ორშაბათი, აპრილი 27, 2026

„მეგობარმა მომწერა: ესეც შენი წინასწარმეტყველებების სერიიდანო…“- გიორგი ფხაკაძე ვაფრთხილებდა

25/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მეგობარმა მომწერა: ესეც შენი წინასწარმეტყველებების სერიიდანო………….

პასუხი: „რა ვი“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, COVID-19-ის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მათ შორის ხანდაზმულებისათვის, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
გამაძლიერებელი ყოველწლიური დოზების მიღება კორონავირუსის ახალი შტამებისაგან თავდასაცავად იქნება საჭირო. ჯანმო განიხილავს დანარჩენი მოსახლეობის ყოველ ორ წელიწადში დამატებით ვაქცინაციასაც. ახალი შტამების გაჩენა გაგრძელდება და ვაქცინები რეგულარულად განახლდება.
Moderna და Pfizer მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს მალე დასჭირდება გამაძლიერებელი ბუსტები იმუნიტეტის მაღალი დონის შესანარჩუნებლად.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2.5 მილიარდი დოზა გამოიყენეს. მდიდარ ქვეყნებში ვაქცინა დაახლოებით მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მიიღო, ბევრ ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ჩაუტარდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

People should be careful – Giorgi Pkhakadze about new dangerous strains Lambda and K404N

09-07-2021

Dr Giorgi Pkhakadze, a public health expert, warns population about new dangerous strains Lambda and K404N

“There are 4 major viruses, and there are sub-viruses in India. The most dangerous virus is K404N, which is really very dangerous, and a person is in resuscitation in 2-3 days.

Lambda is a distant relative of the Indian strain. It is mainly transmitted in Latin America. It has already spread to more than 30 countries, and the rate is quite high.

These will continue until we stop this virus, and the way to stop it is very simple, medical mask, no meeting places, and vaccination”, – added Giorgi Pkhakadze.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://rustavi2.ge/en/news/204142

Советник генсека ООН: Коронавирус никуда не денется до 2023 года

12 января, 2021



ТБИЛИСИ, 12 января – Новости-Грузия. Пандемия коронавируса никуда не денется до 2023 года, прогнозирует грузинский специалист Георгий Пхакадзе, советник генсека ООН по вопросам здравоохранения.

Пхакадзе провел прямое включение в Facebook, в котором посоветовал правительству Грузии разработать долгосрочный план действий и обеспечить соблюдение гражданами регуляций.

«Мы должны смотреть правде в глаза — коронавирус никуда не денется до 2023 года. Следовательно, мы должны поставить страну на другие рельсы. Нам нужен долгосрочный план действий. Строгие регуляции по медицинским маскам и социальной дистанции», — считает Пхакадзе.

В ходе своего полуторачасового включения Пхакадзе коснулся и вопроса вакцины от коронавируса.

Из девяти вакцин, которые известны на сегодня как перспективные, наиболее надежными Пхакадзе назвал Pfizer, AstraZeneca и Moderna. Что касается вакцины китайского производства, то профессор посоветовал не забегать вперед и дождаться ее утверждения Всемирной организацией здравоохранения.

При этом советник генсека ООН отмечает, что пока вакцина доступна только для жителей «богатых стран» и пока неизвестно, когда дойдет до таких стран как Грузия.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.newsgeorgia.ge/sovetnik-genseka-oon-koronavirus-nik/

„წამშალეს კომენტარებს ვეღარ ვწერ ….. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ყოფილი მინისტრი…“

28/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„წამშალეს კომენტარებს ვეღარ ვწერ ….. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ყოფილი მინისტრი არის ინდურსტრიის ლობისტი …

ბატონო ენდრიუ ურუშაძე, მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ თქვენ, როგორც საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დაესწარით შეხვედრას, რომელიც ხელს უწყობდა თამბაქოს ინდუსტრიის / პროდუქტის პოპულარიზაციას და რომელიც რეალურად დაფინანსებული იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი თამბაქოს ინდუსტრიის მიერ. ჯანდაცვის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები გმობენ ამგვარ საქმიანობას.

ჩვენ ველოდით თქვენს ოფიციალურ ბოდიშს მკაფიო განცხადებით, რომ თქვენ არ ხართ თამბაქოს ინდუსტრიის ნაწილი!

Საუკეთესო სურვილებით,

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა დოქტორი,

ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრის გარეშე“-ს პრეზიდენტი

პარიზი, საფრანგეთი“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

Dear Andrew Urushadze, it was a surprise to learn that you as a former Minister of Health of Georgia attended a meeting actually paid/sponsored by the biggest tobacco industry in the world and promoting the tobacco industry/product. Georgian and international publuc health experts condem such kind activities.

We expected your officiall apology with clear statement that you are not a part of the Tobacco industry!

With best regards,

Professor Giorgi Pkhakadze MD, MPH, PhD

President Accreditation Sans Frontière

Paris, France.

ეს არის კომენტარი ჩემს წერილზე … მართლა სამწუხაროა ….“


სანდრო ურუშაძეhttps://www.facebook.com/andriaurushadze


„გუშინ, 24 ივნისს, როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მივიღე მონაწილეობა წინანდალში გამართულ კონფერენციაში “თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია – შესაძლებლობა თუ გამოწვევა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის”. იქ შეკრებილი დარგის სპეციალისტებს გავაცანი ის სიახლეები და გამოწვევები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ორგანოების მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რაც უკავშირდება ბაზარზე ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სისტემების გამოჩენას. ჩემი მიზანი იყო წარმედგინა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე ამ სფეროს რეგულირების გამოცდილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი,იტალია, პორტუგალია; შვედეთი, აშშ, იაპონია, ახალი ზელანდია.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ამავე კონფერენციაზე მომხსენებელი იყო ოტავას უნივერსიტეტის იურიდიული სამართლის პროფესორი ბატონი დევიდ სვიანორი. მან წარმოადგინა მოხსენება თემაზე :”ზიანის შემცირების სტრატეგია, ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები” ბატონმა სვიანორმა წლები შეალია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლას. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან სათავეში ჩაუდგა თამბაქოს კონტროლის ინიციატივების განვითარებას როგორც კანადაში, ასევე გლობალური მასშტაბით. მან, როგორც იურისტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თამბაქოს დაბეგვრის, სარეკლამო შეზღუდვების, თამბაქოსგან გარემოს დაცვის, მოწევის შეწყვეტის, სასამართლო დავებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და რეგულირებების განვითარებაში. მისი განსაკუთრებული ინტერესი იყო სამართლისა და ეკონომიკის ურთიერთქმედება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორი. პან ამერიკულმა ჯანმრთელობის ორგანიზაციამ მას მიანიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გმირის წოდება.
დაინტერესებული პირებისთვის ვდებ მისი ერთ-ერთი პუბლიკაციის ლინკს, სადაც ის ცხადად განმარტავს ზიანის შემცირების მნიშვნელობას თამბაქოს კონტროლისთვის: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4695371/.
სამწუხაროა, რომ ბევრ სპეციალისტს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ამ კონფერენციას.
ამ სტატუსს არც გამოვაქვეყნებდი, რომ არა ცილისწამება და ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიული ღირსების შემლახველი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება შეხვედრასთან და მის მონაწილეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში.
ჩემთვის ცნობილია, რომ, კონფერცენცია არ იყო დაფინანსებული თამბაქოს ინდუატრიის მიერ, თუმცა თამბაქოს კონტროლის მიზნით კომუნიკაცია ნებისმიერ მხარესთან ჩემთვის მისაღებია და არ არის აკრძალული არც საერთაშორისო კონვენციით, არც ეროვნული კანონმდებლობით“.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„რა უნდა ქნას საქართველომ? – ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს, დროთა განმავლობაში კარგავს ძალას…“

16/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


„ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა,


მიზეზები თუ რატომ ახლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:


ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნებმაც იმოქმედა
ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო
უკვე ვიცით, რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას, მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ეგრედ წოდებული ბუსტერი” დოზა არის საჭირო.
ისრაელში ახლანდელი კოვიდ აფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.


რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:
პირბადეები არის სავალდებულო ყველგან
თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება
ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს
ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული
500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები,


რა უნდა ქნას საქართველომ:
სირაქლემის პოზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან
პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს,


ვისწავლოთ ისრაელიდან:
ეს ხელისუფლებას:


სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო
აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიება
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია, ახლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნოთ “ბუსტერზე” რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)
”კოვიდ საშვები” დანერგეთ რაც შეიძლება მალე, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.


ეს მოსახლეობას:
გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას
დარჩით სახლში თუ შეგიძლიათ თუ არა ან ვერ რჩებით სახლში აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დაიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის
ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60%-დან 94%-მდე გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.
გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში.
დაუჯერეთ საღ აზრს…
ჯანმრთელობას გისურვებთ”, -წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„დღევანდელი 31 გარდაცვლილი არც შედის…“-გიორგი ფხაკაძე

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აქ დღევანდელი 31 გარდაცვლილი არც შედის, ისე გავედით მოწინავე ადგილზე

მე-19 ადგილას რომ ხარ მსოფლიოში…

ეს ვირუსი არის შესაჩერებელი….

რა გვიცავს…. ?

– სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….

ჯანმრთელობას გისურვებთ …

– წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„განგაშის ზარი“ დაირეკა – კოვიდი სპერმის ხარისხზე აისახება?! – ჩემი რჩევაა, ბავშვის გაკეთებას თუ…

12/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ადამიანებმა, ვინც გადაიტანეს კოვიდი, მათი სპერმის ხარისხი კარგი ხარისხის არ არის, გარკვეული მიზეზების გამო. ბევრი კვლევა ჩატარდა და „განგაშის ზარი“ დაირეკა.

რა უნდა გააკეთოთ?!

ჩემი რჩევაა, ამ სიტუაციაში, ერთადერთი რაც ჩემი რეკომენდაცია შეიძლება იყოს, ხალხო, ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, მიდით, ა, ახლა არის დრო“… – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე – ვიდეოhttps://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160111616805579


ამას საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

-„ორმეტრიანი დისტანციით ბავშვი როგორ გავაკეთო?“

-„შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა, ვეღარ გავიგეთ, ვაქცინა გავიკეთოთ, თუ ბავშვები ვაკეთოთ?”

-„კაცოო, ორმეტრიანი დისტანცით ლაგატკით ვესროლო?”

-„ბავშვების ტალღა წამოვაა !”

-„მოიყვანეთ ცოლიი ჩქარა იაფად გამოხვალთ ქორწილი არ შეიძლება“

-„ამაზეეე კარგად როგორ აგიხსნათ. მე მჯერა ამ ადამიანის…ყველაფერს ხსნის ძალიან კარგად…მადლობა“…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – იქნება, ომიკრონი დასასრულის დასაწყისია? – არა“

7 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

„მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება,

ომიკრონი დასასრულის დასაწყისია? – არა

კოვიდი არ არის სეზონური გრიპი

მათემატიკური მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, “დაიბადება” აფრიკაში.

რატომ? კონტინენტის მოსახლეობი სმხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე, ამერიკაც არ ჩამორჩება.

რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები?! გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება,

როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება?

– სამედიცინო პირბადით, დისტანციითა და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა)

ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ, ჯერჯერობით ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…“ – წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

https://www.economist.com/…/where-will-the-next…




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. რატომ მაინც და მაინც ახლა?!“-გიორგი ფხაკაძე

06/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:

„გისურვებთ ჯანმრთელობას, იყავით კარგ ხასიათზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გისურვებთ გამძლეობას!


პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის გამოსვლას მოვუსმინე, ჩემთვის ნათელი გახდა, როგორც თეთრი და შავი, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან გვაქვს წნეხი, ახლა კიდევ ჩინეთიდან წამოვიდა წნეხი.“


მისი თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, – ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, ეს საჯაროდ თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. დღეს კი დავინახეთ სულ სხვა სურათი.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა.


„ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა. ვაქცინა რომელიც ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ არის გაკეთებული, ყველა ინფორმაცია არის საჯარო, ყველა ინფორმაცია არსებობს. როგორც კი რაიმე უკუჩვნება (ქავილი, გაწითლება) დაემართება ვაქცინის შემდეგ ადამიანს, მაშინვე რეგისტრირდება, ყველაფრის გასარკვევად.


არის კიდევ მართლა ძლიერი მარეგულირებლის მიერ დარეგისტრირებული ვაქცინა.


ქვეყანაში შემოიტანეს ჩინური ვაქცინა, რაც პრინციპში სწორიც არის, შემოტანა არ არის პრობლემა. ისრაელი და აშშ-იც ასე მოიქცა. აშშ-ში შეტანილია 170 მილიონი ასტრაზენეკას ვაქცინა, მაგრამ ასტრაზენეკას ვაქცინა არ არის რეგისტრირებული ამერიკაში. საწყობში აქვთ და ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისრაელიც ასე მოიქცა, შეიტანეს ფაიზერისდა მოდერნას ვაქცინა და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, მანამდე დასაწყობებული იყო.


როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინსტრომ თქვა, რომ შემოიტანდნენ და დაასაწყობებდნენ, სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ უსაფრთხოა, შეგიძლიათ გამოიყენოთ.


მინდა ვისაუბრო იმ 82 მავნებელ ორგანიზაციაზე თუ ადამიანზე, ვინც იღებდა მონაწილეობას საქართველოში ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მთელი უბედურება დევს ამ დოკუმენტში, „სადღეგრძელოები“ რომ არის დაწერილი. იქ არის ერთი პუნქტი, სადაც მითითებულია, – ძლიერი მარეგულირებლის მიერ და არ არის მითითებული, რომელი ძლიერი მარეგულირებელია. ზიმბაბვე რატომ არ არის ჩადებული, მე ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან კარგად ვიცნობ. მაქვს შეკითხვა, რატომ არის მითითებული რომელი ძლიერი მარეგულირებელია?!


ახლა აღმოჩნდა, თურმე უნგრეთი არის ძლიერი მარეგულირებელი და საფრანგეთი არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! გერმანია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ხომ ხვდებით, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე?!


ის 82 ადამიანი, ვიცი რომ მიყურებს და მისმენს, თუ არ მიყურებენ, გეტყვიან რასაც ვამბობ, ხომ იცით, რომ თქვენ ხართ მავნებლები, ყველა, ვინც მონაწილეობდით ვაქცინაციის გეგმის შედგენაში, თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები ქვეყანაში, ეს არის თქვენი დანაშაული!


არ ვარ პოლიტიკოსი, რატომ მაიძულებთ, გიორგი ფხაკაძე გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს! – არ გავაკეთებ და პოლიტიკაში არ ჩავერთვები თქვენს ჯინაზე, ვერ ჩამითრევთ!


დიდი დღესასწაულია კათოლიკურ სამყაროში, აღდგომის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ჩაკეტილია საფრანგეთი.


მე ვთქვი, რომ ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებდი, მაგრამ ჩინური ვაქცინა როცა შემოიტანეს, ვთქვი, რომ გაგიჟდნენ და ვთქვი, რაც იყო სათქმელი!


არ უნდა ჩავერიო საქართველოს ვაქცინაციის პროცესში, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი კორუფაცია, ამდენი ვითომ პოლიტიკოსობა და ვითომ პატრიოტიზმი, ამ ყველაფერმა დაღუპა ეს ქვეყანა!“


მისივე თქმით, ქვეყანას მართლა სჭირდება ცვლილებები! – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკური განაცხადი!


„ახლა, საქართველოში ექსპერტებს აქვთ ძალიან კარგი საშუალება, აჩვენონ, რომ ნამდვილად ექსპერტები არიან თუ არა! ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს!

გადახედეთ, რა ხდება ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით ლათინო ამერიკაში, გადახედეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები როგორც ხდება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუ ცოტა ინგლისური იცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მე მაკრიტიკებთ და მლანძღავთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, დედას მაგინებთ. ახალგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ყველაფერი იცით, ძველგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ყველა რანგის ყოფილი ჩინოვნიკები, ახლა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. გადმომიბარებია ეს ტვირთი თქვენთვის! ჩემი სათქმელი მე ვთქვი! თუთიყუშივით ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ! ახლა გამოდით და მოსახლეობას აუხსენით, რატომ არის საჭირო ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით! გაიჭედებიან, იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა თქვან! რა საქმეებია დალაგებული, ვინ იყიდა და რატომ იყიდა, ვინ აიძულა, რატომ გადავიხადეთ ხუთჯერ უფრო მეტი, თქვით! პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ახსენით, ეს რატომ ხდება!

ვატყობ, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ კუთხით! როგორ შეიძლება ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალო?!

თქვენ ხართ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული ე.წ. ექსპერტები!

მე მაინტერესებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ საქართველოსათვის, ვაკეთებ იმას, რაც ვერავინ შეძლო! პირბადეების ფასი ხომ დაგიწიეთ! პირბადეების ხარისხი რომ აგიწიეთ! ხომ გაკეთდა ეს საქმე!

ქვეყანაში ვაქცინის საკითხი ვერ მოაგვარეთ!“


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ დღეში ათას ადამიანზე მეტი წერს.


„ჩემო მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

ფაიზერის ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი. ასტრაზენეკას ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერი მარეგულირებელი, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტეს, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენონ ასტრაზენეკას ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენონ. გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ ფაიზერის ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს ფაიზერის ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა საუკეთესოა!


ქვეყანაში უნდა შემოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სამი მარეგირებლის მიერ აღიარებული, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და საფრანგეთის ან გერმანიის!


ჩინურ არც ერთ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას! ეს არის პირადად ჩემი, გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია, ვინაიდან ვერ წავიკითხე, ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა! ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი!


თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!


გახსოვდეთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი თუ ვინმე გაიძულებთ, უჩივლეთ სასამართლოში! ძალიან თუ გაიძულეს, მართლა რევოლუაცია უნდა მოაწყოთ!


არავის აქვს უფლება თქვენს ჯანმრთელობაზე აწიოს ხელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!


მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული!


ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!


ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!


ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!


ეს ქვეყანა გაყიდულია!


რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!


იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ!


ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!


ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!


ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!


ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი!


კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი!


თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ!


საქართველოში ყველაზე კარგი გამოსავალი არის 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი წამალი საქართველოში არ არის! უაზრო ვიდეოები ვრცელდება, თითქოს, პირბადეებში ჭიებია, სირცხვილია, რა სისულეებს აკეთებთ!


„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხომ ვხვდები! რატომ მაინც და მაინც ახლა?! მავნებლების წრე არის, მაფიოზური, კლანური წრე. თქვენ ხართ მავნებლები!


მოდით ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, – რომელ ვაქცინას აირჩევდით, ფაიზერს, ასტრაზენეკას, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თურმე გამოკითხვა ჩაატარა და თქვეს, ჩინური ვაქცინა ძალიან მოთხოვნადია საქართველოშია.


რატომ გგონიათ, რომ ხალხი არის დაჩლუნგებული?! მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას! როგორ უნდა გაბედო და ასეთი რამე აკადრო საზოგადოებას!


ქვეყანაში პირბადეების საკითხი ვერ დაალაგეთ და ვაქცინის ხარისხს დაალაგებთ?!


ინფორმაცია მოგაწოდეთ მაქსიმალურად, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ნდობაზე აგებული, მეცნირებაზე აწყობილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე პროცესია! ეს პროცესი თუ არ იქნება გამჭირვალე და უსაფრთხო, ეს იქნება დიქტატურასთან ნაზავი პროცესები!


ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბრიტანეთიდან და ისრაელიდან! თუ მაინცდამაინც ვიღაცისგან სწავლა გვინდა, ვისწავლოთ ამ ორი ქვეყნისგან!


ქვეყანაში დაწყებულია მესამე ტალღა, ქვეყანა ჩასაკეტი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ!


გადაწყვეტილებები ჩაკეტვასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რატომ არის ეს გაკეთებული!


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მე რომ ვყოფილიყავი, გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყველა შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.


პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ შეზღუდვებზე თქვენით მანიპულაცია გააკეთონ, ისინი არიან ყველაზე დიდი მავნებლები!


რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არა ვარ და ვერ ვიქნები. მე ექიმი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაში გაურკვეველი წამლის დარიგების! არ ვიცი ამ წამლის არც შემადგენლობა, არც ეფექტურობა და არც ერთი მაღალი დონის კი არა, საშუალო დონის სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი მოიძებნება! თუ მოიძებნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ!


ძალიან, ძალიან მიყვარხართ! გაუფრთხილდით თქვენს თავს! თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. „სინოვაკის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია თურქეთში, ნახევარი მილიონი დოზა აზერბაიჯანში. ჩინეთს აქვს ხუთამდე ვაქცინა. აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი – „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში. ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება, მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი თუ აიცრება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა მასმედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას, რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, დღეს ეპიდემიის დამთავრების სხვა იარაღი ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენსავე გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც… შეიზღუდოს რუსული არხები!

19/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„რუსეთში, ისევე როგორც ბრიტანეთში, 90%-ზე მეტი ყველა ახალი კოვიდ გამოვლენილი პაციენტი არის “დელტა” (ინდური შტამი) ვარიანტით ინფიცირებული. რუსეთში საკმაოდ სწრაფი კოვიდინფიცირებულების ზრდაა.“

მისი თქმით, სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც.

„სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც.

დასკვნა:

რუსეთში არის ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა, თავიდანვე განკუთვნილი იყო “დასავლეთში” შექმნილ ვაქცინებზე და ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს. რუსეთის მოსახლეობა არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერული მსოფლიოში.

არსებული რუსული ვაქცინების ეფექტურობა “დელტა” (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ. დიქტატორული/ოკუპანტი/ფაშისტური ქვეყანა, სტატისტიკა და რეალური მაჩვენებლები არ შეესაბამება რეალობას (რეალური სტატისტიკა სავარაუდოდ უფრო მძიმე იქნება).

დასკვნა საქართველოსთვის:

ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ, მაგალითი უკრაინიდან ავიღოთ.

რუსული და ჩინური ანტივაქსერული კამპანიების მართვა უნდა იქნეს აყვანალი სახელმწიფო უშიშროების დონეზე (რა ვიცი უაზრო საუბრების მოსმენაში იკარგება ამდენი რესურსი).

მასიური, კომპანია უნდა იქნეს ჩართული ყველა მედიაში. ქვეყანაში გვინდა მხოლოდ მაღალ ეფექტურობის ვაქცინები („ფაიზერი“/„მოდერნა“ ჯერჯერობით).

მდგომარეობა უფრო რთულია ვიდრე მე მეგონა 3-4 თვის უკან… ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ”, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights