ორშაბათი, აპრილი 27, 2026

Пхакадзе: Коронавирус никуда не денется до 2023 года

12 Января, 2021


Советник генсека ООН по вопросам здравоохранения Георгий Пхакадзе написал в соцсети, что пандемия коронавируса продлится до 2023 года.

Профессор советует правительству разработать долгосрочный план действий и обеспечить соблюдение регуляций для граждан.

«Мы должны взглянуть в глаза правде, что коронавирус никуда не денется до 2023 года.

Следовательно, мы должны поставить страну на другие рельсы.

Нам нужен долгосрочный план действий!

Строгие регуляции по медицинским маскам и дистанции!

Сейчас не время для самобичевания, сейчас нужно работать!

Сейчас время для взаимной поддержки, чтобы выжить!», – пишет Георгий Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/phakadze-koronavirus-nikuda-ne-denetsya-do-2023-goda/

„ეს უკვე დანაშაულია! არაპროფესიონალიზმი კლავს…“ – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს


17/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ეს უკვე დანაშაულია

არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 532 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 591 766-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.20%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 321, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192, კახეთი – 263, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 233, აჭარაში – 608, იმერეთში – 1 059. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 507, აჭარაში – 146, იმერეთში – 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი, მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 24, იმერეთში – 29. 1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 351 – აჭარაში. 19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 1. სულ 6 ოქტომბრიდან – 16 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ, აიცერით „ფაიზერით”… – გიორგი ფხაკაძე

17 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:

„პრაქტიკულად, დაიწყო ორი ფარმაგიგანტის “მერსკის”და “ფაიზერის” გლობალური ომი, თუ ვინ იქნება დომინანტი კოვიდმკურნალობის სფეროში!”მერსკის” მიერ შემოთავაზებული კოვიდის მედიკამენტი (არც ისე ეფექტური აღმოჩნდა) უკვე არის ბრიტანეთში და მან გადაწყვიტა ღარიბი ქვეყნებისთვის ჯენერიკების (ანუ წარმოება საბუბითუმო ფასში) გაყიდვა. ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი ქარხნები, ლიცენზიას მისცემს უფასოდ.
„ფაიზერმა “კი არ დააყოვნა და იგივე გააკეთა თავის კოვიდ მედიკამენტზე (რომელზეც თავად ამბობს, რომ ეფექტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი კვლევები მე არ მინახავს, იმიტომ, რომ არ არის).
დასკვნა:
1/ ვაქცინები დიდი ფარმა ბიზნესისათვის მომგებიანი არ არის, ვინაიდან დაავადებული ადამიანი ნიშნავს მუდმივ მომხმარებელს
2/ აიცერით “ფაიზერით” და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ამით არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„12 წლის ასაკიდან მოქლაქეების 90% უნდა იქნას აცრილი! ქვეყანა უნდა გადავიდეს მხოლოდ…“

7 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze

პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელს, გიორგი ფხაკაძეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით პორტუგალიის მაგალითი მოჰყავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ქვეყანა ამ მხრივ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პორტუგალიაში ვაქცინაციის საკითხი არაპოლიტიკურ ფიგურას ჩააბარეს, მოსახლეობის ნდობა პროცესის მიმართ გაიზარდა და დღეს უკვე ქვეყანაში კოვიდი ფაქტობრივად დამარცხებულია.
„პორტუგალია Portugal ????????. ძალიან მაგარი ქვეყანაა, ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, განსაკუთრებით, ხასიათი. კოვიდ ვაქცინაციის დაწყებამდე 40% სასტიკად ეწინააღმდეგებობა ვაქცინაციას (საქართველოსავით), ახლა ეს ციფრი 2.2%-მდე შემცირდა პორტუგალიაში 86% სრულად ვაქცინირებულია. 12 წლის ზემოთ 98% არის სრულად ვაქცინირებული. ისე, 2021 წლის იანვარში კვირაში დაახლოებით 2000 კოვიდგარდაცვლილი იყო პირტუგალიაში და ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის განულებულია! როგორ მოხდა ეს?! ვაქცინაციის საკითხი მთლიანად ჩააბარეს აპოლიტიკურ ფიგურას, მისცეს მოქმედების სრული თავისუფლება! პორტუგალიაში კოვიდი დაამარცხა ვიცეადმირალმა ჰებრიკმა (Vice Adm. Henrique Gouveia e Melo) არაპროფესიონალიზმი კლავს! ჯანდაცვა უნდა იმართებოდეს პროფესიობალების და არა პოლიტიკოსების მიერ! საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება: ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო (ისევე, როგორც განათლების სამინისტრო გამოიყო) აპოლიტიკური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სამინისტრო! დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სისტემის აღიარება და დანერგვა. ხარისხზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა და არა “საყოველთაო”/ რაოდენობრივი ჯანდაცვა! რეალური და არა ფასადური ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა თავისი ელექტრონული სამედიცინო ბარათებით! სამედიცინო პროფესიული ასოციაციების რეალური და არა ფასადური ჩართვა უწყვეტი სამედიცინო განათლების და პროფესიული ლიცენზირების პროცესში. სახელმწიფო “რეგულურების” “კონტროლის” მინიმუმამდე დაყვანა (ყველამ ვიცით, ეს არის კორუფციის/ნეპოტიზმის და კიდევ ბევრი მანკიერი რამის მიზეზი). ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და მკაფიოდ უნდა იქნას ჩამოყალიბებული ანგარიშვალდებულების რგოლები… ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული უნდა მოხდეს არსებული რესურსების ოპტიმიზაცია/გაერთიანება და სახელმწიფოს როლი უნდა იქნას რაც შეიძლება, მინიმუმამდე დაყვანილი! და სახელმწიფო ბალანსზე არსებულ სტრუქტურებს უნდა მოეთხოვებოდეს ისევე, როგორც ნებისმიერ კერძო სტრუქტურას! საქართველოს სჭირდება ჯანდაცვის სფეროში რადიკალური რეფორმა და კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ როგორც დღესაა, ასე ჩვენ ვერ გავაგრძელებთ! კოვიდს რაც შეეხება: ქვეყანა უნდა გადავიდეს მხოლოდ ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე! 12 წლის ასაკიდან მოქლაქეების 90% უნდა იქნას აცრილი! მე-3 დოზა უნდა იქნას ხელმისაწვდიმი მე-2 დოზიდან 28 დღეში ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული/იმუნური სისტემის გამოწვევები და 60 წელს გადაცილებულებისთვის. 6 თვეში ყველა დანარჩენენი მოქალაქე უნდა აიცრას ყველას, ვინც აიცრა არა ფაიზერის ვაქცინით, უნდა მიეცეს საშუალება, მე-2 დოზიდან 2 თვეში აიცრას ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინით! სამედიცინო პირბადის ტარებაზე კონტროლის აღსრულება არსებული რეგულაციით, ოღონდ ადმინისტრირება უფრო მკაცრი უნდა იყოს და მთლიანად გადავიდეთ სამედიცინო პირბადეებზე! სამედიცინო დაწესებულების, სასწავლო დაწესებულებების, სერვისების დაწესებულებების ყველა თანამშრომლის და 12 წლის ასაკის ჩათვლით ყველა მოქალაქის 100% ვაქცინაცია! მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე! მკვლელი არის ის, ვინც ხალხს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სამედიცინო პირბადე და არ აიცრან ფაიზერით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze




ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




Public Health Expert Pkhakadze: Georgia has one highly effective vaccine only

23 December, 2021



Public Health Expert Prof Giorgi Pkhakadze has received his third COVID-19 booster shot.

Pkhakadze said in his Facebook post that the latest surveys show that Moderna booster dose provides 83 times stronger protection, while Pfizer 25 times.

”I am a scientist ad believe in science. I believe in medicine and progress. Georgia has one highly effective vaccine only, and this is Pfizer. This is not my fault,” Dr Pkhakadze said in his post.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/public-health-expert-pkhakadze-georgia-has-one-highly-effective-vaccine-only/

„ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით…

16/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა,

მიზეზები, თუ რატომ ეხლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება: ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნრბმაც იმოქმედა , ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო, უკვე ვიცით რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას და მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ეგრეთ წოდებული ბუსტერი” დოზაა საჭირო. ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.

რას აკეთებს ისრაელის მთავრობა: პირბადეები არის სავალდებული ყველგან, თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება, ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს, ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული, 500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები,

რა უნდა ქნას საქართველომ: სირაქლემის პიზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან, პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს, ვისწავლოთ ისრაელისგან:

ეს ხელუსუფლებას: სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო, აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია და ეხლა და არა 6 თვის თავზე, ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს) ”კოვიდ საშვები” რაც შეიძლება მალე დანერგეთ, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.

ეს მოსახლეობას: გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ ადამიანების სიცოცხლე, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ, თუ არა ან ვერ რჩებით სახლში, აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დავიცვათ 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის, ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60% დან 94%-მდე, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია. გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა, კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ, თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში. დაუჯერეთ საღ აზრს…

ჯანმრთელობას გისურვებთ,

ისრაელში სიტუაცია: https://www.timesofisrael.com/active-cases-pass-50000…/ ბუსტერის შესახებ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული ინფორმაცია არის: https://www.npr.org/…/6-things-to-know-if-youre… ისრაელში რეინფიცირების 2.6% რატომ არის: https://www.cidrap.umn.edu/…/israeli-study-finds-26…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? – გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო

22/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე აცხადებს:

„ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, ახალგაზრდები საუკეთესო განათლებით, ნიჭით, ცოდნით, უნარით, ბრილიანტი ბავშვები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ!

შევთანხმდეთ, ფხაკაძე არ იყიდება. პოლიტიკაში ვერ ჩამითრევთ, თანამდებობა არ მაინტერესებს…ვაკეთებ აკრედიტაციას, ვასწავლი სტუდენტებს. საფრანგეთიდან უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის, ვიდრე საქართველოში ბევრი.“

მისი თქმით, საქართველოში ყველას ექსპერტს არქმევენ.

„ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპერტთა შორის გიორგი ფხაკაძე საკუთარ მრჩევლად დანიშნა. გარდა ამისა, ევროკავშირში მქირაობენ, როგორც ძალიან მაღალანაზღაურებად ექსპერტს ჯანდაცვის სფეროში. აღარაფერს ვამბობს აშშ-ზე, უკრაინაზე, პოლონეთის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ, “Erasmus+” ექსპერტი ვარ…

მეგობრებო, არ გვინდა ჩხუბი, ქართველები ვართ, ქართულ-ჯიგრულ პონტში შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რა გვაქვს გასაყოფი. განსაკუთრებით ამ რთულ დროს. გავიტანოთ ერთმანეთ და წავიდეთ წინ!

კიდევ ერთხელ – პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა. ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები ამის თქმის გამო დაწერენ რაღაცას ჩემზე. თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება.

რაც კარგია, ვაღიაროთ. მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია, გახსოვთ, რომ ვამბობდი, თამამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-თქო?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს. ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება.

ამ თვის ბოლოს ვირუსის ტალღა ქვევით წავა. კარგი ზაფხული იქნება, დაისვენეთ, რუჯი ზომიერად მიიღეთ, მიირთვით ნატურალური პროდუქტები, მოემზადეთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ამასობაში იქნება კარგი ვაქცინა.

მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება. ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

აპლიკაცია რომ გაკეთდა, ხალხმა ყველამ ფაიზერი მოითხოვა და ეს ჩინური რატომ ჩამოგაქვთ ვერ გავიგე.

არ დაგავიწყდეთ სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, სუფთა ჰაერი, 2 მეტრიანი დისტანცია. თუ ვინმეს ჩაეხუტებით, იმ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ჩაეხუტოთ. ან ვინც აიცრება ფაიზერის ორივე დოზით, მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ თავისუფლად შეძლებს პირბადის გარეშე სიარულს. სხვა ვაქცინებთან მიმართებაში მე ამ რეკომენდაციას ვერავის გავუწევ!

ყველაფერი იქნება კარგად! აჩუქეთ სიკეთე სხვას! ყველაფერი შესაძლებელია! სიკეთეს ვერ იყიდი, ან გაქვს, ან არა, ეს ჩანს და ადამიანები ამას ხედავენ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ჯანმოს ავტორიზაცია არ ნიშნავს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა … ეფექტურია თუ არა „სინოფარმის“ ვაქცინა C

15/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მადლობა Tamar Zhamurashvili

„სინოფარმი“

ᲯᲐᲜᲛᲝ-Ს ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ

ბევრი მეკითხება და არ იქნება სამართლიანი ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგიზიაროთ.

„სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევები იმდენად მწირია, ნამდვილად მიკვირს ჯანმო-ს მიერ მისი ავტორიზაცია.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:

1) ამას „საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია“ ეწოდება. დღევანდელ დღეს კი ნამდვილად საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილებაც გამოუვალ სიტუაციას უნდა მივაწეროთ

2) ჯანმო-ს მიერ ავტორიზირებულ მედიკამენტებს/ვაქცინებს ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც საკუთარი სააგენტო მედიკამენტების ავტორიზაციისთვის, ისეთი როგორიცაა EMA ევროპის ქვეყნებისთვის და FDA აშშ-თვის არ გააჩნიათ.

ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲯᲐᲜᲛᲝ-Ს ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ ᲐᲠ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ, ᲠᲝᲛ „ᲡᲘᲜᲝᲤᲐᲠᲛᲘᲡ“ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲐᲓ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲨᲘ ᲐᲜ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐᲨᲘᲪ ᲓᲐᲨᲕᲔᲑᲣᲚᲘᲐ. ᲐᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲚᲝᲓᲝᲗ EMA-ᲡᲐ ᲓᲐ FDA-Ს ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ.

ქვემოთ მოყვანილია მონაცემები, რომელიც ჩინეთმა ჯანმო-ს წარუდგინა ავტორიზაციის გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული კვლევევბი ვერ ამტკიცებენ ეფექტურობას:

COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ
SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციების წინააღმდეგ
თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში
60წ-ზე უფროს ადამიანებში

ვიმეორებ, არ ვიცით საერთოდ როგორ მოქმედებს და ეფექტურია თუ არა სინოფარმის ვაქცინა COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, 60წ-ზე უფროს ადამიანებში და ახალი მუტაციების წინააღმდეგ!

კვლევებში მონაწილეთა უმრავლესობა მამრობითი სქესისაა, შესაბამისად ვაქცინის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში შეზღუდულია.

კვლევის საშუალო ხანგრძლივობა 112 დღეს შეადგენს. შესაბამისად არ ვიცით რა ხდება 112 დღის შედეგ. ამ 112 დღის განმავლობაშიც კი ეფექტურობა სხვადასხვა მონაცემებით 50 დან 79%-მდე მერყეობს.

რჩევ

ვინაიდან გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით და საქართველოში სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა, ჭკვიანური იქნება, თუ მოცემული ვაქცინა არ გაუკეთდებათ (ახალი მტკიცებულებების გამოჩენამდე):

60 წელს გადაცილებულ პირებს
თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ბავშვებს ≤ 18წ.
შეზღუდულად იქნება გამოყენებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში

აქვე დავძენ, თუკი ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო გახდება უნდა მოხდეს ხალხის ეფექტური და ხარისხიანი კვლევებით გამოცდილი ვაქცინით უზრუნველყოფა. სინოფარმით ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდა ყოვლად დაუშვებელია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

https://www.who.int/…/extraordinary-meeting-of-the…
https://cdn.who.int/…/2_sage29apr2021_critical-evidence…
https://www.who.int/…/WHO-2019-nCoV-vaccines-SAGE…


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Moderna-ს ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები

21 მარტი, 2021

#drpkhakadze

კომპანია Moderna-ს ვაქცინა mRNA-1273 – ვაქცინის მოქმედების მექანიზმი

  • მწარმოებელი: ამერიკული კომპანია Moderna

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არ არის დამტკიცებული

  • ვაქცინის ტექნოლოგია: მ-რნმ (ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ)

  • ეფექტიანობა: 94% Covid-19-ის თავდაპირველ შტამზე (სამხრეთაფრიკულ და ბრიტანულ შტამებზე კვლევა არ არის ჩატარებული)

  • მესამე ფაზის მონაწილეთა რაოდენობა: 30 000 (მოზრდილები 18-55, ასაკოვნები >65)

  • მიწოდების ქვეყნები: აშშ (100 მლნ დოზა); ყატარი; კანადა; იაპონია, COVAX

  • სრული მოცულობა: 500 მლნ -1 მლრდ დოზა

  • სავარაუდო ფასი: 15 $

  • მოქმედების მექანიზმი: ორგანიზმში შეჰყავთ არა ვირუსი ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ მესენჯერ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყება სპაიკ პროტეინის გამომუშავება, რომლის მიმართ ორგანიზმი შემდეგ გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს. აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე სწრაფია, თუმცა ამ მეთოდით აქამდე არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა შემუშავებული.

  • დოზირება: კეთდება 0.5 მლ – 2 დოზა (დოზებს შორის შუალედი 28 დღე)

  • შენახვის პირობები: -20◦C (6 თვე); 2-8◦C (30 დღე)

  • ალერგიული ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის, კვლევები ბოლომდე არ დასრულებულა.

ვაქცინების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის შემოწმებას ბავშვებში იწყებს. კვლევაში, რომელიც კანადასა და აშშ-ში ჩატარდება, ექვსი თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას, სულ სავარაუდოდ, 6750 ჯანმრთელი პირი.

კოვიდ-ვაქცინის ბავშვებში შემოწმება ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ორი წლიდან 12 წლამდე მონაწილეები მიიღებენ ორიდან (50 ან 100 მიკროგრამს) ერთ დოზას, ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები სამიდან (25, 50 ან 100 მიკროგრამი) ერთ დოზას მიიღებენ. ტესტირების მეორე ეტაპზე კვლევაში მონაწილე პირების ნაწილი მიიღებს ვაქცინას, ნაწილი – პლაცებოს.

კვლევაში მონაწილე ბავშვებს 12 თვე დააკვირდებიან.

Moderna-ს ვაქცინა მეორეა, რომელიც ევროპის წამლის მარეგულირებელმა Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ დაამტკიცა. ვაქცინის ეფექტიანობა 94.5%-ია. ევროკავშირის გარდა, Moderna-ს კოვიდ-ვაქცინა დამტკიცებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ისრაელში.

Moderna COVID-19 ვაქცინამ ყველა ადამიანი შეიძლება არ დაიცვას დაავადებისგან.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკურ კვლევაში: ტკივილი ინექციის ადგილას, დაღლილობა, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, შემცივნება, გულისრევა / ღებინება, შეშუპება, ცხელება, შეშუპება ინექციის ადგილზე, და ერითემა ინექციის ადგილზე. დამატებითი უარყოფითი რეაქციები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს, შეიძლება გამოვლინდეს Moderna COVID-19 ვაქცინის უფრო ფართო გამოყენებისას.

ორსულთათვის, მეძუძურ დედებსა და ბავშვებზე ვაქცინის შესახებ არსებული მონაცემები არასაკმარისია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში. ეს შესაძლებელია…

18 თებერვალი, 2022

#drpkhakadze

„საქართველოს ჭირდება რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში

მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):

1. წამლების ფასების დარეგულირება და ხელმისაწვდომობა (თურქეთის სისტემასთან ინტეგრირება+ საკანონმდებლო ცვლილებები) – “საქართველოში რეგისტრირებული წამალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ ლიცენზირებულ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში”

2. სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ფასის ბალანსი (დაწევა). თურქეთან მოლაპარაკებით, პირობითად, არსებული “200” სამედიცინო სერვისიდან საქართველოში დაფინანსდეს 50 და დანარჩენი ჩარჩოხელშეკრულებით ტრანსფერტი გაკეთდეს თურქეთში (რეალილიბაში ასეა, ოღონდ მოსახლეობას 5-ჯერ უფრო მეტი უჯდება). დროთა განმავლობაში სერვისების გაზრდა საქართველოში (სავარაუდოდ 5-10 სერვისი წელიწადში).

3. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გაძლიერება და საბოლოოდ 90% სახელმწიფოს შიდა დაფინანსება უნდა იყოს მხოლოდ ჰოლდინგზე. შეიქმნას 5 რეგიონული და თბილიში 2 რეფერალური მულტიპრიფილური საავადმყოფო.

4. პატარა საავადმყოფოების (რეგიონული საავადმყოფოები 50 საწოლზე ქვემოთ) გადაუდებელი მიმღებებად და ამბულატორიებად გარდაქმნა (ასე არის ეხლაც). სასწრაფო დახმარების სამსახური და “რეანიმობილების” სერვისი უნდა გაერთიანდეს ერთ სამსახურად და იყოს სახელმწიფოსსერვისი.

5. სამედიცინო ხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს.

6. უწყვეტი სამედიცინო განათლების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობა (მინისტრის არსებული ბრძანება ხელს უშლის ამ პროცესს) და სამედიცინო ასოციაციების წამოწევა (ისინი უნდა ატარონ ტრეინინგები მათი კრედიტ ქულები უნდა იყოს აღიარებული). ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი.

7. შიდა ჰოსპიტალური ინფექციის “დეკრიმინალიზაცია “ და მართვასამედიცინო / ეპიდემიოლოგიური მეთოდებით. მაგალითად, დაწესდეს “მისაღები ზღვარი 15%” და მუშაობა მიმდინარეობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ზღვარი შემცირდეს/გაუმჯობესდეს.

8. გადასვლა სავალდებულო, პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბარათზე მიბმულ პირადობის მოწმობაზე. ამ ბარითში უნდა იყოს ყველა რეცეპტი, დიაგნოსტიკის პასუხები, დიაგნოზი, მკურნალობის დინამიკა და ასე შემდეგ. ბარათი უნდა იყოს ასევე მობილურ აპლიკაციაში და ხელმისაწვდომი საქართველოში და საზღვარგარეთ. ამით ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ მიიღონ დამატებითი სერვისები დისტანციურად საქართვრლოს ფასებში. ასევე პაციენტის მონაცემები აღარ დაიკარგება “ინდივიდუალურ” ლაბოლატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ეს სისტემა “ჩაკეტავს” არასაჭირო დანიშნულებებს (დღეს დაახლოებით 70% დანიშნულებები არასაჭირო არის და მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის).

9. გადასვლა ერთიან ელექტრონულ ჯანდაცვაზე (HIMS). ამით შემცირდება სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, გაუმჯობესდება ხარისხი და ეფექტური დახმარების იარაღი იქნება ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებისთვის. “ექსელის” ფაილების ამოღება დაგვეხმარება მანიპულაციებისა და შეცდომების თავიდან აცილებაში.

10. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სამინისტრო, ისევე, როგორც მოხდა განათლების სამინისტროს გამოყოფა. შრომა და დასაქმება კი, ეკონიმიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს.

ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში.

ეს შესაძლებელია!

სურვილი არის?

ვისაც სურვილი გაქვთ, იცით სადაც ვარ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights