პარასკევი, მაისი 1, 2026

საქართველოში კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება დაიწყო, ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან

04/07/2022

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდი უფრო საშიშია ბავშვებისთვის, ვიდრე „სეზონური გრიპი.


მისივე განმარტებით, საქართველოში არ არის „სეზონური გრიპის” აფეთქება, საქართველოში დაიწყო კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან.


„მე ამაზე ბოლო 2 წელია ვსაუბრობ და ახლა კონკრეტული საჯარო სტატიებიც არის ხელმისაწვდომი, წაიკითხეთ, თუ ამისი დრო გაქვთ. ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დაკავებული ხართ და მარტო სათაურებით და სტატიის სურათით აფასებთ და აკომენტარებთ ყველაფერს. ამ ტექსტსაც, სავარაუდოდ, 90% არც კი წაიკითხავს…


შეგახსენებთ, პირველი კვლევა ინდოეთიდან წამოვიდა, როცა სკოლის მოსწავლეებში კოვიდაფეთქება დაფიქსირდა და მათ „გაავრცელეს” ვირუსი თავიანთ სანათესაოში. პირველი ტალღის დროს ეგონათ, რომ ბავშვებში კოვიდი არ იყო და ეს შეცდომა იყო… რა ვიცი, ჭკვიანი/სწავლული ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს…


როგორც არაერთხელ გაგაფრთხილეთ, საქართველოშიც დაიწყო კოვიდის მორიგი აფეთქება, „2022 წლის ივნისს/ივლისის მორიგი კოვიდტალღა” და პირველი დარტყმა ზუსტად ბავშვებზე მოდის, შეფუთული “სეზონური გრიპის სახელით” ჩემებურად კი – “სეზონური კოვიდი”.


საქართველოში არ არის “სეზონური გრიპის” აფეთქება, საქართველოში დაიწყო კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან…. მარტო ამერიკაში, ერთ წელიწადში, კოვიდით 6-ჯერ უფრო მეტი ბავშვი გარდაიცვალა, ვიდრე სეზონური გრიპით… და კიდევ რა არგუმენტი გნებავთ უი, ხო, “ამდენი ნეგატივით დავიღალეთ”, მე კი ამდენი იდიოტის (ბოდიში,მეტი რბილი სიტყვა ვერ მოვძებნე) კომენტარების მოსმენით დავიღალე. არ გინდათ, ვაქცინაცია? პირბადე მაინც გამოიყენეთ, დიახ, ფხაკაძის საბავშვო პირბადე ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/saqartveloshi-kovidis-morigi-talghis-afetqeba-daitsyo-bavshvebi-yvelaze-dautsvelebi-arian-giorgi-fkhakadze


დადასტურდა რომ, ფეხმძიმობის დროს, კოვიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვილების ტვინის განვითარებაზე

10/07/2022

დადასტურდა რომ კოვიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვილების ტვინის განვითარებაზე ფეხმძიმობის დროს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ბავშვებს უვითარდებათ ნეიროგანვითარების დარღვევებს ფართო სპექტრს, რომლებიც დაკავშირებულია ტვინის და ნერვული სისტემის განვითარებასთან როგორიცაა:


აუტიზმი, ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, სწავლის სირთულეები, და ცერებრალური დამბლა. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის აუცილებლობას ფეხმძიმობის პერიოდში. კოვიდი არსად არ წასულა. საქართველოში არის კოვიდის მორიგი აფეთქება და არა „სეზონური გრიპის აფეთქება” – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/dadasturda-rom-fekhmdzimobis-dros-kovidma-sheidzleba-gavlena-moakhdinos-chvilebis-tvinis-ganvitarebaze-giorgi-fkhakadze


„მეგობრებო, ფრთხილად იყავით…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

11/07/2022

მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“, ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში… – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც სახელს უცვლიან, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?! რა დავაშავეთ? საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვირუსს კოვიდს იმიტომ არ უწოდებენ, რომ მედპერსონალს დანამატი და კლინიკებს კოვიდდაფინანსება არ მისცენ, ეს ვიფიქროთ?


მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“, ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში… კოვიდის სახელის ხსენება აკრძალულია, როგორც რუსეთში – ომის. რუსეთი ხომ უკრაინაში წარმოებულ ომს “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს, ჩვენ კოვიდს „სეზონურ გრიპს“ ვეძახით. გვაბოლებენ და უმრავლესობა ბოლდება. ჩემი მოწოდებაა: არ დაბოლდეთ!


ჩემი სოლიდარობა მიზერულ ხელფასზე მომუშავე ექთნებს, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს, მედპერსონალს, რომლებიც ნორმალური სამუშაო პირობებისა და ხელფასის მოთხოვნით გამოდიან.


პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ:
გთხოვთ, ქენით რამე, დავიღალეთ. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვიცი, პოლიტიკა როგორ უნდა დალაგდეს, მაგრამ ის, რომ ჯანდაცვის სისტემური რეფორმაა გასაკეთებელი, დღესავით ნათელია. ევოლუცია ქართულ ჯანდაცვას აღარ უშველის, ჯანდაცვის სისტემაში რევოლუციური ცვლილებებია საჭირო.


დაგეხმარებით, ხელს შეგიწყობთ ჯანდაცვის სისტემის აწყობაში, მეტი რა ვთქვა. მიტინგების მოწყობაში ვერ გიშველით, მიტინგის კაცი არ ვარ, საქმეს გაგიკეთებთ.


პოლიტიკოსებო, გთხოვთ, ხალხს სიმართლე უთხარით. გვეყოს ტკბილი ტყუილი, მხოლოდ სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე,


ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ, გახსოვდეთ, აუცილებელია დისტანცია, პირბადე, ვაქცინაცია და იყავით პოზიტიურად განწყობილი, ყველაზე კარგი ვიტამინი არის ღიმილი! ფრთხილად იყავით, საქართველოში „სეზონური გრიპია“ ანუ კოვიდი, “- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/megobrebo-frtkhilad-iyavit-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze


„აღიარეთ, რომ ვერ გაიგეთ და უაზრო კომენტარებსაც ნუ აკეთებთ“ – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე


იმდენი „ექსპერტი“ საუბრობს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, გეგონება, ჩვენი იმუნიტეტი კარტოფილია. ან კიდე ეს ფრთიანი უაზრო ფრაზები: „ამდენმა ნეგატიურმა ინფორმაციამ იმუნიტეტი დამიქვეითა“, „ტკბილი ტყუილი მირჩევნია – ასე იმუნიტეტი გამიძლიერდება“ და ასე შემდეგ… აქ აღარ დავამატებ „ექსპერტების“ მიერ შემოთავაზებულ „იმუნიტეტის გამაძლიერებელ წამლებს/ვიტამინებს”, ეს ხომ კიდევ ცალკე ფულის კეთების საშუალებაა საქართველოში…


ეს მხოლოდ შეხსენებაა, რომ იმუნური სისტემა არ არის მხოლოდ ანტისხეულები. იგი მოიცავს ორ მკლავს, რომლებიც ერთობლივად ფუნქციონირებენ ყოვლისმომცველი დამცავი იმუნური პასუხის უზრუნველსაყოფად:


1) თანდაყოლილი იმუნური სისტემა მოიცავს ნეიტროფილებს, მაკროფაგებს და მასტოციტებს, რომლებიც რეაგირებენ წუთებიდან საათებში კომპლემენტის აქტივაციის დახმარებით.


2) ასევე, ადაპტური იმუნური პასუხი, რომელსაც უზრუნველყოფს ლიმფოციტები, რომლებიც ზუსტად ცნობენ უნიკალურ ანტიგენებს (Ag) უჯრედის ზედაპირის რეცეპტორების მეშვეობით.


ციტოკინები (CK). იმუნოლოგიური მეხსიერება ანტიგენებ Ag-თან შეხვედრის შემდეგ იძლევა უფრო სწრაფ და გაძლიერებულ რეაქციას შემდგომ ექსპოზიციაზე.ახლა ხომ ყველაფერი გაიგეთ, რა არის იმუნური სისტემა?! და თუ რამეს კომენტარის დაწერას აპირებთ, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერი გაიგეთ იმუნური სისტემის შესახებ…. აღიარეთ, რომ ვერ გაიგეთ და უაზრო კომენტარებსაც ნუ აკეთებთ. მოუსმინეთ დარგის სპეციალისტებს…“ – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/aghiaret-rom-ver-gaiget-da-uazro-komentarebsats-nu-aketebt-raze-tsers-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე საქართველოში ბრუნდება

23/07/2022

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, რომელიც წლებია საფრანგეთში ცხოვრობს, საქართველოში ბრუნდება. ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.


მედიკოსი სამომავლო გეგმებზე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მცხოვრები პროფესორი საქართველოშიც კითხულობს ლექციებს.


დაათვალიერეთ გრანდიოზული სასახლის ინტერიერი



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-saqartveloshi-brundeba


„WHO მხარს უჭერს ქვეყნებს, რომ მოემზადონ შემთხვევების პოტენციური ზრდისთვის“ – გიორგი ფხაკაძე

23/07/2022

ამჟამად, არის მაიმუნის ყვავილის ვირუსი ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ არ არის შემთხვევები. ადამიანების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება მკურნალობის გარეშე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები შეიძლება მძიმედ დაავადდნენ ამ ვირუსით, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„მიუხედავად იმისა, რომ რისკი ფართო საზოგადოებისთვის დაბალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მხარს უჭერს ქვეყნებს, რომ მოემზადონ შემთხვევების პოტენციური ზრდისთვის. მაიმუნის ყვავილის ვირუსის სიმპტომებია: გამონაყარი ბუშტუკებით სახეზე, ხელებზე, ფეხებზე,სხეულზე, თვალებზე, პირში ან სასქესო ორგანოებზე, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება, თავის ტკივილი, კუნთების და ზურგის ტკივილი, ენერგიის დაქვეითება.


მაიმუნის ყვავილის ვირუსით დაინფიცირება შეგიძლიათ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, რომელსაც აქვს სიმპტომები, მათ შორის კანთან, პირისპირ, პირის ღრუს კონტაქტით და დაბინძურებულ საწოლთან, პირსახოცებთან, ტანსაცმელთან ან საგნებთან შეხებით. ნებისმიერს შეუძლია მაიმუნის ყვავილის დაავადება ან გადატანა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/who-mkhars-uchers-qveynebs-rom-moemzadon-shemtkhvevebis-potentsiuri-zrdistvis-giorgi-fkhakadze


„ხომ გაფრთხილებდით… ეს არის საგანგაშო“ – გიორგი ფხაკაძე

25/07/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


„ეს არის საგანგაშო
ნუ მიყვებით ფინანსურ პირამიდებს. 2014-2017 წლებში არსებობდა ასეთი მარაზმი QNET, რომლის ვალებსაც დღემდე იხდიან ადამიანები. სწრაფი და მარტივი გამდიდრების მანიით შეპყრობილი ადამიანებისთვისაა ეს შექმნილი და დაიჯერეთ.


ე.წ. “ბოტასზე” გახსოვთ ხომ? ვალით ნაყიდი 1200 USD -იანი აპლიკაცია დღეს რომ უკვე უფასოა. ხომ გაფრთხილებდით?


TESLA MEDIA, რომელიც მორიგი თაღლითობაა და არანაირი საერთო არ აქვს რეალურად ტესლასთან.


ასევე LYST, რომელიც ყველაზე პრიმიტიული პირამიდაა, რაც ოდესმე შექმნილა. არ დაიჯეროთ, რომ სიარულსა და ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს.


აგიხსნით ძალიან მარტივად, რომ გაიგოთ. ”ბოტასს” აღარ შევეხები ეს უკვე ჩავლილი ამბავია.


ტესლა და ლისტი. აქ ბევრ მითს მოისმენთ, რომ ვიღაცის მეგობარმა და ვიღაცის ბიძაშვილმა იყიდა ბინა ან დღეში 300 დოლარს გამოიმუშავებს,


ასევე ყოველთვის მოგიყვანენ ვინმე „ცნობილის” მაგალითს, რომ აი იმასაც აქვს,
ან ვინმე “ინფლუენსერი” გეტყვით, რომ ეს მას აქვს და მაგარია. (სინამდვილეში თქვენზე, პირადად თქვენზე აკეთებს ფულს).


მოდი ავიღოთ ევროპაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა გერმანია, სადაც დღეში 300 დოლარი ძალიან დიდი ანაზღაურებაა.


ე.ი. გერმანელები არიან ბრიყვები და ქართველები, ბანგლადეშელები და პაკისტანელები ჭკვიანები? რატომ არის, რომ მხოლოდ დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებშია პოპულარული მსგავსი მარაზმი? არ ჩავყვები მეცნიერულ ანალიზს უბრალოდ მარტივად აგიხსნით. მსგავსი პირამიდის სათავეში მყოფი 100 ადამიანის გარდა ყველა, უკლებლივ ყველა არის პირამიდის შემავსებელი წყარო მხოლოდ. ყველა ეგეთი პროექტი გათვლილია 3-6 თვის ვადაზე.


P.S. ბოტასის მაგალითი გახსოვთ, სადაც 99% მორბენალმა ადამიანებმა დაკარგა ფული და 101% გეტყვით, რომ თავისი ამოიღო. (საქართველოში არ უყვართ აღიარება) დაანებეთ თავი ამ სისულელეებს და თუ გადასაყრელი ფული გაქვთ, დაეხმარეთ ვისაც მართლა სჭირდება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/khom-gafrtkhilebdit-es-aris-sagangasho-giorgi-fkhakadze


„ადრე ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან “- რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

25/07/2022

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


„სამწუხაროდ, საქართველოში წინათ მიღებული/ჩამოყალიბებული პოპულაციურ (ნახირის/ჯოგური) იმუნიტეტი, ანუ თითქმის ყველა ვინც დაინფიცირდა საქართველოში 2022 წლის აპრილამდე (მოსახლეობის თითქმის 80%) ისინი არ არიან დაცული ომიკრონისგან, ანუ ადრე (აპრილამდე) ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან (რეინფიცირება). ისინი ვისაც ბოლო ვაქცინიდან 6 თვეზე მეტი არის გასული სავარაუდოდ, დაინფიცირდებიან.


კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი არის ვერაგი. ეს არის ფაქტი,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/adre-infitsirebulebi-isev-dainfitsirdebian-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze


აპრილამდე ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან – გიორგი ფხაკაძე

30/07/2022

სამწუხაროდ, საქართველოში ადრე მიღებული/ჩამოყალიბებული პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტი, ანუ თითქმის ყველა, ვინც დაინფიცირდა საქართველოში 2022 წლის აპრილამდე (მოსახლეობის თითქმის 80%), არ არიან დაცული ომიკრონისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ანუ ადრე (აპრილამდე) ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან (რეინფიცირება). ისინი, რომელთა ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვეზე მეტია გასული, სავარაუდოდ, დაინფიცირდებიან. კორონა ვირუსის ომიკრონის ვარიანტი არის ვერაგი. ეს არის ფაქტი.ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/aprilamde-infitsirebulebi-isev-dainfitsirdebian-giorgi-fkhakadze


„სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ მაქვს…“ – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

16/07/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ახალ შტამთან დაკავშირებით საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს.


„ეს შტამი შეხვდება ყველას. დიახ, დიახ. თუ თქვენ არ გადაგიტანიათ კოვიდი, თუ კოვიდი თითქმის 2 თვის წინ გადაიტანეთ, ძირითადად, თქვენ ba5 გადაიტანეთ.


დანარჩენი, ვისაც არ გადაგიტანიათ, ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი. სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ მაქვს“,- აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/sasikharulo-ambavi-namdvilad-ar-maqvs-ras-ambobs-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights