალი მეტი იქნება ამჟამინდელ 14 დღეზე, ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება „უკეთესი იყოს“, მაგრამ კონკრეტული კვლევის შედეგები და დოკუმენტაცია დადასტურებულ მაღალ ეფექტიანობაზე, გამოყენებული პრაქტიკის მიხედვით, ჯერჯერობით არ არსებობს.


ლინკი

https://apnews.com/article/beijing-immunizations-chengdu-coronavirus-pandemic-china-675bcb6b5710c7329823148ffbff6ef9?fbclid=IwAR2wA20vcpBLqy_mmIVctr9fBmV-UKx64oWSioPmkNEg5ZWnN1q33Pl5rX4


-„ბოლო ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებით

საბოლოო ჯამში ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური. მათივე აღიარებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაქსიმუმ 50, 4 %-ია. შედარებისათვის, – „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა 94%-ია.

აქამდეც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი გაჟღავნების უფლება არ მქონდა. ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ. ისე, როცა რაიმეზე ირიბად გაფრთხილებთ, კარგი იქნება, რომ ქვეტექსტებს ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ;

სხვათა შორის, უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ შეიძლება, ჩინური ვაქცინის ორი დოზა არ იყოს საკმარისი და მესამეც იყოს გასაკეთებელი;

ზოგი ჩინელი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ პირველი დოზა ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად „ასტრაზენეკა“ უნდა გაკეთდეს, წარმოგიდგენიათ ხომ, რა დომხალია?!

შეგასხენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინები უკვე ჩამოსულია, ზოგი გვაჩუქეს და ზოგი ვიყიდეთ… რავ ვიზამთ…. ფულის შოვნა ისეთი რამეა ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა აკეთებს, როგორც შეუძლია…

ისე, ამ კონტექსტში ზოგიერთების გასაგონად, – სანამ რაღაცას გააკეთებთ, ერთი-ორი დღით ადრე სტრატეგიულად რომ გადახედოთ პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგს, ცუდი არ იქნებოდა.

ყველაფერს ჩქარა-ჩქარა რომ აკეთებთ თემების დალაგებით და ისე, რომ მაქსიმალურად მოტეხოთ ფული… ხომ იცით, რომ გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, იყო არასწორი გადაწყვეტილება… პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას!

რაც შეეხება „ფაიზერს“, უკვე წამოვიდა კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის აასკიდან შეიძლება და კომპანიამ ამერიკის წამლის სააგენტოში გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანა;

ახლა ნახევრად ხუმრობით, მსოფლიოში რამდენიმე კორონავაქცინაა, მაგრამ „ვაქცინების ხაჭაპური“ ბოლომდე არც ერთი არ არის გამომცხვარი, ყველაზე ახლოს გამოცხობასთან მაინც „ფაიზერია“….

გავიმეორებ: – ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია. უნდა იყოს ღია დიალოგი და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოქალაქეებთან საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. ასევე მათ უნდა განუმარტონ ხალხს, რომ სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის და მისი გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამაზე გიორგი ფხაკაძე კი არ უნდა ლაპარაკობდეს 24 საათი. საქართველოში არსებობენ სამსახურები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამის გაკეთება და ამაში ხელფასს იღებენ!

საქართველოში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე სამი კვირის წინ გამოვაცხადე, დღეს ეს უკვე საქართველოს ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს.

გაუფრთხილდით თავს…. დაიცავით ორ მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან და გახსოვდეთ – სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის!“- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Dr Giorgi Pkhakadze on “Lambda” strain

9 July, 2021

“Lambda is a distant relative of the Indian strain. It is mainly transmitted in Latin America,” says Dr Giorgi Pkhakadze, a public health expert. He said it has already spread to more than 30 countries, and the rate is quite high.

“There are four major viruses, and there are sub-viruses in India. The most dangerous virus is K404N, which is really very dangerous, and a person is in resuscitation in 2-3 days. These will continue until we stop this virus, and the way to stop it is very simple, medical mask, no meeting places, and vaccination,” Dr Giorgi Pkhakadze stated on the air of “Dghis Kurieri.”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-on-lambda-strain/

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights