პარასკევი, ნოემბერი 21, 2025

ასე არ შეიძლება. წყალს გამიყოლებია ორივე – გიორგი ფხაკაძე აღშფოთებულია

0

25/10/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სახის შეკრებები არ უნდა იმართებოდეს.


პროფესორი, რომელიც მუდმივად მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინით, აღაშფოთა კადრებმა, რომელიც ბათუმში აქციის დროს დაფიქსირდა.

„გამართეთ ეს აქცია თბილისში? დისტანცია მაინც დაიცავით. გაქანებული ეპიდემიაა. დღეში 50 ადამიანი კვდება და შენ ამხელა აქციას აწყობ. ბათუმის კადრები დავინახე, გული გამისკდა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა. კი ბატონო კარგია დემოკრატია, მაგრამ ეპიდემიაა. ხომ უნდა დაფიქრდე. ასე არ შეიძლება. წყალს გამიყოლებია ორივე,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ase-ar-sheidzleba-tskals-gamikolebia-orive-giorgi-fkhakadze-aghshfotebulia/


რა სიტუაციაც ახლაა, ხომ გაფრთხილებდით?! დამიჯერეთ – გიორგი ფხაკაძე

0

20/12/2021


„1.რამდენიმე დღის წინ ყველას ვაფრთხილებდი, რომ ომიკრონი საქართველოში შემოსულია. გითხარით, რომ ორშაბათს ეს დადასტურდებოდა და ასეც მოხდა“,- ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„2.დღეს კი დაადასტურეს ომიკრონის არსებობა ქვეყანაში, მაგრამ რეალურად ეს შტამი საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა, ცირკულირებს. ჩვენთან არსებული ინფიცირების მაღალი ციფრები ომიკრონის დამსახურებაცაა, დელტასთან და დელტა პლიუსთან ერთად.


3.ვაღიაროთ, საქართველოში წესებს პრაქტიკულად არავინ იცავს. იმართება დისკოთეკები, ფართები, კონცერტები, დაბადების დღეები, ქორწილები, წინასაახალწლო შოპინგები. გავაგრძელო კიდევ ჩამოთვლა?!

4.წინასაახალწლოდ ქვეყნის შიგნით დიდი მობილობაა, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.

5.არსებობს სხვადასხვა მეცნიერული კალკულაცია ვირუსის გავრცელების სისწრაფესთან დაკავშირებით. ჩემი მეცნიერული, აკადემიური მოსაზრებით და არა ბიზნეს ან ასტროლოგიური გათვლებით, სავარაუდოდ, საქართველოში ომიკრონის გავრცელება მოხდება ყველაზე არასახარბიელო სცენარით. გავრცელების სისწრაფე იქნება ყოველდღიურად სამზე გამრავლებული. თუ დღეს დაინფიცირდა 10 ადამიანი, ხვალ იქნება 30, ზეგ – 90.

6.გვახსოვდეს, ის ადამიანებიც, ვინც ადრე ვუხანური შტამით, ან დელტა, ან დელტა პლიუსით დაინფიცირდნენ, შესაძლოა, დაინფიცირდნენ ომიკრონით. ასევე ყველა, ვინც აცრილია „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და „ასტრაზენეკათი“, არ არიან დაცულები და ომიკორნით დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან.

7.ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან „ფაიზერით“ ორჯერ აცრილი, სამწუხაროდ, არ არის მაღალი დაცულობა ომიკორნის მიმართ, დაცულობა არის 35-40%, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

8.ბუსტერი არის ერთადერთი გამოსავალი მათთვის, ვინც უკვე არის აცრილი და ბუსტერი უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი. ბუსტერი უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება სწრაფად.

9.უკვე დაიდო კვლევა, რომ მოდერნა 37-ჯერ ზრდის ანტისხეულების რაოდენობას. თუმცა მოდერნას აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენებიც (სიცხე, ტკივილი). ის დოზირებით უფრო მაღალია და, შესაბამისად, გვერდითი მოვლენებიც უფრო გამოხატულია.


10.ახლა მივმართავ ანტივაქსერებს – მართალი ხართ, საქართველოში კოვიდპასპორტი შესაჩერებელია, ის არაეფექტურია, რადგან, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ.კოვიდპასორტი ეფექტური იქნებოდა, მაგალითად, 3 უკან. მე, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოში კოვიდპასპორტი უნდა გაუქმდეს და ჩვენ გვჭირდება ვაქცინაციის საბუთი.

11.ისეთ, ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კოვიდპასპორტი ვერ გაამართლებს. როცა მოსახლეობას მხოლოდ 10%-ია აცრილი და ნამდვილად აცრილია ის, ვინც ფაიზერის ორი დოზითაა აცრილი. ახლა კი ომიკრონთან დაკავშირებით, ორჯერ აცრაც არ არის საკმარისი და საჭიროა მესამე ანუ ბუსტერი. პროტოკოლი შეიძლება, შეიცვალოს ყოველკვირა, კვლევებიდან გამომდინარე. შესაბამისად, კოვიდვაქცინირებულად უნდა ჩაითვალოს პირი ბოლო პროტოკოლის მიხედვით – პროტოკოლი კი შეიძლება ითვალისწინებდეს ბოლო აცრიდან 3, 6, 9 თვის შემდეგ ვაქცინაციას.

12.ქვეყანაში ბუსტერი დაახლოებით 50 000 ადამიანს აქვს გაკეთებული ანუ რეალურად მხოლოდ 50 000 ადამიანია ომიკრონისგან დაცული დაახლოებით 50%-ით. ისიც გახსოვდეთ, რომ ვაქცინის გაკეთებიდან დაცვა მხოლოდ 45 დღის შემდეგ იწყება.

13.ჩემი მოსაზრებით, ბუსტერი უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან სამი თვის შემდეგ. ეს მეცნიერულად. პოლიტიკურად, ტექნიკურად ვინ რას იზამს, ვერაფერს გეტყვით.

14.ჩემი მოსაზრებით, ახალი წლის აღნიშვნა მხოლოდ ვიწრო და ახლო წრეში უნდა მოხდეს, არავითარი დიდი ღონისძიებები, არავითარი კონცერტები.

15.ისიც ვიცი, არავინ დამიჯერებს და ამ წინასაახალწლოდ საქართველოში ტაშფანდური გვექნება. აღვნიშნავთ გრანდიოზულად ახალ წელს, შობას, ძველით ახალ წელს. სიტუაცია ძალიან დამძიმდება იანვარში.

16.მივყვებით ყველაზე მძიმე სცენარს სამი შესაძლო სცენარიდან. სიტუაციის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რა ზომებს მივიღებთ: ვაქცინაცია, პირბადე, დისტანცია თუ იქნება, იქნება შედარებით მსუბუქი სცენარი, თუ არადა…. ბევრი ჩემზე გაბრაზებულია. რატომ? მე სიმართლეს ვამბობ.

17.ნურავისზე გაბრაზდებით, საკუთარი თავის გარდა. სახელმწიფომაც რა უნდა გააკეთოს, თუ ხალხს არ უნდა? შემოიტანეს ვაქცინა და მოხდა საყოველთაო ვაქცინაცია? – არა. ეს ჩვენი ბრალია და ჩვენ ამის ფასს გადავიხდით. ახლაც ვიხდით მწარე ფასს. დღეში 50 ადამიანს ვკარგავთ. ციფრი გაიზრდება.

18.გეუბნებით – ქართული შტამი უკვე არსებობს, უბრალოდ, არ ეძებენ, რადგანაც სეკვენსირება ძვირი სიამოვნებაა. ორი საწყალი ომიკრონი ძლივს აღმოაჩინეს.

19.რაც შეეხება ვაქცინებს – ჩინური ვაქცინებით ვაქცინაცია უნდა შეჩერდეს, გაგრძელდეს მხოლოდ ფაიზერით. იმასაც გეტყვით, რომ ახალი ადამიანები არც კი უნდა ავცრათ, აზრი არა აქვს. თუ ადამიანი 1 წელი არ აიცრა, ახლაც არ აიცრება და იძულებით აცრა, რა ვიცი… მოსახლეობის 20%, რომლებიც აიცრნენ, მათზე გადანაწილდეს არსებული ფაიზერი ბუსტერ დოზებისთვის…ბოლო აცრიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ.

20.თურექთში ვინც სინოფარმით იყო აცრილი, ხელახლა ორჯერ აცრეს ფაიზერით. საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს მათთვის, ვისაც ამის სურვილი ექნება.

21.ვისაც არ უნდა აცრა, აგერ პირბადე, დაიცავი დისტანცია და …ილოცე. სხვა რა გითხრათ?!…სხვა გამოსავალი არ დარჩა…

22.ჯანდაცვის სისტემა ჩავარდა, მაგრამ ახლა არ გვინდა პოლიტიკური აქცენტები, ის მინისტრი თუ ეს…ოპოზიციაც დამნაშავეა და პოზიციაც, რადგანაც არავინ იფიქრა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვინ რა გააკეთა?! ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და ჯანდაცვის სისტემა ფაქტიურად არის რაღაც კარტერული გარიგებების გაუთავებელ პროცესებში. საქართველოში არ არის პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა.

23.სტატუსშიც დავწერე, რომ გიორგი ფხაკაძის საქართველოში ჩამოყვანას და მისთვის ჯანდაცვის სისტემის ჩაბარებას ვერავინ გაბედავს. ყველამ იცის, მე ძალიან გამჭვირვალე ვარ, ჩემთან კორუფცია და ფულის „მოტეხვები“ არ გამოვა. მე ვიტყვი, რაც არის სათქმელი და გავაკეთებ, რაც არის გასაკეთებელი. ჩემნაირი ადამიანი საქართველოში დღეს მიუღებელია. ამიტომ ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს. აი, ნახავთ, აგერ ხართ თქვენ და აგერ – მე!

24.ეს არის რეალობა. სხვათა შორის, ამბიციაც არ მაქვს, რადგან დღეს რაც არ უნდა გააკეთო, ჯანდაცვის მინისტრობა არის ყველაზე არასახარბიელო თანამდებობა მსოფლიოში. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც დამნაშავე იქნები.

25.კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვეყნის მენეჯმენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ იქნებ მოაგვარონ შიდა პრობლემები. ოპოზიციამაც 3-4 თვე ცოტა თავი შეიკავოს. მართალია, გადადგა ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ ის 3-4 თვე არ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ჯანდაცვის მთელი მენეჯმენტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება თუ მინისტრის მოადგილეები, ყველანი ადგილებზე უნდა დარჩნენ. აგისხნით, რატომ.


26.იანვრის ბოლოს საქართველოში ომიკრონი დომინანტი იქნება. ამას ძალიან ძლიერი მართვა დასჭირდება. ახალი ათი „გელოვანიც“ რომ მოიყვანო, ვერაფერს იზამს. ჯობს, იყვნენ ისინი, ვინც უკვე დაუშვეს ბევრი შეცდომა და იციან არსებული სიტუცია, იციან, სად აღარ დაუშვან იგივე შეცდომა. საჭიროა საწოლფონდის მობილიზება, გასაკეთებელი იქნება საველე ჰოსპიტლები, ჟანგბადის მომარაგება და მედპერსონალის მობილიზება. სანამ ახალი მენეჯმენტი ამაში გარკვევას და შემდეგ შესრულებას შეძლებს, ძვირფასი დრო დაიკარგება.

27.ამიტომ 3-4 თვე ჯანდაცვის არსებული მენეჯმენტი უნდა დარჩეს. თუ გინდა, ყველა გადააყენეთ, მაგრამ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეთ. ზამთარი უნდა გადავიტანოთ. ეს სიტუაცია ჩავაცხროთ და შემდეგ პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც გინდა, ის გადაწყვეტილება მიიღეთ. ომიკრონი ხუმრობა არ არის.

28.რა სიტუაციაც ახლაა, ხომ გაფრთხილებდით?! დამიჯერეთ ხოლმე. 2 წელია, ხდება, რასაც ვამბობ. ერთხელ შეიძლება, ნათქვამი შემთხვევით ახდეს, მაგრამ 21-ჯერ?! არ ვარ არც ასტროლოგი, არც კაკულია, მეცნიერული კალკულაციებით გესაუბრებით. პლიუს პირადი გამოცდ8ილება, საქართველოში 70 საავადმყოფოს ვმართავდი, მთელი ახლო აღმოსავლეთის ჯანდაცვის სისტემებზე ვარ ნამუშევარი და ა.შ.. უბრალოდ, როცა ვამბობ, დამიჯერეთ.

29.ქვეყანას სჭირდება მეცნიერება, პროფესიონალიზმი. სხვა გამოსავალი არ არის. გამოსავალი არის სწრაფად მიღებულ პრაგმატულ გადაწყვეტილებებში. გადაწყვეტილებები შეიძლება რადიკალური იყოს, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. ცეცხლი ჩასაქრობია. დისკუსიის დრო არ არის.

30.მივხედოთ სამშობლოს. მჯერა, საღი აზრი გაიმარჯვებს. დაპირისპირება არა ჩვენ, არამედ მხოლოდ ვირუსს გამოადგება.

31.მტერი მოსულია. იცით, რითაც ებრძოლოთ – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის. მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ შენობები, შეეცადეთ იყოთ პოზიტიურები. ჯანმრთელობას გისურვებთ!- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-situatsiats-akhlaa-khom-gafrtkhilebdit-damijeret-giorgi-fkhakadze/



„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“

0

19/07/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდება.


მისი თქმით, 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი.


„არასასურველი სცენარით განვითარდა ყველაფერი. სამწუხაროდ, მორიგი ტალღა კოვიდაფეთქების დაიწყო. 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. აუცილებელია ბუსტერის გაკეთება. 60 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა აიცრან „ფაიზერით“.

კორონავირუსის ახალი ვარიანტები ყველას დაგვემართება, ყველა დაინფიცირდება, არავის არ ასცდება. 80% გადაიტანს უსიმპტომოდ. ინფიცირებული 10 კაციდან რვა ახალ ვარიანტს გართულების გარეშე გადაიტანს. ნუ აჰყვებით პანიკას, არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკების უაზრო ყლაპვა და თვითმკურნალობა.


საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგვისტოს ბოლომდე BA.5-ს გადაიტანს. ინდოეთში წარმოშობილი ახალი ვარიანტი უფრო ვერაგი და BA.5-ზე უფრო ძლიერი, ის ელვისებურად ვრცელდება. სექტემბერი ოქტომბრისთვის უნდა მოვემზადოთ, ნოემბერს კი შეიარაღებული უნდა დავხვდეთ, – ვაქცინაციით“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ფხაკაძე: ჩემი კამპანია პირბადეებთან დაკავშირებით არ მეგონა ასეთი ეფექტური თუ იქნებოდა

0

28, 12, 2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების “დილის საუბრებში“ ამბობს, რომ უპრეცედენტო ფაქტია ფარმაკოკომპანიების მიერ პირბადეების ფასის დაწევა. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ არ ეგონა, რომ ამ მიმართულებით მის მიერ წამოწყებული კამპანია ასეთი ეფექტური თუ იქნებოდა:

„ყველა ჩემს კოლეგებს საზღვარგარეთ რომ ვეუბნები, არავის არ სჯერა, რომ ზოგი ღირდა 1 ლარი, 80 თეთრი, 60 თეთრი და ახლა გახდა 15-20 თეთრი- ეს როგორო? აი, ასე ვეუბნები, ეს არის ადამიანების დემოკრატიული ანგარიშვალდებულება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. იგი ვარაუდობს, რომ პირბადეების გაიაფება მისი მოხმარების ინტენსივობას გაზრდის და 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვების გახსნის მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად არ გაიზრდება:

„ზუსტად ამ კვირაში მაინტერესებს სტატისტიკა და მე პატარა ნაპერწკალი მაქვს იმედის, წინასაახალწლოდ კარგი ამბავი, რომ შესაძლებელია, რომ კი ქვეყანა გაიხსნა, მაგრამ ვინაიდან პირბადეები გახდა ხელმისაწვდომი და ცნობადობა გახდა და გაიზრდება მოქალაქეებში სწორად გამოყენება პირბადეების, შესაძლებელია დიდი ავარდნა 24-ის შემდეგ არ გვქენება და ბალანსი მოხდება და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

„დილის საუბრებში“ მან ისაუბრა ასევე პირბადეების ხარისხის გაუმჯობესებაზეც და აღნიშნა, რომ წინსვლა ამ მიმართულებითაც სახეზეა. მისი თქმით, უხარისხო პირბადეები თითქმის აღარ იყიდება და ხალხი სამედიცინო პირბადეებს ითხოვს:

„ბაზარზე პირველი მოხდა ფასის დავარდნა და ახლა ხდება ხარისხის გაუმჯობესება. მე ბევრ კომპანიას მივწერე. მე ვარ გიორგი ფხაკაძე, ძალიან კარგია რიომ დაიწიეთ ფასი, თუ შეიძლება, სრტიფიკატები გამომიგზავნეთ. ზოგმა ფარმაკომპანიამ გამომიგზავნა სერტიფიკატი, ზოგმა იარა იარა და ნაწილობრივი გამომიგზავნა. რეკლამას არავის არ გავუკეთებ, ყველაზე იაფი რომელიცაა ბაზარზე, ვერ ვიტყვი რომელი ფარმაკომპანიაა, 14 თეთრიანი, ის არის სამედიცინო და ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი რომელიცაა იქაც არის კარგი ხარისხი. დანარჩენები თამაშობენ იქით აქეთ, მაგრამ კარგი არის ის, რომ ხარიხსზე დაიწყეს საუბარი და ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი მინდა თქვენი ეთერით ვთქვა, რომ ქართველი მწარმოებელმა ამ პროცესის შედეგად ჩემო დაჟინებული თხოვნით მიმართა სერტიფიკატის ასაღებად ევროპაში და ალბათ ერთ კვირაში მიიღებს და ეს იქნება პირველი ქართული კომპანია, რომელიც მიიღებს ევროპულ სერტიფიკატს. აქ უკვე საუბარია ხარისხის ძალიან მაღალ დონეზე და უკვე უხარისხო პირბადეები აღარც იყიდება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დილის საუბრებში“.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში კამპანია „პირბადე 15 თეთრად“ დაახლოებით ორი კვირის წინ წამოიწყო. კამანიას ფარმაკოკომპანიების მიერ პირბადეების გაიაფება მოჰყვა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31022386.html

„ეს ძალიან სასიხარულოა” – გიორგი ფხაკაძე

0

05/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვინც ერთხელ უკვე გადაიტანა კოვიდი, მეორეჯერ დაინფიცირების შემთხვევაში მსუბუქად
გადააქვთ” , – განაცხადა პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა გიორგი ფხაკაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, “დილის ნიუსრუმში.


ვიდეო

http://video.ambebi.ge/files-6/2021/01-04/giorgi-fxakaze-273373.mp4



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ყველამ იცის, სად არის ფხაკაძე. თუ საქმის გაკეთება გინდათ – პროფესორი ქართველებს მიმართავს

0

28/10/2021

მე ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას ვერ შევუერთდები ვერანაირი „სოუსით“. იმ სიბინძურის ნაწილი, რაც დღეს დავინახე, ვერ გავხდბი, მაპატიეთ. საქმის გაკეთება გინდათ?! – ყველამ იცის, სად არის ფხაკაძე. თუ საქმის გაკეთება გინდათ, ვინც არ უნდა იყოთ, როცა საქართველო მზად იქნება, კი ბატონო, აგერა ვარ. მაგრამ „ვითომ ვითომ „ საქმის გაკეთება მე არ მაინტერესებს,- ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ ლაივ ჩართვაში ისაუბრა.


მისი თქმით, აუცილებელია ადამიანებმა თავს გაუფრთხილდნენ. რადგან მათზე არავინ ზრუნავს.

„აღიარეთ შეცდომა, თქვით სიმართლე. რაღაცას ვერ აკეთებ? თქვი. დაგიფასდება და ხალხი წამოგყვება, მაგრამ ტყუილს რომ სიმართლედ ასაღებ, ამით აგებ. მე ტყუილი არ შემიძლია.


მაპატიეთ ემოციურობა. თავს გაუფრთხილდით. ამ ქვეყანაში თქვენზე არავინ ფიქრობს. სანამ ფაიზერის ვაქცინა არის, აიცერით. სხვას არც გაეკაროთ. ექიმი, რომელიც გეტყვით, რომ ჩინურით უნდა აიცრათ და არა ფაიზერით, ის ექიმი არ არის და მასთან აღარასდროს მიხვიდეთ.

დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე, ნუ დადიხართ მიტინგებზე, წადით არჩევნებზე და კარგად დაფიქრდით, ვის მისცემთ ხმას.

დიდი იმედგაცრუება მაქვს. ვნერვიულობ. საქართველოში უმძიმესი ზამთარი იქნება. გაიზრდება სიკვდილიანობა, საავადმყოფოებში ადგილები და ჟანგბადი არ იქნება. ყველაფერი კარგად იქნება? არ ვიცი. ქვეყანა უმძიმეს ფაზაში შედის. პამდემიის დროს არჩევნების ჩატარება იყო უდიდესი შეცდომა. ჯანმრთელობას გისურვებთ“,- ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelam-itsis-sad-aris-fkhakadze-tu-saqmis-gaketeba-gindat-profesori-qartvelebs-mimartavs/


ბოლო დროს ადამიანების უმეტესობა დიდი აგრესიით და სიძულვილით გამოირჩევა – 13 წლის მოზარდზე…

0

19/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



რადიო „ჯორჯიან თაიმსის” ეთერშია გადაცემა “ჩარჩოს მიღმა” – მამა პეტრე, – სტუმარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო -ამბოლოდროსადამიანებისუმეტესობადიდიაგრესიითდასიძულვილითგამოირჩევა

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=227583272364695


აბსოლუტურად დაუმსახურებლად, თავს გესხმიან და უშვერი სიტყვებით გიწყებენ ლანძღვა-გინებას. ზოგს ნათქვამი არ მოსწონს, ზოგს კანის ფერი და შეხედულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ყველას ბოლო მოვუღოთ და გავანადგუროთ.

გვაქვს პრეტენზია შევქმნათ დემოკრატიული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს ადამიანის ჩაგვრაზე, ებრძვის საბჭოთა გადმონაშთს და მიელტვის მეტ სინათლეს.

თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საპირისპიროს ამტკიცებს.

13 წლის მოზარდზე ძალადობა ერის ტრაგედიაა. ამაზე თვალის დახუჭვა და გაჩუმება უდიდესი დანაშაულია, რაც ერის დეგრადირებამდე მიგვიყვანს.

ამას დამატებული შური, რომელიც მხოლოდ შურიან ადამიანს აზარალებს…

თუ გვსურს ბევრად უკეთესად ვიცხოვროთ, ნაკლებად უნდა გვშურდეს, ნაკლებად უნდა გვწყინდეს სხვისი წარმატება…


,,შური არის მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა”-ამბობს სულხან-საბა ორბელიანი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვერ არის ჩვენი საქმე კარგად…“ – გიორგი ფხაკაძე

0

06/01/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„ცრუ მეცნიერება, ასტროლოგია, მიიჩნევა მეცნიერებად საქართველოს მოსახლეობის 90%-ში… და მეცნიერება, მედიცინა (ვაქცინაცია), მიიჩნევა ეშმაკისეულად მოსახლეობის ??%-ში ვერ არის ჩვენი საქმე კარგად“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/12/ver-aris-chveni-saqme-kargad-giorgi-phkhakadze/





„ვაქცინა შეიძლება ნაკლებად ეფექტური…“ – კოვიდშტამები და მსოფლიოში ვირუსის გავრცელების…

0

07/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე კორონავირუსის შტამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„მარტივად გრაფიკულად არის ახსნილი კოვიდის 4 ვარიანტი და რატომ ბევრი მუტაციებიდან, ეს 4 არის ყველაზე საყურადღებო.

კოვიდის ვარიანტები მარტივად და გასაგებად:#Alpha (#B117) „ბრიტანული“ , გამოვლენილია: 2020 წლის მაისი.

რატომ არის ეს შეშფოთება: გამოკვლევების თანახმად, იგი უფრო ადვილად ვრცელდება.

#Beta (#B1351)- « სამხრეთ აფრიკული”, გამოვლენილია: 2020 წლის აგვისტო.

რატომ არის ეს შეშფოთება: უფრო ადვილად ვრცელდება და ზოგიერთი ვაქცინა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ამის საწინააღმდეგოდ.

#Gamma (#P1) „ბრაზილიური“ – 2020 წლის ნოემბერი.

რატომ არის ეს შეშფოთება: უფრო ადვილად ვრცელდება და ზოგიერთი ვაქცინა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ამის საწინააღმდეგოდ.

#Delta (B16172) „ინდური“ – 2020 წლის ოქტომბერი.

რატომ არის ეს შემაშფოთებელი: ადრეული კვლევების თანახმად, იგი უფრო ადვილად ვრცელდება“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო! ახალ გაგახსენდა სამართალი?… – გიორგი ფხაკაძე

0

01/12/2021


მიშას ეს 50 დღიანი სპექტაკლი. კაცი, 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზორში ისმოდა – „დედა, მიშა შიმშილობს, მიშა შიმშილობს“ – ამასობაში 3 000 კაცი გარდაიცვალა. ამ დროს. „მიშა, მიშა“ – გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„ოპოზიციამაც და ამ მიშამაც საერთოდ გააწყალა გული… „ნაციონალებსაც“, „ოცნებასაც“, რუსებსაც, ანტივაქსერებსაც დავაყარე მიწა… იმიტომ, რომ არცერთი არ ფიქრობთ ადამიანებზე.

მიშას 50-დღიანი ეს პექტაკლი. კაცი, 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზორში ისმოდა – “დედა, მიშა შიმშილობს, მიშა შიმშილობს”, ამასობაში 3 000 კაცი გარდაიცვალა. ამ დროს „მიშა, მიშა“, გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა… დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო!

თავის დროზე რომ იყავი მთავრობაში, სასამართლოს რატომ არ მიხედეთ კარგად? ვინ გიშლიდა? შენ რომ იყავი მთავრობაში, მაშინ რატომ არ გააკეთე, ახლა გაგახსენდა კარგი სასამრთლო?” – ამბობს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/damnashave-khar-tsikheshi-unda-iko-akhal-gagakhsenda-samartali-giorgi-fkhakadze/


Verified by MonsterInsights