სამშაბათი, აპრილი 28, 2026

ანტივაქსერების ისტერიას წერტილი დაესვა! – ვის უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე

23/08/2021

მადლობა ყველა იმ ცხოველს, რომელიც კლინიკური კვლევების პროცესს შეეწირა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა და ამით გამოეხმაურა ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების უწყების მიერ „ფაიზერის“ სრულად დამტკიცებას.


მისი თქმით, „ფაიზერმა“2 წელიწადში შეძლო ის, რასაც ადრე 5 წელი სჭირდებოდა.

„თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება სწრაფი პროგრესის საშუალებას იძლევა; სხვათაშორის, ე.წ. ტრადიციული მეთოდით გაკეთებული ვაქცინები, ჩვენს საუკუნეში უკვე ჩამორჩენილი მეთოდია.

დღევანდელი სიახლე ნიშნავს, რომ უკვე გვაქვს პირველი უსაფრთხო, ეფექტური და ოფიციალურად დამტკიცებული კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინა. ამით „ექსპერიმენტის“ თაობაზე ანტივაქსერების ისტერიას წერტილი დაესვა.

ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ ძირფესვიანად შეისწავლა ყველა კლინიკური კვლევის შედეგები და ეს ვაქცინა უსაფრთოდ და ეფექტირად აღიარა.

მადლობა ყველა იმ ცხოველს, ვინც კლინიკური კვლევების პროცესს შეეწირა.

მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომლებმაც თავიდან გარისკეს და პირველი დონის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, როცა ეს ვაქცინა ჯერ კიდევ ექსპერიმენტული იყო.

ასევე დიდი მადლობა ყველა იმ პირს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მონაწილეობას ღებულობდა მეორე და მესამე დონის კლინიკურ კვლევაში. უდიდესი მადლობა კვლევაში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ისინი კაცობრიობას გადარჩენაში დაეხმარნენ“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/antivaqserebis-isterias-tsertili-daesva-vis-ukhdis-madlobas-giorgi-fkhakadze/



2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული – გიორგი ფხაკაძე დროს ასახელებს

23/08/2021

როცა კვლევები დასრულდება, 2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„იცით, რომ ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 40 წლის ზევით მოსახლეობის აცრა მესამე დოზით მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოც ასე უნდა მოიქცეს.

ფაიზერის ვაქცინა არის უსაფრთხო. მაქსიმუმ, საქართველოში ოციოდე ადამიანისთვის შეიძლება, ვერ იყოს შესაძლებელი აცრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დანარჩენი ყველა უნდა აიცრას, საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის.

ბევრი მეკითხება, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხომ არა აქვს უარყოფითი გავლენა „ფაიზერს“.არა, აცრა უსაფრთხოა, მაგრამ კოვიდი თუ დაგემართათ, თქვენს რეპროდუქციული ჯანმრთელობას რეალური საფრთხე დაემუქრება.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, წამყვანი ქვეყნები 12 წლიდან ცრიან. ახლა უკვე საუბარია 2 წლის ასაკიდან აცრაზე. როცა კვლევები დასრულდება, მალე 2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/2-tslis-asakidanats-iqneba-faizerit-atsra-dashvebuli-giorgi-fkhakadze-dros-asakhelebs/



ფხაკაძე: ნახეთ გრაფიკულად აღწერილი 11 მეთოდი, რომელიც ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება

24/08/2021

ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს. ნახეთ გრაფიკულად აღწერილი ის 11 მეთოდი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში:



დისტანცია; სამედიცინო პირბადე; ხელების დაბანა; ხელით არ შეეხოთ სახეს; მოერიდეთ ხალხს და ხალხმრავალ ადგილებს; სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა; დახურული სივრცეების ადეკვატური სავენტილაციო სისტემების გამართვა;
სახელმწიფო უნდა მოამზადოს და განათავსო ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტერნეტ ბანერები) ასევე სახელმწიფო უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები.
კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უმკაცრესად დაცული. გაძლიერდეს ფაიზერით ვაქცინაცია;
დაინერგოს ელექტრონული “კოვიდ საშვი” და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნას ხელმისაწვდომი ამ საშვებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/fkhakadze-nakhet-grafikulad-aghtserili-11-metodi-romelits-verag-virustan-brdzolashi-dagvekhmareba/


გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია საჯარო და კერძო სკოლებს – რა ფორმით უნდა დაიწყოს სკოლებში სწავლა

24/08/2021

სკოლებში სწავლა ონლაინ-რეჟიმში უნდა დაიწყოს. ბავშვების საკლასო ოთახებში ყოფნა მინიმუმ, პირველ ნოემბრამდე უნდა გადავადდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„კარგი იქნება, ეს სასწავლო წელი ახლავე თუ დაიგეგმება ისე, რომ შერეულ სწავლებაზე გადავიდეს. შარშანდელი შეცდომები იქნეს გათვალისწინებული. სკოლაში ბავშვების 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს დაშვებული. უნდა გაკეთდეს რამდენიმე ჯგუფი.

კერძო სკოლებს ვურჩევ – ახლავე დაიწყეთ ამაზე მუშაობა. ადრე თუ გვიან საჭირო გახდება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadzis-rekomendatsia-sajaro-da-kerdzo-skolebs-ra-formit-unda-daitskos-skolebshi-stsavla/


„თუ რამე ხატია, ყველაფერი აშპალერებული აქვთ და იმის ქვემოთ სამსართულიანი გინებაა“

24/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერების თავდასხმის ობიექტი ხშირად ხდება და ყოველდღიურად, ბევრი ადამიანის წაშლა/დაბლოკვა უწევს.


ამჯერად, ექსპერტი ანტივაქსერების ტიპიურ კლასიკურ მაგალითებს განიხილავს.

„ყველა ანტივაქსერს და ბოტს ინფორმაციაში უწერია, რომ თბილისის 51-ე სკოლა აქვს დამთავრებული. კი მაგრამ, რამდენი ადამიანია იქ დარეგისტრირებული?! ყოველ მეორე ბოტს ეს სკოლა აწერია. თბილისში რომ ჩამოვალ, უნდა ვნახო.

მეორე ტიპის ანტივაქსერები – ფოტოები, რომლებიც უდევთ, სახეებგადაჭიმულია. ვფიქრობ, რომ კანი გაუსკდებათ. თან რაღაც ფილტრები ადევთ. როცა ვუყურებ, უკვე ვიცი, რომ რაღაც უაზრობას დაწერს.

მესამე ტიპის ჯგუფს ხატების შპალერები აქვს. რწმენა გულში უნდა შეინახოთ. თუ რამე ხატია, ყველაფერი აშპალერებული აქვთ და იმის ქვემოთ სამსართულიანი გინებაა. ასეთი არაფერი მინახავს, თუ მორწმუნე ხარ, ასეთი გინება როგორ შეიძლება?! რაც ბევრი ხატი აქვს ფეისბუკ-გვერდზე, უფრო მეტად ილანძღება და მწარე ლექსიკა აქვს. მეუბნებიან, რომ ვარ სატანა, ეშმაკი და მასონი. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, დისერტაციას დავწერ მათზე“, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-rame-khatia-kvelaferi-ashpalerebuli-aqvt-da-imis-qvemot-samsartuliani-ginebaa-giorgi-fkhakadze-antivaqserebis-tipebze/


სექტემბრის პირველი/მეორე კვირა იქნება მძიმე, ფიქრი არ მინდა – გიორგი ფხაკაძე

24/08/2021

სექტემბრის პირველი/მეორე კვირა იქნება მძიმე, ფიქრიც არ მინდა ამაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


„ფაქტი ესაა. ეს არის ის, სადაც ჩვენ ვართ, რადგან სახელმწიფო ვერ იღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას.

სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება შენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ნიშნავს. სახელმწიფომ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ეს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/seqtembris-pirveli-meore-kvira-iqneba-mdzime-fiqri-ar-minda-giorgi-fkhakadze/


ქვეყანა ჩასაკეტია, მაგრამ ამას ვერ გაბედავენ – გიორგი ფხაკაძე

25/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, ქვეყანაში არსებული კოვიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა ჩასაკეტია. მისივე თქმით ამის გაკეთებას ვერ გაბედავენ რადგან ეს პოლიტიკური ხარაკირი იქნება.


„ქვეყანა ჩასაკეტია, მაგრამ ვერ ჩაიკეტება, ვერ გაბედავენ, ვერ გაქაჩავენ იმიტომ, რომ იციან, ეს პოლიტიკური ხარაკირი იქნება. შენ თუ ხარ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მართლა ფიქრობ მომავალზე და თუნდაც ერთი ქართველის გადარჩენაზე, ქვეყანა უნდა ჩაკეტო დღესვე!“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/qvekana-chasaketia-magram-amas-ver-gabedaven-giorgi-fkhakadze/


ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე – გიორგი ფხაკაძე

25/08/2021

„ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე.“ – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, იანვარში ვირუსის მე-5 ტალღაა მოსალოდნელი.


„ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე, რადგან კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ აკეთებს ამას არავინ იცის.“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-sastsavlo-tseli-mtlianad-unda-gadavides-distantsiurze-giorgi-fkhakadze/


ათიათასობით მომხმარებელი ჰყავს საქართველოში ამ შხამს – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

25/08/2021

„რას შეიცავს სიგარეტი, ვიცით? და მაინც ათიათასობით მომხმარებელი ჰყავს საქართველოში ამ შხამს! გისურვებთ ჯანმრთელობას!“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


ტექსტთან ერთად აქვეყნებს სიგარეტის ფოტოს, რომელზეც ყველა ის ნივთიერებაა ჩამოთვლილი, რომელსაც თამბაქო შეიცავს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/atiatasobit-momkhmarebeli-hkavs-saqartveloshi-am-shkhams-nakhet-ra-fotos-aqveknebs-giorgi-fkhakadze/


იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! – გიორგი ფხაკაძე

25/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, იანვარში ვირუსის მე-5 ტალღაა მოსალოდნელი. ის საზოგადოებას სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.


„კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ ამდენი თვე, არავინ იცის. სასწრაფოდ ჩასაკეტია ქვეყანა. პოლიტიკოსები უნდა დაჯდნენ, მოილაპარაკონ და რაღაც კონსესუსამდე მივიდნენ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ახლა ვართ ძალიან მძიმე სიტუაციაში, განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში რეკლამას უკეთებდნენ ჩინურ „გოგლი მოგლის“. ახლა რა გეშველებათ მითხარით! რა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეუბნებოდით, ჩინური ვაქცინა მაგარიაო.

კი ბატონო, ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა, უჰანური ვირუსის სამკურნალოდ, მაგრამ აღარ არის ბატონო უჰანური ვირუსი, ის აღარ არსებობს. ახლა „დელტა“ (ინდური შტამია). მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თავდაპირველად იყო უჰანური ვირუსი, შემდეგ გაჩნდა ბრიტანული ვირუსი, რომელიც 40 %-ზე მეტად ვერაგი იყო გავრცელების თვალსაზრისით, ვიდრე უჰანური. მერე გაჩნდა „დელტა“ შტამი, რომელიც არის ბრიტანულზე 60-ჯერ უფრო ვერაგი გავრცელების თვალსაზრისით.“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ianvarshi-iqneba-mekhute-talgha-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights