კვირა, მაისი 3, 2026

ბოლო 2 წელიწადში მართლა ყველაზე სასიხარულო ამბავია… გახსოვდეთ ივნის/ივლისში ისევ მოსალოდნელია…

07/04/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში 7 აპრილის სტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მისი თქმით, სასიხარულო ამბავია, როცა ბოლო 2 წლის განმავლობაში კორონავირუსის გამო არავინ გარდაცვლილა.


„დღეს მართლა ხარებაა, ნახეთ, რა კარგი და სასიხარულო ამბავია… ამ ბოლო 2 წელიწადში მართლა ყველაზე სასიხარულო ამბავია,


გთხოვთ, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, რაც შეიძლება, დიდხანს … ეს შესაძლებელია …. აიცერით პროტოკოლის მიხედვით ახალი ფაიზერის ვაქცინით … აიცერით,


გახსოვდეთ ივნის/ივლისში ისევ მოსალოდნელია კოვიდის აფეთქება საქართველოში და შევხვდეთ ამ ვერაგ ვირუსს შეირაღებულები“. – წერს გიორგი ფხაკაძე სოოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-bolo-2-weliwadshi-martla-yvelaze-sasikharulo-ambavia-gakhsovdet-ivnis-ivlisshi-isev-mosalodnelia-kovidis-afetqeba-saqartveloshi



მძიმე კოვიდს შეუძლია დააკლოს თქვენს IQ-ს 10 ქულა, რაც 20 წლით ნაადრევად დაბერების ტოლფასია

04/05/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ მძიმე კოვიდს შეუძლია, კოგნიტური პრობლემები გამოიწვიოს.


„მძიმე კოვიდს შეუძლია დააკლოს თქვენს IQ-ს 10 ქულა❗️


გაფრთხილებდით❗️


✅კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ Covid-19-ის მძიმე შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური პრობლემები, რაც 20 წლით ნაადრევად დაბერების ტოლფასია.


✅ჯანმრთელობას გისურვებთ…“, – წერს ფხაკაძე და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატიას, სადაც კვლევის

შედეგებზეა საუბარი.


კვლევა ჩატარდა 28-დან 83 წლამდე პაციენტში. ისინი ჰოსპიტალიზებული იყვნენ 2021 წლის მარტიდან 31 ივლისამდე.


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან მძიმე კორონავირუსული ინფექციებისგან, შეიძლება დასჭირდეთ გრძელვადიანი ზრუნვა კოგნიტური დეფიციტის გამო.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-akhal-kvlevaze-mdzime-kovids-sheudzlia-daaklos-tqvens-iq-s-10-qula-rac-20-wlit-naadrevad-daberebis-tolfasia




ჩვენი ემიგრანტი მანდილოსნები იტალიაში, საბერძნეთსა და სხვაგან, რომლებიც მომვლელებად მუშაობთ… თქვენ

09/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საუბრობს, რატომ აღარ ჩანდა აქტიურად ბოლო პერიოდის განმავლობაში.


როგორც ფხაკაძე ჰყვება, ის საფრანგეთში უვლიდა 85 წლის მეგობარს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.


გიორგი ფხაკაძე აქვე მიმართავს იმ ემიგრანტებს, რომლებიც ოჯახებში მომვლელებად მუშაობენ და ამბობს, რომ მის თვალში ეს ადამიანები გმირები არიან:


“იმ ქართველ ქალბატონებს, რომლებიც არიან იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და რომლებიც ეხმარებიან მოხუცებს, თქვენ რა მაგრები ყოფილხართ?

ჩემი მეგობარი, 85 წლის უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარა… სამი კვირის წინ დადგა საკითხი, რომ საოპერაციო იყო, გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. მისი შვილები არიან ძალიან შორს, მე პარიზში ვიყავი და ისეთ სიტუაციაში იყო, პრაქტიკულად, ახლობელი ადამიანი არავინ იყო. მე ვთქვი, მე ვიქნები-მეთქი.

არ არის პრობლემა, ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი, ჩავიცვამ კოსტიუმს და ვილაპარაკებ შეხვედრებზე, არ არის პრობლემა-მეთქი.


რამდენიმე შეხვედრა გადავწიე. გეტყვით, რატომ არ ჩამოვედი აღდგომაზე, ბილეთიც ნაყიდი მქონდა, მაგრამ რადგან ასეთი მომენტი იყო, ყველაფერი გადავდე.


ცხოვრებაში უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რაც შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, შეიძლება არ იყოს სტანდარტული, მაგრამ შენ ფიქრობ, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს ადამიანის სიცოცხლეა.


განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს მრავალი წლის მანძილზე ბევრი რამ გაუკეთებია და ახლა გაქვს შანსი, მადლობა უთხრა, მთავარია ახლოს იყო და მე ვუთხარი, მე ვიქნები-მეთქი.


ორ კვირაზე მეტია, ასეთ კარგ ბუნებაში, ვარ პარიზის გარეუბანში და ვეხმარები, არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ერთად ვსვამთ, ერთად ვჭამთ, მაგრამ ის იცის, რომ გვერდით არის ვიღაც, პრობლემა რომ იყოს.


ეს მანდილოსნები, ვინც ევროპაში ხართ და მოხუცებს უვლით, თქვენ ხართ ანგელოზები. სასწაული ხალხი..


მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე, იმიტომ, რომ თქვენ სასწაული საქმეს აკეთებთ, ბევრი ვერ ხვდება, თქვენ რას აკეთებთ”, – მიმართავს ფხაკაძე ემიგრანტებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-chveni-emigranti-mandilosnebi-italiashi-saberdznetsa-da-skhvagan-romlebic-momvlelebad-mushaobt-tqven-khart-saswauli-adamianebi-tqven-khart-gmirebi


მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“ … ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც…

12/06/2022

პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი საფრთხის შესახებ წერს.


მისი თქმით, საქართველოში არ შეიძლება, კოვიდის ხსენება, ისევე როგორც რუსეთში არ ახსენებენ ომს.


✅ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც სახელს უცვლიან, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?! რა დავაშავეთ?


საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვირუსს კოვიდს იმიტომ არ უწოდებენ, რომ მედპერსონალს დანამატი და კლინიკებს კოვიდდაფინანსება არ მისცენ, ეს ვიფიქროთ?


✅მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“, ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში…


✅კოვიდის სახელის ხსენება აკრძალულია, როგორც რუსეთში – ომის.


რუსეთი ხომ უკრაინაში წარმოებულ ომს “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს, ჩვენ კოვიდს „სეზონურ გრიპს“ ვეძახით.


✅გვაბოლებენ და უმრავლესობა ბოლდება. ჩემი მოწოდებაა: არ დაბოლდეთ!


✅ფრთხილად იყავით, საქართველოში „სეზონური გრიპია“ ანუ კოვიდი.


#არდაბოლდე
12/06/2022 Paris


✅ჯანმრთელობას გისურვებთ“… წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს „ტვ პირველის“ ვიდეოს, სადაც მედპერსონალი საუბრობს, რომ მას კოვიდით დაავადებულთა რაოდენობის შემცირების შემდეგ მათ დანამატი მოეხსნათ და შესაბამისად ხელფასები შეუმცირდათ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/megobrebo-frtkhilad-iyavit-saqartveloshi-qartuli-sezonuri-gripia-qveyanashi-sadac-kovidsac-sakhels-ucvlian-adamianma-ra-unda-gaaketo-fkhakadze



„ექსკლუზიური შოკური ინფორმაცია – ფხაკაძემ გადაიტანა კორონა..

23/06/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსით დაავადდა. ამის შესახებ ის ლაივ-ჩართვაში ჰყვება:


„ექსკლუზიური შოკური ინფორმაცია. ფხაკაძემ გადაიტანა კოვიდი. რა თქმა უნდა, უნდა აიცრათ. მეოთხედ მინდოდა აცრა, მაგრამ საფრანგეთში არის კანონი, რომ 60 წელს უნდა იყო გადაცილებული და არაო, ან უნდა გქონდეს ქრონიკული დაავადება, ან იმუნური პრობლემა, მაშინ გიკეთებენ მეოთხე დოზას.


ვარ 45 წლის. შესაბამისად, არ გამიკეთეს, ძალიან ვნანობ. მეოთხე დოზა რომ მქონოდა, აშკარად დაცული ვიქნებოდი. ჩვენ უკვე ვხედავთ მკაფიოდ, ბოლო დოზიდან ხუთი-ექვსი თვის შემდეგ დაცულობა კოვიდისგან ვარდება. ჩემი კლასიკური მაგალითი – სამჯერ აცრილ კაცს ბე-5 დამემართა.


ბე-5 ვარიანტი იმით არის ვერაგი, ოთახში თუ არის ერთი ადამიანი აქტიურად ინფიცირებული, ყველას დააინფიცირებს, ეს ძალიან სწრაფად ვრცელდება.


ვინც აცრილია, ძალიან იოლად გადააქვს, ერთი დღე მქონდა დისკომფორტი. სხვა მეგობრებსაც და კოლეგებსაც – უმრავლეს შემთხვევაში, ვინც სამ-ოთხჯერ არის აცრილი, ძალიან მსუბუქად აქვთ, ზოგი ვერც კი იგებს, რომ არის ინფიცირებული. ასიმპტომურად მიდის. კარგი ამბავი ის არის, რომ თბილისში ჩამოვალ. საქართველოში ცოტა საშიში იყო ჩამოსვლა…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/eqskluziuri-shokuri-informacia-fkhakadzem-gadaitana-korona



“აღარ მინდა ამდენი აცრა, ქენი რამე გიორგი, შეაჩერე კოვიდი” – ია ფარულავასა და გიორგი ფხაკაძის

02/07/2022

სამედიცინო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფეისბუქ ლაივში ია ფარულავასთან ერთად ჩაერთო და მაყურებელს მიმართა.


ფხაკაძემ იას სიმალაზეს და ახალგაზრულ გარეგნობას გაუსვა ხაზი და მაყურებელს რჩევაც მისცა – დღეში 5 სახეობის ხილი უნდა მიირთვათ.

ფარულავა და ფხაკაძე კოვიდისა და აცრის თემასაც შეეხნენ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/video/aghar-minda-amdeni-acra-qeni-rame-giorgi-sheachere-kovidi-ia-farulavasa-da-giorgi-fkhakadzis-ertoblivi-mimartva-da-rcheva-mayurebels




„საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო…ის ყველას შეხვდება… მე გაგაფრთხილეთ – ერთი ადამიანი…

18/07/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის აფეთქებაა.


ის საქართველოში იმყოფება და როგორც “ფეისბუკ” გვერდზე წერს, კარგად ხედავს, რომ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ შეიძლება.


„15.07.2022 – სიახლეები და რჩევები გიორგი ფხაკაძისგან:


საქართველოში ომიკრონ BA5-ის აფეთქებაა


1. რამდენიმე დღეა, ჩამოვედი და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით. მქონდა ბევრ ადამიანთან შეხვედრა. ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს და რისი გაკეთება არ შეიძლება.


2. საქართველოში მოჩვენებითი რეალობაა, თითქოს პანდემიის დამთავრდა, თავის მოტყუება გვიყვარს. საქართველოში კოვიდს სეზონური გრიპი დაარქვეს. ამ პაპანაქება სიცხეში რა დროს სეზონური გრიპია, ხალხო?!


3. ჯერ კიდევ აპრილში ვთქვი, რომ საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისში იქნებოდა. მართლაც, ახლა საქართველოში ომიკრონ BA5-ის აფეთქებაა. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ქვეყანაში ინფიცირების არასახარბიელო ციფრები გვექნება.


4. მთელ მსოფლიოში კოვიდის მორიგი ტალღაა, საქართველო მსოფლიოს ნაწილია, გახსოვდეთ. საქართველოში კოვიდინფიცირების რა ოფიციალური მონაცემებიც ცხადდება, იმ ციფრს ბოლოში ნული მიუწერეთ და რეალურ სურათს მიიღებთ. საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო, ამას არავინ გეტყვით, ფხაკაძემ თუ არ გითხრათ.


5. მე არ ვარ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და არ ვარ პასუხისმგებელი, რას ამბობს მთავრობა. მე რასაც გეუბნებით, ფაქტებითაა გამყარებული და ეს არაერთგზის დამტკიცდა.


6. ”ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენს გარშემო ადამიანები სიმპტომურად არიან ავად. აქვთ სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ეს არ არის სერზონური გრიპი, ეს არის ომიკრონ BA5 და ახლა საქართველოში ამ ვარიანტის აფეთქებაა.


7. ომიკრონ BA5 ვარიანტი ყველაზე სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება და, სამწუხაროდ, ის ყველას შეხვდება, ვისაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში კოვიდი არ გადაუტანია.


8. მე საქართველოდან მივდივარ 1 კვირაში, ჩემი წასვლიდან 2-3 დღეში მთავრობა გამოაცხადებს, ცუდად არის საქმეო. მე გაგაფრთხილეთ. ინფორმაცია იარაღია.


9. ბევრი მეკითხება, ქვეყანა ჩაიკეტება თუ არა. ახლა ქვეყნის ჩაკეტვა ყველზე დიდი სისულელეა და ასე მხოლოდ ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა იქცევა. ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, გამოსავალი არის ეფექტური მართვა.


10. BA5 ყველას დაგვემართება, მაგრამ კონცერტი ამით არ მთავრდება. ახალი ვარიანტები უკვე წამოვიდა ინდოეთიდან – BA2.57, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და უკვე 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. ეს ვარიანტი ივნისის დასაწყისში გამოჩნდა, დაახლოებით ჩემი დაბადების დღეზე. ახლა იტყვიან, ფხაკაძემ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოუშვაო. ეს ახალი ვარიანტი დაახლოებით ნოემბერში საქართველოშიც იქნება.


11. რა უნდა გავაკეთოთ: მოვუწოდებ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, გააძლიერონ შიდა აკარანტინო ღონისძიებები; მოსახლეობას – ატარეთ პირბადე და აიცერით პროტოკოლის მიხედვით მაღალეფექტური ვაქცინებით (ფაიზერი, მოდერნა), განსაკუთრებით, ვინც არის 50 წლის ზევით და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება. საქართველოში 50 წლის ზემოთ ფაქტობრივად ყველას აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, რადგან არ მოწმდება საკვები, გარემო, ჰაერი. 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს გირჩევთ, ნაკლები მოგზაურობა და შეამცირეთ კონტაქტები.


ჯანდაცვის სისტემას რადიკალური რეფორმები სჭირდება – ეშმაკსაც დავუჯდები მოლაპარაკებაზე, თუ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაკეთებაში დამეხმარება, იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც კი სამყაროს გადარჩენას უდრის.


1. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არის ძველი, საბჭოური, ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დასაშლელი და თანამედროვე სტანდარტებით თავიდანაა ასაწყობი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება რადიკალური რეფორმები.


2. ხალხო, რუსთაველზე რომ გამოდიხართ და ვითომ რევოლუციებს აკეთებთ და ვერ აკეთებთ, პირდაპირ გეუბნებით – რუსთაველზე, მიტინგებზე კი არ უნდა მოაწყოთ „ლოზუნგების რევოლუცია“, ჯანდაცვის სისტემაშია რევოლუცია გასაკეთებელი.


3. ქვეყანაში ადამიანთა გარდაცვალება ხშირად გამოწვეულია ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობით, არასწორი მართვით, კორუფციული გარიგებებით, არაპროფესიონალიზმით და არაკომპეტენტურობით. ამ მიზეზების გამო კოვიდპანდემიისას ათასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ.


4. რეალურ პრობლემებზე და კოვიდზე უკვე აღარც ვსაუბრობთ, ქვეყანაში მთავარი საკითხი პოლიტიკაა. ხალხო, ევროპაზე საუბარი რას გვიშველის, ქვეყანაში ადამიანები თუ არ დაგვრჩა. იდეებზე კამათი კი არა, დღეს ხალხი გვეღუპება – უცოდინარობით, არასწორი მართვით და ა.შ. საქმეების სწორად კეთება გვჭირდება და ეს არის სწორედ ევროპა!


5. მე ერთი ადამიანი ვარ და მხოლოდ ლაივებით სიტუაციას ვერ შევცვლი, თუ მთელი საზოგადოება არ დაფიქრდება, რა უნდა გავაკეთოთ.


6.
რაც შეეხება ჯანდაცვაში მიმდინარე პროცესებს, ბევრ რამეს პოლიტიკური სუნი ასდის. პოლიტიკურ პროცესში არ ვერევი. პოლიტიკურ პარტიებს ყველას კარგად ვიცნობ, მაგრამ არავისთან არ ვარ. მე ჩემს თავს მიტინგებზე და ფლაერების დასარიგებლად კარდაკარ სიარულში ვერ ვხედავ. ნათქვამია, „არასოდეს თქვა არასოდეს“, მაგრამ ახლა მართლა ასეა.


7. ჯანდაცვის სფეროში გვჭირდება რეფორმა, ოღონდ რეალური და არა მოჩვენებითი. გვინდა რეფორმა ექთნებისთვის, ექიმებისთვის, საავადმყოფოებისთვის, და, რაც ყველაზე მთავარია, პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, დღეს ამას საქართველოში მე ვერ ვხედავ.


ყველა ცდილობს, რეფორმის სახელით ფული გააკეთოს და პოლიტიკური დივიდენდები მოიხვეჭოს, მაგრამ არავინ ფიქრობს ექთნების, ექიმების ხელფასზე, პაციენტზე ორიენტირებულ ხარისხიან ჯანდაცვაზე, არავინ ფიქრობს, რომ საავადმყოფო, როგორც ინსტიტუცია, განვითარდეს და ჯანდაცვის სფეროში პროგრესს ხელი შეეწყოს.


8. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დეგრადაციის გზაზეა და არა ევოლუცია- განვითარების. ვიმეორებ, ჯანდაცვაში რადიკალური რეფორმები გვჭირდება და არა ზოგადი საუბრები. ვინ გააკეთებს ამას – არ ვიცი. გაფრთხილებთ, ჩაგივარდებათ ის ვითომ წამოწყებული რეფორმები. თუ მართლა რამის გაკეთებას აპირებთ, მკითხეთ, დაგეხმარებით.


9. სისულელეებს ნუ აკეთებთ, ისედაც სისულელეებშია ეს ქვეყანა, ჯანდაცვა ნადგურდება. ბევრ კლინიკას უკვე მედპერსონალი აღარ ჰყავს, ექთნები ქვეყნიდან გადიან – ეს არის განგაშის საფუძველი!


10. საავადმყოფო ექთნის გარეშე მხოლოდ შენობა-ნაგებობაა და არა სამედიცინო დაწესებულება. ქვეყანაში უკვერ ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება. სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა რადიკალური, სისტემური, სტრატეგიული რეფორმები და ის უნდა განახორციელონ კეთილსინდისიერმა პროფესიონალებმა.


11. პირდაპირ მოგმართავთ პოლიტიკურ ძალებს, ყველას დაგეხმარებით, ოღონდ ჯანდაცვის სისტემა გავმართოთ. – ეშმაკსაც დავუჯდები მოლაპარაკებაზე, თუ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაკეთებაში დამეხმარება, იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც კი სამყაროს გადარჩენას უდრის!


სიცოცხლე არ არის ფუფუნება, სიცოცხლე უფლებაა.


1. სიცოცხლე არ არის ფუფუნება, სიცოცხლე უფლებაა. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი დედამიწაზე არაფერია, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე უკეთესი არაფერი არსებობს.


2. გიყვარეთ საკუთარი თავი, გიყვარდეთ ადამიანი თქვენს გვერდზე. სიყვარული თქვენგან იწყება და ეს არის მსოფლიოს სიყვარული. თუ თქვენ საკუთარი თავი არ გიყვართ, სხვა ვერ გეყვარებათ. მოუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს თავში – მსოფლიოს.


3. ბოლოს ერთი მესიჯი – არა ძალადობას! არა – ყველანაირ ძალადობას! საქართველო არ იმსახურებს, რომ იყოს ძალადობა და აგრესია ამ მშვენიერ ქვეყანაში. ფხაკაძე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია, იქნება ეს ფიზიკური, სიტყვიერი თუ მენტალური.


4. ძალადობა ანგრევს, სიყვარული აშენებს. სიყვარული გაიმარჯვებს! გიყვარდეთ!


5. იყავით პოზიტიურად განწყობილი, იფიქრეთ სიცოცხლეზე, ადამიანებზე, ადამიანობაზე. ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მომავალი;


6. ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, რას აირჩევთ – აირჩიეთ სიყვარული და სიცოცხლე! – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-saqartveloshi-morigi-kovidafetqeba-daiwyo-is-yvelas-shekhvdeba-me-gagafrtkhilet-erti-adamiani-var-da-mkholod-laivebit-situacias-ver-shevcvli



ფხაკაძე: „საქართველოში მორიგი კოვიდ აფეთქებაა და ეს არის ფაქტი!“

25/07/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდაფეთქებაა.


ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“საქართველოში მორიგი კოვიდ აფეთქებაა და ეს არის ფაქტი!


კოვიდ აფეთქება არ არის მარტო საქართველოში ის არის მთელ მსოფლიოში დიახ ის არის


იაპონიაში, ამერიკაში, ევროპაში, ინდოეთში და თითქმის მთელ მსოფლიოში


თურქმენეთის გარდა, იქ კოვიდი არ არის (ოფიციალურად)…

ის ადამიანები ვინც ვერ მართეს კოვიდი საქართველოში (ერთი პერიოდი მე-7 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში ცუდი მართვის მაჩვენებლით) და პრაქტიკულად მათი მმართველობის უფრო სწორედ არა მმართველობის შედეგად ოფიციალურად 17.000 მეტი ქართველი გარდაიცვალა და რეალურად ეს ციფრი 50,000 გადააჭარბა! ეს ადამიანები ახლა გამოდიან და გვეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის?! ვის აბოლებენ!

ამ ქვეყანაში არანაირი ანგარიშვალდებულების სისტემა არ არსებობს!


ტყუილზე ვინ აგებს პასუხს?


კორუფციაზე ვინ აგებს პასუხს?


არასწორ მკურნალობაზე ვინ აგებს პასუხს?


არახარისხისნ ჯანდაცვაზე ვინ აგებს პასუხს?


ვაქცინაციის ჩავარდნაზე ვინ აგებს პასუხს?


ასეთი დიდი კოვიდ სიკვტილიანობაზე ვინ აგებს პასუხს?


და საერთოდ ვინ რაზე აგებს პასუხს ამ ქვეყანაში გამაგებინეთ!


მაიმუნის ყვავილის პანდემიისთვის ისე ვართ მზად როგორც კოვიდისთვის! ანუ მოუმზადებელი ვართ და ეს არის ფაქტი!” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-saqartveloshi-morigi-kovid-afetqebaa-da-es-aris-faqti


ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა? ერთი ჩრთილოეთ კორეაა და მეორე საქართველო…

11/08/2022

„მსოფლიოში ერთი ეს ქვეყანაა ჩრთილოეთ კორეა და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს”, – ასე ეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ კოვიდპანდემია დაამარცხა.


„მსოფლიოში ერთი ეს ქვეყანაა (ჩრთილოეთ კორეა) და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს..


ვამბობ, კომუნიზმი საშიშია-თქო! ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა?! წავიდნენ კერძო სექტორში, იქ შექმნან დოვლათი. 30 წელია, რაც დაინგრა ეს ბოროტების იმპერია – საბჭოთა კავშირი და დრო აღარ გაუვიდათ?! ოღონდ მართლა!

ისე, რა უბედურებაა, ჩრდილოეთ კორეას რომ ვედრებით, რამე სხვა ქვეყანას, ვერა?!
ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა. კიმ ჩენ ინმა გასცა ბრძანება, მაისში დაწესებული კოვიდშეზღუდვები გააუქმონ.


როგორც კიმმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს “მტკიცე ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს ანტიეპიდემიური სამუშაოები ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის დასრულებამდე”.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-yvela-komunisti-chinovniki-pensiaze-rom-gaushvat-vera-erti-chrtiloet-koreaa-da-meore-saqartvelo-sadac-kovidi-daamarckhes


მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.. ფულით ნაყიდი მოძღვრები.. ვალით გადახდილი ქორწილი…

12/08/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომელიც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას მოქალაქეებს, ამჯერად, აზიარებს ქართული რეალობისთვის დამახასიათებელ ჩამონათვალს, რაც მისი შეფასებით, სამწუხაროა.


„ეს არის, სამწუხაროდ, ქართული რეალობა!


ამ ჩამონათვალის ავტორი არ ვარ, მაგრამ…. თუმცა რამდენიმე პუნქტს არ ვეთანხმები ან ოდნავ შევცლიდი. ვინაიდან მე არ ვარ ავტორი,


დავტოვე ისე, როგორც არის ….


დანარჩენი თავად დაუმატეთ….


ჯანდაცვის ექსპერტის 3 ცხოვრება: „როცა მეუბნებიან, მოიყვანე ცოლი – ცოლი რას ნიშნავს? მიხვიდე მერიაში და სახელმწიფოს დაარტყმევინო ბეჭედი, ვისთან წევხარ ლოგინში?“


1. ვალით გადახდილი ქორწილი;


2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;


3. სარფიანი ნათლია;


4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;


5. ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;


6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;


7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;


8. დიპლომისათვის სწავლა;


9. მიმტანისადმი დამოკიდებულება;


10. სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;


11. მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.


12.კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;


13. ფულით ნაყიდი მოძღვრები;


14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;


15. დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;


16. სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ”; “როგორ მიყვარხარ”;


17. დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;


18. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის ,,გულაობა”;


19. დაობებული ბიბლიოთეკა;


20. უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა.”- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mteli-wlis-nashromis-ert-dgheshi-dakharjva-batumshi-fulit-nayidi-modzghvrebi-valit-gadakhdili-qorwili-fkhakadze-qartul-samwukharo-realobaze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights