პარასკევი, მაისი 1, 2026

,,გაფრთხილებდით, რომ ეს დღე მალე დადგება…” – რას წერს გიორგი ფხაკაძე

13/10/2022

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც რუსეთისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას ეხმაურება:
,,გაფრთხილებდით, რომ მალე ეს დღე დადგება!


შავი სამშაბათი რუსეთის მოქალაქეებისთვის.


ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, დანია, ბელგია და ნიდერლანდები,
ხურავენ საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.


ამ ქვეყნებმა ასევე შეაჩერეს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.


ქართველებო, ვინც ჯერ კიდევ რუსეთში ხართ, დაფიქრდით. საკმაოდ ცოტა დრო დაგრჩათ, სანამ რუსეთი მთლიანად არ ჩაიკეტა. სავარაუდოდ, თავად რუსები არ გაუშვებენ თავის მიქალაქეებს საზღვარგარეთ და, სავარაუდოდ, დააწესებენ «выездные визы». არჩევანი თქვენზეა…”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/gafrtkhilebdit-rom-es-dghe-male-dadgeba-ras-tsers-giorgi-fkhakadze



„წამალი არ უნდა იყოს ბებო მაროს ან ზოიას მიერ გამოწერილი“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

18/10/2022

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„წამალი უნდა იყოს გამოწერილი მხოლოდ ექიმის მიერ და არა:
– მეზობლის მიერ
– დაქალის/ძმაკაცის მიერ
– ბებო მაროს ან ზოიას მიერ
– დედამთილ/მამამთილის მიერ
– ფარმაცევტის მიერ
– ექთნის მიერ (ლიმიტირებულ შემთხვევაში)


სამედიცინო რჩევები მიიღეთ მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმის მიერ ყველა სხვა “რჩევა” არის ტოქსიური/შხამი
ჯანმრთელობას გისურვებთ…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/tsamali-ar-unda-iyos-bebo-maros-an-zoias-mier-gamotserili-ras-tsers-giorgi-fkhakadze


აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით – გიორგი ფხაკაძე

24/10/2022

აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფხაკაძე.


„სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები არიან მძიმე COVID-19-ის განვითარების რისკის ჯგუფში.


აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით ადამიანებმა სუსტი იმუნური სისტემით უნდა მიიღონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა, როგორც მათი პირველადი ვაქცინაციის გრაფიკის ნაწილი. აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით, არ არის რეკომენდებული იმუნოსუპრესიული თერაპიის შეწყვეტა ვაქცინაციის მიზეზით. აიცერით ახალი ბივალენტური ბუსტერით. ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/aitserit-akhali-bivalenturi-busterit-giorgi-fkhakadze


კორონავირუსი შეიძლება დარჩეს ცხიმოვან ქსოვილებში… დროა იფიქროთ, როგორ მოიშოროთ ზედმეტი წონა

25/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ჭარბწონიანი ადამიანებისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია.


„ჭარბი წონა საშიშია. კორონავირუსი შეიძლება დარჩეს ცხიმოვან ქსოვილებში გამოჯანმრთელების შემდეგაც. ეს დასკვნა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. კოვიდი აინფიცირებს ცხიმოვან ქსოვილს, სადაც გამრავლებისას ახალ სიმპტომებს იწვევს. დროა იფიქროთ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ზედმეტი წონა.“ – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/koronavirusi-sheidzleba-darches-tskhimovan-qsovilebshi-droa-ifiqrot-rogor-moishorot-zedmeti-tsona-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოჩნდა

02/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.


„კოვიდის ომიკრონის BA.5 “შვილმა” ამოყო თავი. ბოლო 2 კვირაა, ყოველი მე-5 ინფიცირებული ამერიკაში უკვე BF.7-ის (BA.5.2.1.7 ეს მისი გრძელი სახელია) მსხვერპლია…


ნოემბრის პიკს რომ გადავივლით, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტიც მოგვისწრებს BF.7, თან სეზონური გრიპის თანხლებით,


რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ:
საკმაოდ სწრაფად ვრცელდება
სავარაუდოდ, ზოგიერთი კოვიდ წამალი ვეღარ იმუშავებს ამ ვარიანტით დაინფიცირებულ პაციენტებზე.
ჯერჯერობით არსებული ახალი (ომიკრონის) ვაქცინის ეფექტურობა კარგია, მაგრამ საქართველოში ეს ვაქცინა მაინც არ არის და არც იქნება, სავარაუდოდ.


რა უნდა ქნათ:
აიცერით გრიპის ვაქცინით
აიცერით ახალი კოვიდის ომიკრონის ვაქცინით
გამოიყენეთ “ფხაკაძის” პირბადე“,- წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/giorgi-fkhakadze-ambobs-rom-koronavirusis-akhali-varianti-gamochnda


„ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე არ მიდის…“ – გიორგი ფხაკაძე

06/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო სფეროში კვალიფიციური კადრების სერიოზული პრობლემაა.


ფარმაცევტები, ექთნები, სანიტრები, სამედიცინო დაწესებულების დამხმარე (არ არსებობს ასეთი ამ ქვეყანაში), სამედიცინო აპარატურის ელექტრიკოსები, სამედიცინო არქივარიუსი და სია დიდია…


სამედიცინო სფერო არ არის მარტო „ექიმი“. სამედიცინო სფეროში არის ბევრი ვიწრო დარგობრივი სპეციალისტი, რომელიც ფიზიკურად საქართველოში არ არის.


თქვენ იცით, რომ საქართველოში საავადმყოფოებში აფთიაქი არ არსებობს მართლა არ არსებობს, არსებობს სამედიცინო საწყობი, რომლის სახელია აფთიაქი. სამედიცინო სფეროს სჭირდება სტრატეგიული გეგმა, თუ საითკენ მივდივართ. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე არ მიდის… მაშ, რად გვინდა ასეთი გზა…“ წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/chven-mivdivart-im-gzit-romelits-tadzramde-ar-midis-giorgi-fkhakadze


საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს…

09/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ქურურგიული ოპერაციების დროს, საშიშ და უხარისხო სახარჯ მასალებს იყენებენ. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს.


გეტყვით, ეს როგორ ხდება:
მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია – პაციენტი და, განსაკუთრებით, ჭრილობის არე შემოფარგლულია სამედიცინო ზეწრებით. ექიმებს და ექთნებს აცვიათ სამედიცინო ხალათები.


აღნიშნული მასალები იცავს პაციენტს სითხური დაბინძურებისგან და შიდა ჰოსპიტალური ინფექციისგან, სამედიცინო პერსონალს კი პაციენტისგან მომავალი სითხური დაბინძურებისგან და პაციენტისგან მომავალი ინფექციისგან.


როგორ ვაფასებთ ამ პროდუქციის ხარისხს ყველაზე მარტივი და აუცილებელი გზით :
ვის მიერაა წარმოებული და რამდენად რეპუტაციულია აღნიშნული მწარმოებელი?
რომელ ქვეყანაშია წარმოებული?
როგორია ამ პროდუქციის შენახვის პირობები? (რადგან პროდუქცია შეიძლება, ძალიან კარგი იყოს, თუმცა ჰქონდეს შენახვის ძალიან მკაცრი მოთხოვნები, რომელსაც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს).
რა არის საჭირო, რომ მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველაზე მარტივი 3 პუნქტის შეფასება? რა თქმა უნდა, პროდუქციის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია:
მწარმოებელი და აუცილებლად მისი რეკვიზიტები;
რომელ ქვეყანაშია ეს პროდუქცია წარმოებული;
ამ პროდუქციის შენახვის პირობები (რათა კლინიკის პერსონალის მიერ მოხდეს შესაბამისი პირობების მიხედვით მისი დასაწყობება).
როგორც შეგპირდით, ვდებ იმ ქირურგიული ნაკრების ფოტოებს, რომელსაც იყენებენ საქართველოს კლინიკებში
მასზე არ არის მითითებული:
თუ სად მდებარეობს ქარხანა და მისი რეკვიზიტები; რომელ ქვეყანაშია წარმოებული; შენახვის პირობები.


შესაბამისად, სამწუხაროდ, გაურკვეველია, თუ როგორ ენდობიან ამ გაურკვეველი წარმომავლობის სამედიცინო სახარჯ მასალას…


P.S ჩემს წინა ლაივებში ვსაუბრობდი Barcode- ის შესახებ, ეს არის საქონლის წარმოშობის და მისი აღწერის სისტემა. მაგ: თუ საქონელს აწერია, რომ წარმოებულია შპს „WTHG ის მიერ ბანგლადეშში“ მასზე დატანილი Barcode, სკანირების შემდეგ იგივე ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ.


სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ტექსტობრივად საერთოდ არაა ინფორმაცია მითითებული, ხოლო Barcode-ის სკანირებით ვიგებთ, რომ პროდუქცია წარმოებულია იტალიაში – Elvea SPA ის მიერ…რომელიც რეალურად ტომატ პასტისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელია (ვდებ ასევე ამ ბარკოდის სკანირების ფოტოებსაც). ეს რომ ამ იტალიელებმა გაიგონ, ალბათ, გულის შეტევა მოუვათ.


შემდეგ პოსტში უფრო რთული, ანგიოგრაფიული საოპერაციო ნაკრებების შესახებ დავდებ ინფორმაციას“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/saqartvelos-zogiert-sameditsino-datsesebulebashi-ukhariskho-da-savaraudod-sashish-sakharj-masalebs-iyeneben-qirurgiuli-operatsiebis-dros-giorgi-fkhakadze


„ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან!“ – გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევას აქვეყნებს

16/10/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ წერს და განმარტავს, თუ ვინ უნდა აიცრას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით.


„ბოლო კვლევა ბრიტანეთიდან.


კვლევა 16.2 მილიონ ადამიანზე ჩატარდა ანუ 5 საქართველო! კოვიდ ვაქცინა (ბუსტერი) ეფექტურია,


ვინ არის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ (რისკის ქვეშ ყველანი ვართ): 80 წელს გადაცილებული ადამიანები (საქართველოში 65 წლისა სავარაუდოდ)
იმუნოკომპრომიტირებული პაციენტები,


თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები
რამდენიმე ქრონიკული დაავადების ერთად მქონე პაციენტები
ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/chamotvlili-adamianebi-droze-unda-aitsran-giorgi-fkhakadze-akhal-kvlevas-aqveynebs


„მოძალადე მოძალადეა და არა აქვს მნიშვნელობა, რა სქესის არის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს…!“

22/10/2022

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.


საქმეს ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეც ეხმაურება.


„არა ძალადობას! არა ყველანაირ ძალადობას!


არა ფიზიკურ, მორალურ, სიტყვიერ, საზოგადოებრივ ძალადობას! მოძალადე მოძალადეა და არა აქვს მნიშვნელობა, რა სქესის არის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, რა ეროვნების არის და რა რელიგიას ეკუთვნის… მოძალადე არის მოძალადე!


ძალადობა ანგრევს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომლის აღდგენა შეუძლებელია!
საზოგადოებაში ძალადობა უნდა იყოს აკრძალული, დიახ, აკრძალული კანონით, რომლის რეალურად აღსრულება ხდება და ითვლებოდეს ყველაზე მიუღებელ საქციელად საზოგადოებაში… არა ძალადობას!”, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/modzalade-modzaladea-da-ara-aqvs-mnishvneloba-ra-sqesis-aris-ra-politikuri-shekheduleba-aqvs-giorgi-fkhakadze


ასე იქმნებოდა „თავისუფლების“ ქანდაკება პარიზში – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

29/10/2022

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს თავისუფლების ქანდაკების პროექტი, სავარაუდოდ, პარიზში მზადდება.


„ასე იქმნებოდა “თავისუფლების” ქანდაკება პარიზში. ყველა ამერიკელის თავისუფლების სიმბოლო… საქართველოს თავისუფლების ქანდაკების პროექტი, სავარაუდოდ, პარიზში მზადდება”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/ase-iqmneboda-tavisuflebis-qandakeba-parizshi-ra-fotos-aqveynebs-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights