ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025

ხომ ხედავთ რომ არავის არაფერი არ აინტერესებს. მიხედეთ საკუთარ თავს, ახლობლებს და ოჯახის წევრებს

0

15/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ფხაკაძე ამბობს, სექტემბრის მე-3 კვირიდან კორონავირუსის მეოთხე ტალღა უნდა შესუსტებულიყო, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ეს ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, გიორგი ფხაკაძე ყველას ურჩევს, საკუთარ თავს თავად მიხედონ.


„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი. ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი. ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ? დღეს ისევ 60 ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ.

სამწუხაროდ ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი რომ არჩევნები დამღუპველი იქნებოდა ახლა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინა საარჩევნო აქტივობები დამღუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?! ხომ ხედავთ რომ არავის არაფერი არ აინტერესებს. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და ოჯახის წევრებს:


არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოთა ხნით); მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საერთოდ აერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს; საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;

ტრანსპორტში კონდიციონერები გამორთული უნდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან; ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;

შენობებში ცენტრალური კონდიცირება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია იყოს; გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან; ხშირად დაამუშავეთ ხელები; სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში აიცერით.

აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბები, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის;

მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და შეირგეთ სეზონური ხილი და ბოსტნეული“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7.81%-ია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khom-khedavt-rom-aravis-araferi-ar-ainteresebs-mikhedet-sakutar-tavs-akhloblebs-da-ojakhis-tsevrebs-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძეს – „თუ დაიწყე ერთი ვაქცინით, სჯობს…“

0

21/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„2021 წლის 13 მაისი დავდე პოსტი, სადაც მოყვანილია ერთ-ერთი სტატია (ისე, უკვე ბევრგანაა ხელმისაწვდომი). ზუსტად რომ ვაქცინების “არევა” არც ისეთი კარგი რამაა, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის.
ზოგადად, თუ დაიწყე ერთი ვაქცინით, სჯობს დაამთავრო იგივე ვაქცინით, განსაკუთრებით პირველი და მეორე დოზები. მესამე დოზას რაც შეეხება, ამაზე არის მსჯელობა. ჩემი ანალიზის მიხედვით, მესამე დოზას ანუ “ბუსტერს” არსებითი მნიშვნელობა არა აქვს“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

The results of a mix-and-match trial to test combinations of the Pfizer and AstraZeneca vaccine suggest that mixing the vaccines may come with some short-term disadvantages: increased mild and moderate adverse effects. The trial monitored 830 volunteers 50 and older who were randomly assigned to four different vaccine schedules involving the Oxford/AstraZeneca and Pfizer/BioNTech vaccines, with first and second doses given 28 days apart. The fraction of individuals displaying fever increased by about 2 to 3-fold when the individuals received two different vaccines, as compared to those receiving the same one. Similar increases were observed for chills, fatigue, headache, joint pain, malaise, and muscle ache. It is still unclear whether the immunity elicited by mixed regimens is better or worse, but results on this topic are expected to be available soon.

Research published in N.E.J.M. (May 11, 2021):
https://doi.org/10.1056/NEJMoa2027675

#COVID19 #COVID #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #pandemic #infectiousdiseases #FDA #WHO #CDC #vaccines #clinicaltrials #immunology #pizer #astrazeneca


შესაძლებელია თუ არა მეორე დოზით სხვა ვაქცინით აცრა? – პაატა იმნაძის განმარტება.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა:


„ყველა მწარმოებელ კომპანიას უნდა, მეორედაც მისი ვაქცინით აიცრა. ეს ნაწილობრივ ბიზნესის პოზიციაა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, გრიპზე ერთ წელიწადს ერთი ვაქცინით ვიცრებით, მეორე წელიწადს – მეორე ვაქცინით და ა.შ. ერთადერთი ვაქცინა, რაზეც მკაცრი რეკომენდაცია არის, რომ აიცრა იგივე დოზით, ცოფის ვაქცინაა. იქ არის მკაცრი რეკომენდაცია, – დაწყებული ვაქცინით დაამთავრო ცოფის საწინააღმდეგო აცრა, თუმცა აქაც არის გამონაკლისი. რაც შეეხება კორონავირუსსს, ვფიქრობ, მალე გამოჩნდება მეცნიერული პუბლიკაციები, რომ ვაქცინის მონაცვლეობა შესაძლებელია”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია, თუმცა….

0

05.05.2020 Rustavi2


საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია – გიორგი ფხაკაძე


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “დღის კურიერში” სტუმრობისას საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.


“ჩვენ ვაკეთებთ კვლევას საქართველოზე, რომელიც ეხება ბავშვებს, ქალებს და მოზარდებს. საქართველოში ფოკუსირება გავაკეთეთ კერძო სექტორის ჩართულობაზე ჯანდაცვაში.


კორონავირუსმა ჩვენ დაგვანახა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. გამოწვევებიდან ჩვენ დავინახეთ პირველ რიგში ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში მყოფი კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა. კერძო სექტორი არ ხარჯავს იმდენ რესურსს, რამდენიც არის საჭირო ტრენინგებზე. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის შიდა ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა. საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია. კარანტინი ეფექტური აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია. ეს ორი თვე ვერ იყო სათანადოდ გამოყენებული. უნდა ყოფილიყო ინტენსიური ტრენინგები და კონტროლი ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე.


თუ არის ინფექციების სათანადო კონტროლი საავადმოყოფოებში, ამით დაიზღვევა არა მარტო ექიმების სიცხოცხლე, არამედ პაციენტების სიცოცხლე.


არ არიან მომზადებული ჩვენი ექთნები და სანიტრები. ჩვენი ეპიდემიოლოგები უყურადღებოდ არიან დარჩენილი, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალგაზრდა ეპიდემიოლოგები ძალიან ცოტა გვყავს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163515

გიორგი ფხაკაძე – “კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი…”

0

26/05/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:


“კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი.
მოდერნას ვაქცინა ეფექტურია 12 წლის ასაკიდან
ეს ვერაგი ვირუსი დამარცხდება
მანამდე სამედიცინო პირბადე არის საუკეთესო თავდაცვის საშუალება ყველასთვის, ვინც გაიკეთა და ვინც ვერ გაიკეთა ვაქცინა”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/05/giorgi-phkhakadze-kidev-erthi-pozitiuri-ambavi/



პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს – ვის შეხვდა გიორგი ფხაკაძე

0

29/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მარიამ ჯაშსს შეხვდა.


ფოტოს წარწერით სოციალურ ქსელში გიორგი აქვეყნებს.

„ჩემი მეგობარი და კოლეგა გაეროდან. მიხარია, რომ ბევრი საინტერესო გეგმა გავიარეთ. კიდევ ერთხელ – პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/profesionalizmi-gadaarchens-saqartvelos-vis-shekhvda-giorgi-fkhakadze/


„ეს არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური წამალი“

0

06/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვიღაცაზე თუ ხართ გაბრაზებული, გთხოვთ, ნუ ბრაზდებით, ეს ბრაზი ისევ თქვენში რჩება, არსად არ მიდის, ბრაზი თქვენზე და თქვენს იმუნურ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. როგორც ექიმი, გეუბნებით, თქვენს იმუნურ სისტემას გაუფრთხილდით! ყველაზე ძლიერი იარაღი ჩვენი იმუნური სისტემაა, ჩვენი იმუნური სისტემის დაცვის საუკეთესო მექანიზმი არის, როცა შინაგანად ხართ განწყობილი პოზიტიურად, ეს პოზიტიური განწყობა არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი. დადებიტი ემოცია უნდა შეინარჩუნოთ, ბრაზი სხვა რამით გაანეიტრალოთ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური წამალი დადებითი ემოციებია“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„სინამდვილეში ეს ციფრი უფრო მაღალია, 20 მილიონ ადამიანამდე ადის, საქართველოს სტატისტიკაც იგივეა …

0

17/11/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ოფიციალურად კოვიდმა წაიღო 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოში, სინამდვილეში ეს ციფრი უფრო მაღალია და 20 მილიონ ადამიანამდე ადის
საქართველოს სტატისტიკაც იგივეა … ნებისმიერი ციფრი უნდა გაამრავლოთ 4-ზე და მიიღებთ რეალობასთან მიახლოებულ ციფრს,
იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ, და დათვალეთ, ოფიციალური მონაცემებით, დღეს რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე კოვიდისგან და გაამრავლეთ ეს ციფრი 4-ზე= …
ვისაც დაგავიწყდათ, დაგეხმარებით: ოფიციალური მონაცემებით, დღეს
საქართველოში 28/19/2021 კოვიდისგან გარდაიცვალა 9,818 მოქალაქე,
9,818×4= 39,272,

ერთადერთი ალტერნატივა დღეს არის ფაიზერით (ან მოდერნათი) ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანცია!“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


https://www.economist.com/…/coronavirus-excess-deaths…
https://www.theguardian.com/…/global-covid-death-toll…
https://www.euronews.com/…/the-real-covid-death-toll…
https://www.wionews.com/…/true-global-covid-19-death…
https://www.bmj.com/content/375/bmj.n2239
https://www.dw.com/…/authoritarian-states…/a-58771888
https://www.oregonlive.com/…/covid-19s-official…
https://elifesciences.org/articles/69336


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„მერე რა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია, სხვა პატიმრებმა რა დააშავეს?“ – გიორგი ფხაკაძე

0

08/01/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„არც ერთი ადამიანი არ მინდა, იყოს ციხეში… სააკაშვილი პრეზიდენტია, მაგრამ ის არის პატიმარი. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? სააკაშვილს სჭირდება სრულყოფილი სამედიცინო დახმარება და სხვა პატიმარს არა?! ამდენი კონსილიუმები სხვა პატიმრებზე რატომ არ არის?! რამდენი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, იმიტომ, რომ…


მე, როგორც ექიმმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მე მეგონა, რომ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლოკომოტივი, იტყოდა, რომ გორში და საზღვარგარეთ გადაყვანა კი არა, დავრჩები რუსთავის ციხეში და მოვითხოვ, ყველა პატიმრისთვის იყოს გაუმჯობესებული პირობები, იყოს საუკეთესო სამედიცინო სერვისი მოწოდებული…


ჩემი საქმე არ არის, სააკაშვილი მართალია თუ არა… ამდენი ადამიანი მხარს გიჭერს, ოპოზიციის ლიდერი ხარ, მოითხოვე, რომ გაკეთდეს ისე, რომ ციხის საავადმყოფო საუკეთესო იყოს საქართველოში…ეს ვერ დავინახე… მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/mere-ra-rom-saakashvili-prezidentia-skhva-patimrebma-ra-daashaves-giorgi-phkhakadze/



“ახალი ვირუსი, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის…”

0

10/08/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩინეთში აღმოჩენილ ახალ ვირუსზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სიახლე ჩინეთიდან – ახალი ვირუსი, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. 35 ადამიანი დააინფიცირა.

გაიცანით “ლანგუა ვირუსი”.

1-2 კვირაში უფრო დეტალურ ინფორმაციას გავაზიარებ.

ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ბგიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ფაიზერი არ არის მერსედესი” – გიორგი ფხაკაძე

0

01/08/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„ბავშობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”. ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში “არ მოსულა”, მაგრამ გამოსავალიც არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგ-ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?!


ბუსტერის (ძლიერი/მაღალეფექტური ვაქცინების – ფაიზერი ან მოდერნა, 1 დოზა) აუცილებლობა უკვე დადგა, ეს არის რეალობა. ნახეთ ბაჰრეინის გადაწყვეტილება.

ფაიზერი არ არის “მერსედესი”. ფაიზერი არის დღესდღეობით საუკეთესო ვაქცინა და, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ.


დავუშვათ ფაიზერის ან მოდერნას ბუსტერი საქართველოში.

არ დაგავიწყდეთ – სამედიცინო პირბადე 2 წლიდან ყველას, ყველგან და ყოველთვის“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/08/phaizeri-ar-aris-mersedesi-giorgi-phkhakadze/


Verified by MonsterInsights