პარასკევი, მაისი 1, 2026

მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს! – გაეროს გენმდივნის მრჩეველი

06/04/2020

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დიდი ტალღისთვის არ არის მზად. დიდი თუ იქნება, ამას ვერ გავუძლებთ.


ერთადერთი წამალი საქართველოსთვის არის სოციალური დისტანცირება“ , – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ, ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს. ყველა ექსპერტები ვთანხმდებით, რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის“, – აღნიშნა ექსპერტმა

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩება და შემდგომ სავარაუდოდ მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრიდან. ექსპერტის თქმით, ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულები დავხვდეთ.

„ყველა ქვეყანას სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ალბათ ჩვენ გვექნება ზაფხულამდე პირველი ტალღა და მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრის თვისთვის. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ“ , – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ

კითხვაზე, რას ნიშნავს მეორე ტალღა და რატომ იქნება უფრო მძიმე, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ხალხის გადაღლა იქნება, რომლებსაც გარეთ გასვლა მოუნდებათ.

„ხალხი დაიღლება და დაიწყებს გარეთ გამოსვლას. ეს არის ადამიანი ბუნება. აქედან გამომდინარე იქნება დამოკიდებულება „მე კარგად ვარ არაფერი მჭირს“. ნახეთ რა ხდება სინგაპურში, იქ წავიდა მეორე ტალღა. თავიდან კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს გარეთ გამოსვლა“ – განაცხადა გაეროს გენმდივნის ექსპერტმა.

გიორგი ფხაკაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპამდე სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ეს მომავლისთვის არ არის საკმარისი.

„ძალიან მიხარია რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი. მე ვფიქრობ რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები.

პირველი არის – სოციალური დისტანცირება. თუ გავდივართ გარეთ, შევეცადოთ 2 მეტრის დისტანციით არ გვქონდეს კონტაქტი არავისთან.

მეორე საკითხია ტესტირება – უნდა მოხდეს მიზნობრივი და არა მთელი მოსახლეობის ტესტირება, რადგან რადგან ჩვენ არ ვართ სამხრეთ კორეა, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჩვენი რეალურად ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების, არ გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ, ამიტომ მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება აბსოლიტურად ყველგან უნდა იყოს“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი და დიდი ეპიდაფეთქების შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ ვეღარ გაუმკლავდება ეპიდემიას.

„ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან მყარი. ბოლო 15 წელი ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე,მაგრამ გვაკლდა დიდი სტრატეგიული ხედვა, ვთქვათ იყო ერთი პროექტი მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ არ იყო ხედვა, რომ აგვეშენებინა მყარი ჯანდაცვის სისტემა.

საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის“ , – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ვირუსის შესაჩერებლად უპირველეს ყოვლისა საქართველოში უნდა დაიწყონ ყველა სამედიცინო მუშაკის ტესტირება.

„რეალური სურათი რომ დავინახოთ ყველა ჩვენი სამედიცინო მუშაკი უნდა დავტესტოთ, განსაკუთრებით საგანგებოს ექიმები. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ, უკვე გვექნება ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩვენი ექთნები არიან რისკ ჯგუფში. ძალიან ბევრ საავადმყოფოებში ექიმების და ექთნების საშუალო ასაკია 60 წელი“, – განაცხადა გაეროს გენმდივნის მრჩეველმა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/msoflio-mat-shoris-saqartvelo-3-tipis-talghas-gadaitans-gaeros-genmdivnis-mrcheveli/



ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარება საშიშია – გაეროს ექსპერტი

06/04/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად მსოფლიოში 50-მდე ლაბორატორია მუშაობს ვაქცინაზე, თუმცა ის სრულყოფილ სახეს ჯერ ვერ მიიღებს.


ამის შესახებ მან ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ ილაპარაკა.

„ყველა ეს ვაქცინა არც 6 თვეში, არც 7 თვეში არ იქნება მზად. რომც იყოს დამტკიცებული ჯანმოს მიერ, ამას სჭირდება დრო. ყველას გვეჩქარება, ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევასაც სჭირდება 12 თვე. შესაძლებელია დაჩქარება, მაგრამ საშიშროებაც არის.

შიდსის ვაქცინაზე მაგალითს გეტყვით: ვაქცინის გამოშვება დააჩქარეს და პირველ სტადიაზე რომ გადავიდნენ, 50 ადამიანი დაინფიცირდა და არ იმუშავა ვაქცინამ.

ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარებაც შეიძლება საშიშიც იყოს. მინიმუმ 1 წელი სჭირდება“ – განაცხადა ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-ar-aris-paratsetamoli-es-aris-vaqtsina-da-dachqareba-sashishia-gaeros-eqsperti/


იქნება ძალინ მძიმე სურათი, სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი! – გაეროს ექსპერტი ოკუპირებულ…

06/04/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ, ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოში ეპიდემიის დროს ყველაზე მეტად შესაძლოა ორი ოკუპირებული რეგიონი დაზარალდეს.


„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ ორ რეგიონში ჩვენს მოქალაქეებს. იქნება ძალინ მძიმე სურათი, სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი თუ არ მიეცა საქართველოს დახმარების საშუალება და ამ რეგიონში იქნება არასასხარბიელო სიტუაცია.

ჩემი პროგნოზი არის, რომ ეს ორი რეგიონი ყველაზე ძლიერ დარტყმას მიიღებს ამ ეპიდემიის შედეგად“ , – აღნიშნავს ექსპერტი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/iqneba-dzalin-mdzime-surati-sikvdilianoba-iqneba-dzalian-maghali-gaeros-eqsperti-okupirebul-regionebze/


დადოს სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი, არამხოლოდ ეს 6 ქეისი! – გიორგი ფხაკაძე

27/04/2020

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დადოს სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი საქართველოში. არამხოლოდ ეს 6 ქეისი, რომელიც ოფიციალურადაა დადასტურებული, არამედ გასაკეთებელია მთლიანად სტატისტიკის ანალიზი.

ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის ეთერში“ განაცხადა.

„ერთი რამე რაც ვიცით დაზუსტებით, რომ ვაქცინა არ გვექნება ახლო მომავალში, წამალიც რათქმაუნდა არ გვექნება დაახლოებით 6 ან მეტი თვე. ვიცით, რომ ერთადერთი წამალი სოციალური დისტანცირებაა.

რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, კარანტინის მთელი პროცესი, რომელიც განხორციელდა იყო ეფექტური. შესაბამისად მოგვცა პოზიტიური შედეგი.

თუმცა, როცა ვლაპარაკობთ ჯანდაცვის სისტემაზე, ჩემი პირველივე კომენტარი, როცა მომეცა საშუალება, იყო რომ ჯანდაცვის სისტემას უნდა გავუფრთხილდეთ.

რომელიც პრაქტიკულად დაუცველია, შეხვდა დაუცველი და სამწუხაროდ ახლაც დაუცველია, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საავადმყოფოებში.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, ბაზისური ეპიდემიოლოგიაა – თუ თქვენ ბევრ ტესტებს ჩაატარებთ, ბევრ ადამიანს აღმოაჩნდება.

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი – ამ ბოლო სამი თვის მანძილზე, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დადოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში.

არამხოლოდ ის, რომელიც მოხვდა ინფექციურ საავადმყოფოში, ანუ ეს 6 ქეისი. მთლიანად სტატისტიკის ანალიზია გასაკეთებელი.

სახელმწიფოს ჰქონდა დრო, რომ მოემზადებინა ბევრ მიმართულებაში და მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციის შეგუებლობის, კუთხით გვაქვს ნაკლოვანება.

ექსპერტებს, მათ შორის მეც, გვიჩნდება კითხვები რატომ არ გვაქვს საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში.“- განაცხადა ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dados-sikvdilianobis-mtliani-machvenebeli-aramkholod-es-6-qeisi-giorgi-fkhakadze/



მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება! – გიორგი ფხაკაძე

16/10/2020

გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინების და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება.


„რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება, დაახლოებით, აპრილში-მაისში“, – განაცხადა „დღის კურიერში“ გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/meore-talghis-piki-dekembris-bolos-iqneba-giorgi-fkhakadze/


ეს მხოლოდ დასაწყისია, ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასეული შემთხვევით გაიზრდება – ჯანდაცვის

17/10/2020

ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას მძიმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.


როგორც მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პიკური დრო ნოემბრის ბოლოს იქნება.

გიორგი ფხაკაძე: მეცნიერებაზე დაფუძნებული ციფრები გვეუბნება, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში დაიწყება, იანვარში პიკი იქნება, იანვრის შემდეგ კი ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. მესამე ტალღა აპრილ-მაისში გვექნება.

– ბატონო გიორგი, დღეს საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ინდოეთის მონაცემზე 3-ჯერ მეტია. თქვენი შეფასებით, რამდენად რთულია საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია?

– ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე რთული თვე იქნება ნოემბრის ბოლოს, ეს იქნება ძალიან მძიმე დრო. ღმერთმა ქნას, ასე არ მოხდეს, მაგრამ საქართველოში ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასეული შემთხვევებით გაიზრდება. ყველაზე საშიში არის სიკვდილიანობა, რომელიც რამოდენიმე კვირაში გაიზრდება. ჩვენ უკვე ერთ კვირაში დავინახავთ კორონავირუსით ინფიცირებულების მომატების შედეგს.

– რამდენად მაღალი იქნება სიკვდილიანობის ზრდა?

– დინამიკას რომ შევხედოთ, ალბათ, ჩვენ ერთ კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. თუ არ შეჩერდა ინფიცირებულთა ზრდა, სიკვდილობაც გაიზრდება. თანაც, მთავარია, რომ ბევრი მძიმე პაციენტი გვეყოლება. რამდენი იქნება, ეს კალკულაციის საკითხია.

– ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე პატარა ტალღა აპრილ-მაისში იქნება. რა გაძლევთ აღნიშნულის თქმის საფუძველს?

– გადახედეთ ესპანური გრიპის დროინდელ 1918-19 წლის რუკებს, ჩვენ ამ რუკას მივყვებით. იქაც აპრილ-მაისში იყო პატარა ტალღასავით. საქართველოშ მესამე ტალღა ძლიერი არ იქნება, რადგან სამედიცინო კუთხით უფრო მობილიზებულები ვიქნებით.

– თქვენი ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის ალბათობა 6%-ია – რატომ ფიქრობთ ასე?

– ეს ჩემი სტატისტიკა არ არის. ეს არის გლობალურად ცნობილი სტატისტიკა. ნებისმიერი ვაქცინის შემუშავებას ერთი მილიარდიდან ხუთ მილიარდამდე თანხმა სჭირდება. რაც შეეხება დროს – საშუალოდ ორი წლიდან ხუთ წლამდე. ვაქცინების 94% არ მტკიცდება, ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ დებენ ფულს ვაქცინებში. ვაქცინა იქნება, მაგრამ როდის, არავინ ვიცით.

– საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, არის თუ არა საჭირო ქვეყანაში უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება?

– ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარანტინი არ შემოვიღოთ, მაგრამ როცა შენ არ ხარ მზად ჯანდაცვის კუთხით, რომ შენს მოსახლეობას დაეხმარო, მაშინ სხვა გზა არ გაქვს. თუ თქვენ არ გაქვთ რეანიმაციული საწოლების საკმარისი რაოდენობა, მაშინ კეტავთ ქალაქსა და მერე ქვეყანას.

– საქართველოში არსებული ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობის ფონზე, უნდა განხორციელდეს შეზღუდვა, რომელზეც თქვენ მიუთიეთ?

– რა თქმა უნდა, სხვა გზა არა გვაქვს. ერთადერთი გზა არის ის, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. პირბადის სწორი ტარება, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა არის ამჟამად გამოსავალი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შევამციროთ. პარიზში სახლიდან რომ გამოხვიდეთ, თუ პირბადე არა გაქვთ,135 ევროთი დაგაჯარიმებენ. საქართველოში რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები ძალიან მაღალი უნდა იყოს.

დამთავრდეს ტკბილი ლაპარაკი, აქ არის საუბარი ადამიანის სიცოცხლეზე. რეალურად, საქართველოში არის კოვიდპაციენტებისთვის კარგი 500 რეანიმაციული საწოლი. ქვეყანა ვერ გაქაჩავს. ნახავთ, ქვეყანაში ორ კვირაში, რა მდგომარეობა იქნება.

– საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, 31 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს?

– ვფიქრობ, რომ არჩევნების ჩატარება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და წინსვლისთვის. არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ შეზღუდვებით. ყველას მოგიწოდეთ, დაიცავით რეგულაციები, არ წახვიდეთ კლინიკებში, რადგან იქ დაინფიცირების შანსი ძალიან მაღალია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-mkholod-dasatskisia-infitsirebulta-raodenoba-ramdenime-ataseuli-shemtkhvevit-gaizrdeba-jandatsvis-sferoshi-gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveli/



რა ვიტამინები უნდა მიიღოთ Covid-თან გასამკლავებლად – გაეროს მრჩევლის რეკომენდაციები

01/11/2020

გაეროს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძე 20 წელია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. ის აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის საკითხებში.


ის მოსახლეობას იმუნური სისტემის გაძლიერების რეკომენდაციას აძლევს. დიდი გამოცდილების მქონე ექიმის რჩევაა ვიტამინების მიღება, რეგულაციების დაცვა და არა ჩაკეტვა.


„ჩაკეტვების დიდი წინააღმდეგი ვარ. ჩაკეტვა ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს და ქრონიკულ დაავადებებსაც აძლიერებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ მდგომაროებაზე. პრობლემას კი არ უნდა გავექცეთ, თვალებში უნდა ჩავხედოთ და თავში ჩავარტყათ. ამ შემთხვევაში მუშაობს პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების მალმალე დაბანა.

ამის გარდა, ადამიანებმა უნდა მიიღონ გააძლიერონ იმუნური სისტემა. აუცილებლად უნდა მიიღონ D 3 ვიტამინი და თუთია. ასევე, ზოგადად ვიტამინებით შეავსონ ორგანიზმი და სტრესი მინიმუმამდე დაიყვანონ. კორონავირუსი არ გვკლავს. არამედ – ჩვენი იმუნური სისტემა. სწორედ იმუნური სისტემა ებრძვის Covid-ს მწევლებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებს ვურჩევ უარი თქვან ამ მავნე ჩვევებზე.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-vitaminebi-unda-miighot-covid-tan-gasamklaveblad-gaeros-mrchevlis-rekomendatsiebi/


გიორგი ფხაკაძე: საქართველოში ნოემბერი უმძიმესი იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება

01/11/2020

გაეროს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძე 20 წელია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. ის აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის საკითხებში.


„2020 წ. ნოემბერი – დეკემბერი იქნება უმძიმესი. რა ენაზე ვილაპარაკო აღარ ვიცი​” – სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა გიორგი ფხაკაძე, რომელმაც ვირუსზე ვრცლად ჟურნალ „სარკესთან” ისაუბრა.

„კოვიდმა აჩვენა, რომ ჩვენი სისტემა იქცევა. კორონავირუსის დაბალი მაჩვენებელი რომ იყო საქართველოში, ამაში ჯანდაცვის სისტემის როლი ნული იყო. იმუშავა პატრულმა და სწორად შეშინდა მთავრობა. კარანტინმა კარგად იმუშავა. როცა ეს ყველაფერი მოეშვა, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა.

ჯანდაცვის სისტემის რეალური სურათი ისაა, რაც დღეს ხდება – ათასობით ინფიცირებული. არ მჯერა, რომ ეს განზრახ გააკეთეს. ესაა პროფესიონალიზმის ნაკლებობით გამოწვეული.

მე იმ ჯგუფის ნაწილი ვარ, რომელიც ვამბობთ, რომ სამი ტალღა იქნება. ჩვენი გამოთვლებით მეორე ტალღა დეკემბერსა და იანვარში იქნება. მერე მაჩვენებელი ნელნელა ჩამოიკლებს. მესამე ტალღას ველით აპრილსა და მაისში, ეს ყველაზე პატარა ტალღა იქნება, მეორე კი – ყველაზე ძლიერი.” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-saqartveloshi-noemberi-umdzimesi-iqneba-gardatsvlilta-ritskhvi-katastrofulad-gaizrdeba/


კოვიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს გაფანტულობა და მახსოვრობის პრობლემები – გიორგი ფხაკაძე

16/11/2020

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებს აძლევს. მისი განცხადებით, ვირუსმა შესაძლოა დატოვოს ადამიანში გვერდითი ეფექტები, მათ შორის გაფანტულობა და პრობლემები მახსოვრობასთან.


„ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან – პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ, 30 წუთის განმავლობაში.

ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, მაგრამ ყველაფერი რომ გადაივლის, მთლიანი გამოკვლევები ჩაიტაროთ. სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დღის კურიერში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kovidis-gverditi-efeqtebi-sheidzleba-ikos-gafantuloba-da-makhsovrobis-problemebi-giorgi-fkhakadze/


ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა – გიორგი ფხაკაძე

22/11/2020

საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად – ამ კითხვას გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ უპასუხა. მისი თქმით, „სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს“

ამასთან, გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველო მეორე ტალღას მომზადებულად ვერ შეხვდა.

„ქვეყანაში მეორე ტალღა 24 აგვისტოს დაიწყო და სწორედ ამ დროიდან უნდა მიგვექცია ყურადღება უფრო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით. სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს… როცა უკვე კლასტერები აღარ გვაქვს საქართველოში და ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა, რაც მაგალითად, ჩინეთმა გააკეთა. რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვა უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენ გადავლახეთ არაერთი წითელი ხაზი და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას…


რაც შეეხება ლოკდაუნს, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ არაერთი დოკუმენტი იყო გაჟღერებული აპრილში, რომ ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelgan-aris-virusi-ertaderti-gza-aris-sruli-chaketva-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights