სამშაბათი, აპრილი 28, 2026

კარგია რომ დროზე მიხვდნენ, ვერ მართეს რა… – გიორგი ფხაკაძე საველე ჰოსპიტალებზე

27/08/2021

დიღმის საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირების შეჩერებას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მისივე თქმით, ეს საველე ჰოსპიტლები უფრო დიდი საფრთხის შემცველი იყო.

„ამ ბოლო დროს ერთი საღი გადაწყვეტილება მაინც გავიგე. მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი კოვიდის საველე ჰოსპიტლების გახსნის, ვინაიდან:

ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს (ქვეყანაში არის 17,000 საწოლი და მხოლოდ 7.500 არის გამოყენებული კოვიდისთვის, ანუ რეზერვი კიდევ არის 3,000-4,000 საწოლი. დანარჩენი 2,000-3,000 არის ხელშეუხებელი სპეცსაწოლები (ფსიქიატრიული, ტუბერკულოზი…).

შესაბამისი გამოცდილება არ არის. ვინ იყო ის ექსპერტი/ექსპერტები, ვინც ეს “გააკეთა”.

ეს საველე ჰოსპიტლები არის უფრო დიდი საფრთხის შემცველი. რატომ? არ იყო გათვლილი:მომზადებული სათანადოდ საპირფარეშოები, ვენტილაციის საკითხი და ზოგადად ინფექციის კონტროლის სისტემები. კარგია რომ დროზე მიხვდნენ

პს: ვერ მართეს რა“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kargia-rom-droze-mikhvdnen-ver-martes-ra-giorgi-fkhakadze-savele-hospitalebze/


ნამდვილად არ მინდა, რომ ქართული ვარიანტი „დაიბადოს“ – გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე

27/08/2021

გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ფაიზერის“ ვაქცინა დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი და ყველაზე ეფექტური იარაღია… მაგრამ გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ…

გამოსავალი არის – დროზე უნდა ავიცრათ, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და ვირუსის მუტაცია …. ნამდვილად არ მინდა, რომ ქართული ვარიანტი „დაიბადოს“. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/namdvilad-ar-minda-rom-qartuli-varianti-daibados-giorgi-fkhakadze-koronavirusze/


ექიმი რძალი ან სიძე მოიყვანეთ და დაწყნარდებით – გიორგი ფხაკაძის რჩევა

28/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პანდემიის დროს ოჯახის ექიმის საჭიროებაზე საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, არასწორია ადამიანების მხრიდან სიმპტომების გარჩევა სოციალური ქსელით, საჭიროა ყველას ჰყავდეს საკუთარი ოჯახის ექიმი, რომელმაც უკვე იცის თუ რა სჭირს ამა თუ იმ პაციენტს.

„ასე ფეისბუქზე დაწერა, მე ეს მჭირს რა ვქნა? – არასწორია. ეს იგივეა მკერავთან ონლაინ რომ უთხრა, ჩემი ზომა არის ეს, მე მიყვარს ყვავილები და კაბა შემიკერეო – როგორ ? ეს კაბა ხომ არ იქნება კარგი? იგივეა მედიცინაც.


აქ ყველაზე მნიშნველოვანია ოჯახის ექიმი. წელიწად-ნახევარია გეუბნებით, რომ ჯახის ექიმი გყავდეთ. თუ არ გყავთ შეიძინეთ, გაიცანით. რაღაც ქენით, ბოლოს და ბოლოს რძალი ან სიძე მოიყვანეთ, დაწყნარდებით, რომ ოჯახის ექიმი გეყოლებათ. ოჯახის ექიმი არის ადამიან, რომელმაც თქვენს შესახებ იცის ინფორმაცია და დაგეხმარებათ მკურნალობაში“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/eqimi-rdzali-an-sidze-moikvanet-da-datsknardebit-rom-ojakhis-eqimi-gekolebat-giorgi-fkhakadze/


ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ… – რის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

28/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ონლაინ მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, არასწორია ადამიანების მხრიდან სიმპტომების გარჩევა სოციალური ქსელით. იგი იმ გვერდების სანდოობასაც ეჭქვეშ აყენებს, რომლებიც სოციალურ ქსელში სპეციალურად არის შექმნილი, რათა ხალხისთვის რჩევები გასცეს.

„ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ ვთვლი რომ ამდენი Facebook გვერდები, რომლებიც კონსულტაციას აკეთებენ, არასწორია. ჯერ ერთი, ვინ აკეთებს ამ კონსულტაციას, ამ ადამიანებს გამოცდილება აქვთ?


მეც ახლა ვარ ჟენევაში, ხომ ქართველი ვარ. მეც ხომ ვარ სხვაგან, თუმცა ლოკაცია გამოცდილებას არ ცვლის. მე მაგალითად ახლა ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. როდესღაც მეც ვიყავი ქირურგი. მე ვერასდროს ვერ მივცემ კონსულტაციას თვალის პრობლემებზე.

ახლა ყველა, ვინც ინგლისური ისწავლა, კონსულტაციებს აბრახუნებენ და ეხმარებიან ხალხს. თუ მართლა გინდათ დახმარება, დაეხმარეთ ექიმებს საქართველოში და დაეხმარეთ სისტემას. გააკეთეთ ონლაინ-კლინიკები“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ert-raghatsas-vitkvi-vitsi-amit-milion-mters-gavichen-magram-ris-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/



ჩვენ შევძლებთ და ნორმალური ცხოვრება გვექნება – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

28/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საზოგადოებას ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით მარიამობის დღესასწაული მიულოცა.


„ყველაფერი შესაძლებელია. მთავარი მონდომებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ და ნორმალური ცხოვრება გვექნება. პირბადე კიდევ ცოტა უფრო დიდხანს იქნება ჩვენთან. მთავარია გვჯეროდეს და ვაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. მიყვარხართ ძალიან. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გაძლებას. გიყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარული ერთადერთია, რამაც შეიძლება ჩვენ გადაგვარჩინოს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chven-shevdzlebt-da-normaluri-tskhovreba-gveqneba-giorgi-fkhakadzis-mimartva/


საკმაოდ კარგი ამბავია! – ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

29/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას, რომ კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„საკმაოდ კარგი ამბავია. კიდევ ერთი კვლევა გვაჩვენებს, რომ კოვიდ-19 გადატანილებში ტრომბი უფრო ხშირად დაფიქსირდა, ვიდრე ფაიზერით და ასტრაზენეკათი ვაქცინირებულებში.

დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია, “- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sakmaod-kargi-ambavia-nakhet-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze/


„საიდან არიან ეს უჯიშო ხალხი, მარიამობას რომ დაიწყებ ასეთ რაღაცას“ – ვისზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

29/08/2021

“ანტივაქსერები და იმპოტენტი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძირითადად არიან დაფინანსებული რუსული ფულითა დამესივნენ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ლაივჩართვისას განაცხადა.


მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები მის წინააღმდეგ ავრცელებენ ვიდეოებს თითქოს ანტივაქსერი იყოს.

„ანტივაქსერები და იმპოტენტი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძირითადად არიან დაფინანსებული რუსული ფულითა დამესივნენ, არ იციან რა ქნან, ჩემი დენიკინის დროინდელი ლაივები ამოიღეს და დადეს რომ ფხაკაძე არის ვაქცინების წინააღმდეგი და სისულელეებს ატრიალებენ. გახსოვთ, ვამბობდი წინააღმდეგი ვარ არაპროფესიონალიზმის.

საიდან არიან ეს უჯიშო ხალხი, მარიამობას რომ დაიწყებ ასეთ რაღაცას, დაგეცადათ ცოტახანი კაცი ჩამოვედი საფრანგეთში”, – ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saidan-arian-es-ujisho-khalkhi-mariamobas-rom-daitskeb-aset-raghatsas-visze-saubrobs-giorgi-fkhakadze/


არის თუ არა ჯოგური იმუნიტეტი კორონავირუსთან მიმართებაში ეფექტური – გიორგი ფხაკაძის განმარტება

29/08/2021

ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს.


მისის თქმით, COVID-19- თან მიმართებაში ეს პრაქტიკა არაეფექტურია.

“ძალიან ბევრი იმუნოლოგი, ინფექციონისტი ფიქრობს, რომ ჯოგური იმუნიტეტი არის საუკეთესო გამოსავალი, მეც ვისწავლე და ვასწავლე ჩემს სტუდენტებს, რომ ჯოგური იმუნიტეტი ზოგ ვირუსთან მიმართებაში ძალიან კარგია, თუმცა კოვიდთან გამოსავალი არ არის.

შვედეთი, ბრაზილია და ნაწილობრივ ინდოეთიც წავიდა ამ მიმართულებით, შედეგი რა მივიღეთ?! მაღალი სიკვდილიანობა შვედეთში, ბრაზილიაში მივიღეთ ბრაზილიური შტამი და ინდოეთში ინდური შტამი, ანუ ჯოგურმა იმუნიტეტმა პრაქტიკულად აჩვენა, რომ ეს ვირუსი არის ვერაგი და სხვანაირი. ჯოგური იმუნიტეტი გამოსავალი არ არის” – ამბობს ლაივჩართვაში გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/aris-tu-ara-joguri-imuniteti-koronavirustan-mimartebashi-efeqturi-giorgi-fkhakadzis-ganmarteba/


„ხომ უნდა დაახიო ის დიპლომი თავზე“ – ვისზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

29/08/2021

„როცა შენ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი არის არა ვაქცინირებული, ეს არის მანიშნებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობის, ანუ ჩვენებურად გაუნათლებლობის“ ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, როდესაც გინეკოლოგი ორსულს აცრას არ ურჩევს დიპლომი უნდა დაახიო თავზე.

„არაერთმა ადამიანმა მომწერა, ფეხმძიმე გოგო გინეკოლოგთან იყო და არ აიცრაო, ახლა იმ გინეკოლოგს ხომ უნდა დაახიო ის დიპლომი თავზე. ძირითადი მიზეზი არის ი,ს რომ არავის არასდროს არ უფიქრია ქვეყნისთვის სტრატეგიულად რა არის გასაკეთებელი”, – განაცხადა ლაივჩართვაში გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khom-unda-daakhio-is-diplomi-tavze-giorgi-fkhaadze/


ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან…

30/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეოს აზიარებს, რომელიც მას აპრილში აქვს ჩაწერილი.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ამ ვიდეოს გამო იგი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე იმ დროისთვის ჩანდა, რომ იქნებოდა.

ანტივაქსერების სექტამ ამოჭრა ამ ვიდეოდან ნაწილი და ეს ვიდეო მთელ ქართულ ინტერნეტ ქსელში დაატრიალა.

ქართველი ფაქტ-ჩეკერები ასევე დამესივნენ და დამარეპორტეს ფეისბუკზე ამ ვიდეოს გამო და ახალგაზრდა ქართველმა “ექსპერტებმა” (რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე და უკვე ექსპერტებად საღდებიან ) ხომ საერთოდ მიწასთან გამასწორეს თავისი ჭკუით…

ახლა გადავხედე ამ ვიდეოს და მართლა ძალიან ანერვიულებული ვიყავი, ვინაიდან კვლევების საგანგაშო ანგარიშები მოდიოდა სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან. დიახ, 2021 წლის 22 აპრილისთვის ბევრი რამ არ ვიცოდით.

ერთი რამ, რაც არის რეალობა – სამწუხაროდ. ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე ჩანდა იმ დროს. ასევე, კარგი ამბებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა, აჩვენა თავისი ეფექტურობა მოდერნასთან ერთად და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ინდური (დელტა) ვარიანტის წინააღმდეგ.

აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რაც შეიძლება, მალე. სიმართლე მწარეა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე გადაგვარჩენს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-videos-gamo-akhalgazrda-qartvelma-eqspertebma-rdze-rom-ar-sheshrobiat-jer-tuchebze-mitsastan-gamastsores-tavisi-tchkuit-ra-videos-aqveknebs-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights