კვირა, აპრილი 26, 2026

„წამლები უკვე არის, მაგრამ საკმაოდ მცირე წრისთვის… საქართველოში ამ წამლების შემოტანა“

21/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კოლეგებისთვის:
კოვიდსაწინააღმდეგო წამლები უკვე არის, მაგრამ:
ოთხმა წამალმა მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოს დროებითი ავტორიზაცია…
ეს წამლები ეფექტურია მხოლოდ პაციენტთა საკმაოდ მცირე წრისთვის
მაგალითად, რეგენერონის კოქტეილი ერთ-ერთი პირველი წამალია, რომელმაც აჩვენა, რომ 100 ადამიანიდან 6 ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
მაგრამ ფასი?! – წამლის კოქტეილის ფასი $1300-დან – $2700-მდე მერყეობს…. შედარებისთვის – „ფაიზერის“ ვაქცინა დაახლოებით $19.5 ღირს ერთი დოზა, „ასტრაზენეკა“ $2.15, „სინოვაკი“ კი 29.75 ?!!
დასკვნა თქვენზე იყოს….
ჩემი აზრით კი, საქართველოში ამ წამლების შემოტანა და შემდგომში მათი გამოყენება ნაკლებად რეალისტულად მიმაჩნია, რატომ?
ფასი ,
ლოჯისტიკა ,
უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობა…
მკურნალობის “ჩაწყობით” დანიშვნა და არა სამედიცინო დანიშნულებით…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Results of the Recovery clinical trial indicate treatment with the Regeneron cocktail of monoclonal antibodies (casirivimab 4g and imdevimab 4g) reduces mortality by 20% on patients that have failed to produce immunity against the virus. The cocktail however does not change mortality rates when all patients are accounted regardless of initial antibody titers at baseline. The researchers estimated that the cocktail saves about 6 lives in every hundred seronegative patients treated with the cocktail. This is the first time that a clinical trial testing the Regeneron Abs demonstrates a statistically significant effect on mortality rates on a subpopulation of COVID-19 patients when administered early. The trial evaluated 9785 randomized patients at 177 hospitals of the United Kingdom
#COVID19 #COVID #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #pandemic #infectiousdiseases #FDA #WHO #CDC #vaccines #clinicaltrials #immunology #Regeneron
https://www.sciencemag.org/…/monoclonal-antibodies-cut…
Original findings available as preprint in medRxiV (June 16, 2021):
https://doi.org/10.1101/2021.06.15.21258542
See Recovery trial press release (June 16, 2021):
https://www.recoverytrial.net/…/recovery-trial-finds…
FDA approval (November 21, 2020)
https://www.fda.gov/…/coronavirus-covid-19-update-fda…
https://investor.regeneron.com/…/regeneron-announces-us…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ასტრაზენეკას“ შეჩერების საჭიროებაზე 55 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანებში და გავილანძღე. როცა რაღაცას

31/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს:
„მცირე განმარტება ვაქცინებთან დაკავშირებით, – უკვე სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერონ „ასტრაზენეკას“გამოყენება 55-60 წელზე ქვემოთ ასაკის ადამიანებში (გერმანიამ – 60 წელს ქვემოთ, კანადამ და საფრანგეთმა – 55 წელს ქვემოთ)

ევროპის ძლიერი მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან ვაქცინაციის პროცესს. მიღებული გადაწყვეტილებები ძლიერი ინდიკატორია იმის, რომ საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს მხოლოდ ევროპელი მეგობრებისგან.

საქართველოში არ უნდა შემოვიტანოთ არც ერთი COVID-19 ვაქცინა და მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის და ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიერ რეკომენდირებული არ არის.
რამდენი ხნის წინ ვთქვი „ასტრაზენეკას“ შეჩერების საჭიროებაზე 55 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანებში და გავილანძღე. როცა რაღაცას ვამბობ, გთხოვთ, დამიჯერეთ, მეტი რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი.

„ნოვავაქს“ რაც შეეხება, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ეს ვაქცინა კარგია.
ამ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მძლავრ იარაღად ისევ რჩება სამედიცინო პირბადე და მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ის.

ასევე, უნდა დავნერგოთ ელექტრონული ჯანდაცვა, – ეს არის ის, რაც დღესვეა გასაკეთებელი და ძალიან ფრთხილად უნდა ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
რაც შეეხება „საქართველოს აკრედიტაციას“, გიორგი ფხაკაძის თქმით, უკვე 9 სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა დამოუკიდებელი და ნებაყოფლობითი აკრედიტაციის გავლის სურვილი, კიდევ რამდენიმე მუშა პროცესშია.


-„აკრედიტაციის შედეგად ქვეყანაში გვექნება კარგი და ძალიან კარგი საავადმყოფოები.
ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც არის იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტი, მოგიწოდებთ თანამშრომლობისკენ – „საქართველოს აკრედიტაცის“ ინიციატივის ფარგლებში ერთ-ერთი ინდიკატორი არის პაციენტის უფლებები და გთხოვთ, ამ მიმართულებით ჩაერთოთ პროცესებში
ასევე მივმართავ პაციენტის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, კარგი იქნება, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უფლებების მიმართულებით ვითანამშრომლოთ.
მივმართავ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტებს, კოლეჯებს – ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური ინსტიტუციების ჩართულობა აკრედიტაციის პროცესში უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტებისა და ინდიკატორების გაუმჯობესების კუთხით.

დღეს უკვე ჩატარდა ერთი შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. კვირის ბოლომდე სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და იმ მინიმალურ ინდიკატორებზე იქნება საუბარი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების საშულაებას მოგვცემს.


შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი:
1. პაციენტის უფლებების დაცვის მიმართულებით და
2.უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ხარისხის სტადარტების ინდიკატორების შემუშავების მიმართულებით. ორვე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდება კვირის ბოლომდე.


შესაბამის ორგანიზაციებსა და აკადემიურ ინსტიტუციებს გთხოვთ, აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გამომიგზავნეთ წერილი პირად შეტყობინებაში ან accreditation.ge მითითებულ მეილზე – info@accreditation.ge
რამდენიმე უნივერისტეტმა უკვე გამოხატა თანამშრომლობის სურვილი, ამ ინფორმაციას დავდებ ვებგვერდზე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე.
ჩვენ უნდა ავაშენოთ არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო
დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ დამალა ინფორმაცია“ – „მძიმე მდგომარეობაა“-გიორგი ფხაკაძე

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„ისრაელი არის ქვეყანა! ჩვენ რამდენი ათეული წელი დაგვჭირდება, რომ ამ დონემდე მივიდეთ?! ისრაელში გაკეთდა ფაიზერით ვაქცინაცია, იქ არის ელექტრონული ჯანდაცვა და ყველა პაციენტის მონაცემი აღრიცხულია. არის კვლევა, რომ 100 000-დან ერთ პაციენტში მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარდა. რისკჯგუფია 18-დან 30 წლამდე ასაკი, ძირითადად მამაკაცები.

ნებისმიერ მედიკამენტთან მიმართებაში აუცილებელია სიფრთხილე და გამჭვირვალობა. ამდენი კვლევა იბეჭდება „ფაიზერზე“, ასტრაზენეკაზე“, „ჟონსონი @ჯონსონზე“. შეკითხვა არ გებადებათ, რატომ არ არის არანაირი კვლევა გასაჯაროებული ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე?
„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინაზე ბევრი კვლევაა, გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ერთი რამ, რაც შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას, არის ის, რომ ორივე ვაქცინა იძლევა საშუალებას, ადამიანები არ მოხვდნენ რეანიმაციაში და არ გადრაიცვალონ.
კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, „ფაიზერის“ ეფექტურობა 94%-ია, ერთ დოზაზეც კი. მაგრამ დაბეჯითებით გთხოვთ, ყველამ, ვინც გაიკეთეთ ერთი დოზა, გაიკეთეთ მეორე დოზაც აუცილებლად.
ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში წამოვიდა კვლევები, კოვიდგადატანილ ადამიანებში არის ბევრი, სხვადასხვა სახის პრობლემა. ბოლო კვლევა, რომელიც ნიუ იორკში გაკეთდა, ადასტურებს, რომ შესაძლოა, კოვიდი აზიანებდეს თავის ტვინს.
კიდევ გავიმეორებ, ეს კვლევა ეხება არა იმათ, ვინც ვაქცინა გაიკეთა, არამედ კოვიდგადატანილებს. არ გადაატრიალოთ ჩემი ნათქვამი, როგორც ტვ პირველმა, თითქოს მე ვთქვი, რომ ვაქცინირებულებს სპერმის ხარისხი უქვეითდებათ, სინამდვილეში მე ვთქვი, რომ კოვიდგადატანილებში მაღალი შანსია, სპერმის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდეთ.
ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა. არც ერთ მათგანს არა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ჩინურ ვაქცინას, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, არ აქვს გავლილი კლინიკური კვლევების მესამე სტადია. გავლილი აქვს მხოლოდ პირველი და მეორე სტადია, მაგრამ თავის მონაცემებს საჯაროდ არ აზიარებენ.
მოკლე ისტორია – სინოფარმი დეკემბერში აცხადებდა, – მისი ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. გაერთიანებულ ემირატებში ამბობდნენ, რომ 86%-ია. ვუხანის ინსტიტუტის ინფორმაციით, ეფექტურობა 72,5%-ია, თურქეთის ცნობით – 91,2%-ია, თუმცა ხედავთ, რომ ახლა იძულებული გახდნენ, ჩაკეტილიყვნენ. ბრაზილიამ იანვარში განაცხადა, 78%-იაო, ერთ კვირაში კი წამოვიდა ინფორმაცია, რომ ეფექტურობაა 50,0%.ინდონეზიის კვლევით 65%-ია. პაკისტანში – 75%. ხედავთ ხომ, ციფრებში რამხელა სხვაობაა? ამას წინათ კი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ია. რეალურად სავარაუდოდ 25%-ია. რატომ იძახის საქართველოს მთავრობა, რომ 79%-ია ეფექტურობა? ეს კვლევები ეხება ვუხანურ ვირუსს, სხვა შტამებზე როგორ მუშაობს ჩინური ვაქცინა, ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.
კიდევ ერთი საკითხი – პერიოდულად პრესაშიც და ზოგიერთი ექიმის მხრიდანაც ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, თითქოს, რაღაც კოვიდსწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს. ხალხო, სანამ მედიკამენტი არ გაივლის მესამე კლინიკურ კვლევას, მისი ასე დარეკლამება, სულ მცირე, არაეთიკურია. ნუ აკეთებთ ამას და ნუ ეხმარებით ფარმაკომპანიებს გამდიდრებაში! ნუ ქმნით ცრუ მოლოდინებს საზოგადოებაში!“


ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა, ორი უჩვეულო მუტაცია: E484Q და L425R. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რეგიონში ეს მაჩვენებელი 60% -ზე მეტია. ვარიანტს დაერქვა B.1.617. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები. ინდოეთის საავადმყოფოებში საწოლის მარაგი ამორურულია. ხალხი იძულებულია, სახლში იმკურნალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტია, მოსახლეობამ შავ ბაზარს მიმართა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია. კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მოსალოდნელი ტალღის წინასწარ განსაზღვრა და მისი მართის დაგეგმვა. ვარიანტის B.1.617 ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურშია გამოვლენილი.


ინდოეთი დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში მოხვდა სამოგზაუროდ. ინდოეთი ებრძვის ინფექციების გამანადგურებელ ზრდას და კორონავირუსის ახალ ვარიანტს.


რა ვიცით ახალი ვარიანტის შესახებ?


კოვიდის ახალმა, ინდურმა შტამმა მეცნიერების ყურადღება ჯერ კიდევ მარტში მიიპყრო. კერძოდ, 24 მარტს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, – მაჰარაშტრას შტატში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 15%-20%-ით იმატა. ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი, რომელსაც B.1.617 სახელით მოიხსენიებენ, ორ უჩვეულო მუტაციას, E484Q და L425R-ს შეიცავს.


რამდენად საშიშია


Public Health England-ის განცხადებით, მეცნიერები ინდური შტამის კვლევის პროცესში არიან. ცდილობენ დაადგინონ, რამდენად საშიშია ინდური მუტაცია სხვა შტამებთან შედარებით, ვრცელდება თუ არა სწრაფად, რამდენად მომაკვდინებელია, მოქმედებს თუ არა ვაქცინების ეფექტურობაზე.


L452R მუტაცია, რომელსაც ინდური შტამი შეიცავს, შესაძლოა, ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს, ხოლო, მეორე E484Q-ი მსგავსია E484K-ის მუტაციის, რომელსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტი შეიცავს და რომელიც ვირუსს ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტულს ხდის. თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.


სანგერის ინსტიტუტის Covid-19 გენომიკის ინიციატივის ლიდერმა, ჯეფრი ბარეტმა თქვა, რომ ინდური ვარიანტი არ შეიძლება იყოს ისეთი პრობლემური, როგორც სხვა ვარიანტები, მაგალითად სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში. ეს ვარიანტი დაბალ დონეზე არსებობდა ინდოეთში.


შეშფოთებას ხელს უწყობს ჯანმრთელობის კანადის უახლესი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს,- კორონავირუსით ინფიცირებული მგზავრები ნაპოვნია 27-ე რეისზე, რომლებიც 4-დან 14 აპრილამდე დელიდან ჩამოდიოდნენ კანადაში.


COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. საქართველოში 29 აპრილს გვიან ღამით ჩინური “სინოვაკის” 100 000 დოზა ჩამოვიდა. “სინოფარმზე” რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ “სინოფარმის” ვაქცინას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა, იყენებს, მათი გამოცდილებით, ის სანდო და ეფექტურია. 30 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი. კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღევანდელი მონაცემებით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.


ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ დამალა ინფორმაცია ვირუსზე, რომ ჩაეტარებინათ არჩევნები. ჯერჯერობით ინდურ შტამზე არ არის სრულყოფილი კვლევები, არ იციან, მუშაობს თუ არა ფაიზერი მის წინააღმდეგ. არის კვლევები, რომ ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი ან იყო ვაქცინირებული, ისინიც დაინფიცირდნენ. 2-3 კვირაში უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გასაჯაროვდება.
თუ გაიკეთეთ ვაქცინა, მიჰყევით პროტოკოლს, აუცილებლად გაიკეთეთ მეორე დოზაც. 5 თვის შემდეგ დიდი ალბათობით მესამე დოზის გაკეთებაც მოგიწევთ. ვაქცინაციამდე კონსულტაცია გაიარეთ ოჯახის ექიმთან. ნუ გაიკეთებთ ექიმის დანიშნულების გარეშე პრე და პოსტვაქცინურ ტესტებს.
თავდაცვის ოქროს რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე ცხვირზე, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა.
თუ გაქვთ საშუალება, გახვიდეთ სოფელში, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. სოფელში ცხოვრება არის ფუფუნება დღევანდელ დროს.


მე, დედა და საქართველო
„მე, დედა და საქართველო“
-„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს. ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი – „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.
ქუთაისში როცა ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის….დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი…ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.
აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია.
ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში
სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.
გეტყვით – რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა – არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.
ჩემი მოსაზრება მარტივია – მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე – გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! – კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!
მე ვფიქრობ შემდეგს – ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!
მთელი ქვეყანა თუ იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ.
სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!
აღდგომას ვაპირებდი ჩამოსვლას რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე სიარული, ეს არის რაღაც ისეთი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები რა მოხდა.
ძალიან მინდოდა წელს ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან“
სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Эпидемиологи заявили о необходимости ужесточить меры против COVID-19 в Грузии

24 ноября 2020



Грузия заняла первое место в мире по распространению коронавируса на сто тысяч населения. Для стабилизации ситуации в стране необходимо ввести жесткие ограничительные меры, считают эпидемиологи.


Как писал “Кавказский узел”, 22 ноября Грузия стала лидером Южного Кавказа по приросту смертей и случаев заражения коронавирусом.


На главной странице “Кавказского узла” шесть раз в сутки обновляется карта, на которой указано число зараженных коронавирусом в странах Южного Кавказа и на юге России. Динамика распространения вируса, в том числе на Южном Кавказе, отражена в обновляемой справке “Кавказского узла” “Коронавирус добрался до Кавказа”.


За сутки 23 ноября в Грузии выявлено 3958 новых случаев заражения коронавирусом, общее число инфицированных увеличилось до 108 690. За сутки от осложнений, вызванных коронавирусом, умерли 36 пациентов, всего же число умерших достигло 1012 человек, пишет “Грузия-онлайн”.


Грузия занимает первое место в мире по количеству случаев заражения коронавирусом за неделю, следует из отчета, опубликованного американским изданием New York Times. По данным издания, на 100 тысяч населения Грузии за неделю приходится 2 807 инфицированных, среднее количество инфицированных за последние семь дней составляет 3 579,1 человек.


Советник Генерального секретаря ООН и Глобального альянса по вакцинам и иммунизации Георгий Пхакадзе заявил, что в Грузии необходимо принять жесткие меры для стабилизации эпидемиологической ситуации.


“Я думал, что мы пересекли красную черту, но мы пересекаем новую красную линию каждую неделю. Я не верил, что мы еще можем туда добраться. Цифры потеряли свое значение в эпидемиологическом плане. Нужно вводить непопулярные жесткие меры срочно”, – заявил он в эфире “Рустави 2”.


Он предположил, что число инфицированных людей в Грузии больше, чем показывает статистика, а жители страны стали заложниками реформы здравоохранения. «80 процентов больничных мощностей принадлежат частным клиникам, но эти частные клиники не допускают в свои больницы пациентов, зараженных COVID-19. С этими клиниками нужно начать совсем другой разговор. Почему эти больницы не впускают ковид-положительных пациентов? Мы имеем больничные койки, которые закрыты  для пациентов”, – отметил Пхакадзе.


Он считает, что в борьбе с COVID-19 должны быть мобилизованы все больницы, для этого “нужна “национализация” всех реанимационных больничных коек и лабораторий, передача их во временное управление министерства здравоохранения”.


О серьезности второй волны эпидемии заявил и бывший председатель парламентского комитета по здравоохранению Акакий Зоидзе, который назвал ситуацию в стране “близкой к катастрофе”.


“Я не могу назвать ситуацию катастрофической, но она очень близка к этому. Проблемы связаны с госпитализацией, неотложной помощью, тестированием […] Cистема здравоохранения может лечить тяжелобольных, но это не продлится долго, если не изменится тенденция к росту”, – сказал он в эфире “Рустави 2”.


По мнению Зоидзе, в стране необходимо ввести строгие ограничения вплоть до ограничения передвижения, но важно при этом не парализовать экономику.


О необходимости соблюдать ограничения при посещении церквей заявил руководитель пресс-службы Патриархии Грузии Андрий Джагмаидзе. “Весной, следуя рекомендациям, церковь ужесточила правила посещения храмов. Так будет и сейчас. Точно не могу сказать, какими будут дальнейшие действия, но есть рекомендации, чтобы прихожане соблюдали дистанцию, использовали маски”, – цитирует его “Спутник-Грузия”.


Материалы о распространении коронавируса на юге России и в странах Южного Кавказа “Кавказский узел” размещает на специальной тематической странице “Коронавирус рвется на Кавказ”.


Примечание:

“Россия передала Армении образцы вакцины на фоне пандемии COVID-19”, “Власти Аджарии увеличили число больниц и гостиниц для пациентов с COVID-19”, “Обязательный масочный режим введен в Азербайджане”.


Автор: Галина Готуа источник: корреспондент “Кавказского узла”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: Источник: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/356822/

© Кавказский Узел

„ისრაელში „ფაიზერით” ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი შედეგი გვაჩვენა. რატომ?! „ფაიზერი“ იცავს მძიმე…

22/08/2021

ვტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ისრაელში „ფაიზერით” ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი შედეგი გვაჩვენა. რატომ?! „ფაიზერი“ იცავს მძიმე ჰოსპიტალიზაციისგან:
91.8% – 50 წლის ქვევით ასაკის ადამიანებში
85.2% – 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში

ისრაელში კოვიდის “აფეთქება” არის ძირითადად:
არავაქცინირებულებში – რატომ ? ისრაელის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 58% არის სრულად ვაქცინირებული!
ვაქცინირებულებში – რატომ? ვინაიდან 60 წელს გადაცილებულებში ვაქცინაცია დაიწყო პირველად 2020 წლის დეკემბერში და უკვე ვხედავთ, რომ 6 თვის გასვლის შემდეგ ფაიზერის ეფექტურობა ნაწილობრივ მცირდება.

ეს არის ფაქტები

გამოსავალი – რა უნდა ვისწავლოთ, ისრელისგან:
ვაქცინაცია ფაიზერით 12 წლის ასაკიდან
ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) ყველას 50 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის
უნივერსალური (ყველგან/ყველასთვის) სამედიცინო პირბადე
ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა

ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება ეს შესაძლებელია“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze






„გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ?!“- გიორგი ფხაკაძე

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა: „გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ ორიგინალურად მომილოცა გიორგობა „მითების დეტექტორზე“ არჩილ მარშანიას კომენტარებით, რომელიც, სხვათა შორის, „მთავარ არხზეც“ მუშაობს. გამლანძღეს, რაღაც აბსურდი დამაბრალეს. ვიმეორებ, მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ინფორმაციაზე, რასაც მსმენელს ვაწვდი, ყველგან პირველწყაროს ვუთითებ, თან სამეცნიერო ჟურნალებიდან. მე ვარ აკადემიური ადამიანი, პროფესორი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება და განათლება. როცა რაღაცას ვამბობ, ვიცი, რასაც ვამბობ.

პატივცემული ოპონენტები „მითების დეტექტორზე“ აპელირებდნენ მედიასაშუალებებში 2020 წელს გამოქვეყნებული სტატიებით, როცა მე აკადემიურ, სამეცნიერო ჟურნალებში ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატიებს ვეყრდნობი. დღემდე ვიღაცეები თუ მაბრალებდნენ, რომ ფხაკაძე ნაცია და ვინმეს ამის გჯეროდათ, აგერ, ბატონო, ლუსტრაცია, გამწარებული მლანძღავენ ნაცები.

მეორე სტატია დღეს დაბეჭდა „მედიაკრიტიკამ“ და გიორგობა ახლა უკვე ქოცებმა მომილოცეს ოფიციალურად. საოცრებებს წერენ. მაბრალებენ, – ანტივაქსერი ვარ. ეს იგივეა, რომის პაპს ათეისტობა დააბრალო. ბოლოსდაბოლოს, ფხაკაძე “Gavi”-შია, ამაზე მეტი რა გითხრათ?! გესმით, ეს ვაქცინების თემაში რას ნიშნავს?! ვისაც გაინტერესებთ, სად ვმუშაობ და რას ვაკეთებ, დაწვრილებით დევს ჩემს ფეისბუქზე. თან მე, „ანტივაქსერი“, ერთ თვეში ფაიზერის ვაქცინით ვიცრები, ცნობისათვის! უბრალოდ, ადამიანურად უნდა ვიკითხო – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაბრალებთ რაღაცეებს, გასაგებია, კაი, დამაბრალეთ, მაგრამ იცით, რომ გიორგი ვარ და გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ! გავიგეთ, რომ არჩევნებია, ანგაჟირებულები ხართ, რომ ლაიქები გინდათ……..გავიგეთ, არ მოგწონთ, ფხაკაძე არავისი არაა. ფხაკაძე არის დამოუკიდებელი! ყოველთვის ილაპარაკებს სიმართლეს, ამას შეეგუეთ! ნუ გეშინიათ, ხალხო, მე პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს! ვერ იჯერებთ და დაიჯერეთ! არ მაინტერესებს არანაირი თანამდებობა და არც თქვენს ბიზნესინტერესებში ვერევი. ვხედავ, ჩემი განეიტრალება გინდათ, მართლა ასეთი პოპულარული ვარ?! განეიტრალება რომ არ გამოუვიდათ, ახლა დისკრედიტაციაზე მუშაობენ, თითქოს მე ტყუილებს ვლაპარაკობ. აკადემიურად, მარტივ ენაზე გაწვდით, რაც ხდება ჯანდაცვის სფეროში. თუ არ მოგწონთ, ნუ მისმენთ. გულწრფეად გეუბნებით, ძალიან მადლობელი ვარ, „ნაცებმაც“ და „ქოცებმაც“ ასე გამლანძღეს. დიდი მადლობა „მედიაკრიტიკას“ და ქალბატონ ლელა კურდღელაშვილს, რადგანაც ხალხს დაინახა, – ფხაკაძე ოცნებისტი არ არის; ქალბატონო ლელა, https://www.facebook.com/lela.kurdgelashvili პირდაპირ მოგმართავთ, რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ, დამირეკეთ და ინტერვიუს მოგცემთ. ასევე დიდი მადლობა ბატონ არჩილს „მითების დეტექტორიდან“, რადგან ნათელი გახადა, რომ ფხაკაძე არც ნაცი არ არის. ნაცები მიხვდნენ, „ქოცი“ არა ვარ, „ქოცები“ მიხვდნენ, რომ ნაცი არა ვარ. მე რომ გეუბნებოდით, არ გეჯერათ, ახლა თქვენი თავის მაინც დაიჯერეთ. ფხაკაძე არც ნაცია და არც ქოცი, ხომ ხედავთ. ლუსტრაცია მოხდა. მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული, რასგანაც „ოცნებასაც“ ვლანძღავ და „ნაცებსაც“. კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი. ქვეყანაში პანდემიაა, დღეში 25-მდე ადამიანი იღუპება ვირუსით, რა დროს პოლიტიკური გარჩევები და თავყრილობებია?! თუ პატრიოტები ხართ, გამოაცხადეთ მორატორიუმი, პოლიტიკურ აქტივობებზე, მიტინგებზე, ჯერ დავამარცხოთ ვირუსი და მერე დაიკმაყოფილეთ ეს თქვენი პოლიტიკური ამბიციები. ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?! რომ ხედავ, არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე! ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე! დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ არჩილს და ქალბატონ ლელას, რომ საჯაროდ დაამტკიცეს, რომ მე არ ვარ არც ნაცი და არც ქოცი. დიდი მადლობა გიორგობაზე ასეთი კარგი საჩუქრისთვის.
ჯანმრთელობას გისურვებთ!“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„უიშვიათეს სისხლის თრომბთან დაუდგენელი კავშირი – ორივე ვაქცინის შეჩერება/აკრძალვის მიზეზი“

11/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ჯონსონი და ჯონსონის” (Johnson & Johnson) ვაქცინის გამოყენება დროებით შეწყდა აშშ-ში, ევროპაში და მსოფლიოში.

დანია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც “ასტრაზენეკას” ვაქცინა (Oxford/AstraZeneca) სამუდამოდ აიკრძალა

ორივე ვაქცინის შეჩერება/აკრძალვის მიზეზი უიშვიათეს სისხლის თრომბთან დაუდგენელი კავშირია.

დეტალები იხილეთ ბმულებში:

“ასტრაზენეკა”:

https://www.marketwatch.com/…/denmark-to-halt-use-of…

https://www.bbc.com/news/world-europe-56744474

https://www.telegraph.co.uk/…/denmark-permanently…/

https://www.reuters.com/…/us-health-coronavirus-denmark…

https://www.france24.com/…/20210414-denmark-terminates…

”ჯონსონი და ჯონსონი”:

https://www.fda.gov/…/joint-cdc-and-fda-statement…

Johnson & Johnson vaccine paused over rare blood clots https://www.bbc.co.uk/news/world-us-canada-56733715

https://www.france24.com/…/20210413-les-%C3%A9tats-unis… “- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Все это – “фейк” – Георгий Пхакадзе предостерегает население

28 Декабря, 2020

Советник генсека ООН по вопросам здравоохранения Георгий Пхакадзе заявляет, что вакцинация от коронавируса должна быть добровольной и бесплатной.

Вместе с тем, Пхакадзе предостерегает граждан от покупки лекарств и вакцин в интернете.

«Прежде всего, вакцинация должна быть добровольной. Однозначно вакцина должна быть бесплатной. Это два компонента, без которых мы не сможем обойтись и, конечно же, государство.

Ни при каких обстоятельствах вы не должны покупать какие-либо лекарства или вакцины в интернете, это все – «фейк». По состоянию на сегодняшний день, Всемирная организация здравоохранения пока не одобрила никаких вакцин или лекарств», – заявил Пхакадзе.

По его словам, если 70-80% населения Земли не будет вакцинировано, вакцинация не даст никаких результатов.

«Вакцинация началась уже вчера, вакцинация Pfizer началась в Европе, вакцина Modernа добавилась в США и, вероятно, в начале января в Великобритании будет добавлена вакцина Astrazeneca. Это не полностью одобренные вакцины. Мы должны уделять этому большое внимание. Это означает, что мы находимся на передовой войны. Весь мир, в том числе и я, устал ходить в маске. Либо мы продолжим еще 5 лет ходить в масках, либо есть другой способ – вакцинация. Единственный случай, когда вакцинация подействует, если будет вакцинировано 70-80% населения Земли. Если будет меньше, вакцинация не сработает», – заявил Георгий Пхакадзе в эфире «Рустави 2».


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/vse-eto-feyk-georgiy-phakadze-predosteregaet-naselenie/

„ეს ჩემი შვეიცარიული კოვიდ სერტიფიკატია, ასეთი სერტიფიკატი მინდა საქართველოში…“ – გიორგი ფხაკაძე

22/08/ 2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ეს ჩემი შვეიცარიული კოვიდ სერტიფიკატია,

ასეთი კოვიდ სერტიფიკატი მინდა საქართველოში,

ელექტრონულ ბარათებზე ვსაუბრობდი შარშან და რა გვაქვს …. ბებო მაროს მიერ დაჯღაპნილი ფურცელი. ეს 21-ე საუკუნეში,

არაპროფესიონალიზმი კლავს,

დღეს ჩვენი 74 მოქალაქე შეეწირა არაპროფესიონალიზმს“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Георгий Пхакадзе: Я решил приехать в Грузию

27 Августа, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения Георгий Пхакадзе сообщил в Facebook, что как только эпидемиологическая ситуация улучшится, он планирует приехать в Грузию.

Пхакадзе прогнозирует снижение случаев инфицирования коронавирусом в октябре.

«Приближается сентябрь. У меня есть планы, я заканчиваю несколько проектов, начинаю новые проекты, и я решил приехать в Грузию. Я много думал, когда приехать, но в этой ситуации опасно, есть риск. Клиники переполнены. Эти риски исчезнут во второй половине октября. Я приеду, как только освободится коечный фонд. Это вирус пойдет на спад к концу октября, потому что 90% населения будет инфицировано или вакцинировано», – заявил Георгий Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-ya-reshil-priehat-v-gruziyu/

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights